განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2018
საქმის ნომერი
330100118002382085
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო,წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილი

სხდომის მდივანი სოფიკო უგრეხელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ც-----------------

დაცვის მხარე:

ბრალდებული - რ----------------------------- დაბადებული 1-----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #------------ საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ჭ----------------------------–------–-, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–--------------------------–-.

ადვოკატი - გ--------------------

 

კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტი - ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - მუქარა, ე.ი. ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

2----–-–------–-----------–------------------–---------–--- დროის პერიოდში, დღის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ---------------მ ქ------–--–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს, ს---------------------- კერძოდ, რ---------------მ ს--------------------- რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რ---------------- აღნიშნული ქმედებით ს--------------------- მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

2----–-–---------------–------------------–-- ჩათვლით დროის პერიოდში, ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ---------------მ ქ------–--–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილების - გ-----------------–-------------- თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მის მეუღლეს, ს---------------------- კერძოდ, რ---------------მ ს--------------------- ძლიერად მოქაჩა თმა და მისივე მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. რ---------------- აღნიშნული ქმედებით ს--------------------- მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

2----–-–-------------- დაახლოებით 00:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ---------------მ, ქ------–--–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მის მეუღლეს, ს---------------------- ეჭვიანობის ნიადაგზე რამოდენიმეჯერ მოუქნია დანა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ს---------------------- რეალურად აღიქვა რ---------------- მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. რ---------------- აღნიშნული ქმედებით, ს--------------------- მიადგა მორალური სახის ზიანი.

2----–-–------------- დაახლოებით 00:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რ---------------მ ქ------–--–------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, განზრახ დააზიანა მისი მეუღლის ს---------------------- კუთვნილი „-–----- ფირმის------ მოდელის მობილური ტელეფონი, ინტერნეტ სადენების ელექტრო მოწყობილობა ე.წ. „------------- და „---------- ფირმის გაზქურის მინის თავსახური, საერთო ჯამში ღირებული 225 ლარად. რ---------------- აღნიშნული ქმედებით ს--------------------- მიადგა 225 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2----–-–-------------- დაახლოებით 00:45 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ--------------- ქ------–--–------------------------–- მდებარე ზ---------------------------------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელებს დაემუქრა მათი კუთვნილი ა/მანქანების დაწვით და ცდილობდა ცეცხლმოკიდებული სიგარეტის კოლოფი ჩაეგდო „-----------------------–-–--------------------------- ფირმის ა/მანქანის ბენზინის ავზში. ნ--------------- რეალურად აღიქვა რ---------------- მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. რ---------------- აღნიშნული ქმედებით ნ-------------- მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა რ---------------- მიერ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე დადგენილი იქნა რ---------------- მიერ სხვისი კუთვნილი ნივთების განზრახ დაზიანების და მუქარის განხორციელების ფაქტები.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ს---------------------- ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და მისი ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.

დაზარალებულ ნ--------------- ჩვენებით, ზუსტი დრო არ ახსოვს, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რ---------------ს და მის მეუღლეს ზ------------- კონფლიქტი მოუვიდათ ერთმანეთში, რის გამოც რ--------------- ცდილობდა ქაღალდის კოლოფისთვის ცეცხლის მოკიდებას და მისი მეუღლის ა/მანქანის საწვავის ავზში ჩაგდებას, რასაც ვერ ახერხებდა წვიმიანი ამინდის გამო. ვინაიდან საწვავის ავზში ცეცხლმოკიდებული კოლოფის ჩაგდებით იყო ალბათობა ა/მანქანის აფეთქების, რითაც შესაძლოა მისდგომოდა მატერიალური ზიანი, შეძლო რ----------------თვის ქაღალდის წართმევა, რა დროსაც გარეთ გამოვიდა მისი მეუღლე, რომლის დანახვაზეც რ-–--–------- გაიქცა.

მოწმე ზ------------- ჩვენებით, ზუსტი დრო არ ახსოვს, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რ-------------------- მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც შევიდა სახლში. მეუღლემ, ნ---------------, გადაწყვიტა გარეთ გახედვა, რათა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რ---------------ს რაიმე არ დაეშავებინა მათი ა/მანქანისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვინაიდან მისი მეუღლე არ დაბრუნდა სახლში, თავადაც გავიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ რ--------------- გაიქცა. როგორც შემდგომ მეუღლისგან გახდა ცნობილი, რ--------------- იდგა მისი ა/მანქანის საწვავის ავზთან და ქაღალდით რაღაცის გაკეთებას აპირებდა, თუმცა დაზუსტებით არ ახსოვს, რის გაკეთებას აპირებდა. მოწმის განმარტებით, მისთვის უცნობია ს--------------------- და მის მეუღლეს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ, რადგან ს--------------------- არასდროს უყვებოდა მას მეუღლესთან არსებული ურთიერთობის თაობაზე.

მოწმე ლ------------- ჩვენებით, 2----–-–------------- მომხდარ ფაქტს არ შესწრებია, რადგან იყო გვიანი და ეძინა. მანამდე, ერთი თვით ადრე, ს---------------------- უთხრა, რომ რ-------------------- მოუვიდა კონფლიქტი რაღაც ბარათთან დაკავშირებით, რის შემდეგაც რ---------------მ მობილური ტელეფონის თავში ჩარტყმით გაუტეხა თავი. ს.-------–---–მა აჩვენა გატეხილი თავი და სისხლიანი ბალიში. სხვა დეტალები მისთვის უცნობია.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ--------------------------- ჩვენებით, 2----–-–------------- მის მიერ გაცემული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნა, რომლის თანახმად 2----–-–------------- მოქ. ს---------------------- პირადი შემოწმებისას თხემის მიდამოში არსებული უსწორონაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. დაზიანების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს,-----------------–-- ს---------------------- განმარტებით, 2----–-–-------------------–-- ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მეუღლემ ტელეფონი ჩაარტყა თავის არეში.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ----------------------- ჩვენებით, 2----–-–------------- მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ოჯახური ძალადობის ფაქტზე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა მინის ნატეხები, მობილური ტელეფონი, ბალიში მოწითალო ფერის ლაქებით და ელექტრო მოწყობილობა. ამოღებული ნივთები დალუქული სახით გადაეცა გამომძიებელს.

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტ---------------- ჩვენებით, 2----–-–------------–- მის მიერ გაცემული იქნა სასაქონლო ექსპერტიზის #----- დასკვნა, რომლის თანახმად, „---------- ფირმის, “------- მოდელის გაზქურის მინის თავსახურის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით (რაც გულისხმობს გაზქურის მინის დაყენებას) შეადგენს 70 ლარს. 2----–-–------------- მის მიერ ასევე გაცემული იქნა სასაქონლო ექსპერტიზის #----- დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი სამი ცალი მობილური ტელეფონის „---------------------------------------------------------------------აბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯამში შეადგენს 470 ლარს, ხოლო ერთი ცალი რ------------------------ ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 25 ლარს.

მოწმე ი---------------- ჩვენებით, 2----–-–------------- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ს---------------------- მიმართ განხორციელებული ძალადობაში და მუქარაში მონაწილე რ---------------, რომლისთვისაც ცნობილი გახდა მეუღლის მხრიდან პოლიციაზე განცხადებით მიმართვის ფაქტი, იმალებოდა ჭ----------------------------–------–- მდებარე მისსავე საცხოვრებელ სახლში, რის შესახებაც პატაკის სახით აცნობა ხელმძღვანელობას.

მოწმე გ--------------------- ჩვენებით, 2----–-–------------- ს---------------------- განცხადებით მიმართა პოლიციას მეუღლის, რ---------------- მხრიდან განხორციელებულ ძალადობის და მუქარის ფაქტზე. დაზარალებულ ს---------------------- და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც ნანახი იქნა დაზიანებული გაზქურა, ინტერნეტის მოდემი, ბალიშზე არსებული სისხლისმაგვარი ლაქები და დამტვრეული ჭურჭელი. დაზარალებულის განმარტებით, მეუღლის მხრიდან გარდა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა, ადგილი ჰქონდა მობილური ტელეფონის დამტვრევის ფაქტს.

მოწმე ა-–------------- ჩვენებით, 2----–-–------------- თანამშრომელ ლ--------------------- ერთად, ჭ----------------------------–------–- ბრალდებულის სახით დააკავა რ---------------, სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმე თ------------- ჩვენებით, დაზარალებულ ს---------------------- განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა გამოძიება მეუღლე რ---------------- მხრიდან მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. დაზარალებული უთითებდა, რომ ცემის შედეგად სისხლით დასვრილი ბალიში ინახებოდა მის საცხოვრებელ სახლში. ხოლო მეუღლის მხრიდან ტელეფონის თავში ჩარტყმის ფაქტს ადგილი ჰქონდა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა დაზარალებულის მიერ მითითებული სისხლიანი ბალიში და დამტვრეული ტელეფონი, რაზეც დანიშნული იქნა შესაბამისი ექსპერტიზები.

მოწმე გ---------------- ჩვენებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი გ------------------ და ასევე არასრულწლოვანი მეზობელი. მოწმეთა დაკითხვა მოხდა მათი კანონიერი და საპროცესო წარმომადგენლების თანდასწრებით.

მოწმე ნ---------------------- ჩვენებით, დაზარალებულ ს------------------------ და ბრალდებულ რ-------------------- აკავშირებს მეზობლური ურთიერთობა. ზუსტი დრო არ ახსოვს, ს---------------------- უფროსი შვილი სთხოვდა მათთან სახლში მისვლას, რადგან ეძახდა დაზარალებული. სახლში მისვლისას ს.-------–---–ი დახვდა ატირებულ მდგომარეობაში, რომელმაც აჩვენა სისხლიანი ბალიში და გატეხილი თავი. როგორც ს.-------–---–მა განუმარტა, ფიზიკური დაზიანება მიაყენა მეუღლე რ---------------მ, რომელმაც წინა ღამით ტელეფონი ჩაარტყა თავის არეში. მოწმის განმარტებით, თავად ნახა გატეხილი ჭიქა, გაზქურა და ძირს დაგდებული ტელეფონი. მეორე დილით, გარეთ გამოსულმა დაინახა რ---------------, რომელიც იგინებოდა------------ მისამართით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ რ---------------- სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულება (შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი, საქმეზე დართული საგნები და ნივთები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–----------- რ---------------- მიმართ, რ---------------- ადმინისტრაციული დაჯარიმების და ნასამართლობის მასალები, ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–--------------------–-----–- გენეტიკური (სეროლოგიური) ექსპერტიზის #--------- დასკვნა) მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ის მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სამართლებრივი შეფასება:

სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს რ---------------- მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.

სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ დისპოზიციას, სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველი დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა და სიმშვიდე. ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გამოიხატება: 1). მოქმედებაში, კერძოდ მუქარაში, 2). შედეგში - შიშის გამოწვევა და 3). მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ამასთან, არაა აუცილებელი მუქარა იყოს რეალური, ე.ი. იგი მართლაც მიმართული იყოს მუქარის შინაარსში გამოთქმული ქმედებების ჩასადენად. დამნაშავეს შეიძლება არც ამოძრავებდეს მუქარის განხორციელების მიზანი, არამედ მისი მიზანი იყოს პირის დაშინება. შესაბამისად, მოცემული დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანი არაა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა.

სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება სხვისი ქონების დაზიანებაში, რაშიც იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროს არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლიანად ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნობრივი გამოყენებისათვის.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულ რ---------------- მხრიდან, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ს----------------------- ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დასტურდება, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით. კერძოდ, მართალია დაზარალებულმა ს---------------------- ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლებით და ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება, თუმცა რ---------------- მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი სრულად დადასტურდა მოწმე ლ------------- ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ს---------------------- თხოვნით მისული იყო მის საცხოვრებელ სახლში, სადაც ს---------------------- აჩვენა გატეხილი თავი და სისხლიანი ბალიში. მის შეკითხვაზე, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანება, დაზარალებულმა განუმარტა, რომ მეუღლე - რ-------------------- მოუვიდა კონფლიქტი, რა დროსაც მან მობილური ტელეფონი ჩაარტყა თავის არეში.

დაზარალებულ ს----------------------- მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას ასევე ადასტურებს მოწმე ნ---------------------- რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ ს---------------------- მასთან დახმარების სათხოვნელად გამოგზავნა მისი შვილი, რომელიც სთხოვდა დაზარალებულის დასახმარებლად სახლში გაყოლას. ადგილზე მისვლისას ს.-------–---–ი დახვდა ატირებულ მდგომარეობაში, რომელმაც აჩვენა სისხლიანი ბალიში და გატეხილი თავი. როგორც ს---------------------- განუმარტა, მეუღლე - რ---------------მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ტელეფონის დარტყმით გაუტეხა თავი. მოწმის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ მან პირადად ნახა სახლში ძირს დაგდებული ტელეფონი, გატეხილი ჭიქა და გაზქურა.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ გ--------------------- და თ------------- ჩვენებებით დგინდება, რომ გამოძიება დაიწყეს და სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს შემდგომში დაზარალებულად ცნობილი ს---------------------- განცხადების საფუძველზე, რომელმაც ჩვენების მიცემისას სრულად დაადასტურა მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, ასევე ტელეფონის თავში ჩარტყმის და სხვადასხვა ნივთების დაზიანების ფაქტი. მოწმეთა ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, უშუალოდ დაზარალებულ ს---------------------- მითითებით ამოღებული იქნა რ---------------- მიერ დაზიანებული მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, ინტერენტ სადენების ელექტრო მოწყობილობა ე.წ. „------------- და სისხლიანი ბალიში. ასევე ბინაში ნანახი იქნა დაზიანებული გაზქურა და დამტვრეული ჭიქის ნამსხვრევები. მოწმე თ------------- ჩვენებით, ასევე დადასტურდა, რომ რ---------------- მხრიდან მეუღლეზე მობილური ტელეფონის თავში ჩარტყმის ფაქტს ადგილი ჰქონდა მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, რაც ასევე დაადასტურა მოწმე გ----------------, რომელმაც განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე თავად დაკითხა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი გ------------------, რომელმაც დაკითხვისას დაადასტურა მისი თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დგინდება. რომ ს---------------------- სხეულზე არსებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დეტალურად არის აღწერილი ს----------------------- მიყენებული დაზიანებები, აღწერილია მათი სიმძიმე, რაოდენობა. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ ს---------------------- პირადი შემოწმებისას თხემის მიდამოში არსებული უსწორონაპირებიანი ნაწიბური უნდა წარმოადგენდეს უსწოროკიდეებიანი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებული უნდა იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და სხეულის დაზიანებათა ხარისხის განსაზღვრისას ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. აღიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ-------------------------- რომელმაც ასევე განმარტა, რომ ს---------------------- განმარტებით თავის არეში მიყენებული დაზიანება გამოწვეული იყო, 2----–-–-------------------–-- მეუღლე - რ---------------- მხრიდან თავის არეში ტელეფონის ჩარტყმით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სხდომაზე წარმოდგენილ მხარეთა მიერ უდაო მტკიცებულებად ცნობილ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ ბალიშზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ს----------------------

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილზე, რითაც დადგენილია, რომ „---------- ფირმის, “------- მოდელის გაზქურის მინის თავსახურის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, აღდგენითი სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით (რაც გულისხმობს გაზქურის მინის დაყენებას) შეადგენს 70 ლარს, ერთი ცალი რ------------------------ ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით შეადგენს 25 ლარს, სამი ცალი მობილური ტელეფონის „---------------------------------------------------------------------აბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნისა და მუშა მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯამში შეადგენს 470 ლარს. ამასთან, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ისე საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიერ უდაოდ გამხდარი მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ რ---------------- მიერ ს---------------------- კუთვნილი ნივთების განზრახ დაზიანებით, დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

რაც შეეხება, რ---------------- მიმართ ბრალად წარდგენილ სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------- დაახლოებით 00:45 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რ--------------- ქ------–--–------------------------–- მდებარე ზ---------------------------------- საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნ.----–---ს დაემუქრა მისი კუთვნილი ა/მანქანის დაწვით და ცდილობდა ცეცხლმოკიდებული სიგარეტის კოლოფი ჩაეგდო „---------------- ფირმის ა/მანქანის ბენზინის ავზში.

იმ ფაქტს, რომ ნ--------------- რეალურად აღიქვა რ---------------- მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში დასტურდება თავად დაზარალებულ ნ--------------- ჩვენებით, რომელმაც სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში დაადასტურა რ---------------ს და მის მეუღლეს ზ------------- შორის მომხდარი კონფლიქტის ფაქტი, რის შემდეგაც რ--------------- ცდილობდა კოლოფისთვის ცეცხლის მოკიდებას და მათი კუთვნილი ავტომანქანის საწვავის ავზში ჩაგდებას, რაშიც ნაწილობრივ ხელს უშლიდა წვიმიანი ამინდი. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მართალია რ---------------მ ბუნებრივი პირობების გამო ვერ შეძლო კოლოფისთვის ცეცხლის სრულად მოკიდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მანქანის საწვავის ავზში კოლოფის ნამწვის ჩაგდებით არსებობდა მანქანის აფეთქების მაღალი ალბათობა, გაუჩნა საფუძვლიანი შიში რ---------------- ქმედების მიმართ და თავისი აქტიური ქმედებით შეძლო მისთვის ცეცხლმოკიდებული კოლოფის წართმევა და საფრთხის თავიდან აცილება.

ბრალდებულ რ-------------------- სიტყვიერ და ფიზიკურ კონფლიქტს ასევე ადასტურებს მოწმე ზ------------- რომელმაც განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ რ-------------------- მოუხდა კონფლიქტი, რის შემდეგაც იგი მისული იყო მის კუთვნილ ა/მანქანასთან და საწვავის ავზთან შავი ქაღალდით ცდილობდა რაღაცის გაკეთებას, თუმცა მის დანახვაზე რ---------------მ მოასწრო ადგილიდან გაქცევა.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ურთიერთანალიზის შედეგად სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ---------------მ მეუღლე ს---------------------- მიმართ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით განახორციელა ფიზიკური ძალადობის ფაქტი, დააზიანა მისი კუთვნილი პირადი ნივთები და განახორციელა ქონების განადგურების მუქარა, ხოლო რაც შეეხება რ---------------ს მხრიდან 2----–-–-----------------–- განხორციელებული ძალადობის და----------- ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ რ---------------მ----------------------------------------–- განახორციელა ძალადობა, ხოლო------------ სიცოცხლის მოსპობით დამუქრება.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ---------------მ ჩაიდინა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული კვალიფიკაციით.

რაც შეეხება რ---------------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, სანდო და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა, რომ რ---------------მ ჩაიდინა აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რის გამოც რ--------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს სასჯელის დანიშვნისას მიაჩნია, რომ რ---------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ რ---------------- რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სასჯელი უნდა დაენიშნოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-280-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ--------------- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდეს.

რ--------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სსკ-ის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, რ---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ რ---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან -------–-–------------------

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ბალიში, სამი ცალი მობილური ტელეფონი და ერთი ცალი ე.წ. „-------------- რაც ინახება-–--------------------–-----------–--------------------–-------------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს - ს----------------------

ს---------------------- ნერწყვის ნიმუში და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი ჭიქა და ნატეხები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ცალი ელექტრონული დისკი, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი