გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5528-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-ანა მგელაძე
მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი- გ--------–--–----–---–-
მოპასუხე- მ--–---------------
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს - მ--–---------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1993.55(ათას ცხრაასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 01 დეკემბერს ერთის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მეორეს მხრივ, მოქალაქე მ--–---------------ს შორის დაიდო N--------––-------–ება - პირადი დაცვის თაობაზე. თავის მხრივ „დამკვეთს" შესრულებული დაცვის მომსახურეობის სანაცვლოდ უნდა გადაეხადა N--------––-------–ების 3.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურეობის ღირებულება ყოველთვიურად 1500 ლარი, დღგ-ს ჩათვლით(ერთი პოლიციის უფროსი ინსპექტორი 1500 ლარი). მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა 2018 წლის 11 აპრილიდან - დამკვეთის მ--–--------------ის 2018წლის 02 აპრილის N-----------ადი განცხადებისა და 2018 წლის 11 აპრილის №-----------------------ნებით, პოლიციელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველზე, საიდანაც წარმოეშვათ დავალიანება 1993,55 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა პირნათლად შეასრულა მასზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხოლო მოპასუხე მხარე თავს არიდებს საპასუხო მოქმედების შესრულებას და დღემდე არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საზღაურის ნაწილი თანხის ოდენობას-1993,55 ლარს, რაზედაც არაერთხელ იქნა გაფრთხილებული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს- მ--–---------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1993.55(ათას ცხრაასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - მ--–---------------ს, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხე- მ--–---------------მ სარჩელი ან ცნო, განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 01 დეკემბერს, ერთის მხრივ, მოქალაქე მ--–---------------(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) და მეორეს მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში „დაცვად“ წოდებული), ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის ვ----–--------–---–ის შორის გაფორმდა ხე-––-------–---------, რომლის თანახმადაც „დაცვა“ უზრუნველყოფს მოქალაქე მ--–--------------ის(შემდგომში ,,ობიექტის“) პირად დაცვას, ხოლო ხელშეკრულების 1.2 მუხლის თანახმად, „დამკვეთი“ იღებს ვალდებულებას წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით გადაიხადოს „დაცვის“ მომსახურების ღირებულება.
დასახელებული ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.1. პუნქტის თანახმად, მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1500.00(ათას ხუთასი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს ხელშეკურლების უზრუნველყოფის საგარანტიო თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე 4500(ოთხიათასხუთასი) ლარის ოდენობით(ერთი თვის მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობა). ამავე მუხლის 3.5 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ყოველთვიური დაცვის მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის 10რიცხვამდე, თუ აღნიშნული რიცხვი ემთხვევა არასამუშაო-უქმე დღეს საფასურის გადახდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.8 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა.
დასახელებული ხელშეკრულების მეხუთე მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის დღიდან 12(თორმეტი) თვის განმავლობაში „დამკვეთის“ მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, „დამკვეთი“ ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს და შესაძლო ზიანის სანით ,,დაცვას“ გადაუხადოს სამი თვის დაცვის მომსახურების საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელშეკრულებით განსაზღვრულ წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხიდან. 5.2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის/ების დანიშვნის დღიდან 12(თორმეტი) თვის განმავლობაში დამკვეთის“ მხრიდან მათი შემცირების მოთხოვნის შემთხვევაში ,,დამკვეთი“ ვალდებულია საშტატო ერთეულის/ების შემცირებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს და შესაძლო ზიანის სახით შემცირებული საშტატო ერთეულის პროპორციულად „დაცვას” გადაუხადოს სამი თვის დაცვის მომსახურეობის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელშეკრულებით განსაზღვრულ წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულება №3882 (ს.ფ. 11-13)
3.1.2. საქმეში წარმოდგენილია, მ--–--------------ის 2018 წლის 02 აპრილის N-----------ადი განცხადების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსს ეცნობა, რომ მ--–---------------მ ცალმხრივად შეწყვიტა 2017 წლის 01 დეკემბრის N----------დი დაცვის ხელშეკრულება 4.2.5 პუნქტის საფუძველზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 11 აპრილის №-------------------------ით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის ქვედანაყოფის მოქალაქე მ--–--------------ის პირადი დაცვის უფროსი ინსპექტორი, პოლიციის მაიორი დ-----------------------–--–-–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მ--–--------------ის 2018 წლის 02 აპრილის პირადი განცხადება N-----9(ს.ფ. 18)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2018 წლის 11 აპრილის ბრძანება №--------------0(ს.ფ. 14)
3.1.3. მ--–---------------ს, 2018 წლის 15 ივნისის მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება პირადი დაცვის დებიტორული დავალიანება - 1993.55(ათას ცხრაასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
აღნიშნული დავალიანება მ--–--------------ის მიერ დღეის მდგომარეობით დაფარული არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 15 ივნისის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 16)
-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 17)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- მ--–---------------ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1993.55(ათას ცხრაასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №----------ებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №----------ებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და მ--–---------------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ - საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წლის 01დეკემბერს, ერთის მხრივ, მოქალაქე(შემდგომში „დამკვეთად“ წოდებული) და მეორეს მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში „დაცვად“ წოდებული), ფულადი სახსრების, მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა დაცვის სამმართველოს უფროსის ვ----–--------–---–ის შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც „დაცვა“ უზრუნველყოფს მოქალაქე მ--–--------------ის(შემდგომში ,,ობიექტის“)პირად დაცვას; დასახელებული ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.1.პუნქტის თანახმად, მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1500.00(ათას ხუთასი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან 10კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხადოს ხელშეკურლების უზრუნველყოფის საგარანტიო თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე 4500(ოთხიათასხუთასი) ლარის ოდენობით(ერთი თვის მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობა). ამავე მუხლის 3.5 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ ყოველთვიური დაცვის მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის 10 რიცხვამდე, თუ აღნიშნული რიცხვი ემთხვევა არასამუშაო-უქმე დღეს საფასურის გადახდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. 3.8 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმა; დასახელებული ხელშეკრულების მეხუთე მუხლის 5.1 პუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევის დღიდან 12(თორმეტი) თვის განმავლობაში „დამკვეთის“ მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, „დამკვეთი“ ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5კალენდარული დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს და შესაძლო ზიანის სანით ,,დაცვას“ გადაუხადოს სამი თვის დაცვის მომსახურების საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელშეკრულებით განსაზღვრულ წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხიდან. 5.2 პუნქტის თანახმად, პოლიციელის/ების დანიშვნის დღიდან 12(თორმეტი) თვის განმავლობაში დამკვეთის“ მხრიდან მათი შემცირების მოთხოვნის შემთხვევაში ,,დამკვეთი“ ვალდებულია საშტატო ერთეულის/ების შემცირებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს და შესაძლო ზიანის სახით შემცირებული საშტატო ერთეულის პროპორციულად „დაცვას” გადაუხადოს სამი თვის დაცვის მომსახურეობის საფასური. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელშეკრულებით განსაზღვრულ წინასწარ შეტანილი საგარანტიო თანხიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე-მ--–---------------მ პირადი განცხადების საფუძველზე ვადაზე ადრე შეწყვიტა ხელშეკრულება. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოპასუხე იღებდა დაცვის მომსახურებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, მის მიერ კი გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება დღემდე გადახდილი არ არის(1993.55(ათას ცხრაასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით).
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- მ--–---------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1993.55(ათას ცხრაასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- მ--–---------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე- მ--–---------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 1993.55(ათას ცხრაასოთხმოცდაცამეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს - მ--–---------------ს, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი