განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100118002588564
N1/3---18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
13.09.2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
პროკურორი - მიხეილ ბერიაშვილი
დაცვის მხარე
ადვოკატები - ვაჟა სუხიტაშვილი
ბრალდებული - ზ-------- ც-–--ს ძე კ------ე, დაბადებული 1--- წლის 11 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: გ------------------------–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: გო----------------------–-–--–-------------–----------–----
კვალიფიკაცია
ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი);
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ზ-------- კ------ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი პირის მიმართ (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 21 ივნისს, დაახლოებით 00:40 საათზე, გორის რ------ს სოფელ შავშვების დ-----–--- დ-----–--აში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ზ-------- კ------ემ, არასრულწლოვანი შვილების - გ------- და ც-–-- კ------ეების თანდასწრებით, განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - მეგი მ---------–ის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის - გ------- კ------ის მიმართ. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ-------- კ------ემ გ------- კ------ეს ხის ჯოხი ერთხელ ჩაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც გ------- კ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დროს ზ-------- კ------ემ ხის ჯოხი ერთხელ დაარტყა თავის არეში მ--- მ---------–ს, რის შედეგადაც მ--- მ---------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, გორის რ------ს ს------– შ--–---ის დ-----–--- დ-----–--აში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ზ-------- კ------ემ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - მ--- მ---------–ის და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი შვილის - ც-–-- კ------ის მიმართ. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ზ-------- კ------ემ, ც-–-- კ------ის თანდასწრებით, მ--- მ---------–ს ხელი სამჯერ დაარტყა სახეში და ძლიერად მოუჭირა ხელზე, რის შედეგადაც მ--- მ---------–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება. ამავე დროს, ზ-------- კ------ემ ც-–-- კ------ეს ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში, თავი დაარტყა შუბლის არეში, ხის სკამი ესროლა და მოარტყა ხელში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა ყელში, რის შედეგადაც ც-–-- კ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ზ-------- კ------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, გორის რ------ს ს------– შ--–---ის დ-----–--- დ-----–--აში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ზ-------- კ------ე მეუღლეს - მ--- მ---------–ს და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილს - ც-–-- კ------ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც მ--- მ---------–ს და ც-–-- კ------ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის ზ-------- კ------ე დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდისათვის) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ზ-------- კ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით; მოწმეების - მ--- მ---------–ის, ც-–-- კ------ის, გ------- კ------ის, ლ-------–-----–-----------------–---–------------------–---–---–-------------------–---–------–--------------–-–---–----------------–--------------------- საათაშვილის გამოკითხვის ოქმები, მ--- მ---------–თან და ც-–-- კ------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები ფოტოცხრილით, ზ-------- კ------ის დაკავების ოქმი, მ--- მ---------–ის და გ------- კ------ის მიმართ არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები, ამოღებული ნივთმტკიცებები.
ზ-------- კ------ემ წარდგენილ ბრალდების სამივე ეპიზოდში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
გორის რაიონული სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, გამოვლენილი არ ყოფილა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ-------- კ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში ზ-------- კ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.
მოცემულ შემთხვევაში, უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ზ-------- კ------ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. ზ-------- კ------ე ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლურ სასამელს და მთვრალ მდგომარეობაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს. მისი ქმედებების მიზანს სწორედ მეუღლის და არასრულწლოვანი შვილებისათვის ფიზიკური ტკივილის მიყენება და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მათი დაშინება წარმოადგენდა, რაც მან ძალადობრივი ქმედებებით სისრულეში მოიყვანა.
მოწმეთა უდავო ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ ზ-------- კ------ის ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (მ--- მ---------–მა, ც-–-- კ------ემ და გ------- კ------ემ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ზ-------- კ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.
სასამართლო ზ-------- კ------ის პასუხისმგებლობის დამაძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულების ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, სიმძიმისა და ინტენსივობის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძალადობის არაერთხელ ჩადენისა და და მუქარისათვის მიზანშეწონილია ზ-------- კ------ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ ზ-------- კ------ე ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და მთვრალ მდგომარეობაში გამოხატავდა უმოწყალო აგრესიას მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების მიმართ. მათი კონფლიქტის მთავარ მიზეზს სწორედ ბრალდებულის მხრიდან ალკოჰოლის ხშირი მოხმარება წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული შემთხვევების დროსაც ზ-------- კ------ე იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, რომელმაც სრულიად უმიზეზოდ უმოწყალოდ იძალადა მეუღლის და შვილების მიმართ. მან მეუღლეს ჯერ ხელი და შემდეგ ხის ჯოხი დაარტყა თავის არეში, ხოლო შვილების მიმართ ძალადობრივი ქმედებები განახორციელა ხელის, ხის ჯოხისა და სკამის გამოყენებით.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ. ზ-------- კ------ემ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გულწრფელად აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა და ითხოვა პატიება. იგი სრულად დაეთანხმა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და წინასასამართლო სხდომაზე ყველა მათგანი მიიჩნია უდავოდ.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 11 სექტემბრის სანოტაროდ დამოწმებული განცხადებით დაზარალებულმა - მ--- მ---------–მა დაადასტურა ზ-------- კ------ესთან შერიგების ფაქტი და აღნიშნა, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით ზ-------- კ------ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულებისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ოჯახური მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ზ-------- კ------ეს, ძალადობისა და მუქარისათვის, დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ-------- კ------ის მიმართ შერჩეული სასჯელი, პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შექმნის მსჯავრდებულის რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე. ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციონაწილი
სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ-------- კ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, 2016 წლის 21 ივნისის ეპიზოდისათვის), 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 ივლისის ეპიზოდისათვის) და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 18 თებერვლის რედაქციით, 2016 წლის 21 ივნისის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 ივლისის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ზ-------- კ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
2. მსჯავრდებულ ზ-------- კ------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 17 ივლისის 23:40 საათიდან.
3. მსჯავრდებულ ზ-------- კ------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
· მ--- მ---------–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - მ--- მ---------–ს;
· ხის ჯოხი და ერთი ცალი ხის სკამი, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მეხუთე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე