მუხლი 2672. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება
თავი XXVIII — სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება # # #
1. აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის, საქმის წარმოების შეწყვეტის ან სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოპასუხეს მოსარჩელემ უნდა დაუბრუნოს ყოველივე, რაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა გაუქმებული გადაწყვეტილებით.
2. გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს მოპასუხის განცხადების საფუძველზე წყვეტს ახალი გადაწყვეტილების ან განჩინების მიმღები სასამართლო.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(16)
საქმე №ას-932-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
…რეალიზებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება ეკისრებოდა, რაც შესრულდა კიდეც, არარეალიზებული და ვადაგასული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას, ვალდებულება კი მხარეს, არ ჰქონია და შესაბამისად, სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი. 11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლი არეგულირებს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს და იგი დაიშვება ნორმის პირველი ნაწილის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულ…
საქმე №ას-224-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
…ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. 9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითზე მიღებული განჩინების კანონიერება. 10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672-ე მუხლის თანახმად, აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად…
საქმე №ბს-504(კ-22).. · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.03.2024
…საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლის შესაბამისად, (1) აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის…
საქმე №ას-230-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.07.2023
…შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. 16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლი არეგულირებს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხს და იგი დაიშვება ნორმის პირველი ნაწილის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულ…
საქმე №ბს-504(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2023
…მიზნით მან აღასრულა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად, რის გამოც საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ითხოვს აღსრულებული თანხის დაბრუნებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2672 მუხლის შესაბამისად, (1) აღსრულებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სარჩელის…
საქმე №ას-901-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.03.2023
საქმე №ას-1291-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2022
საქმე №ას-580-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2020