განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 340210017001899622
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
საქმე №2ბ/4655-18
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ვანო წიკლაური
სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე
აპელანტები - ი-----–- გ---–----–---–-, ბ------ ს--------–-–---–-, ე-–------ ყ--–-----–---–-, ლ---- ჯ------–---–-
წარმომადგენელი - ნ------- ს----–---–-
მოწინააღმდეგე მხარე - ს- ,,ს----------–---------’’
წარმომადგენელი - ბ-–-- ლ-–--
დავის საგანი - დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ს- „ს----------–---------ს’’ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს ი-----–- გ---–----–---–ს, ბ------ ს--------–-–---–ს, ე-–------ ყ--–-----–---–ს და ლ---- ჯ------–---–ს ს- ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხა - 5500 ლარი, პროცენტი - 833.95 ლარი, ჯარიმა - 414 ლარი და საკომისიო 477 ლარი, სულ 7224,95 ლარი, 2014 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული ი-----–- გ---–----–---–-ს კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე გ-------------------–---------, ს/კ 5-----------. დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ი-----–- გ---–----–---–-ს საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონება; მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 3726,14 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი-----–- გველუკაშვილს სს „ს----------–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 1938.40 ლარი, პროცენტი 899,98 ლარი და პირგასამტეხლო - 90 ლარის გადახდა. ს- ს----------–---------ს სარჩელი ი-----–- გ---–----–---–-ს მიმართ 813.55 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 12.12.2014 წელს ს- ს----------–--------ს და ი-----–- გ---–----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #3------, რომლითაც მსესხებელზე დაიშვა საკრედიტო ლიმიტი 500 000 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი ლარში .
2.2. საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 12.12.2014 წელს ს- ს----------–--------ს და ი-----–- გ---–----–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #2------, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით, 23 თვის ვადით, წლიური 17% განაკვეთით, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.3. #2------ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ს- ს----------–--------ს ბ------ ს--------–-–---–ს, ე-–------ ყ--–-----–---–ს და ლ---- ჯ------–---–ს შორის 12.12.2014 წელს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებები იღებენ ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყონ ს- ,,ს----------–--------ს" და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით.
2.4. #2------ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 12.12.2014 წელს იპოთეკით დაიტვირთა ი-----–- გ---–----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გ-----------------------------–---------, საკადასტრო კოდი: #5-----------. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულებების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებებზე.
2.5. ი-----–- გ---–----–---–სა და ს- ,,პ-----------ს“ (უფლებამონაცვლე ს- ს----------–---------“) შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტი-2000 ლარი, რომელზეც მსესხებელს გააჩნია დავალიანება- 3741,93 ლარი.
2.6. მოპასუხე მსესხებელმა დაარღვია 12.12.2014 წლის #2------ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 21.10.2016 წელს. მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება კრედიტორის წინაშე 2017 წლის 13 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 10 951,09 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5500 ლარი, პროცენტი - 833.95 ლარი, ჯარიმა - 4140,14 ლარი, საკომისიო 477 ლარი
2.7. მოპასუხე ი-----–- გ---–----–---–მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 13 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 3741,93 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1938.40 ლარი, პროცენტი- 899,98 ლარი და პირგასამტეხლო-903.55 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ 16-17)
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 18-19)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 20)
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 21- 38;)
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 39-45)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 46)
- საკრედიტო ბარათის განაცხადი (ს.ფ 55-56)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 54)
2.8. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა-სოლიდარულმა მოვალეებმა სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნეს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარ წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. ასევე მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ი-----–- გ---–----–---–მა სასარჩელო მოთხოვნა საკრედიტო ბარათის დავალიანების ნაწილში ცნო ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში ს- ს----------–--------სა და ი-----–- გ---–----–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში ი-----–- გ---–----–---–- სასარჩელო მოთხოვნებს ეთანხმება #2------ საკრედიტო ხელშეკრულების და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში. ამავდროულად, ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ვინაიდან ს- ,,ს----------–---------"ს მიერ საბანკო კრედიტის გაცემა განხორციელდა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც მსესხებელმა დაარღვია და შეთანხმებულ ვადაში არ გადაიხადა თანხა .
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა #2------ საკრედიტო ხელშეკრულების და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
2.11. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ამიტომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლოს მოსაზრებით ს- ,,ს----------–---------ს“ მიერ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია და ექვემდებარება შემცირებას. კერძოდ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და #2------ საკრედიტო ხელშეკრულებაზე განისაზღვროს 414 ლარით, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე 90 ლარით.
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ბ------ ს--------–-–---–მა ე-–------ ყ--–-----–---–მა და ლ---- ჯ------–---–მა ს- ს----------–---------ს მიმართ 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა და შესაბამისად ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები სოლიდარულ თავდებებსაც უნდა დაეკისროთ.
2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 12 დეკემბერს იპოთეკით დაიტვირთა ი-----–- გ---–----–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გ-----------------------------–---------, საკადასტრო კოდით: #5-----------.
იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულებების სრულად დასაფარად, აღსრულება შესაძლებელია მიექცეს მოვალის სხვა ქონებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულია ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია ს- ,,ს----------–---------ს’’ სასარჩელო მოთხოვნა ი-----–- გ---–----–---–-ს საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
2.14.. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11. მუხლით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ს- ,,ს----------–--------ს’’ და ი-----–- გ---–----–---–ს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე. ასეთივე შინაარსის დებულებაზეა არიან მხარეები შეთანხმებული იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 მუხლით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულია დავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1.1 აპელანტები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას აცხადებენ ბანკის სასარგებლოდ პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. აპელანტების განმარტებით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევს შესახებ არ მიუთითებია, აღნიშნულის შესახებ მათთვის ცნობილი დასაბუთებუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის, პირგასამტეხლოს და საკომისიოს დაკისრების, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს შენიშნოს, რომ მართალია, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ი-----–- გ---–----–---–- პრეტენზიას აცხადებდა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებაზეც, თუმცა ამ ნაწილში სააპელაციო პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის საოქმო განჩინებით ს- ,,ს----------–---------ს’’ სარჩელზე დავის საგნის არ არსებობის გამო საქმის წარმოება შეწყდა. შესაბამისად, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს- ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ ი-----–- გ---–----–---–-სთვის თანხის დაკისრების შესახებ.
4.1.1. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტებს ს- ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ დაეკისრათ ჯამში 7 224,95 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5 500 ლარი, პროცენტი - 833.95 ლარი, ჯარიმა - 414 ლარი და საკომისიო 477ლარი. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა აპელანტები პრეტენზიას აცხადებენ 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და საკომისიოს შესახებ, რაც ჯამში 1724,95 ლარს შეადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
სააპელაციო პალატა ხაზგასმით შენიშნავს, რომ მართალია საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნების ნაწილში სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის და სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1724,95 ლარს შეადგენს, რაც სსსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებული ქცევის წესის მიხედვით სააპელაციო საჩივრის დასაშვებად მიჩნევას და მასზე არსებით მსჯელობას გამორიცხავს, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მითითებულ თანხასთან ერთად სადავოდაა გამხდარი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხიც, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი საკითხები საქმის არსებითად განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს. სააპელაციო პალატა აქვე შენიშნავს, რომ მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებისა, (გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.) სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებისთვის არ განუმარტავს აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხის, განსხვავებული წესით, კერძო საჩივრის წარდგენის გზით გასაჩივრების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით მხარის პრეტენზიაზე, სადავოდ გამხდარ თანხასთან ერთად სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იმსჯელებს.
4.1.2. უწინარესად სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ 2014 წლის 12 დეკემბრის საფუძველზე ს- ,,ს----------–---------ს’’ სასარგებლოდ მოპასუხე აპელანტებისთვის სესხის ძირი თანხის (5500 ლარი) და პროცენტის (833,95 ლარი) დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მოპასუხე აპელანტების წარმომადგენლის მიერ მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის ცნობა. ანუ, 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის და პროცენტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა პროცესუალური საფუძვლით. (იხ. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის სხდომის ოქმი. 12:47:29-12:47:35; 12:48:23-12:48:56) სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებს სარჩელის ცნობის საკითხი სადავოდ არ გაუხდიათ, კერძოდ, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს პრეტენზიას მათი წარმომადგენლის მიერ სარჩელის ცნობასთან დაკავშირებით. (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ. 2, ს.ფ. 25-34).
4.1.3. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარე პირველ ინსტანციაში წარდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამასთან ამ უკანასკნელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დააზუსტა მისი პრეტენზია სარჩელთან დაკავშირებით და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება მოითხოვა. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პირგასამტეხლო ათჯერ შეამცირა და სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოპასუხე მხარეებს ნაცვლად 4 140.14 ლარისა, 414 ლარის ოდენობით დააკისრა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.
პირგასამტეხლოს შემცირებაზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად, მხარისვე მიერ მითითებულ ფარგლებში და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას გულისხმობს.
პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმე სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც პირგასამტეხლოს პრაქტიკული შეფასების მიზნებს ემსახურება მდგომარეობს იმაში, რომ პირგასამტეხლოს შემცირებაზე უფლებამოსილი სუბიექტი - სასამართლო, პირგასამტეხლოს მართლზომიერებისა და ლეგიტიმურობის შეფასებას იწყებს მხოლოდ მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის ფარგლებში პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის პირობებში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ადგენს, რომ ვინაიდან მოპასუხე აპელანტებს იმთავითვე არ მიუთითებიათ, თუ რა ოდენობით უნდა შემცირებულიყო პირგასამტეხლო, არც პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი წინაპირობები უმტკიცებიათ და არც განსაზღვრული ოდენობით პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეწონილობაზე უმსჯელიათ, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ 10-ჯერ პირგასამტეხლო მართლზომიერად შეამცირა, ხოლო უფრო მეტჯერ მისი შემცირება აპელანტის სპეციალურ მტკიცებას ექვემდებარებოდა, რაც მათ არც პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარდგენის ეტაპზე განუხორციელებიათ და არც სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროს. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით არ არსებობს აპელანტების პრეტენზიის გაზიარების საფუძველი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს აპელანტების პრეტენზიის გაზიარების საფუძველი არც საკომისიოს დაკისრებასთან დაკავშირებით. ამ მიმართებით პალატა ყურადღებას მიაპყრობს მხარეებს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს გაფორმებულ გარიგებებზე, საიდანაც ირკვევა, რომ კრედიტის თანხის ათვისებისთვის გათვალისწინებული იყო საკომისიო 0,5%-ის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილი დავალიანების შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ი-----–- გ---–----–---–ს საკომისიოს სახით ერიცხება დავალიანება 477 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მოპასუხე აპელანტს არ მიუთითებია მტკიცებულებაზე, რაც მის მიერ აღნიშნული თანხის გადახდას ან ამ თანხის გადახდის ვალდებულებისგან მის გათავისუფლებას დაადასტურებდა.
4.1.4. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, ერთი მხრივ ს- „ს----------–---------”, ხოლო მეორე მხრივ - ი-----–- გ---–----–---–-, ბ------ ს--------–-–---–-, ე-–------ ყ--–-----–---–- და ლ---- ჯ------–---–- შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ს- „ს----------–--------ს” და ი-----–- გ---–----–---–ს შორის, 2014 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ტ.1 ს.ფ. 17).
ს- „ს----------–--------ს” და ი-----–- გ---–----–---–ს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 პუნქტის შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ტ.1 ს.ფ. 43).
ერთის მხრივ ს- „ს----------–--------ს’’ და მეორე მხრივ ბ------ ს--------–-–---–ს, ე-–------ ყ--–-----–---–ს და ლ---- ჯ------–---–ს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებების 10.2 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეული იქნებოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ტ.1 ს.ფ. 21-38).
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულებების შესაბამისად უტყუარად დასტურდება, რომ აპელანტები: ი-----–- გ---–----–---–-, ბ------ ს--------–-–---–-, ე-–------ ყ--–-----–---–-, ლ---- ჯ------–---–- მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულების პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
განსახილველი მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ მუხლის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით 11-ი ნაწილით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც კანონი უპირობოდ ადგენს რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით, ანუ არ ვრცელდება არავითარი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მხარეს შეიძლება უარი ეთქვას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.
საქმეზე ფაქტობრივ გარემოებად დადგინდა, რომ ს- „ს----------–---------ს’’ მოთხოვნა აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ი ნაწილის მთავარ მოთხოვნას, კერძოდ, მხარეებმა მათ შორის დადებული ხელშეკრულებით პირდაპირ გაითვალისწინეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის პირობა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა აპელანტებზე დაკისრებული პროცენტის, პირგასამტეხლოს და საკომისიოს ოდენობა და ასევე სწორად მიაქცია გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფლდა სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-----–- გ---–----–---–-ს, ბ------ ს--------–-–---–-ს, ე-–------ ყ--–-----–---–-ს, ლ---- ჯ------–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოცემულ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვანო წიკლაური