გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.09.2018
საქმის ნომერი
330310018002606922
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5495-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-ანა მგელაძე

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი- გ--------–--–----–---–-

მოპასუხე- შპს ,------–------------------------–-----–---------

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- შპს ,,თ---–------------------------–-----–--------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 8263.04(რვაათას ორასსამოცდასამი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მეორეს მხრივ - შპს ,,თ---–------------------------–-----–-------- შორის 2016 წლის 06 ოქტომბერს გაფორმდა №----------––-------–ება ,,დამკვეთის“ კუთვნილი ობიექტის დაცვის თაობაზე, რომელიც მდებარეობს ქ.თბილისი, ვ--------------------------------------–-----------–-- ხ--––-------–--ის მოქმდების ვადა განისაზღვრა აყვანის დღიდან 2018 წლის 07ოქტომბრამდე- №----.29.09.2017 ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ხ--––-------–--ის 1.1. პუნქტის თანახმად, ობიექტის დაცვა უნდა განეხორციელებინა დაცვის პოლიციის 1 უმცროს ინსპექტორს საშტატო ერთეულით, გამოკვლევის აქტით გათვალისწინებული დაცვის რეჟიმით, ხოლო თავის მხრივ ,,დამკვეთს“ შესრულებული დაცვის მომსახურების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა ხ--––-------–--ის 3.1. პუნქტის თანახმად. დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენდა 800.00 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს შორის სახ--––-------–--ო ურთიერთობა ბრძანების საფუძველზე შეწყდა 2017წლის 11 ნოემბრიდან №2698769.08.11.

 

მოსარჩელის განმარტებით, ხ--––-------–--ის მოქმედების პერიოდში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა პირნათლად შეასრულა მასზე ხ--––-------–--ით დაკისრებული ვალდებულება, ხოლო მოპასუხე მხარე თავს არიდებს საპასუხო მოქმედების შესრულებას და დღემდე არ იხდის ხ--––-------–--ით გათვალისწინებულ საზღაურის ნაწილი თანხის ოდენობას 5934.55 ლარს. აღნიშნული ხ--––-------–--ის 5.2პუნქტის თანახმად, 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესრულებული ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 2323.49 ლარი. მოპასუხე მხარე ხ--––-------–--ის მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირიქით ვადის ამოწურვამდე ითხოვა №----.29.09.2017 წლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვადის გაგრძელება 2018 წლის 07 ოქტომბრამდე, რამაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან შექმნა სასამართლოსთვის მიმართვის წინაპირობა მისი კანონიერი ინტერესის დასაცავად.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს- შპს,,თ---–------------------------–-----–--------, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 8263.04 (რვაათას ორასსამოცდასამი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,,თ---–------------------------–-----–--------, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 06 ოქტომბერს, ერთის მხრივ შპს ,,თ---–------------------------–-----–--------(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) გენერალური დირექტორის ვ--------------- სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული), დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მ--------–---------–---- შორის გაფორმდა ხ--––-------–--ა(საპოლიციო) №------, რომლის თანახმადაც ხ--––-------–--ის საგანს წარმოადგენს ,,დაცვა“ გამოკვლევის აქტის საფუძველზე, უზრუნველყოს ,,დამკვეთის“ ობიექტის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად“ წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.-----–---------------------------------------–-----------–--

 

დასახელებული ხ--––-------–--ის პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას ,,დაცვას“ გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხ--––-------–--ის მე-3 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. ხ--––-------–--ის 3.1 პუნქტის თანახმად, ,,დაცვის“ მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 800.00(რვაასი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით(მათ შორის: პოლიციის ერთი უმცროსი ინსპექტორი-800.00)ლარი.

 

დასახელებული ხ--––-------–--ის მესამე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში; 4.2.2 მუხლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია ,,დაცვას“ 15 დღით ადრე აცნობოს და მასთან შეთანხმებით გადაწყვიტოს ,,ობიექტზე“ მოსალოდნელი ყველა ის ცვლილება, რომელიც შეეხება დაცვის უსაფრთხოებას: (,,ობიექტის“ დაცვითი სიგნალიზაციით აღჭურვა. მუშაობის რეჟიმის ცვლილება, სამშნებლო სარემონტო სამუშაოების წარმოება და აშ.)

 

დასახელებული ხ--––-------–--ის 4.2.5 მუხლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია ხ--––-------–--ის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ერთი თვით ადრე წერილობითი ფორმით აცნობოს ,,დაცვას“. დასახელებული ხ--––-------–--ის მეხუთე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხ--––-------–--ის ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების ვადის დარღვევის შემთხვევაში ,,დამკვეთი“ ვალდებულია ,,დაცვას გადაუხადოს“ პირგასამტეხლო დაცვის მომსახურების ერთ თვის ღირებულების ოდენობის, პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნის წარდგენიდან არა უგვიანეს 14საბანკო დღის განმავლობაში.

 

დასახელებული ხ--––-------–--ის მეხუთე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხ--––-------–--ის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით. 8.3 მუხლის შესაბამისად, ხ--––-------–--ის 5.2პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის მიღწევის შემთხვევაში ,,დაცვა“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხ--––-------–--ა დაუყონებლივ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 06 ოქტომბრის ხ--––-------–--ა (საპოლიციო) №------ (ს.ფ. 11-12)

 

3.1.2.საქმეში წარმოდგენილი 2017წლის 29 სექტემბრის ურთიერთშეთანხმებით(საპოლიციო) №---- დგინდება, რომ 2016 წლის 06ოქტომბერს გაფორმებული №----------––-------–ების(შპს ,,თ---–-----------------------–-----–-------ს“ ,,ობიექტის“ საპოლიციო ძალებით დაცვის შესახებ მხარეები, ერთი მხრივ, შპ---------–------------------------–-----–-------“, (,,დამკვეთად’’ წოდებული), მისი დირექტორის ვ--------------- სახით და მეორე მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (,,დაცვად’’ წოდებული), დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მამუკა ლიპარტელიანის სახით, 2016 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული №----------––-------–ების 8.1 პუნქტის საფუძველზე წერილობით თანხმდებიან შედეგზე: 2016 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული №----------––-------–ების მოქმედების ვადა გაგრძელდეს 2018 წლის 07 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 29 სექტემბრის ურთიერთშეთანხმება №----(საპოლიციო)(ს.ფ. 13)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2017 წლის 08 ნოემბრის №----------------ით, 11.11.2017-დან შეწყვეტილი იქნა ქ------–---------------------------------------–-----------––ი მდებარე შპს ,,თ---–-----------------------–-----–-------ს“ ობიექტის პოლიციის მუშაკთა 1 (1 უმცროსი ინსპექტორი) საშტატო ერთეულით დაცვის მომსახურება. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურმა/კომპეტენციის ფარგლებში/უზრუნველყოს ხ--––-------–--ით გათვალისწინებული პუნქტების მოთხოვნების შესრულება. ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების სამორიგეო ჯგუფმა ცნობად მიიღოს ზემოთაღნიშნული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2017 წლის 08 ნოემბრის №----------------ა ,,ობიექტიდან საპოლიციო ძალის მოხსნის შესახებ’’ (ს.ფ. 14)

 

3.1.4. შპს ,,თ---–------------------------–-----–--------, 2018 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება დებიტორული დავალიანება- 8263.04(რვაათას ორასსამოცდასამი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის ოდენობით. მათ შორის 2017 წლის მარტის თვის 67.85 ლარი; 2017 წლის აპრილის თვის 800.00ლარი; 2017 წლის მაისის თვის 800.00 ლარი; 2017 წლის ივნისის თვის 800.00ლარი; 2017წლის ივლისის თვის 800.00ლარი; 2017 წლის აგვისტოს თვის 800.00ლარი; 2017წლის სექტემბრის თვის 800.00ლარი; 2017 წლის ოქტომბრის თვის 800.00ლარი; 2017 წლის ნოემბრის თვის 266.70 ლარი; პირგასამტეხლო 0.2% - 2328.49 ლარი.

 

აღნიშნული დავალიანება შპ---------–------------------------–-----–-------ს“, მიერ დღეის მდგომარეობით დაფარული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 27 თებერვლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 21-22)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 23-24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,,თ---–------------------------–-----–--------, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8263.04(რვაათას ორასსამოცდასამი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №------------ით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხ--––-------–--ის დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხ--––-------–--ას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხ--––-------–--ა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხ--––-------–--ა. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხ--––-------–--ების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხ--––-------–--ათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №------------ით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხ--––-------–--ების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხ--––-------–--ის დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხ--––-------–--ის დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხ--––-------–--ის დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,,თ---–------------------------–-----–-------- შორის გაფორმებული ხ--––-------–--ა წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხ--––-------–--ას. ამასთან, ხ--––-------–--ით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე (სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხ--––-------–--ის დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხ--––-------–--ათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხ--––-------–--ით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხ--––-------–--ით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხ--––-------–--ის მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხ--––-------–--ით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მეორეს მხრივ - შპს ,,თ---–------------------------–-----–-------- შორის 2016 წლის 06ოქტომბერს გაფორმებული იქნა №------ ხელშეკრულება ქ------–---------------------------------------–-----------––ი მდებარე ობიექტის დაცვის შესახებ, რომლის თანახმადაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი უზრუნველყოფდა ,,დამკვეთის“ ობიექტის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად“ წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ------–--------------------------------------–-----------–ი. დასახელებული ხ--––-------–--ის პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი“ იღებდა ვალდებულებას დაცვის მომსახურების ღირებულება გადაეხადა წინამდებარე ხ--––-------–--ის მე-3 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. ხ--––-------–--ის 3.1 პუნქტის თანახმად, ,,დაცვის“ მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 800.00(რვაასი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით(მათ შორის: პოლიციის ერთი უმცროსი ინსპექტორი-800.00)ლარი. დასახელებული ხ--––-------–--ის მეხუთე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხ--––-------–--ის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ,,დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით. 8.3 მუხლის შესაბამისად, ხ--––-------–--ის 5.2პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის მიღწევის შემთხვევაში ,,დაცვა“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხ--––-------–--ა დაუყონებლივ. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 29სექტემბრის ურთიერთშეთანხმებით (საპოლიციო) №---- , 2016 წლის 06 ოქტომბერს გაფორმებული №----------––-------–ების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2018 წლის 07ოქტომბრამდე. მოპასუხე მხარე ხ--––-------–--ის მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, მის მიერ კი გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის(8263.04 (რვა ათას ორასსამოცდასამი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის ოდენობით).

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,,თ---–------------------------–-----–--------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8263.04(რვაათას ორასსამოცდასამი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 247,90(ორასორმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს,,თ---–------------------------–-----–--------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 247,90(ორასორმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,,თ---–------------------------–-----–--------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 8263.04(რვაათას ორასსამოცდასამი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- შპს ,,თ---–------------------------–-----–--------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს247,90(ორასორმოცდაშვიდი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი