გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 12.09.2018
საქმის ნომერი
330310018002612791
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
12.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5600-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-ანა მგელაძე

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი- გ--------–--–----–---–-

მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,--------------------

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 349.89(სამასორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ, ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს''(შემდგომში „დამკვეთი") და მეორეს მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „შემსრულებელი") შორის, 2012 წლის 17მაისს გაფორმებული იქნა N----------––-------–ება, „დამკვეთის" ობიექტზე - სილამაზის სალონი, მდებარე: ქ.თბილისი, ფ--–--–---–------------ სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო საინსტალაციო სამუშაოების შესრულებისა და სიგნალიზაციის ღილაკის მეშვეობით დაცვაში აყვანის თაობაზე, რომლის თანახმადაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში „დაცვა") ხელშეკრულების 1.1 და 1.2 პუნქტების თანახმად იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო „დამკვეთის" ობიექტის, საგანგაშო სინგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით დაცვა. ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად, „დამკვეთი" ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 60.00 ლარი, დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

 

მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა პირნათლად შეასრულა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, ხოლო „დამკვეთის" მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1, 2.2 პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა, რამაც შეადგინა 292.26 ლარი, ასევე ობიექტზე აპარატურის დემონტაჟისას აღმოჩნდა, რომ ადგილზე არ იყო ერთი ცალი მოძრაობის დეტექტორი. მიუხედავად, მოპასუხის დაპირებისა, რომ მოიძიებდა აღნიშნულ დეტექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანაზღაურებდა თანხას 57.63 ლარს,- არც მოძიებული იქნა აღნიშნული მოწყობილობა და არც ანაზღაურება განხორციელებულა მხარის მიერ. მოსარჩელის განმარტებით, დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანებამ შეადგინა ჯამური თანხა 349.89 ლარი. ამასთან, 2017 წლის 25 დეკემბერს გამოცემული იქნა N--------------ება ცენტრალური დაკვირვების პულტით დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'', საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურეობის და მოძრაობის დეტექტორის საფასური, სულ ჯამში - 349.89(სამასორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს“, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 17 მაისს, ერთის მხრივ ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს''(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული), დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს უფროსის ბე---------–--ლს შორის გაფორმდა ხელშეკრულება(პერიმეტრი) №1/2385, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,დაცვა” შესაბამისი მოკვლევის აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს ინდ/მეწარმე ,,ა---------------ის” სილამაზის სალონის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად” წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ფ--–--–---–------------. დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ,,ობიექტის” დაცვა განხორციელდება ,,დამკვეთის” მიერ ,,ობიექტის" დაცვის ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და ,,დაცვის” მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ, ხოლო ხელშეკრულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 60(სამოცი) ლარს, დ.ღ.გ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების მეორე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს.

 

დასახელებული ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, ,,დაცვა” ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათას ექვსასი) ლარამდე ღირებულების(დანართი N1 - N22/4-8028) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია დამკვეთის ობიექტზე. თავის მხრივ, დამკვეთი ვალდებულია, ხელშეკრულების 3.2.1 მუხლის თანახმად, ,,ობიექტის” დაცვაზე მიღება-ჩაბარებისათვის ოფიციალურად გამოყოს პასუხისმგებელი პირი(სანდო პირი) და გადასცეს მას სიგნალიზაციით სარგებლობის, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების უფლება. ხელშეკრულების 3.2.6 მუხლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს საქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებას და დაცვის მიერ საკუთარი ხარჯებით არის დამონტაჟებული ,,დამკვეთი”-ს ობიექტზე) განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის განმავლობაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი განსაზღვრული დანართი N1-ით მითითებული ღირებულების შესაბამისად. ასევე, დამკვეთი ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხევაში, დაცვითი -საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის ,,გ” პუნქტით განსაზღვრული მოწყობილობების შემოწმებისა და დემონტაჟის მიზნით, უზრუნველყოს დაცვის წარმომადგენლების დაშვება ობიექტზე.

 

დასახელებული ხელშეკრულების მეექვსე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ათი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ხელშეკრულების 6.6. მუხლის თანახმად, ,,დამკვეთის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა” უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების 6.8პუნქტის თანახმად, ,,დაცვა” ობიექტის დაცვის მომსახურეობის შეწყვეტიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელებს 3.1.1. ქვეპუნქტში მითითებული მოწყობილობების (რომლებიც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებას და დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ არის გადაცემული „დამკვეთი”-სათვის) შემოწმებას და დემონტაჟს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 17 მაისის ხელშეკრულება(საპოლიციო) №1/3529 (ს.ფ. 11-13)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ირკვევა, რომ „დამკვეთის” ობიექტზე, 2012 წლის 17 მაისის N1/2385(ხარჯთაღრიცხვა N22/4-8027) მონტაჟის ხელშეკრულების საფუძველზე დამონტაჟდა, სულ 75.77 ლარის(დ.ღ.გ.-ს ჩათვლით) ღირებულების დაცვითი ანგაშო სიგნალიზაციის საშუალებები (მასალის დასახელება, კოდი, რაოდენობა): 1) აკუმულატორი (კოდი 06/434/09) - 1 ცალი; 2)კაბელი(კოდი 06/377/127) — 50 მეტრი; 3) მაგნიტური კონტაქტი(კოდი 06/420/03) – 1 ცალი; 4) აკუმულატორი (კოდი 06/434/10) – 1 ცალი; 5) კაბელი(კოდი 06/377/134) – 30 მეტრი.

 

დაცვის მომსახურეობის გაწევის მიზნით: ,,დამკვეთის“ ობიექტზე 2012 წლის 17მაისის N1/2385(დანართი N1 ხარჯთ. N22/4-8028) დაცვითი მომსახურეობის ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის საფუძველზე, დანართი N1-ის შესაბამისად დამონტაჟდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი (მასალის დასახელება, კოდი, რაოდენობა):

 

1. AES Intellinet-ის სისტემის 8 ზონიანი რადიოგადამცემი (კოდით: 06/410/117)

· რადიო გადამცემი N12081653

· რადიო გადამცემის პალატა N043964

· რადიო გადამცემის ყუთი N0439664

2. 1 ცალი საკონტროლო პანელი კოდით: 06/438/04;

3. კლავიატურა (კოდი 06/438/05) - 1 ცალი;

4. ტრანსფორმატორი (კოდი 06/438/14) - 1 ცალი;

5. უკაბელო მოძრაობის დეტექტორი (კოდი 06/438/12) - 4 ცალი;

6. მსხვრევის დეტექტორი (კოდი 06/438/19) -2 ცალი;

7. სირენა (კოდი 06/400/55) – 1 ცალი.

 

სისტემის მონტაჟი-ინსტალაცია შესრულდა ჯეროვნად, რაზედაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2012 წლის 17 მაისის ხელშეკრულება (პერიმეტრი)N1/2385 (ს.ფ. 16)

 

3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2017 წლის 25 დეკემბრის №---------------ბით, 28.12.2017-დან შეწყვეტილი იქნა ინდ/მეწარმე ,,ა---------------ის'' ობიექტის (ქ.თბილისი, ფ--–--–---–------) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს "125"-ის განყოფილებამ უზრუნველყოს ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან N001-1403 რადიოგადამცემზე ჩართული ობიექტის გათიშვა. დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკურ სამსახურს დაევალა უზრუნველყოს მე-2 პუნქტში აღნიშნული რადიოგადამცემის დემონტაჟი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2017 წლის 25 დეკემბრის №---------------ბა ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ’’ (ს.ფ. 17)

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2018 წლის 04 იანვრის წერილით ირკვევა, რომ დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის N-------------------------ების საფუძველზე დაცვიდან გაითიშა ინდ/მეწარმე ,,ა---------------ის'' ობიექტი, მისამართი: ქ.თბილისი, ფ--–--–---–------. ობიექტზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი აპარატურის დემონტაჟისას აღმოჩნდა რომ ადგილზე არ იყო ერთი ცალი მოძრაობის დეტექტორი. ობიექტის მეპატრონე ამბობდა, რომ მოიძიებდა აღნიშნულ დეტექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანაზღაურებდა თანხას. მიუხედავად მეპატრონის დაპირებისა, მან არ გადაიხადა აღნიშნული თანხა.

 

საქმეში წარმოდგენილი, N22/4-8028 ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტით ირკვევა, რომ ერთი ცალი უკაბელო მოძრაობის დეტექტორის(კოდი 06/438/12) ფასი შეადგენს - 57.63 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2018 წლის 04 იანვრის წერილი(ს.ფ. 20)

- ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი N22/4-8028 (ს.ფ. 14)

 

3.1.5. ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'', 2018 წლის 19 თებერვლის მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება დებიტორული დავალიანება- 292.26(ორასოთხმოცდათორმეტი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით. მათ შორის 2017 წლის აგვისტოს - 60.00 ლარი; 2017წლის სექტემბრის თვის 60.00ლარი; 2017 წლის ოქტომბრის თვის 60.00 ლარი; 2017 წლის ნოემბრის თვის 60.00 ლარი; 2017 წლის დეკემბრის თვის 52.26 ლარი;

 

აღნიშნული დავალიანება ინდ/მეწარმე ,,ა---------------ის'' მიერ დღეის მდგომარეობით დაფარული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 19 თებერვლის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 21)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 22-23)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'', მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 349.89(სამასორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'' შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მეორეს მხრივ - ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'' შორის 2012 წლის 17 მაისს გაფორმებული იქნა №1---------––ეკრულება, ინდ/მეწარმე ,,ა---------------ის” სილამაზის სალონის დაცვის თაობაზე(შემდგომში ,,ობიექტად” წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ფ--–--–---–------------. დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ,,ობიექტის” დაცვა განხორციელდება ,,დამკვეთის” მიერ ,,ობიექტის" დაცვის ცენტრალიზებულ პუნქტზე ჩაბარებისა და ,,დაცვის” მიერ ობიექტის დაცვაში აყვანის შემდეგ, ხოლო ხელშეკრულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 60(სამოცი) ლარს, დ.ღ.გ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების მეორე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს. დასახელებული ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად ,,დაცვა” ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათას ექვსასი) ლარამდე ღირებულების(დანართი N1 - N22/4-8028) აპარატურის (მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია დამკვეთის ობიექტზე. თავის მხრივ, დამკვეთი ვალდებულია, ხელშეკრულების 3.2.1 მუხლის თანახმად, ,,ობიექტის” დაცვაზე მიღება-ჩაბარებისათვის ოფიციალურად გამოყოს პასუხისმგებელი პირი(სანდო პირი) და გადასცეს მას სიგნალიზაციით სარგებლობის, ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულების უფლება. ხელშეკრულების 3.2.6 მუხლის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების 3.1.1 პუნქტში მითითებული მოწყობილობების (რომლებიც წარმოადგენს საქ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებას და დაცვის მიერ საკუთარი ხარჯებით არის დამონტაჟებული ,,დამკვეთი”-ს ობიექტზე) განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის განმავლობაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი განსაზღვრული დანართი N1-ით მითითებული ღირებულების შესაბამისად. ასევე, დამკვეთი ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხევაში, დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტის ”გ” პუნქტით განსაზღვრული მოწყობილობების შემოწმებისა და დემონტაჟის მიზნით, უზრუნველყოს დაცვის წარმომადგენლების დაშვება ობიექტზე. დასახელებული ხელშეკრულების მეექვსე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ათი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. ხელშეკრულების 6.6. მუხლის თანახმად, ,,დამკვეთის” მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ერთი თვის სახელშეკრულებო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ,,დაცვა” უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. დასახელებული ხელშეკრულების 6.8 პუნქტის თანახმად, ,,დაცვა” ობიექტის დაცვის მომსახურეობის შეწყვეტიდან არაუმეტეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელებს 3.1.1. ქვეპუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკუთრებას და დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ არის გადაცემული „დამკვეთი”-სათვის) შემოწმებას და დემონტაჟს.

 

საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2018 წლის 04იანვრის წერილით ირკვევა, რომ დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის N-------------------------ების საფუძველზე დაცვიდან გაითიშა ინდ/მეწარმე ,,ა---------------ის'' ობიექტი, მისამართი: ქ.თბილისი, ფ--–--–---–------. ობიექტზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი აპარატურის დემონტაჟისას აღმოჩნდა რომ ადგილზე არ იყო ერთი ცალი მოძრაობის დეტექტორი. ობიექტის მეპატრონე ამბობდა, რომ მოიძიებდა აღნიშნულ დეტექტორს, წინააღმდეგ შემთხვევაში აანაზღაურებდა თანხას. მიუხედავად მეპატრონის დაპირებისა, მან არ გადაიხადა აღნიშნული თანხა. N22/4-8028 ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტით ირკვევა, რომ ერთი ცალი უკაბელო მოძრაობის დეტექტორის (კოდი 06/438/12) ფასი შეადგენს - 57.63 ლარს.

მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, მის მიერ კი გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება და მოძრაობის დეტექტორის საფასური დღემდე გადახდილი არ არის(349.89(სამასორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის ოდენობით).

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 349.89(სამასორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 349.89(სამასორმოცდაცხრა ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- ინდ/მეწარმე ,,ა---------------ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი