განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1---1-
(გამოძიების N0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
მცხეთის რაიონული სასამართლო
1- სექტემბერი, 201- წელი ქ. მცხეთა
მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი,სხდომის მდივანი დიანა რთველ--შვილი,ბრალდების მხარე -
პროკურორი - ნაზი მირიანაშვილი,დაცვის მხარე -
ბრალდებული მი----–- ოდ-----, დაბადებული 198- წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი N3----------- ნასამართლობის არმქონე (წარსულში ნასამართლობანი გაუქარწყლდა), დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თი------, სოფელი ბ---------, აღკვეთის ღონისძიება -პატიმრობა;
ადვოკატი - მურმან ნიკოლეიშვილი;
ქმედების კვალიფიკაცია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,გამოარკვია:
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1 მი----–- ოდ-----ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის მეორე წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ანუ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. სახელდობრ;
201- წლის 25 მაისს, დილით თი------ს რაიონის სოფელ ბ---------ში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მი----– ოდ-----მ განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის, ლ--------–---–-ს მიმართ. მი----– ოდ-----მ გააღვიძა მეუღლე და უთხრა, რომ მისთვის მიეტანა ალკოჰოლური სასმელი ან მიეცა ფული, მაგრამ ლ--------–---–მა უარი უთხრა, ვინაიდან არ ჰქონდა ფული. აღნიშნულის გამო გაბრაზდა მი----– ოდ-----, გახდა აგრესიული და მეუღლე თმებით გადმოათრია საწოლიდან, გაიყვანა ეზოში და მუშტები რამდენჯერმე დაარტყა თავის და სახის არეში. ძალადობის დროს ლ--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.1 საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა მი----–- ოდ-----მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ისარგებლა კანონით (საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მინიჭებული დუმილის უფლებით.
2.2 მოწმის სახით დასაკითხად სასამართლო სხდომაზე მოწვეულ იქნა დაზარალებული ლ--------–---–-, რომელსაც დაკითხვის წინ განემარტა რა შესაბამისი უფლება-მოვალეობანი, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით - არ მისცა ჩვენება მეუღლის მი----–- ო-------ს წინააღმდეგ.
2.3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით, ლ--------–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
2.4 დასახელებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის შემდგენელი ექსპერტი თ---------- ქ----–--- გამოძიების ეტაპზე მხარეებს არ გამოუკითხავთ, როგორც ექსპერტიზის დასკვნა, ასევე თავად ექსპერტი თ---------- ქ----–--- წინასასამართლო სხდომის მოსამართლის განჩინებით დაშვებულ-- როგორც ბრალდების მხარის უდავო მტკიცებულებანი, რის გამოც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მოწმე თ---------- ქ----–--- საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეს დასაკითხად არ მოუწვევია, შესაბამისად - იგი არც დაკითხულა.
2.5 ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მოწმეები - გი-------------------ი (გარეშე პირი), გი----------–----–---–ი (დაკავების მონაწილე) ვა---–-–--–---–---–ი (ექსპერტ-კრიმინალისტი), რა------------- (შეტყობინების მიმღები), რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე უდავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული, არც გამოძიების და არც საქმის სასამართლო განხილვის დროს ასევე არ დაკითხულან.
2.6 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გამომძიებელი ლ---------------–-, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია დასახელებულ საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
2.7 201- წლის 25 მაისს, 20 საათი და 40 წუთიდან 20 საათსა და 4- წუთამდე პერიოდში ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ,, შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ლ--------–---–-ს საცხოვრებელი სახლი და ეზო, რომელიც მდებარეობს სოფელ ბ---------ში, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე შევდივართ ორფრთიანი ხის კარით, სადაც განთავსებულ-- საძინებელი ოთახი, ოთახში დგას ორი ხის საწოლი, მაგიდა, კარადა, ღუმელი, კომოდი და ტელევიზორი. ლ--------–---–-ს განმარტებით, სწორედ აღნიშნულ ოთახში მდგარი საწოლიდან თმებში მოქაჩვით ააყენა და ეზოში გაიყვანა მისმა მეუღლემ, სადაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სახლის წინ გავლებულ-- მავთულბადის ღობე, რომელსაც ასევე აქვს ერთფრთიანი მავთულბადიანი კარი. საიდანაც გავდივართ სახლის წინ მდებარე ეზოში, ლ--------–---–-ს განმარტებით სწორედ აღნიშნულ ეზოში გაიყვანა თმების მოქაჩვით მისმა მეუღლემ, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ იქნა ექსპერტ - კრიმინალისტები, რომელთა მიერაც მოხდა შემთხვევის ადგილის დასურათება.
შემთხვევის ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება, საგანი. კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა’’.
ოქმის სისწორე მასში მონაწილე პირების, მათ შორის ლ--------–---–-ს მიერ დადასტურებულ-- შესაბამისი ხელმოწერებით. ოქმს ერთვის საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათები. ( ს.ფ. 36- 43)
2.8 201- წლის 25 მაისს, 21 საათი და 00 წუთიდან 21 საათსა და 15 წუთამდე პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან ირკვევა, რომ გამომძიებლის მიერ ლ--------–---–ს წაეკითხა მის მიერ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენება, რომელსაც იგი დაეთანხმა მთლ--ნად. როგორც ოქმიდან ირკვევა, ,,ამის შემდეგ შს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილებიდან გავემგზავრეთ სოფელ ბოჭორმის მიმართულებით, მივედით სოფელ ბ---------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლთან, სადაც მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის შემდგომაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. ლ--------–---–მა მიგვითითა საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ საძინებელ ოთახზე, სადაც დგას ორი ცალი ხის საწოლი. ლ--------–---–-ს განმარტებით, იგი იწვა ოთახში შესასვლელი კარიდან მარჯვნივ მდგარ ხის საწოლში, როდესაც მისმა მეუღლემ მოსთხოვა ფული ან არყის მიტანა, ხოლო როდესაც ლ-----ან მიიღო უარი, აღნიშნულ საწოლში მწოლ--რე ლ--------–---–ს მისმა მეუღლემ მი----–- ოდ-----მ თმებში მოკიდა ხელი, ააყენა საწოლიდან და თმების მოქაჩვით გაიყვანა საძინებელი ოთახიდან გარეთ, საცხოვრებელი სახლის ეზოში სახლის წინ, სადაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფა, კერძოთ მუშტებს ურტყავდა თავის და სახის არეში, ხოლო მას შემდგომ რაც მი----–- არ ანებებდა თავს და განაგრძობდა მეუღლის ცემას, ლ--ს განმარტებით მან საშველად დაუძახა არასრულწლოვან შვილს მ----ს: ,,მ---- მიშველეო“, რის შემდგომაც დაძახებისთანავე მი----–- ოდ-----მ მეუღლის ცემას გაანება თავი, შევიდა საძინებელ ოთახში და დაწვა. საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით, რომელთა მიერაც მოხდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დასურათება’’.
ოქმის სისწორე მასში მონაწილე პირების, მათ შორის ლ--------–---–-ს მიერ დადასტურებულ-- შესაბამისი ხელმოწერებით. ოქმს ერთვის საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ფოტოსურათები. (იხ. ს.ფ. 44- 50)
ს ა მ ა რ თ ლ ე ბ რ ი ვ ი შ ე ფ ა ს ე ბ ა
2.9 სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული მი----–- ოდ----- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, რამდენადაც სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, აგრეთვე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებანი ერთობლიობაში აშკარად ვერ აკმაყოფილებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს შემდეგ გარემოებათა გამო:
2.10 დაზარალებულმა ლ--------–---–მა საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე, როგორც აღინიშნა, არ მისცა ბრალდებულ მი----–- ო-------ს წინააღმდეგ მოწმის სახით ჩვენება, რისი კანონიერი უფლება მას, როგორც ბრალდებულის ახლო ნათესავს - მეუღლეს გააჩნდა, რამდენადაც:
საქართველოს კონსტიტუციის 42 -ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
საქართველოს სსსკ-ის 15-ე მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ჩვენება მისცეს საკუთარი თავის ან სხვა პირთა წინააღმდეგ, რომელთა წრეც განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწმე ვალდებული არ არის მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახლო ნათესავად ითვლება – მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსა ზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).
ერთი მხრივ ბრალდებულ მი----–- ოდ-----სა და მეორე მხრივ დაზარალებულ ლ--------–---–ს შორის ახლო ნათესაური ურთიერთობა უტყუარად არის დადასტურებული საქმის მასალების ერთობლიობით, მათ შორის დასახელებულ პირთა მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით.
ამასთან ერთად, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-24 პუნქტის დანაწესს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში ლ--------–---–-ს ჩვენების სახით არ არსებობს.
2.11 ბრალდებულმა მი----–- ოდ-----მ, როგორც აღინიშნა, ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინიჭებული დუმილის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ მან თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
2.12 დაზარალებულის გარდა სხვა პირი, მათ შორის ფაქტის თვითმხილველი პირი, გამოძიებას არ გამოუვლენია და შესაბამისად არცერთი პირი გამოძიების ეტაპზე არ გამოუკითხავს.
2.13 სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული 201- წლის 25 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც ასახული ფაქტობრივი გარემოებანი, კერძოდ მეუღლის, მი----–- ო-------ს მიმართ დაზარალებულ ლ--------–---–-ს მამხილებელი ჩვენება დადასტურებას ვერ პოულობს სხვა მტკიცებულებით ან მტკიცებულებების ერთობლიობით. სახელდობრ, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს დაზარალებულმა ლ--------–---–მა განმარტა, რომ ფულის მიცემაზე ან არყის მიტანაზე მისგან უარის მიღების შემდეგ მეუღლემ, მი----–- ოდ-----მ მას თმებში მოკიდა ხელი, ააყენა საწოლიდან და თმების მოქაჩვით ძალით გაიყვანა საძინებელი ოთახიდან გარეთ, საცხოვრებელი სახლის ეზოში, სადაც მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტებს გამეტებით ურტყავდა თავის და სახის არეში, ხოლო ვინაიდან მი----–- ოდ----- არ ანებებდა თავს და განაგრძობდა მის ცემას, საშველად უხმო მცირეწლოვან შვილს, რის შემდეგაც მი----–- ოდ-----მ შეწყვიტა მის მიმართ ძალადობა და გაერიდა.
2.1- დაზარალებულის განმარტება, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მეუღლემ მუშტები რამდენჯერმე დაარტყა თავის და სახის არეში, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარემ, რომელმაც ბრალდების შესახებ დადგენილებაში აქცენტი ძალადობის ხასიათსა და ინტენსივობაზე გაამახვილა.
2.15 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით კი დადასტურებულ--, რომ ლ--------–---–ს პირადი შემოწმებისას სხეულზე რაიმე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, რაც სასამართლოს მოსაზრებით, აშკარად შეუთავსებელ-- ძალადობის იმ ხარისხთან და ინტენსივობასთან, რომელზეც საგამოძიებო ექსპერიმენტისა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების მსვლელობის დროს დაზარალებულმა ლ--------–---–მა მიუთითა და რამაც შემდგომში ასახვა ჰპოვა ბრალდების შესახებ დადგენილებაში.
2.16 საქმეზე გამოძიების წარმოების დროს არ ამოღებულა და დათვალიერებულა ის ტანსაცმელი, რომელიც დაზარალებულს ეცვა, იმჟამად მისი განმარტებით - მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის დროს.
2.17 საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რაიმე ნივთი, ნივთიერება, საგანი ან კვალი ნანახი და ამოღებული არ ყოფილა.
2.1- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახულ დაზარალებულ ლ--------–---–-ს განმარტებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულის, ლ--------–---–-ს ნოტარიული წესით დამოწმებული განცხადებაც, რომლის მიხედვით პოლიციაში მის მიერ ზარის განხორციელება (შეტყობინება) გამოწვეული იყო იმით, რომ იმ პერიოდში მი----–- ოდ----- იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და მას, როგორც შემტყობინებელს, ეგონა, რომ პოლიციელები მი----–- ოდ-----ს მხოლოდ შეაშინებდნენ. წინააღმდეგ, შემთხვევაში არც დარეკავდა (ს.ფ.125).
მართლაც, ის ფაქტი, რომ დასახელებულ განცხადებაში დაზარალებული არაფერს ამბობს მეუღლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ ოჯახურ ძალადობაზე და პოლიციისთვის განცხადებით მიმართვას ხსნის მხოლოდ მი----–- ო-------ს ლოთობის აღკვეთის ინტერესით, აღნიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებთან ერთად გონივრულ ეჭვს აჩენს შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული განმარტებების სანდოობა-დამაჯერებლობაზეც.
2.19 როგორც აღინიშნა, მეუღლე მი----–- ო-------ს მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე დაზარალებულმა ლ--------–---–მა განმარტა როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, თუმცა დასახელებულ საგამოძიებო მოქმედებათა ამსახველი ოქმები სასამართლოს მიერ ვერ იქნებიან განხილული და შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაგულისხმევ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობად, რამდენადაც როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ემყარება ერთი და იმავე წყაროს - ლ--------–---–-ს მიერ დროის მცირე შუალედში გამოძიებისთვის მიცემულ განმარტებებს.
2.20 დაბოლოს, 201- წლის 25 მაისს საგამოძიებო ექსპერიმენტი გამომძიებელმა ლ----------------–მა ჩაატარა საპროცესო კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, რამდენადაც დასახელებული საგამოძიებო მოქმედების მსვლელობის დროს საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულვებელყოფით მან ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების სახით სახელდობრ;
საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით, მხარე საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენებას) და სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება.
ამდენად, ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების ფორმით საგამოძიებო ექსპერიმენტი პირობითად არის ორ ეტაპიანი: იწყება საგამოძიებო მოქმედების ყველა მონაწილის თანდასწრებით შესამოწმებელი ინფორმაციას (ჩვენების) საჯაროდ წაკითხვით და სრულდება ინფორმაციის (ჩვენების) მიმცემი პირის მიერ ადრე მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) შემთხვევის ადგილზე დადასტურებით ან დაზუსტებით, რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მიცემული ინფორმაციის (ჩვენების) დაზუსტება. საქართველოს სსსკ-ის 130-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსის მიხედვით, დასახელებული ეტაპები ერთმანეთთან არიან ორგანულად დაკავშირებულნი და ემსახურებიან მიღებული ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების, ინფორმაციის სანდოობისა და დამაჯერებლობის კვლევის ინტერესს.
საქმეზე 201- წლის 25 მაისს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიდან კი ირკვევა, რომ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება ლ--------–---–ს გამომძიებლის მიერ წაეკითხა თი------ს შს რაიონული სამმართველოს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილებაში, რის შემდეგაც, როგორც ოქმიდან ირკვევა, ,,შს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილებიდან ექსპერიმენტში მონაწილე პირები გაემგზავრნენ სოფელ ბ---------ში, სადაც მივიდნენ რა სოფელ ბ---------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თავდაპირველად მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რის შემდეგაც ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი’’ (ს.ფ.45).
ამდენად, ინფორმაციის (ჩვენების) ადგილზე შემოწმების მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტი გამომძიებელმა 201- წლის 25 მაისს ჩაატარა არა 21 საათი და 00 წუთიდან 21 საათსა და 15 წუთამდე პერიოდში, როგორც ეს მითითებულ-- შესაბამის ოქმში, არამედ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება მან ფაქტობრივად დაიწყო გაცილებით ადრე - თი------ს შს რაიონული სამმართველოს ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილებაში, როდესაც ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ლ--------–---–ს წაუკითხა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. შემდეგ კი - ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილებიდან სოფელ ბ---------ში გამგზავრების შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ დაესრულებინა უკვე დაწყებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, 20 საათი და 40 წუთიდან 20 საათსა და 4- წუთამდე პერიოდში გამომძიებელმა ჩატარებულად გააფორმა სხვა საგამოძიებო მოქმედება - შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლის დასრულებიდან 13 წუთის შემდეგ გამომძიებელმა ფაქტობრივად განაგრძო შემთხვევის ადგილის დათვალიერებამდე დაწყებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დრო დაამახინჯა - იგი 21 საათი და 00 წუთიდან 21 საათსა და 15 წუთამდე დროის შუალედში ჩატარებულად აჩვენა, ეს მაშინ, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის შინაარსის მიხედვითაც კი დასახელებული საგამოძიებო მოქმედება, როგორც აღინიშნა, გაცილებით ადრე - ხევსურთსოფლის პოლიციის განყოფილებაში დაიწყო. ამ ფონზე სასამართლოს მიაჩნია, რომ - საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმი აშკარად გამოუსადეგარია მტკიცებულებითი თვალსაზრისით: დასახელებული საგამოძიებო მოქმედება, შესაბამისი ოქმის შედგენა-ფიქსაცია გამომძიებელმა ლ. მ---------–მა ჩაატარა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით, რის გამოც სასამართლო მოკლებულ-- კანონიერ შესაძლებლობას მიიჩნიოს იგი (საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი) უტყუარ მტკიცებულებად და გაიზიაროს მითითებულ ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი.
2.21 რაც შეეხება მოწმე ლ---------------–-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებას, რომლითაც მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია დასახელებულ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა შესახებ, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დასახელებული მოწმის ჩვენება ლ--------–---–-ს მიმართ ძალადობის ჩადენის გარემოებებთან დაკავშირებით არის ირიბი მტკიცებულება, რამდენადაც იგი ეფუძნება სხვა პირის - ლ--------–---–-ს მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ხოლო ირიბი მტკიცებულების იურიდიულ ძალასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, როგორც ცნობილ--, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით განმარტა, რომ დაუშვებელ-- მხოლოდ ირიბი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და პირისათვის ბრალის წაყენება. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების არსი იმაშიც მდგომარეობს, რომ ირიბი მტკიცებულება უნდა დასტურდებოდეს სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი მტკიცებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად არ არის სახეზე.
2.22 ამ ფონზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასაბუთებულად ვერ იქნა გაბათილებული დაზარალებულ ლ--------–---–-ს განმარტება იმის შესახებ, რომ მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის შესახებ შეტყობინებით პოლიციას მან მხოლოდ მეუღლის ლოთობის აღკვეთის ინტერესით მიმართა.
2.23 საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე- 2 ნაწილის შესაბამისად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე- 3 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
2.24 ამდენად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა საკმარისი და უტყუარი, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებული და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებების ერთობლიობა იმის დასტურად, რომ მი----–- ო-------სთვის წაყენებული ბრალდება საფუძვლ--ნია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13, 258-ე-259-ე, 270 - 272-ე, 275-277-ე, 279-ე და 281-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
3.1 მი----–- ოდ----- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
3.2 გაუქმდეს მი----–- ო-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სხდომის დარბაზშივე.
3.3 მი----–- ოდ-----ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
3.4 განაჩენი კანონიერ ძალაშია მისი გამოცხადებისთანავე.
3.5 განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელ-- ერთი თვის განმავლობაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გ. რობაქიძის 7ა) საააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვ. ფუხაშვილი