გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
231210018002490437
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №231210018002490437-2/148-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

,,18” სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბორჯომი

ახალციხის რაიონული სასამართლოს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე - ლუიზა თოდუა

სხდომის მდივანი - ლანა ლონდარიძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - ი-----–--------–-ა

მოპასუხე - გ------------------ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ი“-ს სარჩელი მოპასუხე გ------------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ------------------ეს (პ/ნ - 1----------) სს ,,ს----------–--------ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს - 1413,57 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 700 ლარი, პროცენტი (საკომისიო) – 413.57 ლარი და პირგასამტეხლო - 300 ლარი.

 

3. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს“ (ს/ნ - 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი (საგადასახადო დავალება N1; თარიღი - 11.06.2018წ.).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატის მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უარდეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს ბორჯომის მაგისტრატი მოსამართლის აპარატში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ლუიზა თოდუა

 

შენიშვნა:

 

მხარეთა თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: P ლუიზა თოდუა