განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/675-18 (N041250618005)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14.08.2018 წელი ქუთაისი ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ზურაბ ჯანაშია
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ------- ვ------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული დ-----ი ყ-------–---–ი
მამის სახელი: დ-------
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 3----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: წყალტუბოს რაიონი სოფელი ბ-------
ადვოკატი - მ---- დ---------ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
დ-----ი ყ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის; რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის მაისის თვეში თ----- მ---ი გაშორდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - დ----- ყ-------–---–ს, რის შემდგომაც დ----- ყ-------–---–ი შერიგების მოთხოვნით ემუქრებოდა თ----- მ---ს სიცოცხლის მოსპობით. ზემოაღნიშნული ქმედებით თ----- მ---ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
- 2018 წლის 25 ივნისს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქუთაისში, ა. წერეთლის ქუჩა N4-ში განთავსებულ სავაჭრო ცენტრ ,,ქარვასლას“ მესამე სართულზე მდებარე შპს ,,კაფე რუფში“ ოჯახში ძალადობისათვის ნასამართლევმა დ----- ყ-------–---–მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - თ----- მ---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მოქაჩა თმა, თავი რამდენჯერმე მიარტყმევინა ბარში არსებულ ნივთებზე, ფეხები დაარტყა ქვედა კუდურებზე. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად თ----- მ---მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2018 წლის 03 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ დ-----ი ყ-------–---–ის მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (წინასასამართლო სხდომის ოქმი).
საქმის არსებითი განხილვის დროს დ-----ი ყ-------–---–მა თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების ფაბულაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება და ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. შესაბამისად, დ-----ი ყ-------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენის ფაქტი უტყუარად დასტურდება საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უდავოდ მიჩნეულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ----- მ---ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეთა ს--–---- მ---ის, შ--- ჭ------ის გამოკითხვის ოქმებით; ბრალდებულის გამოკითხვის ოქმით; დაკავების ოქმით; სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით; სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; შეტყობინებებით; 2017 წლის 05 ივლისის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით; წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენით; უზენაესი სასამართლოს განაჩენით; ნასამართლობის ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
სამართლებრივი შეფასება:
ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს:
ბრალდებულმა დ-----ი ყ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, ანუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილთან მიმართებაში ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც დანიშნულმა ალტერნატიულმა უფრო მსუბუქმა სასჯელმა ვერ უზრუნველყო სასჯელის ერთ-ერთი მთავარი მიზნის შესრულება - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. მხედველობაში მისაღებია ის გარემოებებიც, რომ დ-----ი ყ-------–---–მა აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რაც სსკ-ის 531 მუხლის თანახმად პირდაპირ არის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად.
დ-----ი ყ-------–---–ის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებებია ის, რომ იგი აღიარებდა დანაშაულს და თავიდანვე თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
სასჯელის სახის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე დანაშაულის ძალადობრივ ხასიათს, მისი გავრცელების ხარისხს და მიიჩნევს, რომ მუხლის სანქციით გათვალისწინებული არასაპატიმრო სასჯელები ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას, რის გამოც დ----- ყ-------–---–ს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 01 (ერთი) წლით და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე სამართალდამცველებს, დაზარალებულს მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია და არ მოითხოვს მის მკაცრად დასჯას და მიიჩნევს, რომ დ----- ყ-------–---–ის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის წესი, რის შემდეგაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელის ნახევარი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული სასჯელი სავსებით უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, ვინაიდან საპატიმრო სასჯელის მოხდის შემდგომაც, გამოსაცდელი ვადის პერიოდში მასზე პრობაციის ბიუროდან განხორციელდება კონტროლი, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას. ამასთან, დანიშნული სამართლიანი სასჯელი იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების საშიშროება და გამოიტანოს სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ-----ი ყ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1. სსკ-ის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
1.2. სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
1.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ-----ი ყ-------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა მან მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 09 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობითი მსჯავრით, 01 (ერთი) წლით გამოსაცდელი ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დ-----ი ყ-------–---–ს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 ივნისიდან, ხოლო პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ათვლა - პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების დღიდან.
3. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ დ-----ი ყ-------–---–ის დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფა-ქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე