განაჩენი

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
200100118002515720
დავის ტიპი
276 3
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100118002515720

N 1/178-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თე-–---

 

თე-–---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თა-------------

სხდომის მდივანი - ფი------------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ელ------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გი----------------------------ე (დაბადებული - 19-- წლის 2- იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული- ლა-------ის რაიონის სოფელი მს---–-----ი და ფაქტობრივად მცხოვრები- ქ. წნ----ი, თბ--–---ს ქუჩა N3), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით - გირაო შეფარდებულის მიმართ.

 

ადვოკატი - გიო------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

 

დისპოზიცია: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბ--–----ბა-----–--ე- ლა-------ის საავტომობილო გზაზე ლა-------ის მიმართულებით გადაადგილდებოდა ავტომანქანა "ოპელ ვექტრა" სახელმწიფო ნომრით I-------- რომელსაც მართავდა გ------------------. ქ. წნ----ში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობის დროს მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა , დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა მასში, რომ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგ მოცურებულ მდგომარეობაში დაბრუნდა მის სავალ ნაწილზე და შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანა "ოპელ ასტრა"-ს , სახელმწიფო ნომრით Q--------, რომელშიც იჯდა მძღოლი კა---------ე. შეჯახების შედეგად კა---------ემ მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

გი----------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული შემდეგი მტკიცებულებების ერთობლიობა: შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოილუსტრირება, მოწმეების გი----------------ის, კა---------ის, ზუ--------------–-–---–ის, ნო-------–-------–---–ის, დაკითხვის ოქმები, სისხლის ნიმუშის აღების ოქმები და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, კა---------ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N44---- დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N7-- დასკვნა , დაზარალებულ კახი დევიძის გამოკითხვის ოქმი, ცნობა გი----------------ის ნასამართლობის შესახებ, ბრალდებულ გი----------------ის აღიარებითი ჩვენება და მისი გამოკითხვის ოქმი და საქმეში სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გი----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისათვის, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგი, ხოლო დამატებითი ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა. მოცემული ნ----მის დისპოზიცია ბლანკეტურია, იგი კრძალავს ქმედებას, რომლის შინაარსი ჩამოყალიბებულია სხვა ნ----მატიულ აქტში - ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონში. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სახეზე იყოს ზემოთაღნიშნული კანონით დადგენილი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. ამდენად, სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებას - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების/ექსპლუატაციის წესის დარღვევასა და დამდგარ შედეგს - ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით - შეტყობინება ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა და ფოტოილუსტრირება, მოწმეების გი----------------ის, კა---------ის, ზუ--------------–-–---–ის, ნო-------–-------–---–ის დაკითხვის ოქმები, სისხლის ნიმუშის აღების ოქმები და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, კა---------ის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N44---- დასკვნა, ავტოტექნიკური ექსპერტიზის N7-- დასკვნა , დაზარალებულ კახი დევიძის გამოკითხვის ოქმი, ცნობა გი----------------ის ნასამართლობის შესახებ, ბრალდებულ გი----------------ის აღიარებითი ჩვენება და მისი გამოკითხვის ოქმი და საქმეში სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა- უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ 2017 წლის 01 დეკემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, თბ--–----ბა-----–--ე- ლა-------ის საავტომობილო გზაზე ლა-------ის მიმართულებით გადაადგილდებოდა ავტომანქანა "ოპელ ვექტრა" სახელმწიფო ნომრით ICI 238, რომელსაც მართავდა გ------------------. ქ. წნ----ში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობის დროს მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა , დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები - მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე, ავტომობილი მოცურდა, რის შემდეგ მოცურებულ მდგომარეობაში დაბრუნდა მის სავალ ნაწილზე და შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანა "ოპელ ასტრა"-ს , სახელმწიფო ნომრით Q--------, რომელშიც იჯდა მძღოლი კა---------ე. შეჯახების შედეგად კა---------ემ მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ------------------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ 39-ე მუხლით დადგენილ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ, ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სამართალწარმოებისა და გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო სხვა, ფუნდამენტურ პრინციპებთან ერთად, ხელმძღვანელობს სამართლიანობისა და ჰუმანიზმის პრინციპებით.

 

სასჯელის სამართლიანობა, ერთი მხრივ, აკმაყოფილებს საზოგადოებრივ გრძნობას, მართლშეგნებას, რომ დანაშაულის ჩადენით ხელყოფილი სამართლიანობა აღდგენილი იქნა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ხელს უწყობს მსჯავრდებულის მხრივ სასჯელისადმი სწორი დამოკიდებულების შემუშავებას და შესაბამისად, სასჯელში გამოხატული სახელმწიფოს ოფიციალური სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა არ შეიძლება დაყვანილ იქნას მკაცრ სუბიექტურ შურისგებაზე.

 

ჰუმანიზმის პრინციპი ერთერთი განმსაზღვრელი პრინციპია სასჯელის დანიშვნისას და ამიტომ, აუცილებელია, სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას დაცული იქნას ჰუმანიზმის პრინციპის ისეთი არსებითი ასპექტი, როგორიცაა ბრალეული პირისადმი დამოკიდებულება. ამის გამო საქართველოს სსკ 39-ე მუხლი მსჯავრდებულში პოზიტიური პასუხისმგებლობის აღდგენას ითვალისწინებს. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი თავისი არსით, დამნაშავის მორალურ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს, შესაბამისად, სასჯელის მიზანი არაა ფიზიკური ტანჯვისა ანდა ფსიქოლოგიურ-მორალური ტანჯვის იმაზე მეტად მიყენება დამნაშავისათის, ვიდრე მის მიერ ჩადენილი ქმედება და ქმედების ჩამდენი პიროვნებაა. გამომდინარე აქედან, ჰუმანიზმის პრინციპი გულისხმობს სამართლიანი სასჯელის ჰუმანურობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 

სასამართლო განმარტავს: საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).

 

ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013, საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის სახისა და ზომის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს გი----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს (აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბრალდებული თავიდანვე აღიარებდა დანაშაულს და თანამშრომლობდა გამოძიებასთან), წარსულში არ არის ნასამართლევი, ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის გაუფრთხილებლობითი დანაშაული. რაც შეეხება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, მას იგი არ გააჩნია. თუმცა, სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ, როგორც ეს საქმეში არსებული მასალებიდან (დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი) ირკვევა, დაზარალებულ კა---------ე მიუთითებს, რომ ბრალდებულს მკურნალობის ხარჯები არ აუნაზღაურებია და მას დღეის მდგომარეობით პრეტენზია გააჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა გ------------------მ განმარტა, რომ მედიკამენტების თანხა მის მიერ გადახდილია და გამოთქვა მზადყოფნა, რომ იგი თანახმაა, სრულად დაფაროს ის ხარჯები, რაც დაზარალებულს ზიანის სახით მისივე ბრალეული ქმედებით მიადგა. სასამართლო, ასევე, ითვალისწინებს ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია გაუფრთხილებლობითი დანაშაული), გი----------------ის პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

გარდა ამისა, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე, ითვალისწინებს გი----------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, აღნიშნავს, იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარეს არ ჰქონია მოთხოვნა სასჯელის სახესა და ზომასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, გ------------------ს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად უნდა განესაზღვროს - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით, რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს გი----------------ის ამჟამინდელ სამსახურებრივ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ავტომანქანის მართვასთან და ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა დიდი ხნის ვადით გამოიწვევს მის და მისი ოჯახის საარსებო და ეკონომიკური პირობების მკვეთრ გაუარესებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელები და სასჯელის ზომები ობიექტურად საკმარისი და პროპორციული ზემოქმედების ღონისძიებებია, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და პირის რესოციალიზაციას.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად:

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები - ავტომანქანა ოპელ-ასტრა, სახ. N Q-------- და ავტომანქანა "ოპელ-ვექტრა" სახ. N NI-------- უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო გი----------------ის და კა---------ის სისხლის ნიმუშები უნდა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-2-0-ე, 2-8-2-9-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ------------------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

 

გ------------------ს საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განაროცხიელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

გი----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა ოპელ-ასტრა, სახ. N Q-------- და ავტომანქანა "ოპელ-ვექტრა" სახ. N I-------- დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო გი----------------ის და კა---------ის სისხლის ნიმუშები განადგურდეს -საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბ--–---ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თე-–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თა-------------