განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/2---18
(გამოძიების N0-----------)
26 ივლისი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორები - გი-------–--------ა, ან-----–------ე, მი---------------ე, ბ---------–---–-;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ოთ-----------ე (პ/ნ 1----------), დაბადებული 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ქ-------–------------–--–-------------------–------------–---------------------–----------------–-------------------------–--–-----------------------------–--
ადვოკატი - თა----------–---–ი,კვალიფიკაცია:
I. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
II. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
I. საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
წარდგენილი ბრალდება
წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 1-------------, ოთ-----------ე, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ. თბილისში, რ------------------–--–-----------------ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავისი ოჯახის წევრს, მეუღლეს - ეკ----------–----------–---–ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, მათი შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე, განიხილა ოთ-----------ის ბრალდების საქმე, გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ო. გვ-----ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ოთ-----------ე საქართველოს სსკ 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნის მტკიცებულებათა კანონმდებლობით დადგენილ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მოწმე ზუ----------–---ას და პა----------ს ჩვენებების თანახმად, 2017 წლის 1------------- დაზარალებული ეკ----------–----------–---–ისაგან შეიტყვეს, რომ 2017 წლის 1-------------, საღამოს, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მეუღლე, ოთ-----------ე დანით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
მოწმე ვი----------------–---მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------------–--- გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1------------- შემთხვევის ადგილზე მისულმა დაზარალებული ე. შე---------–---–--გან შეიტყო, რომ წინა დღეს, 2017 წლის 1-------------, მეუღლემ, ოთ-----------ემ დაუპირა დანის სროლა და მხოლოდ იმიტომ შეიკავა თავი, რომ ხელში ბავშვი ე--ვა.
მოწმე გი--------------–---მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------------–--- უფროსმა გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1------------- დაზარალებულმა ეკ----------–----------–---–მა გამოკითხვისას აღნიშნა, რომ 2017 წლის 1------------- მეუღლე, ოთ-----------ე დაემუქრა დანით, რომელსაც, ბავშვი რომ არ სჭეროდა ხელში, აუცილებლად ესროდა.
ბრალდებულმა ოთ-----------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.
ზემოაღნიშნულ მტკიცებულებათა შინაარსობრივი და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მათი ერთობლიობა საკმარისი არ არის 2017 წლის 1------------- ო. გვ-----ის მიერ მეუღლის, ეკ----------–----------–---–ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტის დასადგენად, ვინაიდან ზემოაღნიშნული ჩვენებები: ა) ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, შესაბამისად, განეკუთვნება ირიბ ჩვენებათა კატეგორიას, ბ) არ არის გამყარებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. შესაბამისად, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს პოლიციის თანამშრომელთა ირიბი ჩვენებების გამოყენებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სავალდებულო წინაპირობა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესალებლობას მათ საფუძველზე დაადგინოს მტკიცების საგანში შემავალი მთავარი ფაქტობრივი გარემოება - დაზარალებულის მიმართ ბრალდებულის მხრიდან სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, 2017 წლის 1------------- ო. გვ-----ის მხრივ მეუღლის, ე. შე---------–---–-- მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარამ საქმის სასამართლო განხილვით დადასტურება ვერ ჰპოვა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რომელსაც, ამავე მუხლის თანახმად, განეკუთვნება 151-ე მუხლით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დანაშაულიც, თუკი იგი ჩადენილია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ოთ-----------ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მტკიცებულებების გამოყენება უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე უნდა ხორციელდებოდეს, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრებით, რომელმაც საკმარისი მტკიცებულებები უნდა მოიძიოს იმისთვის, რომ მოხდეს პირის მსჯავრდება, ხოლო რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §76-77).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში; სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ირიბი ჩვენებების სახით, ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ოთ-----------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების უპირობო საფუძველია.
II. საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
წარდგენილი ბრალდება
წარდგენილი ბრალდების არსი:
2017 წლის 1-------------, შუადღის საათებში, ოთ-----------ე ოჯახის წევრებთან ერთად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, იმყოფებოდა დედის - მ-----–- გვ-----ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, რ------------------–--–-----------------ში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - 8 წლის ნ--- გვ-----ის და 6 თვის ლ---- გვ-----ის თანდასწრებით, ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლე ეკ----------–----------–---–ზე, თმა მოქაჩა ძლიერად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ოთ-----------ე ე. შე---------–---–ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 1-------------, შუადღის საათებში, ოთ-----------ე ოჯახის წევრებთან ერთად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, იმყოფებოდა დედის - მ-----–- გვ-----ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. თბილისი, რ------------------–--–-----------------ში, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოჯახური ძალადობა განახორციელა მეუღლე - ეკ----------–----------–---–ზე, თმა მოქაჩა ძლიერად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, ოთ-----------ე ე. შე---------–---–ს სისტემატურად ამცირებდა და აყენებდა სიტყვიერ შურაცხყოფას, რითაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მოწმე ზუ----------–---ას და პა----------ს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მ---------------------–--- პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებით დგინდება, რომ 2017 წლის 1-------------, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 17:15 საათზე, მიიღეს შეტყობინება, რომ ქ. თბილისში, რუ-------------------------------–--------------- ბინაში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. დაუყოვნებლივ შემთხვევის ადგილზე მისულებს ზემოაღნიშნულ ბინაში დახვდათ ოთ-----------ე, მისი მეუღლე - ეკ----------–----------–---–ი, დედა - მ-----–- გვ-----ე და მცირეწლოვანი ბავშვები - ნ--- და ლ---- გვ-----ეები. ე-- შე---------–---–მა მათ განუცხადა, რომ რამდენიმე წუთით ადრე, მეუღლემ, ოთ-----------ემ მიაყენა სისტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა - ძლიერ მოქაჩა თმა. მანვე განმარტა, რომ მეუღლის მხრიდან სისტემატურად განიცდიდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც მუდმივი სტრესის ქვეშ ამყოფებდა მას და ოჯახის სხვა წევრებს. ე. შე---------–---–-- განმარტებები დაადასტურა ო. გვ-----ის დედამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი შვილი, ო. გვ-----ე იყო მოძალადე, სისტემატურად აყენებდა მეუღლეს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და გასამართლებულიც კი იყო მასზე ძალადობისთვის. ე. შე---------–---–ი და მ. გვ-----ე ითხოვდნენ ოთ-----------ის დაკავებას, ვინაიდან შიშობდნენ, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში იგი გააგრძელებდა ძალადობას. ვინაიდან ო. გვ-----ის ქმედებაში აშკარად იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ ეცნობა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------------–--- და ადგილზევე მოხდა ო. გვ-----ის დაკავება. ეკ----------–----------–---–ის დაცვის მიზნით, 30 დღის ვადით გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. მოწმეებმა ასევე განმარტეს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ოთ-----------ე არც მათ მორიდებია და მათი თანდასწრებითაც აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას დედას და მეუღლეს.
მოწმე ვი----------------–---მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------------–--- გამომძიებელმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 1-------------, საღამოს, ოჯახური ძალადობის ფაქტზე მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მეწყვილესთან ერთად გავიდა მისამართზე - თბილისი, რ------------------–--–-----------------------------ში. ადგილზე დახვდათ საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი, მათ მიერ დაკავებული ოთ-----------ე, ორი ქალბატონი და ორი ბავშვი. ბინაში დაძაბული ვითარება იყო. დაკავებული ო. გვ-----ე, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ძალიან გაღიზიანებული და აგრესიული იყო, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სახლიდან გაგდებითა და მოკვლით ემუქრებოდა. მისულებს პატრულებმა გააცნეს საქმის ვითარება, თავადაც გაესაუბრნენ ო. გვ-----ის მეუღლეს და დედას და გაარკვიეს, რომ ბრალდებულმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ძლიერ მოქაჩა თმა. დაზარალებული და მისი დედამთილი ძალიან აღელვებულები იყვნენ, ტიროდნენ და ო. გვ-----ის დაკავებას ითხოვდნენ, რადგან ვითარების კიდევ უფრო გამწვავების ეშინოდათ. ე. შე---------–---–მა განუმარტა, რომ ო. გვ-----ესთან გაუსაძლისი იყო ცხოვრება, რადგან მუდმივად განიცდიდა მისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ლანძღვისა და მუქარის სახით.
ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 1-------------, 17:25 საათზე, ოთ-----------ე პატრულ-ინსპექტორ ზუ----------–---ას მიერ დაკავებული იქნა ქ. თბილისში, რ------------------–--–-----------------------------ში, - მისი დედის, მ-----–- გვ-----ის საცხოვრებელ ბინაში.
ალკოტესტით შემოწმების შესახებ ოქმით დგინდება, რომ დაკავებულ ოთ-----------ეს დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ იგი გამოცემულია 2017 წლის 1-------------, 19:45 საათზე, პატრულ-ინსპექტორ პა----------ს მიერ, ეკ----------–----------–---–ის დაცვის მიზნით. შემაკავებელი ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ეკ----------–----------–---–ის განმარტება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ, ოთ-----------ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
მოწმე გი--------------–---მ, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ-------–---------------------------–------------------------------–--- უფროსმა გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მისი მონაწილეობა მოცემული საქმის გამოძიებაში შემოიფარგლა ბრალდებულის მეუღლის, დაზარალებული ეკ----------–----------–---–ის გამოკითხვით. გამოკითხვისას დაზარალებული ძალიან დათრგუნული, აღელვებული და შეშინებული იყო, ეტყობოდა, რომ იმყოფებოდა სტრესის ქვეშ, რასაც არც თავად მალავდა და ამბობდა, რომ თავის მოკვლაზეც არაერთხელ უფიქრია მეუღლის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო. 2017 წლის 1------------- ო. გვ-----ემ, გარდა იმისა, რომ გალანძღა და აგინა, - ფიზიკური შურაცხყოფა მიაყენა, მოქაჩა თმა, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ტკივილი.
საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის (ამონაწერი) თანახმად, 2014 წლის 2-------- ოთ-----------ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ეკ----------–----------–---–ს, რის საფუძველზეც გამოიცა N------ შემაკავებელი ორდერი, რომელიც კანონით დადგენილი წესით დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ.
N0----- შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ იგი გამოცემულია 2017 წლის 2----------- პატრულ-ინსპექტორ დ--------------–---–-- მიერ, ეკ----------–----------–---–ის დაცვის მიზნით, რომელსაც მეუღლე, ოთ-----------ე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოწმე ნ----------------–-- ჩვენების თანახმად, მის მეზობლად დაზარალებული ეკ----------–----------–---–ისა და ბრალდებული ოთ-----------ის ცხოვრების პერიოდში (დაახლოებით სამი-ოთხი თვე) ორ-სამჯერ გამხდარა მათი საცხოვრებელი ბინიდან მომდინარე ხმაურისა და გინების შემსწრე. დაკითხვისას მოწმემ აღნიშნა ოთ-----------ის ალკოჰოლისადმი მიდრეკილების ფაქტიც.
ბრალდებულმა ოთ-----------ემ არც ამ ბრალდებაში ცნო თავი დამნაშავედ.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ოთ-----------ის უდანაშაულობის შესახებ და თვლის, რომ საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დგინდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენა, კერძოდ, მეუღლის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მის მიმართ სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტები.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა ეკ----------–----------–---–მა (ბრალდებულის მეუღლემ) და ძალადობრივი ფაქტების თვითმხილველმა მოწმემ - მ-----–- გვ-----ემ (ბრალდებულის დედა) რადიკალურად შეცვალეს თავიანთი პირვანდელი პოზიცია ხელი შეეწყოთ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის და სასამართლო განხილვისას ორივე მათგანმა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური უფლებით არ მისცენ დანაშაულის ჩადენაში ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. სასამართლოსთვის ნიშანდობლივია, რომ ზემოაღნიშნული უფლების გამოყენებით მ. გვ-----ესა და ე. შე---------–---–ს არ უარუყვიათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მათ მიერ იქამდე გაცხადებული ფაქტები და ამ უკანასკნელს არც მისთვის მინიჭებულ დაზარალებულის სტატუსზე უთქვამს უარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მტკიცებულებად იღებს საქმეში არსებულ წერილობით დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს დაზარალებული ეკ----------–----------–---–ის განცხადებას მისი მეუღლის, ოთ-----------ის მხრივ მასზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებული ო. გვ-----ის მიერ ე. შე---------–---–-- მიმართ 2017 წლის 1------------- განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტის დადგენისას, სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ეყრდნობა პატრულ ინსპექტორის N0----- შემაკავებელ ორდერს, რომელშიც ასახულია პირველწყაროდან მომდინარე ინფორმაცია საქმის ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ, - ე. შე---------–---–-- განმარტება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ, ოთ-----------ემ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა. აღსანიშნავია, რომ ე. შე---------–---–ს საკუთარი ხელით შესრულებული მინაწერითა და ხელმოწერით აქვს დადასტურებული შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის შინაარსობრივი მხარის სისწორე.
დაზარალებული ე. შე---------–---–--, როგორც პირველწყაროს სანდოობისა და მის მიერ გაცხადებული ფაქტების უტყუარობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო პატრულ ინსპექტორთა ჩვენებები, რომლებიც ასახავს ოჯახური ძალადობის ჯერ ისევ დაუმთავრებელი ინციდენტის შემსწრე პირთა განმარტებებს შემთხვევის ადგილზე არსებული ვითარების და დაზარალებულისა და ბრალდებულის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესახებ. კერძოდ, ოჯახური ძალადობის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან ადგილზე მყისიერად გამოცხადებულ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებით დგინდება, რომ ბინა წარმოადგენდა ბრალდებულის დედის - მ-----–- გვ-----ის საცხოვრებელს, სადაც მესაკუთრის და დაზარალებულის გარდა დახვდათ ბრალდებული ო. გვ-----ეც. ბრალდებული, მათი იქ ყოფნის მიუხედავად, მეუღლეს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და სახლიდან გაგდებითაც ემუქრებოდა. ბრალდებულის მეუღლე და დედა შეშინებულები ჩანდნენ, ო. გვ-----ეს, მისივე თანდასწრებით, ამხელდნენ ძალადობაში და უფრო მძიმე შედეგის თავიდან ასაცილებლად პოლიციის თანამშრომლებს მის დაკავებას სთხოვდნენ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებული ე. შე---------–---–-- განმარტება ო. გვ-----ის მიერ მისი ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე დასტურდება პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებებით, რომლებიც, მართალია, უშუალოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, მაგრამ, ფაქტობრივად, მიმდინარე ოჯახური კონფლიქტის თვითმხილველნი გახდნენ, რა დროსაც ბრალდებული კვლავ ავლენდა აგრესიას მეუღლის, ე. შე---------–---–-- მიმართ. სასამართლო თვლის, რომ პატრულ-ინსპექტორთა ჩვენებები დანაშაულში ო. გვ-----ის მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებებია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე არსებობს საკმარის, დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმ ფაქტის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, დაზარალებულ ეკ----------–----------–---–ს. ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების გარდა, რწმენას იმისა, რომ ძალადობის ზემოაღნიშნულ ფაქტს ადგილი მართლაც ჰქონდა, სასამართლოს უმყარებს საქმეზე დადგენილი სხვა გარემოებებიც, კერძოდ, პოლიციის თანამშრომლების წინაშე დანაშაულში ო. გვ-----ის მამხილებელი ერთ-ერთი პირის, მ-----–- გვ-----ის კავშირი ბრალდებულთან - იგი ო. გვ-----ის დედაა, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს სხვა პირის სასარგებლოდ მის მიერ ო. გვ-----ის საზიანოდ ცრუ ჩვენების მიცემის ალბათობას.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ეკ----------–----------–---–ი ბრალდებული ო. გვ-----ის მხრიდან წარმოადგენდა არამხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლსაც, რაც გამოიხატებოდა სისტემატურად ე. შე---------–---–-- სიტყვიერ შეურაცხყოფაში - მის ლანძღვასა და გინებაში. ამგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, 2017 წლის 1------------- განვითარებული მოვლენების შესახებ პოლიციის თანამშრომლების - ზუ----------–---ას, პა----------ს და ვ-----------------–--ის ზემოთ განხილული ჩვენებების გარდა, სასამართლოს აძლევს სასამართლოს მიერ დამტკიცებული N0----- შემაკავებელი ორდერი, სადაც დაფიქსირებულია 2017 წლის 2---------- ო. გვ-----ის მიერ დაზარალებული ეკ----------–----------–---–ის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი; ასევე - დაზარალებულის და ბრალდებულის მეზობლობლად მცხოვრები ნ----------------–-- ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევამდე დაახლოებით სამი-ოთხი თვის მანძილზე ორჯერ თუ სამჯერ გაიგონა მათი ბინიდან ჩხუბისა და გინების ხმა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახადაა დადგენილი ბრალდებული ო. გვ-----ის მიერ 2017 წლის 1------------- მეუღლის - ეკ----------–----------–---–ის ფიზიკური შეურაცხყოფისა და მასზე სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. სასამართლო ასევე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ო. გვ-----ის ძალადობრივი ქცევა იყო დაზარალებულისათვის მატრავმირებელი, როგორც ფიზიკურად, ისე - ფსიქოლოგიურად, რადგან სადავო არ არის, რომ ადამიანის სხეულზე ძლიერ ფიზიკურ ზემოქმედებას (მოცემულ შემთხვევაში - თმაზე ძლიერ მოქაჩვა), ჩვეულებრივ, ახლავს სხეულის რეაქცია ტკივილის სახით, ხოლო დროის ხანგრძლივ პერიოდში (გამოკვლეული მტკიცებულებებით, 2014 წლიდან - შემთხვევამდე) მიმდინარე, სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას კი - სულიერი ტანჯვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ დაზარალებულისათვის მიყენებულმა ფიზიკურმა ტკივილმა და ტანჯვამ განაპირობა ის, რომ თავდაცვის მიზნით მსხვერპლმა და მოძალადისვე დედამ გამოიყენეს უკიდურესი საშუალება, - მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. რაც შეეხება ო. გვ-----ის მიერ ოჯახური ძალადობის ჩადენას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს გარემოება საქმის სასამართლო განხილვით საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, უტყუარად დადასტურებული ვერ იქნა.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება სისხლის სამართლის კოდექსით ცალკეა ფორმირებული 1261-ე მუხლით, რაც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე. სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა განიმარტა, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, - მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. საქართველოს სსკ 111-ე მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აფრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
განსახილველი დანაშაულის შემადგენლობით მოცული „ძალადობა“ უნდა განიმარტოს ისე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლ ნაწილშია განმარტებული და იგი ორ ხერხს - ცემას და სხვაგვარ ძალადობას მოიცავს. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „ცემა“ წარმოადგენს დაზარალებულის სხეულზე რამდენიმე დარტყმას, ხოლო „სხვაგვარი ძალადობა“ - ერთჯერად ძალმომრეობით აქტს.
რაც შეეხება „სისტემატურ შეურაცხყოფას“ – ეს არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია.
სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებული ოთ-----------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა (სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული „სხვაგვარი ძალადობის“ სახით), სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. რაც შეეხება ბრალდებით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას, - საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით, - იგი საქმის სასამართლო განხილვით, კანონით დადგენილი წესით, დადასტურებული ვერ იქნა. შესაბამისად, ოთ-----------ის ქმედება, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტისა (ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ), უნდა დაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახში ძალადობა).
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ოთ-----------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციით დადგენილ ფარგლებში სასჯელის სახის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და ჩადენილი დანაშაულის ხასიათს (სისტემატურობას), რაც თავისთავად ზრდის მისი რეციდივის რისკებს. სისხლის სამართლის კანონმდებლობით სასჯელის ინდივიდუალიზაციისათვის დაწესებული ზოგადი კრიტერიუმებისა და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომლებიც ახასიათებს ბრალდებულ ო. გვ-----ეს და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, სასამართლო თვლის, რომ თავისუფლების აღკვეთაზე მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ისევე, როგორც ამ სასჯელის მინიმალური ვადით გამოყენება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ოთ-----------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;
ოთ-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ოთ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ოთ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 17 დეკემბრიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი