განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/271-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
ბრალდების მხარე: სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი თ---------------–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული - რ---------------------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 3----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, მცხოვრები: ქ------–----------------------
ადვოკატი - დ-------------–---
ადვოკატი - ლ------------
თარჯიმანი-ლ---------------
სხდომის სახე - ღია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ რ----------------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი: შუამდგომლობის მიხედვით, რ----------------------ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში: რ----------------------მა იცოდა, რომ მიწის რეფორმის შედეგად ქ-------–------–---------------------------–- მდებარე ყოფილი მ----------–-----–----- ქარხნის ტერიტორიაზე არ ეკუთვნოდა - მართლზომიერ მფლობელობაში არ გააჩნდა მიწის ნაკვეთი. მიუხედავად აღნიშნულისა, 2014 წლის აპრილში, რ----------------------მა შეარჩია ქ-------–------–---------------------------–- მდებარე ყოფილი მ----------–-----–----- ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე, მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთი, რომლის დასარეგისტრირებლადაც მან ა---------------------- და გ-----------–----- დახმარებით შეაგროვა, საჯარო რეესტრში წარსადგენი ყალბი დოკუმენტაცია, მათ შორის რ----------------------ის მითითებით ა--------------------- მიერ 2014 წლის 10 აპრილით დათარიღებული ყალბი საკადასტრო აზომვითი ნახაზი. ასევე რ----------------------მა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2016 წლის პირველ აპრილს ა---–---–---- რეგიონალური არქივიდან აიღო N--------------- ცნობა, რომლის მიხედვითაც მის ოჯახს მიწის რეფორმის დროს გამოეყო 0,50 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სახნავი) მიწა. ამავდროულად, მანვე ნი---–------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოიპოვა ყალბი 2016 წლის 1---------- დათარიღებული N------- და 2016 წლის 1--–---------- დათარიღებული 1------ ცნობები, თითქოს რ----------------------ის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი ტერიტორია, რომელიც მდებარეობდა ქ-------–------–---------------------------–-, ქალაქ ნი---–------- ყოფილი მ----------–-----–----- ქარხნის ტერიტორიაზე, ნამდვილად მიეკუთვნებოდა რეფორმის ფონდის მიწებს. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, რ----------------------მა მოატყუა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები და დაარწმუნა ისინი, რომ მითითებულ დოკუმენტაციაში ასახული უძრავი ქონება თითქოს იყო მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი. 2016 წლის 27 აპრილს წარდგენილი ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, 2016 წლის 17 ივნისს, რ----------------------მა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით, საკუთრებაში დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი, ქ-------–------–---------------------------–-, ყოფილი მ----------–-----–----- ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე, 33 862 ლარად ღირებული 558 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზედარსებული შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი----------------
ამდენად, რ----------------------ის მიერ ჩადენილი ქმედებით სახელმწიფოს მიადგა 33
862 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.
1.2. ამდენად, რ----------------------მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. (საკადასტრო ნახაზების ეპიზოდი),მანვე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა გამოყენების მიზნით და გამოყენება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. (კ-----–----- ცნობების ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: რ-----------------------ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს ხუთი წელი, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე და 42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, და სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა, კერძოდ, ჩამოერთვას ქ-------–------–---------------------------–-, ყოფილი მ---------–-----–----- ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე, 558 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზედარსებული შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი: 65----------)
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. რ-----------------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, პატაკი, მოწმეების პ--------------–---–--------------–---–----------–----------–---–----------------–---------------------------------------------–---------------–-------------------–-------------------–-------------------- ჩვენებები, თავად რო--------------------ს ჩვენება, დაზარალებულის წარმომადგენლის მ-------------- ჩვენება, საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტები, ა---–---–---- ეროვნული არქივიდან დოკუმენტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტები, ნი---–------- მუნიციპალიტეტიდან დოკუმენტების ამოღების ოქმი და ამოღებული დოკუმენტები, მიწის ნაკვეთის დათავლიერების ოქმი ფოტოსურათებით, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, სასაქონლო ესპერტიზის დასკვნა, მიღებული კორესპონდენცია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან თანდართული დოკუმენტებით, შ---------–-----------------–------ თანდართული დოკუმენტებით, ს---------–-----–---------ახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოდან, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტიდან, ოქმი სოფელ ხ---------- მიწის განაწილების სიის დათვალიერების შესახებ თანდართული დოკუმენტებით, ოქმი შსს-ს ელექტრონული ბაზის დათვალიერების შესახებ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ თ---------------–---–ს, ბრალდებულ რ-----------------------ს და მის ადვოკატებს დ-------------–---სა და ლ------------ს შორის.
3.2. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თ---------------–---–მა, ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ რ-----------------------ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თ---------------–---–მა, ბრალდებულმა რ-----------------------მა და მისმა ადვოკატებმა დ-------------–---მ და ლ------------მ.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.
3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული რ-----------------------ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.
3.7. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
3.8. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატებს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები რ-----------------------ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის თ---------------–---–-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის თ---------------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ რ----------------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
2.1 რ----------------------ი (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 63-ე მუხლის საფუძველზე 5 (ხუთი) წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 5(ხუთი) წელი.
2.2 რ----------------------ს (პ/ნ 3----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
2.3 რ----------------------ს (პ/ნ 3----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ქონების ჩამორთმევა, კერძოდ, ჩამორთმვას ქ-------–------–---------------------------–-, ყოფილი მ---------–-----–----- ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე, 558 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ზედარსებული შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი----------------
3. მსჯავრდებულ რ----------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, მსჯავრდებული დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს პატიმრობიდან. სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2----------- 2018 წლის 1-------------ს ჩათვლით.
4. საქმეზე დართული ნივთმტკიცება 4 ცალი CD დისკი შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
7. განაჩენი არ გასაჩივრდება გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი