გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110210118002501394
N2/573-2018
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე: შპს ‘’ე----------------’’;
მოსარჩელის წარმომადგენელი: თ--------------;
მოპასუხე: თ----------–---;
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი და
გამოარკვია:
2018 წლის 13 სექტემბერს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განიხილა შპს ‘’ე----------------’’ სარჩელი მოპასუხე თ----------–---- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა: მოპასუხე თ----------–---ს შპს ‘’ე----------------’’ სასარგებლოდ დაეკისროს: სესხის ძირი თანხის - 3834 აშშ დოლარის; სარგებელის - 3182.22 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 300 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე თ----------–---- საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2018 წლის 13 სექტემბერს სასამართლომ მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე თ----------–---ს (პ/ნ 1----------- დაეკისრა მოსარჩელე შპს ‘’ე----------------’’ სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის 3834 (სამი ათას რვაას ოცდათოთხმეტი) აშშ დოლარის, სარგებელის 3182.22 (სამი ათას ას ოთხმოცდაორი დოლარი და ოცდაორი ცენტი) აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 300 (სამასი) აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე თ----------–---- საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკითხი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება
შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტება, გადაწყვეტილება არ გამოტანილა, სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლოს ხარჯების საკითხი.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება.
ამავე მუხლის მე-31 ნაწილით, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, სახელმწიფო ბაჟი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტში სავალდებულო შესატანს. ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხე თავის შესაგებელში ნაწილობრივ დაეთანხმა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 536.48 ლარი, ხოლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს 104.43 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 261-ე, 37-ე, 44-ე, 369 მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ‘’ე----------------’’ სარჩელისა გამო მოპასუხე თ----------–---- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება.
2. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 536.48 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს ‘’ე----------------’’ (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (სახაზინო კოდი 300193150, საგადახდო დავალება N1522308262, თარიღი 29/03/2018, გადამხდელი შპს ‘’ე----------------’’ (ს/კ 4--------); საგადახდო დავალება N1529314572, თარიღი 18/06/2018, გადამხდელი შპს ‘’ე----------------’’ (ს/კ 4--------); საგადახდო დავალება N1529314548, თარიღი 18/06/2018, გადამხდელი შპს ‘’ე----------------’’ (ს/კ 4--------);
3. მოპასუხე თ----------–---ს (პ/ნ 1----------- მოსარჩელე შპს ‘’ე----------------’’ (ს/კ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 104.43 ლარის ანაზღაურება.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) მხარისათვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ.ზესტაფონი, წერეთლის ქ.#7).
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი