განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 01010011800-249863
საქმე N1-18/18
განაჩენი
საქართველოს სახელით
05 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ნესტან მარჯანიშვილი
სახელმწიფო ბრალმდებელი - დ--------------–-
ადვოკატი - ვ-–-----–--ე
1. ბრალდებული: ირ---–------------ე
მამის სახელი: შ------
დაბადებული: 27.06.1-----–ელი
პი----------------------------
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–ი
ნასამართლობა: ნა---------–-----------ე
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-----------------------–---–---------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
2. ბრალდებული: ი-----–--------–---–ი
მამის სახელი: ლევანი
დაბადებული: 19.0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 61001013572
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-
ნასამართლობა: ნა---------–--------------ე
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------------------–---–----------------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;
3. ბრალდებული: იუ-------–-------ი
მამის სახელი: შ----ა
დაბადებული: 08.12.1--- წელი
პ-----------------------------
მოქალაქეობა: ს----------–----------–---
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დ-------------–ი
ნასამართლობა: ნა---------–--------------ე
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------------------------------------3
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
[აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
ა) სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ირ---–------------ემ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 ნოემბერს, ქ---------–-----------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირ---–------------ე ი-----–--------–---–თან და იუ-------–-------თან ერთად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დ------------------ის კუთვნილ 300 ლარად ღირებულ ,,ASUS”-ის ფირმის დეპტოპს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო სხდომაზე ირ---–------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
ბ) სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ი-----–--------–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 ნოემბერს, ქ---------–-----------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–--------–---–ი ირ---–------------ესთან და იუ-------–-------თან ერთად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დ------------------ის კუთვნილ 300 ლარად ღირებულ ,,ASUS”-ის ფირმის დეპტოპს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო სხდომაზე ირაკლი თენიეშვილმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო და განაცხადა, რომ მან და იუ-------–-------მა წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს ძარცვა, ხოლო ირ---–------------ე ძარცვაში არ მონაწილეობდა.
გ) სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ იუ-------–-------მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 27 ნოემბერს, ქ---------–-----------–---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, იუ-------–-------ი ი-----–--------–---–თან და ირ---–------------ესთან და ერთად, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დ------------------ის კუთვნილ 300 ლარად ღირებულ ,,ASUS”-ის ფირმის დეპტოპს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
სასამართლო სხდომაზე იუ-------–-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ნაწილობრივ ცნო და განაცხადა, რომ მან და ი-----–--------–---–მა წინასწარი შეთანხმებით ჩაიდინეს ძარცვა, ხოლო ირ---–------------ე ძარცვაში არ მონაწილეობდა.
ირ---–------------ის, ი-----–--------–---–ისა და იუ-------–-------ის ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ დ------------------ის ჩვენება, მოწმეების - გ---------------ს, ზ-----------–---ს, ვ-----------–---ს და გ--------------–---ს გამოკითხვის ოქმები, პირის ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, დათვალიერების ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, ვიდეო-ჩანაწერები.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ირ---–------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
ი-----–--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
იუ-------–-------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული და აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა დაედოს მსჯავრი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
ირ---–------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ირ---–------------ე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის (ხულიგნობა) ჩადენისათვის. შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რის გამოც ირ---–------------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმზე ერთი წლით მეტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
ირ---–------------ემ დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ირ---–------------ეს სასჯელი დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობის წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ირაკლი თენიეშვილის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელ (არ არის ნასამართლევი) გარემოებებს და თვლის, რომ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს იუ-------–-------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (არ გააჩნია) და შემამსუბუქებელ (არ არის ნასამართლევი) გარემოებებს და თვლის, რომ საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ირ---–------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ირ---–------------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის, 11 თვის და 10 დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით ი-----–-------------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 წლის ვადით.
4. ირ---–------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 12 დეკემბრიდან.
5. ირ---–------------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
6. ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით.
7. მსჯავრდებული ი-----–--------–---–ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
8. მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 05 სექტემბრიდან.
9. ი-----–--------–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით.
10. მსჯავრდებული ი-----–--------–---–ი მოთავსებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, ი-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ---–---- თ----–---–-ს (პ/ნ 6100-00-347) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მ------------------------------–---–-------------------ში) (ზონა - ბ-------------------------------------–------, ნაკვეთი 006, კოდი - 01/0--, საკადასტრო კოდი - N05.26.03.006.01.0--), – 8 000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
12. იუ-------–-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით.
13. მსჯავრდებული იუ-------–-------ი დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში.
14. მსჯავრდებულ იუ-------–-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2018 წლის 05 სექტემბრიდან.
15. იუ-------–-------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 12 დეკემბრიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
16. მსჯავრდებული იუ-------–-------ი მოთავსებული იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
17. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის განჩინებით, იუ-------–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის განჩინებით დაყადაღებულ ე-–----------–--------- (---------------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების (მდებარე: ხ-----------------------–-------- (ზ----------------------------ი - კი---ა - 01, კვარტალი - 32, ნაკვეთი - 353, საკადასრო კოდი - N37.01.32.353) და ე-–----------–--------- (---------------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე ხ-----------------------–-------- (ზ----------------------------ი - კი---ა - 01-----------–---------------- - 1--, საკადასტრო კოდი N37.01.31.1--) – 8000 (რვა ათასი) ლარის ღირებულების წილს - განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
18. ნივთმტკიცებები: ამოღებული ლეპტოპი და ლეპტოპის ყუთი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები, შპს „მო---–----–------“ ვიდეოჩანაწერი, შ-------------------------ს“ ვიდეოჩანაწერი, შპს „ა--------------ს“ ვიდეოჩანაწერი, შპს „ ნ---------“ ვიდეოჩანაწერი, შპს „კ-----------–---------------ს“ ვიდეოჩანაწერი, შპს „ლუ--–-----ნ“ ვიდეოჩანაწერი - დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
19. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
20. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი