განაჩენი

სისხლის სამართლის 06.09.2018
საქმის ნომერი
160100118002539455
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
06.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002539455

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/192-18 6 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N019070718001)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: ნათია მიქელაძე

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: გიორგი ძიძიგური

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ვალერიან ასპანიძე

 

ბრალდებული: თ----- თ---------------

მამის სახელი: სელმან

დაბადებული: 1995 წლის 7 სექტემბერი

პირადი ნომერი: 1----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: განათლების არ მქონე

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბოლნისი, სოფელი დარბაზი მე-16 ქუჩა N7

 

თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1 თ----- თ--------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 20:00 საათზე, ბოლნისის რაიონის სოფელ დარბაზში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჭიშკართან, ვალთან დაკავშირებით მომხდარი შელაპარაკებისას, შვილიშვილმა -თ----- თ--------------მა ბარი ჩაარტყა მარცხენა ხელის იდაყვის მიდამოში პაპას- 78 წლის ჰ--------–ი თ--------------ს, რის გამოც ჰ--------–ი თ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და დაეცა ძირს, რა დროსაც ასევე ტკივილი განიცადა მუცლისა და გულმკერდის არეში.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსისკოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქმის მასალებით დადგენილია რომ თ----- თ--------------- არის ჰ--------–ი თ---------------ს შვილიშვილი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 14 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის N005651118 დასკვნის თანახამდ შპს. ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ფორმა N100, რეგისტრაციის N8237 ჰ--------–ი თ--------------ს 07.07.18წ. აღენიშნებოდა ჭრილობა მარცხენა იდაყვის მიდამოში, რომელიც მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო ბარათსი არსებული მონაცემებით დაზიანების მიმყენებელი საგანი და ხანდაზმულობა ვერ დადგინდა.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულ ჰ--------–ი თ---------------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების სადიგა ბაირამოავს, აჯაბნაზ ბაირამოვას, სონა ისაევას, სიმნაზ ასლანოვას, გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 7 ივლისის ამოღების ოქმით, 2018 წლის 7 ივლისის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 8 ივლისის ამოღების ოქმით, 2018 წლის 9 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სამედიცინო დოკუმენტაციით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N737/ტრ დასკვნით და ამოღებული ნივთმტკიცებებით დადგენილია, რომ თ----- თ--------------მა ოჯახის წევრის ჰ--------–ი თ---------------ს მიმართ განახორციელა ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა თ----- თ---------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ თ----- თ---------------ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებულ ჰ--------–ი თ---------------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმეების სადიგა ბაირამოავს, აჯაბნაზ ბაირამოვას, სონა ისაევას, სიმნაზ ასლანოვას, გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 7 ივლისის ამოღების ოქმი, 2018 წლის 7 ივლისის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 8 ივლისის ამოღების ოქმი, 2018 წლის 9 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო დოკუმენტაცია, ტრასოლოგიური ექსპერტიზის N737/ტრ დასკვნა, სამედიცინო ექსპერტიზის N005651118 დასკვნა და ამოღებული ნივთმტკიცებები. სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა თ----- თ---------------ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ----- თ---------------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ----- თ--------------მა ჰ--------–ი თ---------------ს მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულებთან.

 

5.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასითს, დამნაშავის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ თ----- თ--------------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. თ----- თ--------------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული ჰუსეინ თ---------------ს ტანისამოსი უნდა დაუბრუნდეს ჰ--------–ი თ--------------ს, ხოლო ჰ--------–ი თ---------------ს სისხლის ნიმუში, ბარი და ჯოხი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თ----- თ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 7 ივლისიდან 2018 წლის 9 ივლისის ჩათვლით) მას შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 85 (ოთხმოცდახუთი) საათის ვადით.

 

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

თ----- თ---------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ჰ--------–ი თ---------------ს ტანისამოსი დაუბრუნდეს ჰ--------–ი თ--------------ს.

 

ჰუსეინ თ---------------ს სისხლის ნიმუში, ბარი და ჯოხი განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე : თეა ლეონიძე