განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
140100118002319426
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002319426

საქმე №1/63-18

გორის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

8 აგვისტო, 2018 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი

სხდომის მდივანი მ---- შატაკიშვილი, თამარ ბერუაშვილი

თამარ მაზანაშვილი

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ო----- ხ--------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - შალვა შ------ ძე მ-----–-–---–ი - დაბადებული 1----–-–------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, მცხოვრები კასპის რაიონის სოფელ ზ------------ში.

 

ადვოკატი - ქ----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის და 2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდები).

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 143-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

 

სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2016 წლის 15 სექტემბერს, საღამოს საათებში, კასპის რაიონის სოფ. გარიყულაში მდებარე მ---- მ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, შ--–-- მ-----–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - მ---- მ-----–-–---–ს მოქაჩა თმები ძლიერად, ხოლო ხელი და ტაფის მეტალის სახურავი, ჩაარტყა სახის არეში. აღნიშნულის შედეგად მ---- მ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.

 

2018 წლის 8 იანვარს, დაახლოებით 22:00 საათზე, კასპის რაიონის სოფ. გარიყულაში მდებარე მ---- მ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში და ეზოში, შ--–-- მ-----–-–---–მა სქესის გამო შეუწყნარებლობის მოტივით, მისი დამორჩილების მიზნით, ყოფილ მეუღლეს - მ---- მ-----–-–---–ის მიმათ განახორციელა ოჯახში ძალადობა და მუქარა, კერძოდ, მას ზურგის და მუცლის არეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და ფეხი, ამასთან, მოქაჩა თმები ძლიერად და ცულის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც მ---- მ-----–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, მიიღო სხულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 8 იანვარს, ღამის საათებში, შ--–-- მ-----–-–---–მა ყოფილი მეუღლე - მ---- მ-----–-–---–ი ძალის გამოყენებით შეიყვანა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე ფრინველების სადგომში და კარები ჩაუკეტა გარედან ცულით, რითაც უკანონოდ აღუკვეთა მას თავისუფლება.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

შ--–-- მ-----–-–---–ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები, კერძოდ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის და 2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდები), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 143-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მტკიცებულებები განხილული იქნა და შეფასდა დადგენილი სტანდარტის - რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის ფარგლებში, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება შ--–-- მ-----–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ ემყარება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას:

 

დაზარალებულმა - მ---- მ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ (მეუღლე).

 

მოწმე ი---- ფ------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 8 იანვარს, შეტყობინების თანახმად, კ------- ბ-----–---–თან ერთად მივიდა კასპის რაიონის, სოფ. გარიყულაში მდებარე შ--–-- მ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში. სატელეფონო საშუალებით დაუკავშირდნენ მ---- მ-----–-–---–ს, რომლის მითითების შესაბამისად ეზოში მდებარე საქათმეში იგი ჩაკეტილ მდგომარეობაში იპოვეს (ფიცრის კარები ცულის მიბჯენით იყო დახურული და მისი გაღება შიგნიდან შეუძლებელი იყო). საქათმის კარების გაღებისას, მ---- მ-----–-–---–მა განმარტა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ - შ--–-- მ-----–-–---–მა და მანვე ჩაკეტა საქათმეში. აღნიშნულის გამო, სახლში მყოფი შ--–-- მ-----–-–---–ი დაკავებული იქნა მათ მიერ, რა დროსაც წინააღმდეგობის გაწევას ჰქონდა ადგილი დასაკავებელი პირის მიერ. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე კახაბერ ბ-----–---–-ა.

 

მოწმე ლ---- ბ-----–---–-ა განმარტა, რომ ჩაატარა ნარკოლოგიური ექსპერტიზა შ--–-- მ-----–-–---–ის მიმართ, რა დროსაც გამოსაკვლევ პირს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ან თრობის ფაქტი არ დაუდგინდა (ბიოლოგიურ მასალაში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდა).

 

მოწმე რ----- ჩ---------–---–ის ჩვენების მიხედვით, მან მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიებაში, რა დროსაც საძინებელი ოთახიდან ამოღებული იქნა ტანსაცმელი და ტაფა. ასევე, საქათმესთან ახლოს ამოღეული იქნა ცული.

 

ბრალდებულმა შ--–-- მ-----–-–---–მა განმარტა, რომ მისი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მეუღლე - მ---- მ-----–-–---–ი შვილის გარდაცვალების შემდეგ ხშირად არის ემოციურ მდგომარეობაში და ქცევის კონტროლი უჭირს. საქათმეშიც, ნერვიულ ფონზე, თავად ჩაიკეტა მეუღლემ თავი, რაც არაერთხელ გაუკეთებია და თავად ბრალდებულს გამოუყვანია. მეუღლესთან კონფლიქტის მიზეზი თვითონ არ არის, პირიქით, მუდამ ცდილობს დაამშვიდოს და ხშირად ურჩევს თავი ხელში აიყვანოს. თვლის, რომ დაზარალებულის თავდაპირველი ჩვენება არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მას მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. ბრალდებული არც მუქარის განხორცილების ნაწილში დაეთანხმა ბრალდების მხარეს.

 

მოწმე ნ---- მ-----–-–---–მა განმარტა, რომ იგი რაიმე სახის კონფლიქტს მ---- მ-----–-–---–სა და შ--–-- მ-----–-–---–ს შორის არ შესწრებია. განსახილველ ფაქტთან დაკავშირებითაც არაფერი იცის, მხოლოდ პოლიციის მეშვეობით გაიგო მამის - შ--–-- მ-----–-–---–ის დაკავების შესახებ. დედასთან - მერი მ-----–-–--–თან კონკრეტულ ფაქტებზე არ უსაუბრია, იცი მხოლოდ ის გარემოება, რომ მამის მხრიდან მის მიმართ გინებას ჰქონდა ადგილი, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. დედას დაზიანებები არ ჰქონია. ასევე, მხარეთა შეკითხვებზე აღნიშნა, რომ საქათმის კარი შესაძლოა დაკეტოს შიგნით მყოფმა ადამიანმა და ასევე, შესაძლოა გააღოს კიდეც ხელის გარეთ გამოყოფის საშუალებით საქათმის ჭუჭრუტანის დახმარებით. მოწმემ გაიხსენა შემთხვევა, როცა კონფლიქტის ნიადაგზე დედამ - მ---- მ-----–-–---–მა თავად ჩაიკეტა თავი საქათმეში, რომელიც გამოყვანილი იქნა მისი შვილის და შ--–-- მ-----–-–---–ის მიერ (აღნიშნული ფაქტის თაობაზე მან შვილისგან იცის).

 

მოწმე მერაბ ჭ----------–მა განმარტა, რომ ჩაატარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები, როგორც მ---- მ-----–-–---–თან, ასევე შ--–-- მ-----–-–---–თან მიმართებით ჯანმრთლობის მდგომარეობის (დაზიანებების) ფაქტებთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე, ჩვენების მიცემისას ჩატარებულ ექსპოერტიზათა შინაარსის სისწორე დაადასტურა.

 

ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება, გარდა დაზარალებულ მ---- მ-----–-–---–ის და მოწმეების - ნ---- მ-----–-–---–ის, რ----- ჩ---------–---–ის, ლ---- ბ-----–---–ის, ივანე ფ------–---–ის, კახაბერ ბ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებისა, ასევე, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმისა, დაცვის მხარის მიერ მიჩნეული იქნა უდავოდ, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა მიიღოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელ----ტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, შ--–-- მ-----–-–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობითაც, კერძოდ:

 

შეტყობინების ბარათი (წყარო 112), სადაც აღნიშნულია ოჯახური კონფლიქტის თაობაზე (ს. ფ. 2).

 

ალკოტესტზე შემოწმების ოქმის მიხედვით, შ--–-- მ-----–-–---–ს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა (ს. ფ. 11-12).

 

მ---- მ-----–-–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვით დგინდება, რომ შავი ფერის ბოლო კაბაზე, შავი ფერის ვილვეტის ჟილეტზე და რუხი ფერის ჟაკეტზე დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები ან მოწითალო ფერის სისხლისსმაგვარი ლაქები არ შეინიშნება. აღნიშნული თანხვედრაშია ტრასოლოგიური ექსპრტიზის №995/ტრ დასკვნის შინაარსთან (ს. ფ. 24-27; 107-115).

 

ნარკოლოგიური ესქპერიზის №302011 დასკვნა, რომლის მიხედვით შ--–-- მ-----–-–---–ს ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა (ს. ფ. 29).

 

ქიმიური ესქპერიზის №521/ქმ დასკვნა, რომლის მიხედვით მ---- მ-----–-–---–ის ტანსაცმლიდან ამოღებულ ბოჭკოს მოკრონაწილაკებს შორის შ--–-- მ-----–-–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მოკრონაწილაკები არ აღმოჩნდა (ს. ფ. 115-121).

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით ამოღებული იქნა ცული ხის ტარით (ს. ფ. 31-42).

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 9 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №1428/05/6-4 დასკვნის მიხედვით, „მოქ. მ---- მ-----–-–---–მა 2016 წლის 15 სექტემბერს მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულებას მიმართ 16/09-16 წელს. დაუდგინდა დიაგნოზი: მცირე ზომის კანქვეშა სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალბუდის და ზედა ტუჩის არეში. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად“ (ს. ფ. 122-124).

 

ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 იანვრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №000264918 დასკვნის მიხედვით, „მოქ. მ---- მ-----–-–---–ს მარჯვენა ბეჭის არეში აღენიშნება სისხლნაჟღენთი, რომელიც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ 2018 წლის 8 იანვრის თარიღს. მუცლის მიდამოში არსებული მოთეთრო ფერის ნაწიბური არ შეეფარდება 2018 წლის 8 იანვრის თარიღს და იგი გაცილებით ხანდაზმულია“ (ს. ფ. 169-171).

 

მოწმე კ------------- წერეთელის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი კასპის მუნიციპალიტეტის მ----ს წარმომადგენელია ახალქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე იმყოფება სოფ. გარიყულა. მისთვის ცნობილია, რომ შ--–-- მ-----–-–---–ს და მ---- მ-----–-–---–ს შორის არ არის ჯანსაღი ურთიერთობა, კონფლიქტს ხშირად აქვს ადგილი - შ--–-- მ-----–-–---–ი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მ---- მ-----–-–---–ს. 2016 წლის სექტემბრის თვეში თავად მ---- მ-----–-–---–მა მიმართა მას დახმარების თაობაზე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა პოლიციის თანამშრომელს, კერძოდ, მიხეილ გ-------–---–ს, რომლისგანაც რეაგირების თაობაზე დასტურიც მიიღო. უშუალოდ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს თვითონ არ შესწრებია (ს. ფ. 128-130). პოლიციის მიმართ შტყობინების ნაწილში მოწმე კ------------- წ-------–ის ჩვენება დადასტურებულია მოწმე მ-----– გ-------–---–ის გამოკითხვის ოქმით (ს. ფ. 135-136).

 

მოწმე ემზარ სალხინაშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, შ--–-- და მ---- მ-----–-–---–ების მეზობლად ცხოვრობს და იცის, რომ მათ მუდმივი კამათი აქვთ, რა დროსაც ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ. შ--–-- მ-----–-–---–ისგან იცის, რომ 2016 წლის სექტემბრის თვეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ---- მ-----–-–---–ს. კონკრეტული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის შემწსრე არ არის (ს. ფ. 131-134).

 

მოწმე ლელა ალიმბარაშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იგი შ--–-- და მ---- მ-----–-–---–ებს შორის არსებულ კონფლიქტს არ შესწრებია, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ არაფერი იცის (ს. ფ. 137-140).

 

აღნიშნულ მტკიცებულებათა რელ----ტურობა ბრალდებით წარდგენილ ქმედებებთან დაკავშირებით, უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული. განსახილველ საქმეზე ვერ დადგინდა კონკრეტული ფაქტები, თუ რა ვითარებაში მიიღო მ---- მ-----–-–---–მა დაზიანებები და ადგილი ჰქონდა თუ არა შ--–-- მ-----–-–---–ის მხრიდან ფიზიკური ძალის ზემოქმედებას. შესაბამისად, არ არის გამყარებული სხვა ურთიერთთავსებადი, თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით, რადგან არც ერთი მოწმე პირდაპირ არ მიუთითებს, თუ ვის მიერ და რა ვითარებაში მოხდა მ---- მ-----–-–---–ისთვის რაიმე ძალადობის მიყენება, ასევე თავისუფლების აღკვეთის ფაქტი. სასამართლოში ასევე არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან მუქარის განხორციელების ფაქტს.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ.“

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია შ--–-- მ-----–-–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. სასამართლო ბრალდების მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 და 24-ე ნაწილების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. განსახილველ შემთხვევაში სწორედ დაზარალებული - მ---- მ-----–-–---–ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა, არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია შ--–-- მ-----–-–---–ის ბრალეულობის შესახებ. დაზარალებულმა (ბრალდებულის მეუღლე) სასამართლო სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ ავტონომიურ მნიშვნელობას კი განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია მეუღლე. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა შ--–-- მ-----–-–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ზემოაღნიშნული დასკვნით უტყუარად დადგენილია, რომ მ---- მ-----–-–---–ს აღენიშნება დაზიანებები - ფიზიკური ძალის ზემოქმედების კვალი, თუმცა, სადავოა და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით ვერ დასტურდება კონკრეტული გარემოებები, თუ რა ვითარებაში მოხდა დაზიანება და მიყენებულია თუ არა ფიზიკური ძალადობა უშაულოდ ბრალდებულის მიერ. ასევე, კონკრეტულად მუქარის ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნულის დასადასტურებლად განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე არცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება არ მოიპოვება.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მოწმეთა უდავო ჩვენებების იმ ნაწილს, რომელშიც ისინი გადმოსცემენ სხვადასხვა პირთა მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას შ--–-- მ-----–-–---–ის ბრალეულობის შესახებ, სასამართლო სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს და განაჩენის დადგენისას ვერ გამოიყენებს, რადგან მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს. მტკიცებულებათა ამგვარი ერთობლიობა, როდესაც მათგან არც ერთი არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის მამხილებელ პირდაპირ მტკიცებულებას, არ შეიძლება ჩაითვალოს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობად, რომელიც საკმარისი იქნება გონივრულ ეჭვს მიღმა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რომელთა ერთობლიობა ობიექტურ პირს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის შესახებ. კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის დასადგენად საჭირო, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის კონსტიტუციური არსის ამგვარი გაგება ამჟამად არსებულ პირობებში, როდესაც მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ზუსტად და მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ირიბი ჩვენების, როგორც მტკიცებულების დასაშვებობის თუ მისი სანდოობისა და საკმარისობის კრიტერიუმები, პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან, რომლითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მაისის განმარტებით (სისხლის სამართლის N440აპ-14 საქმე), რომლის თანახმადაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა, „გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას მტკიცებულების სახით გამოიყენოს ირიბი ჩვენება.“ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია სამართლებრივი შეფასება მისცეს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სხვა მოწმეთა ჩვენებებს, წერილობით თუ ნივთიერ მტკიცებულებებს, რომლებიც როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, საკმარისი არ არის შ--–-- მ-----–-–---–ის მსჯავრდებისათვის. უტყუარი პირდაპირი მტკიცებულებების არასაკმარისობა კი საფუძველს აცლის გამამატყუნებელი განაჩენისათვის მიღებისათვის კანონმდებლობით დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ--–-- მ-----–-–---–ის ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

შ--–-- მ-----–-–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 8 იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 143-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება, კერძოდ ხისტარიანი ცული, შ--–-- და მ---- მ-----–-–---–ების ტანსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

გამართლებულ შ--–-- მ-----–-–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი