განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2335467-1/079-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
(შესავალი ნაწი-–-)
07 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გი------ ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი;
დაცვის მხარე: ბრალდებული – გი----------–------ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 0--------- წელს, პ/ნ 0----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბ--–--ი ხვ-----–-----------;
ადვოკატი - ნა------------–---–ი;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწი-–-თ.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწი-–-
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 14 იანვარს ღამის საათებში ად-----ს რაიონის სოფელ უდ-–ი მცხოვრებ ლი-–---------–---–-ს ოჯახში სტუმრად ყოფნისას თა------------მ მეუღლეს გი----------–------ს სთხოვა, რომ არ მიეღო ალკოჰოლური სასმელი, აღნიშნულით განაწყენებულმა გი----------–------მა მეუღლეს თა------------ს დაუწყო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, ხოლო შემდეგ ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხში, რის გამოც თა------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივი-–-, აღნიშნულის შემდეგ მხრებზე და თავზე ხელის ძლიერი დაწოლით გი----------–------მა მეუღლეს თა------------ს მიაყენა სხვაგვარი ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც თა------------მ კისრისა და მუცლის არეში ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივი-–-.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-–- და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
წარდგენი-–- ბრალდება:
2018 წლის 19 იანვარს გი----------–------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწი-–-თ.
გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება:
2018 წლის 21 იანვარს გი----------–------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო.
გამოკვლეული მტკიცებულებები:
დაზარალებულმა თა------------მ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ეთანხმებოდა გამოძიების დროს მის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას მიცემულ ჩვენებას, რომლის მიხედვითაც დადგენი-–-ა, რომ 2018 წლის 13 იანვარს გი----------–------ი და დაზარალებული წავიდნენ სოფელ უდ-–ი ლი-–---------–---–--ან, 2018 წლის 14 იანვარს დი-–-დან საღამომდე ისინი იმყოფებოდნენ ლი-–---------–---–--ან, სადაც მან გაშალა სუფრა, რა დროსაც ლი-–---------–---–-ს შვილმა მამ------------–---–მა მოიტანა ღვინო. ვინაიდან გი----------–------ი როდესაც ღებულობს ალკოჰოლურ სასმელს ხდება აგრესიული დაზარალებულა სთხოვა, რომ მას ღვინო არ დაელია, რაზეც გი----------–------ი გაბრაზდა და დაიწყო უცენზურო სიტყვებით ლანძღვა-გინება, რაზეც თა------------მ უთხრა, რომ აღნიშნული სიტყვებით ესაუბრა მისი დედის და ოჯახის წევრების მისამართით, რაზედაც გი----------–------ი უფრო გაბრაზდა, მივარდა თა------------ს და მარჯვენა ფეხის ქვედა არეში დაარტყა ფეხში, რის გამოც თა------------მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივი-–-, აღნიშნულის შემდეგ წვდა მხრებში და იძულებით მოხარა წინ, თავი დააწევინა მხრებზე ხელის ძლიერი დაწოლით, რა დროსაც თა------------მ კისრისა და მუცლის არეში ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივი-–-.
მოწმე ლი-–---------–---–-ს განმარტებით, 14 იანვარს საღამო იქნებოდა მასთან სტუმრად მივიდნენ თა----- და გი------, რადგან გვიანი იყო ლი-–- მე-----–---–-- დარჩენა შესთავაზა, ამასობაში ტყიდან სახლში დაბრუნდნენ მისი შვი-–- მამ------------–---–ი და დის შვი-–- ზ-----------–-–---–-. მასპინძელი სამზარეულოში შევიდა, რათა სტუმრებისთვის საჭმელი მოემზადებინა. სამზარეულოში ლი-–----ან ერთად იყო თა-----ც, რომელიც ტელეფონით დედამის დაელაპარაკა. ამის შემდეგ მან ატეხა ყვირი-–- და დაიწყო ძახი-–-, რომ არც შვი-–- უნდოდა და არც ქმარი. ამის შემდეგ ლი-–-- ჰკითხა თუ რა მოხდა რაზეც თა-----ა უპასუხა, რომ ჭრილობა გაეხსნა. ლი-–-- თავის შვილს დაუძახა, რომ სასწრაფოში დაერეკათ და გოგოსთვის ეშველათ. მანამდე მან დაუთვალიერა ჭრილობა მაგრამ არაფერი ისეთი არ შეუმჩნევია.
მოწმე მამ------------–---–ის განმარტებით, იგი თავის დეიდაშვილ ზა----------–-–---–თან ერთად 13 იანვარს თავის საკუთარ ნაკვეთში იყო შეშის დასამზადებლად. იმ ღამით დარჩნენ და მეორე დღეს, 14 იანვარს საღამოს წამოვიდნენ და დაახლოებით 11 საათისთვის მივიდნენ სახლში. სახლში მათ დახვდათ სტუმრები, გი----------–------ი საწოლზე იყო წამოწოლი-–-, ხოლო თა----- სამზარეულოში იყო ლი-–-ს ეხმარებოდა. მამ------------–---–ი სუფრასთან რომ დაჯდა, შესთავაზა გი------საც დამჯდარიყო და მასთან ერთად დაელია, ამის გაგონებაზე გი------ს მეუღლე გაბრაზდა და ეუბნებოდა არ დაელია სასმელი. თა----- თავის მეუღლეს ლანძღავდა, ხოლო გი------ კი აჩერებდა და ეუბნებოდა რომ სირცხვი-–- იყო და გაჩერებულიყო. მა-----მ და ზ----მ უფრო მეტი დალიეს და ამის შემდეგ მა-----მ ზ---- გააცილა სახლში, უკან რომ დაბრუნდა მა----- კიდე იგივე სიტუაცია დახვდა და თ------ ისევ აგრძელებდა ლანძღვას. მა-----ს თქმით შემდეგ ცოლ-ქმარი საუბრობდნენ, როცა მა----- ოთახში იყო გაიგო ყვირი-–-ს ხმა და მაშინათვე გამოვიდა, თ------ ყვიროდა რომ ნაკერები გაეხსნა, მა-----მ მაშინვე გამოიძახა სასწრაფო.
18.01.2018წ. ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენი-–-ა, რომ 2018 წლის 18 იანვარს დაკავებული იქნა გი----------–------ი (პ/ნ 0----------).
19.01.2018წ. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, თა----- ბე----- ცნობი-–- იქნა დაზარალებულად.
მოწმეებმა შმ------------ემ, გი------ მა---------მ და თე-------ზ მ---------- სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენი-–- წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწი-–-ს შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-ა საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ წარდგენი-–- ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
მოცემულ დანაშაულში პირის ბრალეულობის დადგენა დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენი-–- მტკიცებულებების სწორ სამართლებრივ შეფასებასთან, რომელიც ერთის მხრივ დაადასტურებდა პირის ქმედების მართლწინააღმდეგობას, ამასთან მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი----------–------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივი-–- და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა გამოკვლეული მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრები-–- ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისას მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარემ შეძლო წარმოედგინა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გი----------–------ის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრი-–-ა ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებს გი----------–------ის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გი----------–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ს თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწი-–-ს თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენი-–- დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწი-–-ც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწი-–-ს თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწი-–-თ, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გი----------–------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრი-–-ს ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს გი----------–------ის მიერ ჩადენი-–- ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ამდენად, ჩადენი-–- ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება გი----------–------ის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რომელიც ჩაეთვლება პირობითად, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენი-–- ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენი-–- არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენი-–- დანაშაულის რეალურ შედეგებზე.
სარეზოლუციო ნაწი-–-:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გი----------–------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწი-–-თ გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, გი----------–------ს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 06 თვე ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 01 წელი.
2. გი----------–------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 18 იანვრიდან 2018 წლის 13 მარტის ჩათვლით.
3.გი----------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფი-–- არ არის გაუქმდეს.
4. არასაპატიმრო სასჯელის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
5.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე გი------ ლონდარიძე