განაჩენი

სისხლის სამართლის 22.08.2018
საქმის ნომერი
160100118002513020
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
22.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002513020

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/172-18 22 აგვისტო 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031180618003)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: სოფიკო ფცქიალაძე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: სამველ ჩობანიანი

 

ბრალდებული: ი------- ბ--------ი

მამის სახელი: ვახიდ

დაბადებული: 1----–-–----------------–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. მარნეული, გრ. რობაქიძის ქუჩა N11

 

თარჯიმანი: ევგენია კარაპეტიანი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი)

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ი------- ბ--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

 

1.1 2018 წლის 16 ივნისს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. მარნეულში, იაღლუჯის ქუჩაზე, ქ-----–ე ბ--------ას მშობლების სახლში, ი------- ბ--------მა თავის არეში არაერთჯერადად ხელის დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო უკანასკნელი სამი თვის მანძილზე სისტემატიური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი დის - ქ-----–ე ბ--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ი------- ბ--------ის მიერ ქ-----–ე ბ--------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს შეესწრნენ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილები- ფუად და რუფატ რ----------ები.

 

1.2 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ.მარნეულში, იაღლუჯის ქუჩაზე, ქ-----–ე ბ--------ას მშობლების სახლში, ი------- ბ--------მა პლასტამასის სკამის ფეხის არეში ჩარტყმით, ფეხის წელის არეში დარტყმის გზით ფიზიკურად, ხოლო უკანასკნელი სამი თვის მანძილზე სიტემატური შეურაცხყოფის გზით ფსიქოლოგიურად იძალადა თავისი დის - ქ-----–ე ბ--------ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ი------- ბ--------ის მიერ ქ-----–ე ბ--------ას მიმართ განხორციელენული ძალადაობის ფაქტს შეესწრნენ ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილები- ფუად და რუფატ რ----------ები.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ ი------- ბ--------ი და ქ-----–ე ბ--------ა არიან და-ძმა.

 

ასევე დადგენილია რომ დაზარალებულ ქ-----–ე ბ--------ას შვილები: ფუად რ----------ი არის 16 წლის, ხოლო რუფატ რ----------ი არის 13 წლის. შესაბამისად დადგენილია რომ ისინი არიან არასრულწლოვნები.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების დაზარალებულ ქ-----–ე ბ--------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების რუფატ რ----------ის და ფუად რ----------ის გამოკითხვის ოქმებით და შემაკავებელი ორდერის N008061 ოქმით დადგენილია ი------- ბ--------მა დის-ქ-----–ე ბ--------ას მიმართ განახორციელა ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით.

 

საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ი------- ბ--------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ი------- ბ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ი------- ბ--------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ქ-----–ე ბ--------ას გამოკითვის ოქმს, მოწმეების ფუად რ----------ის და რუფატ რ----------ის გამოკითხვის ოქმებს, და შემაკავებელი ორდერის N008061 ოქმს.

 

სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ი------- ბ--------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ი------- ბ--------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი------- ბ--------მა ქ-----–ე ბ--------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულთან, არაა ნასამართლევი, შესაბამისად არ არსებობს საფუძველი მის მიმართ სასჯელის დამძიმებისა.

 

5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ი------- ბ--------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. საბოლოოდ კი მას სასჯელი დაენიშნება შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით და განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი და აღიარებს დანაშაულს სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ი------- ბ--------ს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ი------- ბ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 16 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ი------- ბ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და ი------- ბ--------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64 მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი) წელი.

 

ი------- ბ--------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 18 ივნისიდან 2018 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის საფუძველზე პირობით მსჯავრდებულის - ი------- ბ--------ის - ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

გაუქმდეს ი------- ბ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით 2018 წლის 21 ივნისს გადახდილი 3000(სამი ათასი) ლარი დაუბრუნდეს მის შემტანს ელნარა ბ--------ას (პ/ნ28001053513) განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე : თეა ლეონიძე