გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.08.2018
საქმის ნომერი
820310117002003016
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310117002003016 (3-124)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 აგვისტო, 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი - რუსუდან სანიკიძე

მოსარჩელე - შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - მე--------–--ე

მოპასუხე - შპს გო-–-----------ია

მოპასუხე - შპს M-----

მოპასუხე - ირ---–------ძე

მოპასუხე- ლი--------–--–-–--ლი

წარმომადგენელი :ჯუ---------------–-–--ლი

დავის საგანი: ცრუმაგიერ პირებად აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს „M-----“ (ს/ნ 4--------), შპს „გო-–-----------ია" (ს/ნ 4--------), ირ---–------ძე (პ/ნ 6----------) და ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ 3----------) აღიარებული იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად

 

მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 147008,76 ლარი. შპს „M-----“-ს (ს/ნ4--------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2016 წლის 20 დეკემბერს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 27 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 13 ივნისს გამოიცა #081-530 ბრძანება შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რის საფუძველზეც ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ქონებას, ერთ ცალ საკონტროლო- სალარო აპარატს, რომლის ღირებულებაც ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების დაფარვას. გარდა აღნიშნულისა, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციით შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში სხვა ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის შესაბამისად შპს „M-----“-ის (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია არის ირ---–------ძე (პ/ნ 6----------).

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 14 ნოემბრის #31467 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „M-----“-ის (ს/ნ 4--------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება, რომელიც დაიწყო 2016 წლის 14 ნოემბერს და დასრულდა 2016 წლის 16 დეკემბერს, რის შედეგადაც შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა 363757 ლარი. შპს „M-----“-მა (ს/ნ4--------) გასვლით საგადასახადო შემოწმების ჩატარების პერიოდში (შემოწმების დასრულებამდე) გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული 285916,47 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები შპს „გო-–-----------ია“-ზე (ს/ნ4--------), რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის ბაზაში ასახული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით და რის შემდეგაც შეაჩერა ეკონომიკური საქმიანობა.

 

შპს „M-----“-ის (ს/ნ 4--------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შპს „გო-–-----------ია“-ზე (ს/ნ 4--------) გასხვისების პერიოდში, შპს „გო-–-----------ია“-ს (ს/ნ4--------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------, იურიდიული მის: ოზ--------ი, სოფ.დ-----უ მე-15 ქ.#64), რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ჰყავთ საერთო შვილები შპს „M-----“-ის (ს/ნ 4--------) დირექტორთან ირ---–------ძესთან (პ/ნ 6----------).

 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2016 წლის 28 ოქტომბრის ამონაწერის შესაბამისად შპს „გო-–-----------ია“-ს (ს/ნ 4--------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ 3----------), 2017 წლის 24 მაისის ამონაწერის შეასბამისად 100%-იანი წილის მფლობელი იყო ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ 3----------), და დირექტორია ლე----------–-ძე (პ/ნ 6----------), ხოლო 2017 წლის 15 ივნისის ამონაწერის შესაბამისად 100%- იანი წილის მფლობელი და დირექტორია ლე----------–-ძე (პ/ნ 6----------), რომელსაც უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით 2017 წლის 14 ივნისს გადასცა თავისი 100% წილი ლი--------–--–-–--ლმა (პ/ნ 3----------).

 

შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებულმა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა გთხოვთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის შესაბამისად შპს ,,M-----“-ს (ს/ნ4--------), შპს „გო-–-----------ია" (ს/ნ4--------), ირ---–------ძე (პ/ნ6----------) და ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------) აღიარებული იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შპს მ---–--ასა და შპს ,,გო-–-----------იას ერთნაირი საქმიანობის სფერო არ წარმოადგენს აღნიშნული საწარმოების ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას, იმის თაობაზე, რომ ირ---–------ძესა და ლი--------–--–-–--ლს ყავთ საერთო შვილი და ამ საფუძვლით მიჩნეული იქნენ ცრუმაგიერ პირებად, რადგან ქორწინება არ არის რეგისტრირებული შესაბამის ორგანოში.

დასახელებულ პირებს ჰქონდათ ერთმანეთთან ჩვეულებრივი სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე ურთიერთობები და ეს არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამასთანავე მოპასუხის წარმომადგენელმა კვლავ დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ შპს ,,მ---–--"-ს მოეხსნა ყადაღა და აღარ არსებობს დასახელებულ პირთა ცრუმაგიერ პირებად აღიარების წინაპირობები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

საქმეზე მესამე პირები არ არიან ჩართული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 16/02/2011-დან; მეწარმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ბათუმი, პუ–----ს ქუჩა №34. შპს ,,M-----“-ის (ს/ნ4--------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი არის ირ---–------ძე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან;

4.1.2. შპს ,,გო-–-----------ია" (ს/ნ 4--------) რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 28/10/2016-დან; 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------, იურიდიული მის: ოზ--------ი, სოფ.დ-----უ მე-15 ქ.#64)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

4.1.3. 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება 147008,76 ლარი. შპს „M-----“-ს (ს/ნ4--------) ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა 2016 წლის 20 დეკემბერს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2016 წლის 27 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის მიერ 2017 წლის 13 ივნისს გამოიცა #081-530 ბრძანება შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“, რის საფუძველზეც ყადაღა დაედო მის სახელზე რიცხულ ქონებას, ერთ ცალ საკონტროლო- სალარო აპარატს, რომლის ღირებულებაც ვერ უზრუნველყოფს საგადასახადო დავალიანების დაფარვას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

- შედარების აქტი.

-აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.

 

4.1.4. შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) მის საკუთრებაში არსებული 285916,47 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გაასხვისა შპს „გო-–-----------ია“-ზე (ს/ნ4--------). შპს „გო-–-----------ია“-ს (ს/ნ4--------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------, იურიდიული მის: ოზ--------ი, სოფ.დ-----უ მე-15 ქ.#64)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ელექტრონული სასაქონლო ზედნადები;

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

4.1.5. შპს „M-----“-ის (ს/ნ 4--------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შპს „გო-–-----------ია“-ზე (ს/ნ 4--------) გასხვისების პერიოდში, შპს „გო-–-----------ია“-ს (ს/ნ4--------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი იყო ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------, იურიდიული მის: ოზ--------ი, სოფ.დ-----უ მე-15 ქ.#64), რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით ჰყავთ საერთო შვილები შპს „M-----“-ის (ს/ნ 4--------) დირექტორთან ირ---–------ძესთან (პ/ნ 6----------). ლი--------–--–-–--ლმა 2017 წლის 14 ივნისს თავისი 100% წილი გადასცა ლე----------–-ძეს. (პ/ნ 6----------), რომელსაც უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით (პ/ნ 3----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესტრიდან;

-სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ცნობა

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეთა შორის სადავოა შპს „M-----“-ის ამჟამინდელი დავალიანების საკითხი და შესაბამისად მის ცრუმაგიერ პირებად სხვა საწარმოების აღიარების საკითხი.

 

მოპასუხე მხარის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ გაუქმებულია შპს მ---–--ის ქონებაზე ყადაღის დადების სესახებ ბრძანება, მას არარ გააჩნია დავალიანება და არ არსებობს ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი.

მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი საპირისპიროს განმარტავს, ამტკიცებს , რომ შპს „M-----“-ის მიერ ბიუჯეტში თანხა არ არის შეტანილი, დავალიანების შემცირება გამოწვეულია დეკლარაციების დაკორექტირებით, დასახელებულ მეწარმეს ამჯამადაც გააჩნია დავალიანება და შესაბამისად არსებობს მასთან დაკავშირებული პირების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი.

თავისი არგუმენტის გასამყარებლად მოპასუხის წარმომადგენელმა წარმაოდგინა შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2017 წლის 14 ნოემბრის N081-1045 ბრძანება ქონებაზე ყადაღის გაუქმების შესახებ,რიტაც მოეხსნა ყადაღა შპს „M-----“-ის ქონებას.

მოსარცელე სემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა წარმოადგინა შედარების აქტი და დავების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 ივლისის სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „M-----“-ს დღეის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება, შესაბამისად საფუძვლიანია შპს „M-----“-ის, შპს ,,გო-–-----------იას", ირ---–------ძესა და ლი--------–--–-–--ლის ერთი-მეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

სასამართლო დასახელებულ მტკიცებულებათა სეფასებით მიიჩნევს, რომ არსებობს შპს „M-----“-ის, შპს ,,გო-–-----------იას", ირ---–------ძესა და ლი--------–--–-–--ლის ერთი-მეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველი, რაზეც იქნება მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

-,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, პს „M-----“ (ს/ნ4--------), შპს „გო-–-----------ია" (ს/ნ4--------), ირ---–------ძე (პ/ნ6----------) და ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------) აღიარებული იქნან ერთ-მეორეს ცრუმაგიერ პირებად.

 

7.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

7.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246–ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ცრუმაგიერ პირებად აღიარებისათვის სახეზე უნდა იყოს გადასახადის გადამხდელის განსხვავების შეუძლებლობა სხვა იმ პირისაგან, რომელიც გამოყენებული არის გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით ანუ გადასახადის გადამხდელი პირი, რომელსაც გააჩნია საგადასახადო ვალდებულებები, მისი გადახდისაგან თავის არიდების მიზნით ისეთ კავშირში შედის სხვა მეწარმე სუბიექტთან, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განსხვავება.

 

7.4. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით შპს ,,M-----"-ს (ს/ნ4--------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება. ასევე დადაგენილია, რომ შპს „M-----“-ს (ს/ნ 4--------) მის საკუთრებაში არსებული 285916,47 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები გაასხვისა შპს „გო-–-----------ია“-ზე (ს/ნ4--------). შპს „გო-–-----------ია“-ს (ს/ნ4--------) 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------, იურიდიული მის: ოზ--------ი, სოფ.დ-----უ მე-15 ქ.#64). ლი--------–--–-–--ლსა და ირ---–------ძეს ყავთ საერთო შვილები.

 

7.5. დასახელებულ გარემოებათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ შპს ,,M-----“-ის მიერ, რომლის 100 % წილის მესაკუთრეა ირაკლი კახიძე, შპს „გო-–-----------ია“--ზე ქონების გადაწერა, რომლის 100 % წილის მესაკუთრეა ლი--------–--–-–--ლი, მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებების თავიდან არიდებას. ამ გარემოებათა გათვალისწინებით შპს ,,M-----“-ისა და შპს „გო-–-----------ია“ განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია - ისინი წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პირებს შორის ადგილი აქვს განსაკუთრებულ ურთიერთობას და განხორციელებული ქმედებები კი ნიშნავს რომ შპს ,,M-----““-მა განარიდა მოძრავი ქონება საგადასახადო ვალდებულებებისაგან, ხოლო მეორე მხრივ თავიდან აიცილა საწარმოზე დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები. ერთი საწარმო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების დაფარვას აპირებს მეორე საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებიდან.

ფაქტობრივად, ,,შპს ,,M-----“-ის საქმიანობას აგრძელებს შპს ,, შპს „გო-–-----------ია“ ირ---–------ძეს მართვით, მხოლოდ შეცვლილი სახელითა და საიდენტიფიკაციო კოდით.

 

სასამართლო იზიარებს ასევე მოსარჩელე მხარის იმ მოსაზრებას, რომ ყოველივე აღნიშნული ემსახურება ,შპს ,,M-----“-ის მიმართ წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისაგან თავის არიდებას, რისთვისაც ამ უკანასკნელის მიერ გამოყენებული იქნა სხვა სახელით რეგისტრირებული საწარმო- შპს „გო-–-----------ია“

ამ პირთა მიერ ცალ–ცალკე გადასახადის გადამხდელებად საგადასახადო აღრიცხვაზე დადგომა ემსახურება კუთვნილი გადასახადებისათვის თავის არიდების (ბიზნესის დანაწევრება) და საგადასახადო ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზანს.

 

7.6 საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც:

ა)პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

ბ)ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე პირ საწარმოში, თუ ასეთი მონაწილეობის წილი არანაკლებ 20 პროცენტია;

გ) პირი ახორციელებს საწარმოს კონტროლს;

დ) ფიზიკური პირი თანამდებობრივად ექვემდებარება სხვა ფიზიკურ პირს;

ე)ერთი პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მეორე პირს;

ვ)პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი;

ზ) პირები ერთად, პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებენ მესამე პირს;

თ) პირები ნათესავები არიან;

ი) პირები ამხანაგობის წევრები არიან.

მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირებს პირდაპირ ან არაპირდაპირ აკონტროლებს მესამე პირი.

მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებამ, რომ სამი საწარმოს დამფუძნებელი და წილების მესაკუთრე არის ერთი და იგივე პირივნება გურამ დუმბაძე, გავლენა მოახდინა საწარმოთა ეკონომიკურ საქმიანობაზე, კერძოდ, საწარმოებმა ერთობლივად შექმნეს იმგვარი გარემოება, რომ ერთ საწარმოს დაუტოვეს მხოლოდ ვალდებულებები, რომელთა უზრუნველყოფაც შეუძლებელი გახდა საწარმოდან ქონების გატანის გამო, ხოლო მეორე ფაქტობრივად აგრძელებს პირველი საწარმოს საქმიანობას, ბიუჯეტის წინაშე ყოველგვარი დავალიანების გარეშე.

 

7.7. სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქმნიან მოპასუხეების ცრუმაგიერ პირებად აღიარების საფუძველს, შემოსავლების სამსახურის სარჩელი სამართლებრივი საფუძვლის მქონე და დასაბუთებულია, რის გამოც ის უნდა დაკმაყოფილდეს, საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისა და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, აღიარებული უნდა იქნან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად: შპს ,,M-----“-ს (ს/ნ4--------), შპს „გო-–-----------ია" (ს/ნ4--------), ირ---–------ძე (პ/ნ6----------) და ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------).

 

8. საპროცესო ხარჯები

’’სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით: საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან სახელმწიფო საფინანსო-საკრედიტო, საგადასახადო, საბაჟო და სხვა მაკონტროლებელი ორგანოები, როგორც მოსარჩელეები ან მოპასუხეები- სარჩელზე გადასახადის, მოსაკრეფლების, სახელმწიფო ბაჟისა და სხვა აუცილებელი გადასახდელების ბიუჯეტში გადახდისა და ბიუჯეტიდან თანხის დაბრუნების შესახებ, აგრეთვე განსაკუთრებული წარმოების საქმეებზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ერთი მხარის განთავისუფლება სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მეორე მხარის სასამართლო ხარჯების გადახდის ვალდებულებებზე გავლენას არ ახდენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით ყადაღა დაედო ლი--------–--–-–--ლის, ირ---–------ძის და შპს „გო-–-----------ია"-ს ქონებებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 25-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე, 268-ე, 269-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შპს „M-----“ (ს/ნ4--------), შპს „გო-–-----------ია" (ს/ნ4--------), ირ---–------ძე (პ/ნ6----------) და ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------) აღიარებული იქნენ ერთ-მეორეს ცრუმაგიერ პირებად.

 

2. მოპასუხეებს, შპს „M-----“ (ს/ნ4--------), შპს „გო-–-----------ია" (ს/ნ4--------), ირ---–------ძე (პ/ნ6----------) და ლი--------–--–-–--ლი (პ/ნ3----------) დაეკისროთ სოლიდარულად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით.

 

3. უცვლელად დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც ყადაღა დაედო ლი--------–--–-–--ლის, ირ---–------ძის და შპს „გო-–-----------ია"-ს ქონებებს.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მხარეთათვის დასაბულებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე