გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2018
საქმის ნომერი
120210118002327788
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2327788-2/173-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - ი-----–- გ-----–--

მოპასუხე - მ--- გ--–-–---–ი, ს----- მ--------–---–ი (დასწრების გარეშე)

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მ--- გ--–-–---–ს და ს----- მ--------–---–ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ – 22194.93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 9982.30 ლარი, პროცენტი – 2212.63 ლარი, პირგასამტეხლო – 10 000 ლარი.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 30 ნოემბერს სს „ს----------–--------ს და მ--- გ--–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ--- გ--–-–---–ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 11 000 ლარის ოდენობით, წლიური 24% სარგებლის დარიცხვით, 05 თვის ვადით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5 % -ის ოდენობით.

 

2016 წლის 30 ნოემბერის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „ს----------–--------ს“ და ს----- მ--------–---–ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 30 000 ლარით.

 

სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული იქნა სრულად - კერძოდ მსესხებელზე გაიცა კრედიტი. მსესხებელს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. კრედიტის სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ დაირღვა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. მ--- გ--–-–---–ი და ს----- მ--------–---–ი მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებები არ შეუსრულებიათ. მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მ--- გ--–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

2.2. მოპასუხე ს----- მ--------–---–ის მიერ სასამართლოში შესაგებელი არ ყოფილა წარმოდგენილი, მოპასუხე ასევე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ს----------–--------სა“ და მ--- გ--–-–---–ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №4976464, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 11 000 ლარის ოდენობით, წლიური 24%–ის დარიცხვით. კრედიტის ვადა - 5 თვე.

 

3.1.2. 2016 წლის 16 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №GAS-01/100, რომლის მიხედვითაც ს----- მ--------–---–მა იკისრა ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 30000 ლარით.

 

3.1.3. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.11.2016წ. მცირე და საშუალო მიზნეს სესხის განაცხადი;

- 29.--.2015წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 30.11.2016წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 30.11.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- შეტყობინებები;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეების დავალიანება 2016 წლის 30 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ შეადგენს – 12194.93 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 9982.30 ლარი, პროცენტი – 2212.63 ლარი.

 

3.2.2. მხარეები წერილობით არ შეთანხმებულან პირგასამტეხლოს ოდენობაზე, შესაბამისად მოპასუხეებს მ--- გ--–-–---–ს და ს----- მ--------–---–ს არ უნდა დაკისროთ პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 30.11.2016წ. მცირე და საშუალო მიზნეს სესხის განაცხადი;

- 29.--.2015წ. სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 30.11.2016წ. განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 30.11.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება;

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;

- შეტყობინებები;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირ---–- ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სს ''ს----------–--------სა'' და მ--- გ--–-–---–ს შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - მ--- გ--–-–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ს----------–--------სა’’ და მ--- გ--–-–---–ს) შორის გაფორმებული 2016 წლის 30 ნოემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა მ--- გ--–-–---–ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 9982.30 ლარი. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირ---–- ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 2212.63 ლარს.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირ---–- ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირ---–- ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს ''ს----------–--------სა'' და მ--- გ--–-–---–ს შორის 2016 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ს----------–--------სა'' და მეორეს მხრივ ს----- მ--------–---–ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ს----- მ--------–---–მა იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 30 000 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 30 ნოემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო დავალიანების 12194.93 ლარის ოდენობით.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც, პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირ---–- და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პრგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას და მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს. პირგასამტეხლო არის ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოვალის მიერ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდას გულისხმობს. ამასთან, პირგასამტეხლო ფორმა სავალდებულო გარიგებაა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ აუცილებლად წერილობით უნდა გაფორმდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხლი 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე. სასამართომ არ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მიიჩნია რომ მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში (10 000 ლარის ოდეონობით) იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა წერილობითი ფორმით შეთანხმება პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. მოსარჩელე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული შეთანხმება (ხელშეკრულება), რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა პირგასამტეხლოს ოდენობა კრედიტით სარგებლობის პირობების დარღვევისათვის. უფრო მეტიც, მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა შორის შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, წერილობით არ დადებულა. სამოქალაქო კოდექსი კი აუცილებელ პირობად ადგენს წერილობით შეთანხმებას პირგასამტეხლოს თაობაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები წერილობით შეთანხმდებოდნენ პირგასამტეხლოზე, ანუ განსაზღვრულ ფულად თანხაზე;

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახეზე არ არის პირგასამტეხლოზე კანონით დადგენილი სპეციალური ფორმით შეთანხმება, რაც გამორიცხავს ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,ს----------–--------ის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 665.85 ლარი და უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეებს მ--- გ--–-–---–ს და ს----- მ--------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 365.85 ლარის და 50 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის #23627788-2/173-18წ. განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოპასუხე მ--- გ--–-–---–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბ----------- რაიონი სოფელი რ---–- (ს/კ 64.--.--.---) - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც არ არსებობს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის #23627788-2/173-18წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხეებს მ--- გ--–-–---–ს (პ/ნ 1----------) და ს----- მ--------–---–ს (პ/ნ 1----------) სს ,,-----------–---------ის’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 12194.93 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 9982.30 ლარი, პროცენტი - 2212.63 ლარი.

 

3. მოსარჩელე სს „ს----------–--------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.

 

4. მოპასუხეებს მ--- გ--–-–---–ს (პ/ნ 1----------) და ს----- მ--------–---–ს (პ/ნ 1----------) სს ,,-----------–---------ის’’ (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 415.85 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი