განაჩენი

სისხლის სამართლის 27.08.2018
საქმის ნომერი
330100115792893
თარიღი
27.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/2----15

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი სოფიო ჩოხელი,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ს--–---ე ა----–---–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ------ი ა-–---–-ს ძე მ-----–---–ი - დაბადებული 19---–-–---------------ს, პირადი #5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–---------------------–---------ში;

 

ადვოკატი - ტ-----ლ კ-------,კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით: საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი(2015 წლის 7 მარტს მოქმედი რედაქცია),სხდომის სახე: ღია,აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი :

 

სასამართლომ დადგენილად ცნო: - ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით გ------ი მ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მას სასჯელის სახედ საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------- განჩინებით, ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ------ი მ-----–---–ს ¼-ით შეუმცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი, ხოლო სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდა. საბოლოოდ, გ------ი მ-----–---–ს მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით და იმავე დღეს განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.

 

წარსულში საკუთრების წანააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი გ------ი მ-----–---–ი 2015 წლის 7 მარტს, დაახლოებით 03:30 საათზე, თ---–--–---------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე გ------ი ლ---------–---ის კუთვნილი საფულიდან აშკარად დაეუფლა 50 ლარიან კუპიურას, რითაც დაზარალებულს მიადგა 50 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

იმავე დღეს, დაახლოებით 03:30 საათზე, თ---–--–---------–------------ მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გ------ი მ-----–---–მა და თ---------- ჯ-----ემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ------ი ლ---------–---ს მრავალჯერადი დარტყმით, სახის არეში მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

დაზარალებულმა გ------ი ლ---------–---მა განმარტა, რომ 2015 წლის 6 მარტს კაფე–ბარ "ა-–-------–ი" იმყოფებოდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ერთად. იმავე ბარში გაიცნო ორი ახალგაზრდა მამაკაცი - გ------ი მ-----–---–ი და თ---------- ჯ-----ე რომლებიც მიიპატიჟა სუფრასთან. გ------ი მ-----–---–ს ტანთ ეცვა ლურჯი ფერის ქურთუკი, ხოლო თ---------- ჯ-----ეს - ყავისფერი. გ------ი მ-----–---–მა ჰკითხა ჰქონდა თუ არა მას ფული. დაზარალებულმა გახსნა საფულე სადაც შენახული ჰქონდა შვილებისათვის გასაგზავნი თანხა და აჩვენა 50 ლარიანი კუპიურა. სწორედ იმავე დროს მისთვის მოულოდნელად ბრალდებულმა ჩაყო ხელი მის საფულეში და ამოიღო 50 ლარიანი. მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ფული გ------ი მ-----–---–-- არ დაუბრუნა და გზა თ---------- ჯ-----ესთან ერთად განაგრძო ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

გ------ი ლ---------–---ის განმარტებით მან გარკვეულ მანძილზე სდია გ------ი მ-----–---–ს ხვეწნა -მუდარით დაებრუნებინა კუთვნილი 50 ლარიანი და შემდეგ შეიგინა, რასაც თ--------- ჯ-----ის მხრიდან მოჰყვა აგრესია და ამ უკანასკნელმა დაუწყო ცემა. ამავე ჩვენებით მას ასევე ურტყამდა გ------ი მ-----–---–იც.

 

უშუალოდ ცემის ფაქტს შეესწრნენ პოლიციის თანამშრომლები რომლებსაც დაზარალებულმა განუცხადა, რომ გ------ი მ-----–---–მა გასტაცა 50 ლარიანი კუპიურა. თანამშრომლებმა ორივე ადგილზე დააკავა და გ------ი მ-----–---–ის ჩხრეკისას პირად ნივთებთან ერთად ამოიღო 50 ლარიანი კუპიურა.

 

ბრალდებულმა გ------ი მ-----–---–მა განმარტა, რომ თ---------- ჯ-----ესთან ერთად ივახშმა კ------------------ მდებარე რესტორანში. მეგობარმა თანხა არ გადაახდევინა, უთხრა შვილს მოახმარეო და დასძინა, რომ თავად იმ დღეს ჰქონდა სამსახურში აღებული ხელფასი. სიგარეტის შესაძენად ჩავიდნენ ბარში. იქ ნახეს გ------ი ლ---------–---ი რომელიც იჯდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ერთად. თ---------- ჯ-----ემ ამ უკანასკნელის მიმართ გამოთქვა უცენზურო სიტყვა. გ------ი ლ---------–---ი მასთან ერთად მყოფს გამოექომაგა. ბრალდებული ჩაერთო საუბარში და მამაკაცები დაშოშმინება. ბარის გასასვლელში დაზარალებულს დაემშვიდობა. იმავდროულად დაურეკა მეუღლემ და გ------ი მ-----–---–მა გზა გააგრძელა თ---------- ჯ-----ესთან ერთად. მისთვის მოულოდნელად თ---------- ჯ-----ის მისამართით უკნიდან შემოესმა გ------ი ლ---------–---ის გინება. თ---------- ჯ-----ეს ჰყავდა ახლადგარდაცვილი დედა, ვერ მოითმინა და ხელი დაარტყა გ------ი ლ---------–---ს. გაშველების მიზნით ჩხუბში ჩერია და მას პირადად დაზარალებულისათვის არ დაურტყამს. ამავე ჩვენებით, პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს იმავე ტერიტორიაზე და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა.

 

მოწმე თ---------- ჯ-----ემ განმარტა, რომ გ------ი მ-----–---–თან ერთად იმყოფებოდა რესტორანში, ხინკალისა და ლუდის თანხა თავად გადაიხადა. ერთად წამოვიდნენ თ------------ ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარ ,,ა-–-------–ი“. იმავე ბარში გაიცნო გ------ი ლ---------–---ი, რომელიც იჯდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან ერთად. ამ უკანასკნელის მიმართ გ------ი მ-----–---–ის გამონათქვამმა დაზარალებული გააღიზიანა და საყვედური უთხრა ბრალდებულს. ბარში ბიჭებს არ უჩხუბიათ. გ------ი მ-----–---–ი და გ------ი ლ---------–---ი საუბრობდნენ საერთო ნაცნობებზე, შემდეგ დაემშვიდობნენ და მან ბრალდებულთან ერთად გზა გააგრძელა ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ უკნიდან გაიგონა გინების ხმა. დედა სამი თვის გარდაცვილი ჰყავდა, ვერ მოითმინა და გ------ი ლ---------–---ს დაარტყა. ჩხუბში ჩაერია გ------ი მ-----–---–იც და მანაც დაარტყა დაზარალებულს ხელი. ცემის პერიოდში ისინი შემჩნეული იქნენ პოლიციის თანამშრომელთა მიერ და ორივე ადგილზე დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ მას უშუალოდ არ დაუნახავს ძარცვის ფაქტი.

 

ი-----–- თ---------–---–ის ჩვენებით დადგენილი გარემოებაა, რომ 2015 წლის 7 მარტს, გამთენიისას, დაახლოებით 3-დან 4 საათამდე პერიოდში, სადგურის მოედნის მეტროსადგურის მიმდებარედ, მან გ------ი პ----–---–თან, ა-----– მ--------სთან და რ----- მ-------თან ერთად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშნა თ------------ ქუჩიდან სასტუმრო ,,კ---–-----ს“ მიმართულებით მიმავალი ორი პირი რომელთაც მოჰყვებოდა ჭაღარათმიანი მამაკაცი ყვირილით. ეს უკანასკნელი ლურჯქურთუკიანს უყვიროდა დაებრუნებინა მისი კუთვნილი 50 ლარიანი. მან დაინახა, რომ ორივე მიტრიალდნენ და ჭაღარათმიან მამაკაცს დაუწყეს ცემა. მათი მისვლისთანავე დაზარალებულმა პოლიციის თანამშრომლებს უთხრა, რომ ბრალდებულმა მას გასტაცა 50 ლარი. ადგილზე მოხდა როგორც გ------ი მ-----–---–ის, ასევე თ---------- ჯ-----ის ჩხრეკა და დაკავება. ი-----–- თ---------–---–მა და ა-----– მ--------მ დააკავეს თ---------- ჯ-----ე, ხოლო გ------ი მ-----–---–ის დაკავება მოხდა გ------ი პ----–---–ისა და რ----- მ--------ს მიერ. გ------ი მ-----–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად საფულიდან სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული იქნა ფულადი თანხა - 50 ლარიანი და 10 ლარიანი კუპიურების სახით და წვრილი თანხა, რომლის ოდენობა არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, ოქმების უქონლობის გამო, საპროცესო დოკუმენტების შედგენა მოხდა განყოფილებაში.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ------ი პ----–---–მა.

 

ა-----– მ--------მ დაკითხვისას აღწერა ვაგზლის მოედანზე შემთხვევის ღამეს მომხდარი ფაქტი და განმარტა, რომ თ------------ გამზირზე მიმავალ ორ მამაკაცს, რომელთაგან ერთს ლურჯი ქურთუკი ეცვა, ხოლო მეორეს - ყავისფერი თანხის დაბრუნების თხოვნით მიჰყვებოდა ჭაღარათმიანი მამაკაცი. მათი თვალთახედვის არეში იყვნენ დასახელებული პირები, როცა მიბრუნდნენ და დაზარალებულს დაუწყეს ცემა. გ------ი ლ---------–---ს თვალის ჰქონდა შესიებული და ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. ადგილზე დააკავეს ორივე მათგანი და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. გ------ი მ-----–---–ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა საფულე, რომლის გახსნისას სხვა ნივთებთან ერთად ნანახი იქნა კუთხეში ჩაკუჭული 50 ლარიანი.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა რ----- მ-------მა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რაც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, 2015 წლის 7 მარტს გ------ი მ-----–---–ის ჯინსის შარვლიდან ამოღებულ იქნა ყავისფერი ტყავის საფულე მასში მოთავსებული ერთი ცალი 50 ლარიანი და ერთი ცალი 10 ლარიანი კუპიურებით, სამი ცალი ერთლარიანი მონეტით, ასევე, მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები.

 

უდავოდ ცნობილი დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2015 წლის 7 მარტს, გამომძიებელ ზ------ გ-----–---–ის მიერ დათვალიერდა გ------ი ლ---------–---ის მიერ წარდგენილი გრძელსახელოებიანი, მონაცრისფრო თეთრი და შავი ზოლებით მაისური, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

 

შპს ,,ა------ ჯ-----------“ აფთიაქიდან ამოღებული გარე ხედვის ვიდეოკამერის ჩანაწერის თანახმად : - 2015 წლის 7 მარტს, 03:20 საათზე კადრში ჩნდება თ------------ გამზირის მხრიდან მომავალი სამი მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის გ------ი ლ---------–---ი, მეორე არის ლურჯქურთუკიანი და მესამე კი ყავისფერქურთუკიანი ახალგაზრდა პარკით ხელში. გ------ი ლ---------–---ის განმარტებით, ამ მომენტისთვის ლურჯქურთუკიან ახალგაზრდას უკვე წართმეული აქვს მისთვის 50 ლარიანი კუპიურა და ის ეკამათება დაუბრუნოს უკან თანხა. მამაკაცები აგრძელებენ სიარულს ,,ბ--–----------------“ მიმართულებით. 03:22 საათზე კადრში ჩანს ჩხუბის დეტალები, რაც გ------ი ლ---------–---ის განმარტებით გამოწვეული იყო იმით, რომ ლურჯქურთუკიანმა მას არ დაუბრუნა წართმეული თანხა და ამის გამო შეაგინა რაც ჩხუბში გადაიზარდა. დაზარალებულის განმარტებით კადრს მიღმა მას ორივე მამაკაცმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო დასახმარებლად ადგილზე მისულ ოთხ პოლიციელს მიმართა დახმარების თხოვნით და მიუთითა ლურჯქურთუკიანზე, რომელმაც უშუალოდ წაართვა 50 ლარიანი კუპიურა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რაც დადგენილ გარეომოებად იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ, 2015 წლის 7 მარტს გ------ი მ-----–---–ისგან გარდა ფულადი თანხის და პირადი ნივთებისა, ამოღებულ იქნა ლურჯი ფერის ნაჭრის ქურთუკი, რომელსაც წინა მხარეს მკერდზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რაც დადგენილ გარემოებად იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ, 2015 წლის 7 მარტს თ---------- ჯ-----ისგან (მოცემული საქმიდან გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე) გარდა პირადი ნივთებისა, ამოღებულ იქნა ყავისფერი ე.წ.დუტის ქურთუკი, რომელსაც დაზიანებული აქვს მარჯვენა მკლავი და იღლია.

 

ზ------ გ-----–---–ის ჩვენებით, 2015 წლის 7 მარტს განყოფილებაში მიყვანილი იქნა გ------ი მ-----–---–ი და თ---------- ჯ-----ე, ასევე - დაზარალებული გ------ი ლ---------–---ი. თ---------- ჯ-----ეს და გ------ი ლ---------–---ს ემჩნეოდათ გარეგნული დაზიანებები. გ------ი ლ---------–---მა დაკითხვისას უჩვენა, რომ კაფე-ბარ ,,ა-–-------–ი” გაცნობილ ორ პირთაგან ლურჯქურთუკიანმა მას წაართვა 50 ლარი და თანხის მოთხოვნის შემდეგ სცემა. აღნიშნულის შესაბამისად, გ------ი ლ---------–---ი ცნობილ იქნა დაზარალებულად და მის მიერ ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

 

დათვალიერების ოქმის თანახმად, რაც უდავოდ იქნა მიჩნეული მხარეთა მიერ, 2015 წლის 7 მარტს გ------ი ლ---------–---ის მიერ გამომძიებელ ზ------ გ-----–---–ისთვის წარდგენილ იქნა გრძელსახელოებიანი, მონაცრისფრო თეთრი და შავ ზოლიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები.

 

ტრასოლოგიური ექსპერტიზის #2------- დასკვნით, რაც ასევე უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ, დადგენილია, რომ გ------ი ლ---------–---ის ჯემპრზე რაიმე სახის დაზიანების კვალი გარდა ექსპლუატაციის ცვეთისა არ აღინიშნება; თ---------- ჯ-----ის ქურთუკზე არსებული დაზიანება ნაკერის განარღვევის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ზემოქმედების შედეგად; გ------ი მ-----–---–ის ქურთუკზე არსებული დაზიანება გახევისა და ნაკერის განარღვევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. დასკვნის სისწორე სასამართლოში დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა რობერტ ტატოევმა.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის #2----- დასკვნით, რაც მხარეთა მიერ დადგენილ ფაქტად იქნა მიჩნეული, დადგენილია, რომ გ------ი ლ---------–---ის სისხლი მიეკუთვნება Oαβ /I/ ჯგუფს; თ---------- ჯ-----ის სისხლი მიეკუთვნება Oαβ /I/ ჯგუფს; გ------ი მ-----–---–ის სისხლი მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს; გ------ი ლ---------–---ის ჯემპრზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Oαβ /I/ ჯგუფს; თ---------- ჯ-----ის ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Oαβ /I/ ჯგუფს; გ------ი მ-----–---–ის ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს. გ------ი ლ---------–---ის და თ---------- ჯ-----ის სისხლი და გ------ი ლ---------–---ის ჯემპრზე და თ---------- ჯ-----ის ქურთუკზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Oαβ /I/ ჯგუფს; გ------ი მ-----–---–ის სისხლი და გ------ი მ-----–---–ის ქურთუკზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Aβ /II/ ჯგუფს.

 

სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის (შესაბამისი ბეჭდით დაუმოწმებელი) პაციენტის სამედიცინო #1--- (1818) ბარათის თანახმად, მოქ. გ------ი ლ---------–---ს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 7.03.15 2-წ, 05:35 საათზე. მასვე აღენიშნებოდა მცირე ზომის ნახეთქი ჭრილობა და ჰემატომა/სისხლნაჟღენთი მარჯვენა თვალის ქუთუთოზე. 09.03.15 წ პირადი შემოწმებისას მოქ. გ------ი ლ---------–---ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი და შეხორცების ფაზაში მყოფი (ქერქით დაფარული, სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად - ნახეთქი) ჭრილობა - მარჯვენა თვალბუდის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.

 

დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----------------.

 

დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში მოითხოვა ბრალდებულის გამართლება იმ ძირითად გარემოებაზე დაყრდნობით, რომ საქმე აგებულია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებაზე და არ მოიპოვება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ------ი მ-----–---–ის მიმართ როგორც ძარცვის ასევე ცემის ეპიზოდში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საკნონსტიტუციო სასამართლომ 22/01/2015 წლის #548 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „მტკიცებულების უტყუარობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება“.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც მტკიცებულება ძალიან ძლიერია და არ არსებობს მისი არასანდოობის რისკი, მტკიცებულების გამყარების საჭიროება შესაბამისად/პროპორციულად, დაბალია.

 

საქმეში ჯალო გერმანიის წინააღმდეგ (Jalloh v. Germany) [დიდი პალატა], N54810/00, §96, ECHR 2006, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა ,,იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა სამართალწარმოების მთელი პროცესი სამართლიანი, გასათვალისწინებელია ისიც, თუ რამდენად მოხდა დაცვის უფლებების პატივისცემა. ამასთან, გასათვალისწინებელია მტკიცებულების ხარისხი და ისიც, თუ რამდენად აღძრავს ეჭვს იმ გარემოებათა სანდოობა და სიზუსტე, რომლებშიც ის მოიპოვეს. რამდენადაც არ არის აუცილებელი, დადგეს სამართლიანობის პრობლემა, როცა მოპოვებული მტკიცებულება არ არის გამყარებული სხვა მასალებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ თუ მტკიცებულება ძალიან მყარია და არ არსებობს მის სანდოობაში დაეჭვების რისკი, შესაბამისად, მცირდება დამხმარე მტკიცებულებათა საჭიროება“.

 

დაცვის მხარემ სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის ჩვენების სანდოობა დააყენა ეჭვქვეშ და მიუთითა, რომ გ------ი ლ---------–---ი გამოძიების ეტაპზე დაკითხვის დროს იყო ნასვამ მადგომარეობაში და მისი ჩვენება არ იყო სანდო.

მოწმის ჩვენების უტყუარობა მხარემ შესაძლებლია ეჭვქვეშ დააყენოს მისი არგულწრფელობის, მიკერძოების, მოვლენების სწორედ აღქმა-დამახსოვრებისა თუ გადმოცემის კუთხით.

დაზარალებულმა გ------ი ლ---------–---მა სასამართლოში მიცემული ჩვენების დროს დეტალურად გაიხსენა და გადმოსცა მომხდარი ფაქტი, რომ გ------ი მ-----–---–მა რომელიც თ---------- ჯ-------თან ერთად გაიცნო 2015 წლის 7 მარტს კაფე-ბარ ,,ა-–-------–ი“ გასტაცა ერთი ცალი 50 ლარიანი კუპირა. მანვე გ------ი მ-----–---–ს არაერთხელ მიმართა თხოვნით დაებრუნებინა კუთვნილი თანხა. ბრალდებული არ უსმენდა და გზას აგრძელებდა თ---------- ჯ-----ესთან ერთად და მას შემდეგ რაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ისინი, თ---------- ჯ-----ემ და გ------ი მ-----–---–მა ცემეს.

 

მართალია გამოძიების ეტაპზე მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემულ ფაქტებს სასამართლო მტკიცებულებად არ იყენებს, მაგრამ მნიშვნელოვანია შეფასდეს ისინი მოწმის ჩვენების სანდოობის კუთხით. მოცემულ შემთხვევაში გ------ი ლ---------–---ის ჩვენება სრულად შეესაბამება არა მარტო გამოძიების ეტაპზე მის მიერ დაკითხვის დროს გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე თვასებადია პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებთან და დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილ ვიდეოჩანაწერთან.

 

ი-----–- თ---------–---–მა, რ----- მ-------მა და გ------ი პ----–---–მა როგორც სასამართლო სხდომაზე ასევე გამოძიების ეტაპზე კატეგორიულად დაადასტურეს, რომ მათ მიერ დაკავებული ორი პირიდან რომლებიც დაზარალებულს ურტყამდნენ და სცემდენენ, გ------ი ლ---------–---მა მიუთითა ლურჯკურტკიან ახალგაზრდა მამაკაცზე - გ------ი მ-----–---–---, რომ სწორედ მან ამოაცალა 50 ლარიანი კუპიურა. იგივეს ადასტურებს 2015 წლის 7 მარტის პატაკი და გ------ი მ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას სხვა ნივთებთან ერთად ამოღებული 50 ლარიანი კუპიურა.

 

მტკიცებულების სანდოობის კუთხით მნიშვნელოვანია „ა------ ჯ----------დან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც მართალია არ არის ხმოვანი, თუმცა მასზე დატანილი ვიზუალური ინფორმაცია ცალსახად მიანიშნებს ერთზე, რომ გ------ი ლ---------–---ს საქმე აქვს გ------ი მ-----–---–თან.

 

ჩანაწერი მნიშვნელოვანია ასევე გ------ი მ-----–---–ის ჩვენების სანდოობის დასადგენად. ბრალდებულმა განმარტა, რომ ტელეფონზე ელაპარაკებოდა მეუღლეს და თ---------- ჯ-----ესთან ერთად მიდიოდა ფეხით რომ გაზში გაეჩერებინა ტაქსი. მოულოდნელად უკნიდან გაიგო გინება, გაჩერდა და ის იყო აპირებდა ტელეფონის გათიშვას, რომ ლ---------–---სა და ჯ-----ეს შორის ატყდა ხელჩართული ჩხუბი და გაშველების მიზნით თავადაც ჩაერია.

 

საპირისპიროს მეტყველებს ამავე ჩანაწერის ქრონოლოგია, რომელის თანახმად, გ------ი ლ---------–---ი თითქმის ერთ სიბრტყეზე მიჰყვება თ---------- ჯ-----ესა და გ------ი მ-----–---–ს. ჩანს ასევე, რომ დაზარალებული პერიოდულად წინ უდგება მიმავალ ახალგაზრდა მამაკაცებს და გ------ი ლ---------–---ი ვერბალურად უშუალოდ მიმართულია გ------ი მ-----–---–ისაკენ.

 

მნიშვნელოვანია, ჩანაწერის ის ნაწილი როდესაც 03:22 სთ-ზე თ---------- ჯ-----ე ურტყამს გ------ი ლ---------–---ს. ამ დროს ჩხუბში მონაწილე პირებისაგან გ------ი მ-----–---–ი არ არის დისტანცირებული და მას რაღაც მომენტში უჭირავს ტელეფონი, თუმცა ზუსტად იმავე ადგილზეა და არა მოშორებით როგორც ის ამას უთუთებს და ჩანს, რომ ჯ-----ესთან ერთად შემდეგ დაზარალებულს თავადაც ურტყამს.

 

ბრალდებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოვიდა ასევე თ---------- ჯ-----ის ჩვენებასთანაც. გ------ი მ-----–---–ის განმარტებით, როცა თ---------- ჯ-----ესთან ერთად ჩავიდა ბარში ლუდის დასალევად, მისმა მეგობარმა გ------ი ლ---------–---ათან ერთად მყოფ მსუბუქი ყოფაქცევის ქალს მიმართა შურაცხმყოფელი სიტყვებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის გაღიზიანება და ისინი შელაპარაკდენენ. თ---------- ჯ-----ემ საპირისპირო აჩვენა და განმარტა, რომ გ------ი ლ---------–---თან კამათის საფუძველი გახდა გ------ი მ-----–---–ის მიერ მსუბუქი ყოფაქცევის ქალის მიმართ წარმოთქმული სიტყვები. განსხვავებულია თ---------- ჯ-----ის ჩვენება ცემის ეპიზოდშიც, სადაც მან გ------ი მ-----–---–ისაგან განსხვავებით განმარტა, რომ გ------ი ლ---------–---ს ურტყამდა ბრალდებულიც.

 

გ------ი მ-----–---–ის ჩვენებით ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა მას ეკუთვნის. მეტი დამაჯერებლობისათვის სხდომაზე განმარტა, რომ რესტორანში თ---------- ჯ-----ემ იმ მოტივით, რომ ბრალდებულს ჰყავდა ახლადშეძენილი შვილი თანხა არ დაახარჯინა, უთხრა, რომ ხელფასი ჰქონდა აღებული და თავად იხდიდა. გ------ი მ-----–---–ის მიერ დასახელებული გარემოება წინააღმდეგობაში მოვიდა თ--------- ჯ-----ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლის თანახმად თ---------- ჯ-----ე არის დროებით უმუშევარი.

 

დაცვის მხარის პოზიციას, რომ დაზარალებულმა არასწორი იანფორმაცია მიაწოდა სასამართლოს თანხის ნაწილშიც სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ დაზარალებულმა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა ძარცვის შედეგად მიღებული ზიანის ოდენობა, რომელიც შეადგენს 50 ლარს და ის გარემოება, რომ მას ურტყამდა როგორც თ---------- ჯ-----ე, ასევე გ------ი მ-----–---–ი.

 

სასამართლო თვლის, რომ გ------ი ლ---------–---ის მიცემული ჩვენება, არის თავსებადი გამოკვლეულ მტკიცებულებებთან და არ არსებობს დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის წარსული ნასამართლობის გათვალისწინებით სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული გ------ი მ-----–---–ის ქმედებებს და თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ გ------ი მ-----–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 125- ემუხლის 1-ელი ნაწილით (2015 წლის 7 მარტს მოქმედი რედაქცია) და მანვე ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით(2015 წლის 7 მარტს მოქმედი რედაქცია).

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი. ამასთან, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

გ------ი მ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და ავადმყოფი დედა. რაც შეეხება ნასამართლობას, როგორც დამამძიმებელ გარემოებას, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს საქარველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად არ მიიღებს მხედველობაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გ------ი მ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 7 მარტს მოქმედი რედაქციით);

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ დაენიშნოს - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, გ------ი მ-----–---–ს სასჯელის სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

 

გ------ი მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მომენტიდან;

 

გ------ი მ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2015 წლის 7 მარტიდან - იმავე წლის 13 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი;

 

გაუქმდეს გ------ი მ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს თანხა დაუბრუნდეს მის შემტან პირს; ასევე, გაუქმდეს სასამართლოში ანგარიშგების ვალდებულება და გ------ი მ-----–---–ს დაუბრუნდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

ნივთიერი მტკიცებულებები - გ------ი მ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 50 ლარიანი კუპიურა და მაისური დაუბრუნდეს გ------ი ლ---------–---ს; გ------ი მ-----–---–ის და თ---------- ჯ-----ის ქურთუკები დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს; სისხლის ნიმუშები განადგურდეს, ხოლო ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ დისკზე შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/