განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2531173-1/275-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
ბრალდების მხარე: სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორი – ე-–-------------------–-–---–-
დაცვის მხარე: ბრალდებული – ვ---------------------------------, დაბადებული 1--- წლის 2--------ს, პ/ნ (3----------) საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული ნ----–------ს რ-ნი სოფ. ღ-------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ.ნ----–------, კ----------ს ქ.N---.
ადვოკატი- ი--------------–---–-
ადვოკატი- ნ-----------------
თარჯიმანი- ლ---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 2------- დაახლოებით 12:29 სთ–ზე, ,,ა---––----ნ----–-------ს-------ი“–ს საავტომობილო გზის 8--- კმ–ზე ნ----–------, კ----------ს ქ.№--–ში მცოხვრები 2-.0-.1--- წელს დაბადებული ვ--------------------------------- მოძრაობდა ავტომანქანა "-----–------------–--------- ქართული სახელმწიფო ნომრით Q---------ით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36–ე მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის
მოთხოვნები და შეეჯახა ავტომანქანა „-–------- რუსეთის ფედერაციის სარეგისტრაციო ნომრით Y------------ს, რომელსაც მართვდა მ-----–----------------------------. შეჯახების შედეგად ავტომანქანა „-–------- მძღოლი ნ----–------ს რაიონის სოფელ პ-------------------ში მცხოვრები 2-.0-.1--- წელს დაბადებული მ-----–---------------------------- მიღებული დაზიანებებით გარდიცვალა. ხოლო ავტომანქანა „ვ----------–ს მგზავრმა ნ----–------ს რაიონის სოფელ მ--------ში მცხოვრებმა 1-.0-.2--- წელს დაბადებულმა გ-------------------------------მა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
3. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ვ----------------------მა ჩაიდინა ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ესე იგი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მანვე ჩაიდინა, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, ესე იგი ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ერთი პირის მიმართ გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
ა---------------მა გამოკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 2------- იქნებოდა დაახლოებით 12:30 სთ. ზუსტი დრო არ ახსოვს, როდესაც ვ--------------------- მივიდა თავისი მწვანე ფერის „ფ---–------------–----’-ს მარკის ავტომანქანით. დაუჯდა წინა მარჯვენა სავარძელზე და რესტორნის გავლით მოკლე გზით წავიდნენ ქ.ნ----–------ს მიმართულებით, როდესაც მივიდნენ რესტორანთან, მან მობილურ ტელეფონში დაიწყო თავისი ძმის ნომრის მოძებნა, ვ--------------------- კი ნელი სვლით ადიოდა გზაზე და როდესაც ავიდა ასფალტზე და აპირებდა ნ----–------ს მიმართულებით შემობრუნებას უცაბედად მარჯვენა მხრიდან წინა მარჯვენა ფრთაში და საბურავში შემოეჯახათ რაღაც ავტომანქანა, რომელიც გადავარდა მინდორში, ხოლო მათი ავტომანქანა შემოტრიალდა ერთი მთლიანი წრე და გაჩერდა თითქმის ისევ ისე, როგორც იდგნენ. როდესაც ავტომანქანიდან გადმოვიდა, დაინახა, რომ მინდორში ამოტრიალებული იყო რუსულ ნომრებიანი „ლ-----“ს მარკის ავტომანქანა და მის მიმდებარედ მინდორში გაუნძრევლად სხვადასხვა ადგილზე იწვა ორი ახალგაზრდა ბიჭი, ხოლო ორი ბიჭი კი, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო მისი ნაცნობი კ---, ცდილობდა მათ დახმარებას, რის გამოც მან მაშინვე დარეკა 112-ში და ითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომლებიც მოვიდნენ დაახლოებით 10-15 წუთში და ორი დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მხოლოდ ხანდახან ამოისუნთქავდა, ადგილზე გარდაიცვალა, რა დროსაც ადგილზე ასევე მოსული იყო პოლიცია.
იხ. ს.ფ.1-8-110;
კ------------ის ჩვენება, რომლის მიხედვით: 2018 ნლის 2------- მისი ნათლიის შვილის ა-----------------ის მეგობრის და ასევე მისი ნაცნობის ნ----–------ს რაიონის სოფელ პ-------------------ში მცხოვრებ მ-----–--------------ის კუთვნილი ა/მანქანა „ლ----"–თი, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც არ იცის, მაგრამ იყო რუსულ ნომრებზე, თვითონ, ა-----------------ი, მ-----–------------- და მისი დის შვილი გ-------------------- ნ----–------ს რაიონის სოფელ მ--------დან მიდიოდნენ ქ, ნ----–------ში, რა დროსაც ავტომანქანის საჭესთან იჯდა თვითონ მ-----–--------------ი. მის გვერდით წინა მარჯვენა სავარძელზე იჯდა ა-------, უკანა მარჯვენა მხარეს იჯდა თვითონ, ხოლო უკანა მარცხენა მხარეს იჯდა გ-------. იქნებოდა დახლოებით 12.00 სთ, ზუსტი დრო არ ახსოვს, მ-----–--- ძრაობდა 80/კმ/სთ სიჩქარით, როდესაც იყვნენ ზუსტად ჯ-----–--ის გადასახვევთან. დაინახა, რომ მარცხენა მხარეს მდებარე რესტორნის მეორეხარისხოვანი გზიდან ძალიან ნელი სვლით აღმართზე ამოდიოდა მწვანე ფერის ,,ფ---–--------“-ს მარკის ტაქსი, რომლის სარეგისტრაციო ნომერიც არ იცის, შეეჯახენ, რის შემდეგაც რა მოხდა არ იცის და როდესაც ცნობიერებაზე მოვიდა თვითონ და ა------- იყვნენ ამოტრიალებულ მანქანაში მინდორში და გამოძვრნენ თვითონ, რა დროსაც მათთან მივიდნენ ის ხალხი ვისაც შეეჯახნენ. მან დაინახა გ------- და მ-----–--- გაუნძრევლად იწვნენ მინდორში, მათ დანახვაზე გონება დაებინდა და საერთოდ არ იცის თუ ვინ რა მდგომარეობაში იყო. მან მოგვიანებით გაიგო მ-----–---ს გარდაცვალების შესახებ.
კომპლექსური - ავტოტექნიკური და სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2018 წლის 2-------- N 5---------- დასკვნის თანახმად, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომობილი "ფ---–------------–------ის მძღოლ ვ----------------------ს მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის (მუხლი 36, პუნქტი 4, ქვეპუნქტი ა) მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მას მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.
მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ტექნიკური თვალსაზრისით, ავტომობილ „ვ-----------ის მძღოლი მ-----–---------------ი, მის განკარგულებაში არსებული მანძილის სიმცირის გამო საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა და მის მოქმედებაში ,,საგზაო მოძრაობის შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება.
იხ. ტ.1. ს.ფ.167-175;
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 2--------- N4--------- დასკვნის თანახმად, გ-------------------ს აღენიშნებოდა მარჯვენა მხარის ძვლის დიაფიზის მოტეხილობა(დახურული), თავის ტვინის შერყევა, მრავლობითი ექსკორაციები სახესა და სხეულის არეში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის გამო.
იხ. ტ.2. ს.ფ. 319-321;
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2018 წლის 2--------- N3-------- დასკვნის თანახმად, მ-----–---------------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი ანემია ღვიძლისა ტრამვული გახეთქვისა და ძვლების მრავლობითი მოტეხილობის შედეგად განვითარებული. მიღებული დაზიანებები პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.
იხ. ტ.2. ს.ფ. 322-328;
ვ---------------------მა სასამართლო სხდომაზე აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა პატიება.
ვ----------------------ს მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: შეტყობინება, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, სქემა-ფოტოსურათები, კ------------ის, გ--------------------ის, ა---------------ის, ა-----------------ის ჩვენებები, ვ--------------------ს მოწმის სახით მიცემული ჩვენება, ვ----------------------ს დაკავების ოქმი, ოქმი დაკავების თაობაზე ოჯახის წევრზე შეტყობინების შესახებ, დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ექსპერტიზის დასკვნა (მ-------------), ცნობა გარდაცვალების შესახებ, დადგენილება ამოღების ჩატარების შესახებ, ამოღების ოქმი და შუამდგომლობა ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (-------------), დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების შესახებ და ნიმუშის აღების ოქმი (ა----------); დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ, ამოღების ოქმი და შუამდგომლობა ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ა----------); დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ, ამოღების ოქმი და შუამდგომლობა ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (გ------------); დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების შესახებ და ნიმუშის აღების ოქმი (ვ-----------------ს); დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ, ამოღების ოქმი და შუამდგომლობა ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ (ვ-----------------ს), დადგენილება ამოღების ჩატარების შესახებ, ამოღების ოქმი და შუამდგომლობა ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ. დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ნიმუშის აღების შესახებ და ნიმუშის აღების ოქმი ( კ·მ--------ის), დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო ამოღების ჩატარების შესახებ და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ვ---------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ვ---------------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ვ----------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ---------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით, მასვე უნდა ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება 01 წლის ვადით. ასევე ვ---------------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით, მასვე უნდა ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება 01 წლის და 06 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ---------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04(ოთხი) წლისა და 06(ექვსი) თვის ვადით, მასვე უნდა ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება 01 წლის და 06 თვის ვადით. რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ვ----------------------ს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ვ---------------------- (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, მასვე ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება 01 წლის ვადით.
2. ვ---------------------- (პ/ნ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლით და 06 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება 01 წლის და 06 თვის ვადით.
3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ვ---------------------ს (პ/ნ 3----------) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 წლის და 06 თვის ვადით, მასვე ჩამოერთვას ავტომობილის მართვის უფლება 01 წლის და 06 თვის ვადით.
4. ვ----------------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 2------------
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
ავტომანქანა „ვ----------, რუსეთის ფედერაციის სარეგისტრაციო ნომრით Y-----------, რომელიც განთავსებულია სპეცავტოსადგომ ა-------- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
ავტომანქანა "ფ---–------------–-----, ქართული სახელმწიფო ნომრით Q--------, რომელიც განთავსებულია სპეცავტოსადგომ ა-------- დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
სისხლის სამართლის საქმეზე დართული დაქტილო ფირები N F------------------------- შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ა--------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ა--------------ს, ვ----------------------ის ქურთუკი დაუბრუნდეს მას ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კ------------ის პულავერი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს კ------------ს, ა-----------------ის მაისური დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ა-----------------ის, გ------------------ის ტანსაცმელი დაუბუნდეს მის მესაკუთრეს გ------------------ს, მ-----–---------------ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
9.განემარტოს მსჯავრდებულს, რომ უფლება აქვს აღძრას შუამდგომლობა შეწყალების თაობაზე.
მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი