გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №(3/12–2018) 090310018002360164
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი ამბროლაური
შესავალი ნაწილი
ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი – იამზე მურუსიძე
მოსარჩელე – ს------------–---
წარმომადგენელი – ფ--------------–---
მოპასუხე – ს-------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–--------------------------------------------------–---------
წარმომადგენელი – ო---------------–-
მოპასუხე – მ----------–---
წარმომადგენელი – მ-------------–---–-
დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 1.1.ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. 1.2. 1.3. 1.2.ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. 1.2. მოსარჩელის არგუმენტაცია მ----------–---მ, 2016 წლის სარჩელით მოითხოვა ს------------–---- უძრავი ნივთის რტეგისტრაციის ბათილად ცნობა და მის მიერ წარდგენილი ნახაზის და ელექტრონული ვერსიის საფუძველზე უძრავი ქონების მის სახლზე რეგისტრაცია. ამ სარჩელის საფუძვლად მან მიუთითა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სარჩელში მითითებული იყო, რომ მას ეკუთვნოდა 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 66.84 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინებით, დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის მიხედვით გაუქმდა ს------------–---- სარეგისტრაციო მონაცემები ზედდების ნაწილში და მ----------–---- საკუთრება 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდგომი შენობა ნაგებობის დარეგისტრირება სასამართლოში წარდგენილი ნახაზის მონაცემების მიხედვით. მ----------–---მ შეიტანა განცხადება დასახელებული განჩინების გაუქმების შესახებ ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე, რაც არ დაკმაყოფილდა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით, რომელიც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით. მ----------–---მ, 2016 წლის 2 სექტემბერს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია. 8 სექტემბერს წარდგენილი იქნა ახალი განცხადება, რომელშიც მართალია მითითებულია 2016 წლის 13 მაისის სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მაგრამ არ აღნიშნულა, რომ ამ ოდენობის მიწის ნაკვეთი მას უნდა დაურეგისტრირდეს სასამართლოში წარდგენილი ნახაზის მიხედვით. ამავე განცხადებით იგი თხოვს საჯარო რეესტრს მის მიერ წარდგენილი ნახაზით იხელმძღვანელოს. 20 სექტემბერს კვლავ იქნა წარდგენილი განცხადება, რომლითაც ირკვევა, რომ საჯარო რეესტრმა მოითხოვა სასამართლოში წარდგენილი ნახაზი და ელ.ვერსია. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ თთქოს მხაზველის, თ------------------ განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი იყო ,,სამუშაო ნახაზი“, რომელზედაც არ გაკეთებულა ელ.ვერსია. დასახელებული განცხადების ბოლო აბზაცში აღნიშნულია: ,, წარმოგიდგენთ სასამართლოში წარდგენილ ნახაზებს“. განცხადებას დანართის სახით ახლავს რამდენიმე ნახაზი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ----------–---ს საკუთრებაში დაურეგისტრირდა 298 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, რომელზეც განლაგებულია 66.84 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი. საჯარო რეესტრის ამონაწერს ახლავს საკადასტრო გეგმა, რომელიც არ შეესაბამება 2016 წლის 13 მაისის მორიგების აქტზე დართულ სასამართლოში წარდგენილ ნახაზს. მორიგების აქტის დამტკიცებამდე, ს------------–---ს დარეგისტრირებული ჰქონდა 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სასამართლოს განჩინებით მისი რეგისტრაცია გაუქმდა ზედდების ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე მოხდა 685 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ს------------–---- სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერს ახლავს საკადასტრო გეგმა, რომელიც არ შეესაბამება 2016 წლის 13 მაისის მორიგების აქტრზე დართულ სასამართლოში წარდგენილ ნახაზს. 2016 წლის 13 მაისის მორიგების აქტით, მ----------–---- საკუთრება, 298 კვ.მ.მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა–ნაგებობა უნდა დარეწგისტრირდეს სასამართლში წარდგენილი ნახაზის მონაცემების მიხედვით. ამ აქტს ახლავს შესაბამისი ნახაზი. სწორედ ამ ნახაზით დამტკიცდა მორიგების აქტი 2016 წლის 13 მაისის განჩინებით. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მოთხოვნას მხარი დაუჭირეს სარჩელში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. 2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე მხარემ, ს-------------------------------–-----------------------------------–--------------------- რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისმა წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს არ სცნობს შემდეგ გარემოებათა გამო: 2016 წლის 2 სექტემბერს, მ----------–---მ, განცხადებით მიმართა ქ-------------------–----------------------------------–-------------–---------------------------------------------------–-----------ა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოითხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე., მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობით. განცხადებას დაურთო უძრავი ნივთის სდაკადასტრო–აზომვითი ნახაზი, შესაბამისი ელექტრონული ვერსიით, ამბროლაურის რიაონული სასამართლოს 2016 წლსი 13 მაისის განჩინებით დამტკიცებული მხარეთა შორის მორიგების აქტი, ასევე მიუთთა, რომ სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტები წარდგენილი იყო N8----------- განცხადებაზე. მოცემულ სარეგისტრაციო წარმოაბაზე, 2016 წლის 8 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება 8-----------–03, სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების შესახებ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის პირველი პუნქტისა ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელების გარდა, საკუთარი ინიციატივით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ახორციელებს სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მოძოებასა და სისტემატიზაციას. შესაბამისად, ადმინისტრაციულიწარმოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, მარეგისტრირებელმა ორგანომ თავისი ინიციატივით გამოითხოვა ამბროლაურის რაიონული სასამართლოდან საქმე 3/7–16 წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო–აზომვითი ნახაზების დამოწმებული ასლები, რათა რეგისტრაცია განხორციელებულიყო მხარეთა შორის მორიგების აქტის შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღება 2016 წლის 8 სექტემბრის N2----- წერილზე პასუხის მიღებისთანვე. ამასთანავე მომზადებული იქნა სიტუაციური ნახაზი, რომლის თანახმად, სარეგისტრაციოდ წარდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები ზედდებაში იყო 8----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან. 2016 წლის 8 სექტემბერს, დაინტერესებულმა პირმა წარადგინა აზომვითი ნახაზების ქაღალდისა და ელ,ვერსიები. ვინაიდან წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდებოდა მათი ამბროლაურის რიაონული სასამართლოს მიერ საქმეზე 3/7–16 დამტკიცებულ მორიგებასთან სამართლებრივი კავშირი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2016 წლის 13 სექტემბრის 8-----------–06 მიმდინარეობის შესახებ დამატებითი დოკუმენტაციის მოძიების მიზნით. 2016 წლის 12 ოქტომბერს წარდგენილი იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 112–2/3 წერილი მ----------–----ადმი, საიდანაც ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მ----------–---- კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება. 2016 წლის 20 ოქტომბერს, დაინტერესებული პირის მიერ, მიმდინარე სარეგისტრაციო განცხადება 8-----------–ზე წარდგენილი იქნა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 3/7–16 საქმეზე 2016 წლის 13 მაისის განჩინებით დამტკიცებული, მორიგების აქტზე დართული უძრავი ნივთის საკადასტრო–აზომვითი ნახაზები შესაბამისი ელ.ვერსიით. ვინაიდან აღმოფხვრილი იქნა სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ყველა გარემოება, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, კანონის შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მ----------–---- საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მეორე სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინების აღსრულების მიზნით, 2016 წლის 26 ოქტომბერს მიღებული იქნა პირობითი განცხადება 8-----------. ს------------–---სა და მ----------–---ს შორის დავა წარმოიშვა 2015 წელს, მ----------–---- მიერ წარდგენილ 8----------- სარეგისტრაციო განცხადებაში გამოვლენილი ზედდების გამო სასამართლოში დავის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მორიგებით დამთავრდა მარეგისტრირებელ ორგანოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე უნდა დაერეგისტრირებინა როგორც მ----------–---- საკუთრება ს/კ 8-----------, ასევე ცვლილება შეეტანა ს------------–---- საკუთრებაში არესებულ უძრავ ნივთზე ს/კ 8----------- მორიგების აქტით სასამართლოში წარდგენილი საკადასტრო–აზომვითი ნახაზის შესაბამისად. პირობითი განცხადების საფუძველზე დაწყებული იქნა სარეგისტრაციო წარმოება და მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლითაც ს------------–---ს დაურეგისტრირდა 685 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 8-----------, ხოლო განცხადებით მ----------–---ს 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ს/კ 8-----------. აღნიშნული რეგისტრაციები განხორციელდა მხარეთა შორის მორიგების აქტზე დართული საკადასტრო–აზომვითი ნახაზების საფუძველზე. მარეგისტრირებელ ორგანოში, საბოლოო ჯამში წარდგენილი იქნა საქმეზე 3/7–16 მიღებულ მორიგების აქტზე დართული ნახაზების ასლები, 2016 წლის 10 ივნისის განჩინება. მოცემულ შემთხვევაშიც მარეგისტრირებელმა ორგანომ კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო 8--------------(19.12..2016) გადაწყვეტიელბა რეგისტრაციის შესხებ. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხის, ს-------------------------------–-----------------------------------–--------------------- რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ის არ უნდა დაკმაყოფილდეს იმავე საფუძვლებით, რაც შესაგებელშია მითთებული. მოპასუხე მ----------–---მ წარმოადგინა შესაგაბელი, სადაც სარჩელს არ სცნობს და მიუთითებს, რომ მოსარჩელეს სიცრუეზე აქვს სარჩელი აგებული. მორიგების აქტზე მოსარჩელემ და ადვოკატმა სხვა ნახაზი ჩადეს საქმეში, რადგან იცოდნენ, რომ კაკლის ხე და ონკანი მათ შეთანხმებულ ადგილას, ზემოთ იყო ჩასმული. საჯარო რეესტრს რომ არასწორად მიეჩნია მისი განცხადება, არ დაურეგისტრირებდა. არავითარი სხვა კონფიგურაციით არ ყოფილა თანახმა და მორიგების აქტზე არ არის ის ნახაზი, რომელიც მას აჩვენეს. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მ----------–---მ და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და კატეგორიულად მიუთიეს, რომ მორიგების აქტზე დართული ნახაზი არ არის ის ნახაზი, რაზედაც მხარეები შეთანხმდენენ და მოპასუხე მ----------–---მ სწორედ ის ნახაზი წარადგინა მარეგისტრირებელ ორგანოში.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ----------–---მ, 2016 წლის სარჩელით მოითხოვა ს------------–---- უძრავი ნივთის რტეგისტრაციის ბათილად ცნობა და მის მიერ წარმოდგენილი ნახაზის და ელექტრონული ვერსიის საფუძველზე უძრავი ქონების მის სახლზე რეგისტრაცია. ამ სარჩელის საფუძვლად მან მიუთითა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 14 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სარჩელში მითითებული იყო, რომ მას ეკუთვნოდა 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 66.84 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ.1,ს.ფ.1–13):
2.მ----------–---- სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.14–23);
3.1.2 . ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინებით, დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის მიხედვით გაუქმდა ს------------–---- სარეგისტრაციო მონაცემები ზედდების ნაწილში და მ----------–---- საკუთრება 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა ნაგებობა უნდა დარეგისტრირებულიყო სასამართლოში წარდგენილი ნახაზის მონაცემების მიხედვით. განჩინება გასაჩივრდა მ----------–---- მიერ და ძალაში დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–13):
2. ს-------------------------------–-----------------------------------–--------------------- რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონულმა ოფისის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1,ს.ფ.104–113);
3.მ----------–---- შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.130–138);
4.მორიგების აქტი(ტ–1, ს.ფ.–72–73; ტ–2, ს.ფ.132);
5.საკადასტრო–აზომვითი ნახაზი(ტ–1, ს.ფ.–74;ტ–2, ს.ფ.133);
6. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ(ტ–1, ს.ფ.–37);
7.მ----------–----ა და ს------------–---- ერთობლივი განცხადება განჩინების გასაჩივრებაზე უარის შესახებ(ტ–2, ს.ფ.140);
8ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ(ტ–2, ს.ფ.197–201);
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება(ტ–2, ს.ფ.229–232);
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1.მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, 2016 წლის 21 ნოემბერს მიღებულ იქნა N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ხოლო 2016 წლის 19 დეკემბერს N-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რა დროსაც მოპასუხე მ----------–---მ არ წარადგინა 2016 წლის 13 მაისის მორიგების აქტრზე დართული სასამართლოში წარდგენილი ნახაზი და წაადგინა სხვა ნახაზი, რაც საფუძვლად დაედო რეგიატრაციას.
მორიგების აქტის დამტკიცებამდე, ს------------–---ს დარეგისტრირებული ჰქონდა 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სასამართლოს განჩინებით მისი რეგისტრაცია გაუქმდა ზედდების ნაწილში. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 ოქტომბრის განცხადებისს აფუძველზე მოხდა 685 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ს------------–---- სახელზე. საჯარო რეესტრის ამონაწერს ახლავს საკადასტრო გეგმა, რომელიც არ შეესაბამება 2016 წლის 13 მაისის მორიგების აქტრზე დართულ სასამართლოში წარდგენილ ნახაზს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–13):
2. ს-------------------------------–-----------------------------------–--------------------- რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1,ს.ფ.104–113);
3.მ----------–---- შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.130–138);
4.მორიგების აქტი(ტ–1, ს.ფ.–72–73; ტ–2, ს.ფ.132);
5.საკადასტრო–აზომვითი ნახაზი(ტ–1, ს.ფ.–74;ტ–2, ს.ფ.133);
6. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ(ტ–1, ს.ფ.–37);
7.ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ(ტ–2, ს.ფ.197–201);
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება(ტ–2, ს.ფ.229–232);
4.1.2.2016 წლის 13 მაისის მორიგების აქტით, მ----------–---- საკუთრება, 298 კვ.მ.მიწის ნაკვეთი და მასზე მდგომი შენობა–ნაგებობა უნდა დარეგისტრირდეს სასამართლში წარმოდგენილი ნახაზის მონაცემების მიხედვით. ამ აქტს ახლავს შესაბამისი ნახაზი. სწორედ ამ ნახაზით დამტკიცდა მორიგების აქტი 2016 წლის 13 მაისის განჩინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.1–13):
2. ს-------------------------------–-----------------------------------–--------------------- რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისის შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1,ს.ფ.104–113);
3.მ----------–---- შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ტ–1, ს.ფ.130–138);
4.მორიგების აქტი(ტ–1, ს.ფ.–72–73; ტ–2, ს.ფ.132);
5.საკადასტრო–აზომვითი ნახაზი(ტ–1, ს.ფ.–74;ტ–2, ს.ფ.133);
6. ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ(ტ–1, ს.ფ.–37);
7.მ----------–----ა და ს------------–---- ერთობლივი განცხადება განჩინების გასაჩივრევაზე უარის შესახებ(ტ–2, ს.ფ.140);
8.ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ(ტ–2, ს.ფ.197–201);
9.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინება(ტ–2, ს.ფ.229–232);
მოპასუხის წარმომადგენელთა მხრივ ვერ იქნა ახსნილი, რატომ არ მოხდა უძრავი ქონების რეგისტრაცია მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობებით, რატომ იქნა გამოყენებული არა მორიგების აქტზე დართული საკადასტრო–აზომვითი ნახაზის მონაცემები, არამედ სხვა საკადასტრო–აზომვითი ნახაზი, რაც მხარეთა შორის მორიგების დროს არ ყოფილა გათვალისწინებული.
მოპასუხე მ----------–---მ და მისმა წარმომადგენელმა განმარტეს, რომ მხარე შეცდომაში იქნა შეყვანილი მორიგების პირობების ჩამოყალიბების დროს, რაც გასაჩივრდა, მაგრამ სადავოდ არ გაუხდიათ გარემოება, რომ გასაჩივრებული განჩინება ძალაში დარჩა როგორც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს------------–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
–საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
–საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
–საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
–,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
– ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის ბრძანება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს და აღნიშნულიდან გამომდინარე, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემისა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს,, ვინაიდან დადგენილია, რომ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ, თანდართული საკადასტრო–აზომვითი ნახაზით, რაც წარდგენილი უნდა ყოფილიყო მოპასუხე მ----------–---- მიერ საჯარო რეესტრში, შესაბამისად საჯარო რეესტრს უნდა მოეხდინა სადავო ქონების რეგისტრაცია ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის განჩინებისა და განჩინების მიღებისას მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი, მორიგების აქტზე დართული ნახაზის მონაცემების მიხედვით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ----------–---- მიერ მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი იქნა არა მხარეთა მორიგების დროს სასამართლოში წარდგენილი ნახაზი, არამედ სულ სხვა ნახაზი და მოპასუხის მხრივ მტკიცება იმისა, რომ მორიგების დროს შეცდომაში იქნა შეყვანილი გაზიარების შესაძლებლობას მოკლებულია, რადგან საქმის მასალებიდან მტკიცდება, რომ განსახილველ დავაზე მოპასუხე და პირვანდელ სარჩელზე – მოსარჩელე მამ----------–--- არამც თუ მოურიგდა განსახილველ საქმეზე მოსარჩელე და მანანა ხმ,ელიძის პირვანდელ სარჩელზე მოპასუხე ს------------–---ს, არამედ წერილობითი განცხადებით მიმართა სასამართლოს, რომ არ ასაჩივრებდა მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ განჩინებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.
მოპასუხე მხარის, ს-------------------------------–-----------------------------------–----------------------------------–-------------–--------------------------------------------------–---------ს მიერ მოპასუხე მ----------–---- განცხადების დაკმაყოფილებისა და მისი უძრავი ქონების რეგისტრაციის დროს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გაუთვალისწინებლობით, დაირღვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10–ე მუხლის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულების სავალდებულოობაზე.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რა ადმინისტრაციული სამართალწარმოების სპეციფიკას, ხაზს უსვამს იმ მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის მახასიათებელი ინკვიზიციურობის ელემენტი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დებულებიდან გამომდინარე, არ გამორიცხავს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რის საფუძველზეც, თითოეული მხარე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი მოთხოვნები, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილი და ვალდებულია თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად, განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ დაამტკიცა მისი მოთხოვნის საფუძვლიანობა, რის საპირისპიროდ მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შეცდოამაში შეიყვანეს მორიგების დროს, მაგრამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რაც დაადგენდა მის ამ განმარტებას.
6.5. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მხარის მოთხოვნას წარმოადგენს ,,რეგისტრაციის შესახებ’’ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრების წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები და რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის-ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამავე კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი მარეგისტრირებელი ორგანო რეგისტრაციის საკითხზე გამოსცემს გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ----------–---მ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რაგიონალურ ოფისს და მოითხოვა ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში მდებარე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისის მიერ განმცხადებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და რეგისტრაციის შესახებ ამ უწყების 2016 წლის 21 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილებით და 2016 წლის 19 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილებით უძრავი ქონება ისე დაირეგისტრირა მოპასუხე მ----------–---მ, რომ რეალური მონაცემები არ წარადგინა მარეგისტრირებელ ორგანოში.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც სადავო უძრავ ნივთზე მ----------–---- საკუთრების უფლება დარეგისტრირდა მის მიერ არასწორი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე და მარეგისტრირებელ ორგანოში მხარეთა მორიგების დროს სასამართლოში წარდგენილი ნახაზის წარდგენის შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილება იქმებოდა მიღებული, რაც არ ხელყოფდა მოსარჩელე ს------------–---- კანონით გათვალისწინებულ ინტერესს, რის გამოც სადავო აქტები უნდა გაუქმდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
აქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ცნობით დგინდება, რომ მოსარჩელე მ----------–--- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯის გადახდისაგან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს-– ს-------------------------------–-----------------------------------–--------------------- რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისსა და მ----------–---ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 100(ასი) ლარის გადახდა და ს------------–---- სასარგებლოდ ადვოკატოს მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის 800(რვაასი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მ----------–----ათვის ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში(ს/კ 8-----------) მდებარე, 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით(განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების(განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ს------------–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად არ არსებობს ს------------–---- მიერ აღძრულ სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1ს------------–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნას ცნობილი:
1.1საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 21 ნოემბრის N--------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
1.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 19 დეკემბრის N-------------- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
2. მოპასუხეებს-– ს-------------------------------–-----------------------------------–--------------------- რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისსა და მ----------–---ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის სახით 100(ასი) ლარის გადახდა
3.მოპასუხეებს – ს-------------------------------–-----------------------------------–--------------------- რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის იმერეთის რეგიონული ოფისსა და მ----------–---ს სოლიდარულად დაეკისროთ ს------------–---- სასარგებლოდ ადვოკატოს მომსახურებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის 800(რვაასი) ლარის გადახდა.
4.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მ----------–----ათვის ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში(ს/კ 8-----------) მდებარე, 298 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა– დარჩეს უცვლელი.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი