მუხლი 2721. საქმის წარმოების შეწყვეტა მხარის განცხადების საფუძველზე
თავი XXIX — საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე
თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე. აღნიშნული განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გაკეთდეს.
საქართველოს 2015 წლის 18 მარტის კანონი №3220 – ვებგვერდი, 26.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.03.2015-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-828-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2024
…და ეწოდა შპს,,რ.ქ.მ–ი’’) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელი აღძრა. 2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და არსებით გარემოებებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721-ე მუხლის საფუძველზე, იშუამდგომლა საქმისწარმოების შეწყვეტაზე, რადგან მხარეთა შორის არსებობდა საარბიტრაჟო შეთანხმება (ტ. 2,…
საქმე №ას-185-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2024
…წარმოების შეწყვეტისა და შპს „თ.ს.პ–ისათვის“ საქმის გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს აღნიშნული შუამდგომლობა უსაფუძვლოდ. სსსკ-ის 2721 მუხლის თანახმად, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს, სასამართლო…
საქმე №ას-186-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2022
…სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით დავა დაიწყო კომპანიისა და მეორე პარტნიორის მიმართ საზოგადოებიდან გასვლისა და კუთვნილი 11%-იანი წილის კომპენსაციის მოთხოვნით. 4.5. მოპასუხის სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე სამართალწარმოება სსსკ-ის 2721 მუხლის საფუძველზე შეწყდა სასამართლოს 25.11.2016 წლის განჩინებით, რომელიც გასაჩივრების მიუხედავად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 16.02.2017…
საქმე №ას-592-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2022
…რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 მარტის საოქმო განჩინებით, სასამართლომ იმსჯელა სადავო საკითხის ირგვლივ და მიიჩნია რომ არ არსებობს "არბიტრაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2721 მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტის და საქმის არბიტრაჟისათვის გადაცემის საფუძველი და არ დააკმაყოფილა მოპასუხის…
…თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმე არ უნდა იქნეს განხილული სასამართლოში იმის გამო, რომ კანონის თანახმად, მისი განხილვა სხვა უწყების კომპეტენციაში შედის. ამავე კოდექსის 2721 მუხლის თანახმად კი, თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად არბიტრაჟს გადაეცეს,…