განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002435758
საქმე №1/163-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 სექტემბერი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი ანა ტეტუნაშვილი, მერი შ------–---–ი,თ----- მაზანაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მიხეილ ბ-----–---–ი, გიორგი ზ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ქეთევან გ------ი
ბრალდებული - როზა ვ--------ის ასული ა-–------–- - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ს-–----–-- განათლების მქონე, ნასამართლეობის არმქონე, მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი ა----ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი.
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე, გორის რაიონის სოფელ ა----ში მდებარე ეთერ კ-----–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, როზა ა-–------–მა, რომელიც განაწყენებული იყო ე----- კ-----–-–---–ის შვილზე - თ----- კ-----–-–---–ზე, იმავე დილით მომხდარი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხის ნაპობი რამოდენიმეჯერ დაარტყა თავის არეში ე----- კ-----–-–---–ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად 2018 წლის 1 იანვარს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოება (ფაქტი) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარება. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.“ აღნიშნული ნორმის დანაწესი, საქმის არსებითი განხილვისას პრეიუდიციის რეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს.
წინასასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულად იქნა უდავოდ ცნობილი. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელ----ტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
განზრახ მკვლელობა:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია განზრახი მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების (მოქმედება ან უმოქმედობა) შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, იგი შესაძლებელია წარმოიშვას სხვადასხვა გარემობებათა არსებობსას, მათ შორის შურისძიების ნიადაგზე.
საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში იმ მიმართებით, რომ განზრახ მკვლელობა შურისძიების მოტივით განახორციელა, თუმცა შედეგობრივი თვასაზრისით, მიიჩნია, რომ შედეგი - დაზარალებულის გარდაცვალება, მას არ უნდა შეერაცხოს, ვინაიდან არსებობს ეჭვი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით - დაზარალებული ე----- კ-----–-–---–ი 2018 წლის 1 იანვარს, შესაძლოა, არასწორად ჩატარებული მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა.
განსახილველ საქმეზე, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ თავის არეში ხის ნაპობის რამოდენიმეჯერ დაარტყმის ფაქტი მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით (ფოტოცხრილით) და ამოღებული ნივთმტკიცებებით, მოწმეების - თ----- კ-----–-–---–ის, მაია ხ-------ის, ალექსი ხ---------ის, გულნარა ბ---–---–ის, ნორა ლ--–---–-–---–ის, გივი გ-----–--–---–ის, ნატალია ლ-------–---–ის, ილია ჯ-----–---–ის, ანზორ თ------–---–ის, ოთარ ჭ----------ის, თამარ თ------–---–ის, ალექსანდრე ხ-----–---–ის, ლევან კ------–---–ის, ნინო კ--------ის, გიორგი შ------–---–ის, ი----- კ-----–-–---–ის, დავით წ-------ის, მ--–---- ხ-------ის, ნუგზარ მ-------–---–ის და ლალი ფ----–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ასევე თავად ბრალდებულ რ----- ა-–------–-ს ჩვენებით, ანაწმენდის ნიმუშის აღების ოქმით, ბრალდებულის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, ე----- კ-----–-–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, თ----- კ-----–-–---–ის ტანსაცმლის ამოღების ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებებით, ე----- კ-----–-–---–ის სამედიცინო დოკუმენტაციის ამოღების ოქმით და ამოღებული დოკუმენტაციით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (ფოტოცხრილით), რ----- ა-–------–-ს დაკავების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0076863317 დასკვნით, რ----- ა-–------–-ს ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით, სასამართლო ამბულატორიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ----- კ-----–-–---–თან არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივი წარმოეშვა ბრალდებულს, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით, ხის ნაპობის რამოდენიმეჯერ დაარტყმით თავის არეში დაზიანებები მიაყენა ე----- კ-----–-–---–ს.
რაც შეეხება ბრალდებულის მიმართ დამდგარი შედეგის (დაზარალებულის გარდაცვალების) შერაცხვასთან დაკავშირებით, სასამართლო მსჯელობას წარმართავს განაჩენის „სამართლებრივი შეფასების“ ნაწილში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანი-–-- საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაული, როგორც სოციალური მოვლენა, სამართლებრივი თვალსაზრისით, სუბიექტური და ობიექტური შემადგენლობის ერთობლიობაა. პირის ბრალეულობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია შესაბამისი ნიშნების დადგენა და უტყუარი მტკიცებულბებით დადასტურება. განსახილველ საქმეში, ბრალდებული რ----- ა-–------–-, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, სრულად სუბიექტუნარიანია - ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით დასტურდება შესაბამისი ასაკი (დაბად. თარიღი: 04.01.1965) და შერაცხადობაც - 2018 წლის 12 მარტის ამბულატორიული ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რ----- ა-–------–- ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენამდე და ჩადენის დროს ფსიქიკურად დაავადებული არ იყო, არ აღენიშნებოდა რაიმე ფსიქიკური აშლილობა, შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინაღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის.
საქმში არსებული მტკიცებულებების და ბრალდებულის აღიარებითი განმარტების მიხედვით დადგინდა შურიძისების მოტივი, რაც წარმოიშვა განაწყენების, კერძოდ, კონფლიქტის შედეგად. აღნიშნული მოტივის საფუძველზე, პირდაპირი განზრახვით, რ----- ა-–------–მა, ხის ნაპობის გამოყენებით, არაერთი დარტყმა განახორციელა დაზარალებულის მიმართ თავის არეში.
2018 წლის 14 მარტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №1000000418 დასკვნის თანახმად, „ე----- კ-----–-–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, განვითარებული ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად, ქალას ძვლების მოტეხილობითა და ქალას ღრუში სისხლჩაქცევით. ე----- კ-----–-–---–ის გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა უსწორმასწორო კიდეებიანი ჭრილობები კეფის, თხემ-კეფის მარცხენა ნახევარში და კეფაზე მარჯვნივ, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სახის მიდამოზე, მრავლობითი სისხლნაჟღენთები მარჯვენა მხრის, გულმკერდის, ორივე წინამხრისა და მტევნების არეში. შინაგანი გამოკვლევით ნანახია ქალა-ტვინის ღია ტრავმა, ქალას ძვლების მოტეხილობა, ქალას ღრუში სისხლჩაქცევა. დაზიანებები მიყენებულია სიცოცხლის პერიოდში, მკვრივი და ბლაგვი საგნის მოქმედებით. ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.“ აღნიშნული დასკვნის კატეგორიულობიდან გამომდინარე, უტყუარად დგინდება, რომ რ----- ა-–------–-ს მიერ მიყენებული დაზიანებები უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დაზარალებულის გარდაცვალებასთან. მოცემულ შემთხვევაში, თეორიულ ასპექტთა გათვალისწინებით, მიზეზობრივი კავშირის დადგენისას სასამართლომ გამოიყენა ე. წ. „ექვივალენტობის“ ანუ პირობათა თეორიის პრინციპი, რომლის მიხედვით, ნებისმიერი წინმსწრები ქმედება მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ტოლფასოვანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ ამ პირობის გარეშე შედეგი თავისი ფორმით არ დადგებოდა. თეორიის მიხედვით, შედეგის ობიქტური შერაცხვა მდგომარეობს იმაში, როცა კონკრეტული პირობებიდან „აუცილებელი,“ „უშუალო“ ანუ რელ----ტური პირობები გამოიყოფა. მტკიცებულებათა ანალიზის მიხედვით, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ბრალდებულის მიერ განხორციელებული დაზიანებების ხარისხს, ქმედების სპეციფიკურობას და ექსპერტის მიერ აღწერილ გარემოებებს, კერძოდ, ქალა-ტვინის ღია ტრავმას, ქალას ძვლების მოტეხილობას, ქალას ღრუში სისხლჩაქცევას, რაც მიეკუთვნება კიდეც სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. აღნიშნული „პირობები“ ანუ გარემოებები სრულ თანხვედრაშია დასკვნის კატეგორიულობასთან, რომ ბრალდებულის ქმედება უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან ანუ დაზარალებულის გარდაცვალებასთან.
რაც შეხეება, 2018 წლის 12 აპრილის დადგენილებას სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, რომლის მიხედვითაც უნდა დადგენილიყო - ხომ არ ჰქონდა ადგილი არასწორად ჩატარებულ მკურნალობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.“ ანალოგიური დათქმაა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვით, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.“
აღნიშნულ ნორმათა ანალიზიდან ჩანს, რომ საქმეში უნდა მოიპოვებოდეს მტკიცებულება, რომელიც შეფასებისას წარმოშობს ეჭვს და იგი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მიზნებისათვის, პირდაპირი სამართლებრივი მნიშვნელობით და მტკიცებულების არსის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, გამომძიებლის დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, არ არის მტკიცებულება, იგი მხოლოდ და მხოლოდ საპროცესო აქტია გარკვეული გარემოების დადგენის მიზნით. შესაბამისად, არ შეიცავს რაიმე ცნობას, ინფორმაციას სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოების შესახებ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით არსებული ეჭვის არსებობა უნდა ემყარებოდეს სათანადო მტკიცებულებას, რათა მან გარკვეულ საკითხებზე ბრალდებულის სასარგებლოდ გავლენაუნარიანობა შეიძინოს. საქმეში არსებული ერთადერთი საპროცესო აქტი - სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე გამომძიებლის დადგენილება, არ არის ის რელ----ტური ფაქტორი, რამაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ბრალდებულთან შედეგის შერაცხვის აუცილებლობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე სხვა მტკიცებულება (ან თუნდაც საპროცესო აქტი), რომელიც თანხვედრაში იქნებოდა სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე გამომძიებლის დადგენილებასთან და კიდევ უფრო გაამყარებდა ეჭვს ხსენებული თვალსაზრისით. დაუშვებელია შედარებითობის თვალსაზრისითაც, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის კატეგორიულობის (ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უშუალო მიზეზობრივ კავშირის არსებობის თაობაზე) საპირისპიროდ იქნას განხილული 2018 წლის 12 აპრილის დადგენილება სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ რ----- ა-–------–-ს მიმართ დამდგარი შედეგის შერაცხვა (დაზარალებულის გარდაცვალება) სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონმდებლობის მოთხოვნებს.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
როზა ა-–------–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. მან ასევე უდავო სამართალწარმოების წესით ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
რ----- ა-–------–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- ა-–------–ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი განსაზღვრული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ოდენობით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, სისხლით დასვრილი ყავისფერი ჩუსტები, ე----- კ-----–-–---–ის საწოლიდან ამოღებული სისხლით დასვრილი თეთრი ფერის ქსოვილი, ბალიშის პირი, ზეწარი და საბნის ჩიხოლი, სავარაუდოდ დამწვარი ტელეფონის დეტალები, ე----- კ-----–-–---–ის სახლში შესასვლელი დერეფნის მარცხენა მხარეს, მეორე ოთახში არსებული საწოლიდან ამოღებული სისხლით დასრილი ზეწარი, საბნის ჩიხოლი და ბალიშის პირი, სისხლით დასვრილი შეშის ნაპობი, საწოლის თავთან, იატაკიდან ამოღებული სისხლის კვალი, საწოლის შუა ნაწილში იატაკიდან ამოღებული სისხლით დასვრილი მოთეთრო ფერის ქსოვილი, სისხლით დასვრილი მუყაოს ყუთი წარწერით „ДИГОКСИН“; რ----- ა-–------–-ს ხელის ანაწმენდების ნიმუშები, ე----- კ-----–-–---–ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს, ხოლო რ----- ა-–------–ის ტანსაცმელი, ე----- კ-----–-–---–ის ტანსაცმელი და ბალიში, თ----- კ-----–-–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო რ----- ა-–------–-ს და ე----- კ-----–-–---–ის ავადმყოფობის ისტორიები, ე----- კ-----–-–---–ის კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევების ამსახველი ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
რ----- ა-–------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ----- ა-–------–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ რ----- ა-–------–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 30 დეკემბრიდან.
საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, კერძოდ, სისხლით დასვრილი ყავისფერი ჩუსტები, ე----- კ-----–-–---–ის საწოლიდან ამოღებული სისხლით დასვრილი თეთრი ფერის ქსოვილი, ბალიშის პირი, ზეწარი და საბნის ჩიხოლი, სავარაუდოდ დამწვარი ტელეფონის დეტალები, ე----- კ-----–-–---–ის სახლში შესასვლელი დერეფნის მარცხენა მხარეს, მეორე ოთახში არსებული საწოლიდან ამოღებული სისხლით დასრილი ზეწარი, საბნის ჩიხოლი და ბალიშის პირი, სისხლით დასვრილი შეშის ნაპობი, საწოლის თავთან, იატაკიდან ამოღებული სისხლის კვალი, საწოლის შუა ნაწილში იატაკიდან ამოღებული სისხლით დასვრილი მოთეთრო ფერის ქსოვილი, სისხლით დასვრილი მუყაოს ყუთი წარწერით „ДИГОКСИН“; რ----- ა-–------–-ს ხელის ანაწმენდების ნიმუშები, ე----- კ-----–-–---–ის სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს, ხოლო რ----- ა-–------–ის ტანსაცმელი, ე----- კ-----–-–---–ის ტანსაცმელი და ბალიში, თ----- კ-----–-–---–ის ტანსაცმელი, რომელიც ინახება შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო რ----- ა-–------–-ს და ე----- კ-----–-–---–ის ავადმყოფობის ისტორიები, ე----- კ-----–-–---–ის კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევების ამსახველი ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი