განაჩენი

სისხლის სამართლის 16.09.2018
საქმის ნომერი
120100118002522458
დავის ტიპი
177 1
თარიღი
16.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/263-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე: ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორი გე-–-----------

 

დაცვის მხარე: ბრალდებული - ოთ--- გო----–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 05---------- დაბადებული 1--- წლის 1--------–-, მცხოვრები: ას----ა, ჯა----–---–-- ქ.N-

ადვოკატი - ტა-----– ბა-–-----–---–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ოთ--- გო----–-–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. საპროცესო შეთანხმების არსი: შუამდგომლობის მიხედვით, ოთ--- გო----–-–---–ის ბრალდება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის მ------- თვეში ოთ--- გო----–-–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა დაბა ას----აში, ტა----- ქ. N 5–ში მდებარე ვი-----–-- ჩი--–---- კუთვნილი აბანოს შენობის ეზოში არსებულ საწვავი ნავთპროდუქტების, 4 ტონის ტევადობის, რკინის ავზს, რომელიც ელექტრო ხერხის, ე.წ. „ბარგალკის“ გამოყენით დაჭრა ფირფიტებად და ჩააბარა ქ. ახ--––---–ი მდებარე შავი და ფერადი ლითონის მიმღებ პუნქტში – შპს „კ---“–ში, რითაც დაზარალებულს მიაყენა 140 ლარის და 10 თეთრის ზიანი.

 

1.2. ამდენად, ოთ--- გო----–-–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმების დადების ოქმის პირობების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: ოთ--- გო----–-–---–ი საქმის არსებითი განხილვის გარეშე დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ოთ--- გო----–-–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: ვი-----–-- ჩი--–---- განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ, გამოძიების დაწყების ბარათი-ფორმა N 1, დაზარალებულ ვი-----–-- ჩი--–---- გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ბე---------–---–-ს, მუ---------------–---–-ს, მა-–--------–-----ს, პე-----------–---–-ს, გო--------–---–-ს, მა-------------------ს გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ოთ--- გო----–-–---–ის აღიარება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი ბრალდებულ ოთ--- გო----–-–---–თან, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ, ამოღების ოქმი, შუამდგომლობა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, განჩინება ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 0--------- წლის N 1---- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–-----------ს ბრალდებულ ოთ--- გო----–-–---–ს და მის ადვოკატ ტა-----– ბა-–-----–---–ს შორის.

 

3.2. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გე-–-----------მ, ახალციხის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ოთ--- გო----–-–---–ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.

 

3.3. სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გე-–-----------მ, ბრალდებულმა ოთ--- გო----–-–---–მა და მისმა ადვოკატმა ტა-----– ბა-–-----–---–მა.

3.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

 

3.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის; ამასთან, ბრალდებული სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსსა და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს.

 

3.6. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ოთ--- გო----–-–---–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი კონსტიტუციური უფლებები - დაცვის უფლება; უფლება, უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ; უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შესახებ.

 

3.7. სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

3.8. სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულს და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1 საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილით გათვალისწინებული მტკიცებულებები ოთ--- გო----–-–---–ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისათვის, ამასთან სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის გე-–-----------ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111-ე ნაწილის, 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გე-–-----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ ოთ--- გო----–-–---–ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;

 

2.1. ოთ--- გო----–-–---–ი (პ/ნ 05---------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1(ერთი) წელი;

 

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. ოთ--- გო----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო, რომელიც უზრუნველყოფილი არ არის, გაუქმდეს.

 

5. სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საწვავის ავზის ნაწილები 4 ცალი ლითონის ფურცელი, რომელიც ჩაბარებული აქვს პეტრე გაბოშვილს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

7. მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე თუ მიაჩნია, რომ: ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

8. თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი