განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების--------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – გ--------------–---–--,ადვოკატის - თ--------------,ბრალდებულის – კ-----------------–---–--
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა პროკურორის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე:
კ------------რის ძე კ--------–---–ის, დაბადებულის - 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--------------------------------------–----------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ – კ------- კ--------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით კ------- კ--------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
2018 წლის 13 ივნისს, კ------- კ--------–---–ი წარდგენილ იქნა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც ნარკოლოგიური შემოწმებისას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფი) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ--------------–---–-- მიერ წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე.
როგორც წარმოდგენილი შუამდგომლობიდან და თანდართული მასალებიდან გაირკვა, მ/წლის 12 სექტემბერს ადვოკატის მონაწილეობითა და ბრალდებულ კ-----------------–---–-- წინასწარი თანხმობით, ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმის, ქმედების მართლსაწინააღმდეგობისა და ბრალეულობის ხარისხის, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სახელმწიფო რესურსებისა და საჯარო ინტერესების მაქსიმალური ეფექტიანობით გამოყენების მიზნით, თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ--------------–---–ს და ბრალდებულ კ------- კ--------–---–ს შორის გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე დანაშაულის აღიარებისა და სასჯელზე შეთანხმების ფორმით.
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან და საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილესთან.
2018 წლის 14 სექტემბერს, სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სტაჟიორ-პროკურორმა - გ--------------–---–მა, ბრალდებულმა კ------- კ--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – თ------------ემ.
საქართველოს სსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ მოპოვებული მტკიცებულებები: ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენი და 2018 წლის 13 ივნისის ნარკოლოგიური გამოკვლევის №------ დასკვნა, უტყუარად ადასტურებენ კ-----------------–---–-- მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით და ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას. ბრალდებული კ------- კ--------–---– აცნობიერებს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება და თუ სასამართლო არ დაამტკიცებს საპროცესო შეთანხმებას, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ და გაფრთხილებულია იმის თაობაზე, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილ საპროცესო შეთანხმებაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და შეესაბამება როგორც ბრალდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, პროკურორის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-213-ე, 215-216-ე, 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გ--------------–---–-- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს პროკურორსა და ბრალდებულ კ------- კ--------–---–ს შორის 2018 წლის 12 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. კ------- კ--------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით და ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ------- კ--------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 05 (ხუთი) წელი და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე ზედამხედველობა და კონტროლი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახისა და დღის განმავლობაში შრომის ხანგრძლივობის განსაზღვრა დაევალოს ქ.თბილისის პრობაციის ბიუროს კ-----------------–---–-- საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - ქ------–--------------------------------------–--------------------------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. კ-----------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
7. კ------- კ--------–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის თანახმად, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 03 (სამი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება; აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
8. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
10. განაჩენი არ გასაჩივრდება, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
- მსჯავრდებულის მიერ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით თუ: ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საპროცესო კანონის არსებითი მოთხოვნები.
- პროკურორის მიერ თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი