განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2018
საქმის ნომერი
330100118002266469
თარიღი
01.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N--------

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

01 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო მაისაია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - თ----- ა---–---–---–ი, ქ------- ჩ----ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

კ---- ს-----ი - დაბადებული 1--- წლის 2-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გ--------------------–---–------------.

 

ადვოკატი - ნ------- ც--–--ე

 

კვალიფიკაცია:

კ---- ს-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და მაგისტრალური მილსადენში არსებული გაზის მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ 2015 წელს შპს ,,ბ----------------ს“ ფაქტობრივმა მმართველმა კ---- ს-----მა განიზრახა მრიცხველის გვერდის ავლით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ ოპერირების ქვეშ არსებულ, მაგისტრალურ გაზსადენიდან, დიდი ოდენობით ბუნებრივ აირს. მოპოვებული ბუნებრივი აირის რეალიზაცია კი მოეხდინა სათანადო საბუღალტრო აღრიცხვის გარეშე და მიღებული თანხით მნიშვნელოვნად გაეზარდა ფინანსური შემოსავალი. დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულების მიზნით კ---- ს-----მა გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ში მდებარე ასევე მის კუთვნილ შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე, მიმავალ მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენზე, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მიწისქვეშ უნებართვოდ დააერთა ლითონის მილი. ამავე მილზე მაგისტრალურ გაზსადენში არსებული ბუნებრივი აირის მაღალი არასამომხმარებლო წნევის, სამომხმარებლო წნევამდე დასადაბლებლად დაამონტაჟა ონკანი, ფილტრი, მანომეტრი და გაზის წნევის დამადაბლებელი რეგულატორი. ზემოაღნიშნული მოწყობილობა მრიცხველის გვერდის ავლით ე.წ. სმკაპით შეუერთა შპს ,,ბ----------------ს“ გაზმარეგულირებელი სადგურიდან გამომავალ მილს, რისი საშუალებითაც 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე პერიოდში მრიცხველის გვერდის ავლით ფარულად დაეუფლა 1 153 192 კბმ ბუნებრივ აირს. აღნიშნულით კ---- ს-----მა დაზარალებულ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას’’ მიაყენა 457 631,39 ლარის ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ წარმომადგენელმა კ------------- ბ--–-----ემ განაცხადა, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ ემსახურება საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და კეთილდღეობას. კომპანიის ძირითადი საქმიანობა არის მაგისტრალური გაზსადენის ფუნქციონირება, ბუნებრივი აირის მომხმარებელთან მიწოდება. მისი განმარტებით, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ არის ერთადერთი ლიცენზიატი კომპანია, რომელიც ახორციელებს მაღალი წნევის მაგისტრალური გაზსადენით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას. კ------------- ბ--–-----ემ განაცხადა, რომ მაგისტრალური გაზსადენის განმარტება ასახულია ენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის 1997 წლის 27 ივლისის კანონში. მოწმის ჩვენებით, 2016 წლის ივლისის თვეში, კომპანიის მ-------------ის სამსახურისთვის სამსახურეობრივი ბარათით ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთებას, რაც გულისხმობდა დანაშაულის ჩადენას. ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ შპს ,,ს-----ს“ და შპს ,,ბ---------------ს“ კუსტარული წესით მაგისტრალური გაზსადენზე დაერთებული ჰქონდა მილი, რომლითაც ხდებოდა ობიექტებზე ბუნებრივი აირის უკანონო მიწოდება. მისი განმარტებით, დანაშაულებრივი ქმედებით, უკანონოდ მოხმარებულია 1 153 192 კბმ ბუნებრივ აირი და დაზარალებულ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას მიადგა 457 631,39 ლარის ზიანი.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- ბ------–---მა განაცხადა, რომ 2016 წელს მუშაობდა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ გ-------–---- დირექტორად, მის უფლებამოსილებაში შედიოდა კომპანიის ხელმძღვანელობა და კურატორობა. ი-----–- ბ------–---ის განმარტებით, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ არის ერთადერთი ლიცენზიატი, რომელიც ახორციელებს მთელ ქვეყანაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას, ამავე დროს კომპანიას აქვს ფუნქცია რ-------ს ფედერაციიდან ს-------ის რესპუბლიკაში გაზის ტრანზიტის. ი-----–- ბ------–---ის განმარტებით, ვინაიდან, მ-------------ს არეალში მომატებული იყო დანაკარგის ოდენობა, კომპანიის სამსახურებმა დაიწყეს ძიება თუ რა იწვევდა დანაკარგს. 2016 წლის ივლისის თვეში, ი-----–- ბ------–---ს დაუკავშირდა კომპანიის მთავარი ინჟინერი, რომელმაც მოახსენა, რომ მ-------------ს განშტოებაზე, სადაც ტარდებოდა ძებნით სამუშაოები, დაფიქსირებული იყო საეჭვო ფაქტი. ი-----–- ბ------–---ი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მდებარეობდა შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს“ სადგურები და სადაც აღმოჩენილი გაზსადენზე უკანონო დაერთება. ი-----–- ბ------–---ის განმარტებით, მისმა თანამშრომლებმა მესამე დღეს აღმოაჩნეს გაზსადენზე მეორე უკანონო დაერთება.

 

2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ თანამშრომელმა, მთავარმა ინჟინერმა, პროცესზე დაკითხულმა მოწმე გ---–- თ------–---–მა, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ 100 % წილის მფლობელია სახელმწიფო, იგი არის ერთადერთი ლიცენზიატი, რომელიც ემსახურება მაღალი წნევის გაზსადენს და ეწევა რ-------ს ფედერაციიდან ს-------ის რესპუბლიკაში გაზის ტრანსპორტირებას, გაზი გაედინება საქართველოში მდებარე მაგისტრალური გაზსადენში. მაგისტრალური გაზსადენს აქვს ერთი სისტემა, აქვს განშტოებები, წნევის მარეგულირებელი ობიექტები, სადაც მთავრდება მაგისტრალური მილსადენი და გადადის მომხმარებელში. გ---–- თ------–---–ის განმარტებით, ბუნებრივი აირის მაღალი წნევაში იგულისხმება 1.2 მეგაპასკალზე მეტი, 5.5 მეგაპასკალზეა დაპროექტებული საქართველოში მაგისტრალი. 2016 წლის ივლისის თვეში დანაკარგზე მოხდა გათხრითი სამუშაოები, რომელიც ჩაატარა გ------------------------------------ამ, ბუნებრივი აირის დანაკარგი იყო ს----------დან ვ---ს მიმართულებით. გ---–- თ------–---–ს რ-------- ც---–----მ შეატყობინა, რომ იპოვა უკანონო მიერთება, შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელი დამაკავშირებელ მილზე. გ---–- თ------–---–მა ადგილზე ნახა დაერთება, განშტოებაზე მიერთებული იყო 40 მილიმეტრიანი მილი და რეზინის ფილტრი. გ---–- თ------–---–მა ასევე განმარტა, რომ მეორე დაერთება მ-------------ის სამსახურის ხელმძღვანელს მისთვის უცნობმა პირმა აპოვნინა. მეორე უკანონო დაერთება უერთდებოდა შპს ,,ბ----------------დან“ გამომავალ გაზგამანაწილებელ მილს. გ---–- თ------–---–მა აღწერა უკანონო დაერთებისას დამონტაჟებული ნივთები, მაგისტრალურ განშოტებაზე დაერთებული იყო ჯერ 40-იანი მილი ე.წ. ,,შტუცერი’’, რეზინის მილი, მაღალ წნევის მერე დაერთებული იყო ონკანი ან უკუ სარქველი, შემდეგ რეგულატორი, ფილტრი და მანომეტრი. ეს მილი უერთდებოდა ე.წ. სამკაპით შპს ,,ბ----------------დან“ გამომავალ მილს. გ---–- თ------–---–ის განმარტებით, შპს ,, ბ----------------ს“ ონკანი მცირედ იყო გახსნილი, ხოლო მეორე ონკანი, რომლის მილი შპს ,,ბ---------------ს“ უერთდებოდა, სრულად გახსნილი იყო. მოწმის განმარტებით, ,,ბ----------------’’ ახდენს მოძრავი ავტოგასამართი ტრაილერების დატუმბვას.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- რ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,-----------–----------------------------------ის“ შ-------------------ის სამსახურის უფროსად. იგი კომპანიის უფროსის დავალებით იმყოფებოდა გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ში, სადაც კომპანიის სხვა თანამშრომლებთან ერთად ატარებდა საძიებო სამუშაოებს, მათ უნდა ენახათ უკანონო დაერთებები მაგისტრალური გაზსადენზე, საიდანაც ხდებოდა ბუნებრივი აირის უკანონოდ მითვისება. გ------- რ------–---–ის განმარტებით, როდესაც იგი ჩავიდა სოფელ ბ-------ში აღმოჩენილი იყო ერთი უკანონო დაერთება, ხოლო მეორე უკანონო დაერთებისთვის მიმდინარეობდა სამუშაოები. სადაც საძიებო სამუშაოები ტარდებოდა იმ ტერიტორიაზე განთავსებული იყო შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს“ გაზგამანაწილებელი სადგურები. გ------- რ------–---–მა დაადასტურა, რომ სამუშაო პროცესის დროს ადგილზე იმყოფებოდა კ---- ს-----ი, რომელმაც გ------- რ------–---–ს ანახა მეორე ადგილი, სადაც უკანონო იყო გაზის მილზე დაერთება. გ------- რ------–---–მა უკანონო დაერთების ადგილი აღწერა შემდეგნაირად: განშტოებიდან დაახლოებით ერთ მეტრში მიწის ქვეშ მოწყობილი იყო გაზგამანაწილებელი სადგური, სადაც დამონტაჟებული იყო ონკანი, ფილტრი, რეგულატორი და მანომეტრი. გ------- რ------–---–ის განცხადებით უკანონო დაერთებული მილზე დამონტაჟებული იყო ონკანი, რომელიც იყო ბოლომდე შეღებული, მილი უერთდებოდა შპს ,,ბ----------------დან“ გამომავალი მილს, რომლის ონკანი ოდნავ შეხსნილ იყო. მოწმის ჩვენებით, შპს ,,ბ----------------ს’’ დაერთების მილი მიერთებულია გაზის კომპრესორზე, საიდანაც ხდება მოძრავი გაზგასამართი ცისტერნის შევსება შემდგომი რეალიზაციის მიზნით. გ------- რ------–---–ის განცხადებით, აღმოჩენილი უკანონო დაერთებების შემდეგ, მომხდარი ფაქტი შეატყობინეს ადგილობრივ სამართალდამცველებს. პოლიციის თანამშრომლებმა დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და მოახდინეს შემთხვევის ადგილის ფოტო გადაღება.

 

2.5. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ ს----------ს ფილიალის დირექტორმა რ-------- ც---–----მ, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ კომპანიაში კითხვის ნიშნები გაჩნდა მას შემდეგ, რაც ბუნებრივი აირის დანაკარგმა დიდ ნიშნულს მიაღწია. კომპანიამ გ----ის რაიონის სოფელ მ-----------ში აწარმოა ძებნითი სამუშაოები, თუ სად იკარგებოდა ბუნებრივი აირი. რ-------- ც---–---ის განმარტებით, ტერიტორიაზე, სადაც ძებნითი სამუშაოები მიმდინარეობდა განთავსებული იყო შპს ,,ს-----ის და შპს ,,ბ----------------ს“ გაზმარეგულირებელი პუნქტები. აღნიშნული პუნქტები მაგისტრალური გაზსადენიდან გამომავალ მაღალი წნევის ბუნებრივ აირს გარდაქმნიდა შესაბამის წნევამდე, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო იყო. რ-------- ც---–---- იმყოფებოდა სამუშაოების შესრულების დროს, რა დროსაც მაგისტრალური გაზსადენის განშტოებაზე აღმოჩენილი იქნა მრიცხველის გვერდის ავლით დაერთება, აღმოჩენილი დაერთება განლაგებული იყო შპს ,,ს-----ის“ გაზმარეგულირებელიდან ერთ მეტრში. დაერთება დაფარული იყო ტომრებით, რომელიც მიწის ქვეშ იმყოფებოდა, ასევე დამონტაჟებული იყო დაერთებასთან ფილტრი, წნევის რეგულატორი, გამავალი ხაზი კი დაერთებული იყო შპს ,,ბ----------------დან“ გამომავალ ხაზზე. ასევე დამონტაჟებული იყო ორი ონკანი, რომელიც ე.წ. სამკპაით იყო დაერთებული, ერთი ონკანით ხდებოდა დაერთება შპს ,,ბ----------------ს“ მილზე, რომლიდან გამომავალი ბუნებრივი აირი აღირიცხებოდა მრიცხველში, ხოლო მეორე მილიდან გამომავალი ბუნებრივი აირი მრიცხველის აღწერის გარეშე მიემართებოდა.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ბ----ემ დაადასტურა, რომ სხვა თანამშრომლებთან ერთად მ-----------ის განშტოებაზე ნახა უკანონო დაერთება, რომელიც გაკეთებული ჰქონდა მომხარებელს შპს ,,ს-----ს“ და შპს ,,ბ---------------ს“. უკანონო დაერთების ძებნის სამუშაოებს ახორციელებდა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ თანამშრომლები, მათ შპს ,,ს-----ის“ განშტოებაზე აღმოჩინეს ტომრები, რომელთა ქვეშ მოქცეული იყო უკანონო დაერთება. მ------ ბ----ის განცხადებით, უკანონო დაერთების ნაწილში აღინიშნებოდა ბუნებრივი აირის გაჟონვის კვალი, კერძოდ, ნიადაგს ფერი ჰქონდა შეცვლილი.

 

2.7. სასამართლო სხდომაზე მოწმე რ----– ფ---------–---–მა განმარტა, რომ ტრაქტორის მძღოლად მუშაობს კომპანიაში. იგი ასრულებდა უკანონო დაერთების ძებნის სამუშაოებს, მას შემდეგ, რაც ს-------- ნ---------ემ თავისი ტრაქტორით მიაგნო პირველ დაერთების ადგილს, ვინაიდან, ს-------- ნ---------ის ტრაქტორი იყო დიდი მოცულობის და ვერ ასრულებდა სათანადოდ სამძებრო სამუშაოს, გადაწყდა რ----– ფ---------–---–ის და მისი ტრაქტორის სამუშაოებში ჩართვა. რ----– ფ---------–---–მა განმარტა, რომ როდესაც იგი მივიდა შემთხვევის ადგილზე ნახა ტომრებში ჩაყრილი მიწით ამოშენებული კედლები, სადაც განთავსებული იყო მილზე უკანონო დაერთება. მან ხელმძღვანელობის დავალებით გააგრძელა მეორე დაერთების ძებნის სამუშაოები. რ----– ფ---------–---–ი გააჩერა კომპანიის მ-------------ის თანამშრომელმა და განუცხადა, რომ კ---- ს-----ის მითითებით უნახავთ მეორე უკანონო დაერთება, რის შემდეგაც რ----– ფ---------–---–მა შეწყვიტა მუშაობა. რ----– ფ---------–---–ი შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც მუშებმა ნიჩბებით ამოთხარეს მიწა და ნახეს უკანონო დაერთება, სადაც აღმოჩნდა რომ მილზე დამონტაჟებული იყო ონკანები, მრიცხველი, ფილტრი. რ----– ფ---------–---–მა ასევე დაადასტურა, რომ სამუშაოების ჩატარების პროცესში ადგილზე იმყოფებოდა კ---- ს-----ი.

 

2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-------- ნ---------ემ განაცხადა, რომ სამუშაოების ჩატარების დროს მან ტრაქტორის კოვშით დააზიანა კაბელი, რომლის გამოც დაახლოებით 1 საათის განმავლობაში იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. შემდეგ გააგრძელა დაერთების სამძებრო სამუშაოები, რა დროსაც გაზგამანაწილებელ სადგურთან ახლოს, სადაც შემოღობილი იყო, შეაჩერეს. მას კომპანიის თანამშრომლებმა განუცხადეს, რომ ნახეს ტომრები და შესაძლებელია მაღალი წნევის ქვეშ იმყოფებოდეს მილი.

 

2.9. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ს---–--- მ--–-----მ, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ შპს ,,ს-----ის“ წარმომადგენლის მითითებით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ თანამშრომლებმა ნახეს მეორე უკანონო დაერთება.

 

2.10. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- ქ--------–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,ს----------–-----------------------------------------აში“, სადაც ევალება მაგისტრალური გაზსადენის კვანძების აღრიცხვა და მონტაჟი. ა-–---------- ქ--------–მა დაადასტურა, რომ უკანონო დაერთების გამო მის მიერ შემოწმებული იქნა შპს ,,ბ----------------ს“ მრიცხველი და დალუქული იქნა შპს ,,ბ----------------ს“ ონკანი, რის თაობაზეც შედგა აქტი.

 

2.11. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე თ------- უ-------–--ემ.

 

2.12. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----– დ---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ნ---------------------------------–-აში ტექნიკურ საკითხებში დ------------- მოადგილედ. ნ---------------------------------–-ა სახელმწიფოს 100 % წილითაა დაფუძნებული. კ----------–-ა სახელმწიფო ფონდით ახორციელებს თავის ფუნქციონირებას, იგი არის მილსადენების და გაზსადენების უდიდესი ნაწილის მესაკუთრე. ა-----– დ---------ემ განმარტა, რომ 2011 წლამდე ნ---------------------------------–-ის შვილობილი კომპანია იყო ,,ს----------–-----------------------------------------ა’’, ხოლო 2011 წელის ნ---------------------------------–-ასა და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ შორის გაფორმებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ იჯარის წესით გადაეცა მაგისტრალური გაზსადენი და მასთან დაკავშირებული ობიექტები.

 

2.13. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–- მ-------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს სს ,,ს-----------------------------------–-ნში“, რომელიც არის ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო კომპანია, ყიდულობს ბუნებრივ გაზს და აწვდის მომხმარებელს. მისი განცხადებით, მის კომპანიას ხელშეკრულება დადებული აქვს შპს ,,ს----------–-----------------------------------------ასთან“ რომელიც სს ,,ს-----------------------------------–-ნის“ მიერ შეძენილ გაზს ატარებს გაზასდენში და აწვდის მყიდველს. ასევე, სს ,,ს-----------------------------------–-ნს“ ხელშეკრულება დადებული აქვს შპს ,,ბ---------------თან“, რომელსაც უშუალოდ გაზსადენიდან მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი. ვ-–- მ-------–---–ის განმარტებით, გაზსადენიდან ბუნებრივი აირის დანაკარგის შემთხვევაში მისი კომპანია ზიანს არ ნახულობდა, დანაკარგის ზიანი ერიცხებოდა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“.

 

2.14. სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----- რ---------–---–მა განაცხადა, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ გასცემს ტექნიკურ პირობებს, რომლის მიხედვითაც მომხარებელს ეძლევა კომპანიიდან თანხმობა დაერთების თაობაზე. მომხარებელმა თანხმობის მისაღებად უნდა მიმართოს კომპანიას განცხადებით, ასევე უნდა წარადგინოს ბუნებრივი აირის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგ კომპანია განიხილავს განაცხადს და იძლევა თანხმობას. ზ----- რ---------–---–მა დაადასტურა, რომ მაგისტრალური მილსადენის შემადგენელი ნაწილია გაზგამანაწილებელი სადგური.

 

2.15. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- გ------მ განმარტა, რომ მუშაობს ,,გ---------სში“ დ------------- პოზიციაზე. კომპანია იმპორტის სახით ახორციელებს ი----------–------- რესპუბლიკიდან გაზგამანაწილებელი სადგურებისთვის განკუთვნილი დანადგარების შემოტანას და მათ რეალიზაციას. ასევე კომპანია ახდენს მაღალი წნევის გაზმარეგულირებელი სადგურების აგებას. მის კომპანიას საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა კ---- ს-----თან, რომლის შეკვეთით 2014 წელს აგვისტოს თვეში სოფელ ს------თან ააგეს გაზგამანაწილებელი სადგური. 2015 წლის თებერვლის თვეში მეორე გაზგამანაწილებელი სადგური ააგეს კ---- ს-----ის შეკვეთით. ლ---- გ------ს განმარტებით, 2015 წლის 6 მაისს მისი ,,გ---------სიდან“ შპს ,,ს-----მა“ შეიძინა ბუნებრივი გაზის რეგულატორი, კ---- ს-----მა გადაიხადა 3 500 ლარი და წაიღო მანქანით სოფელ ბ-------ში. მოწმის ჩვენებით, თითოეულ შემოტანილ დანადგარს გააჩნია უნიკალური კოდი და პასპორტი. რეგულატორის კოდი იწყება 2--ით. ლ---- გ------მ დაადასტურა, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ თანამშრომლების მიერ ნანახი უკანონო დაერთების და იქ გამოყენებული რეგულატორი კ---- ს-----ს შეძენილი ჰქონდა ,,გ---------სში“. ლ---- გ------მ აღნიშნა, რომ კ---- ს-----ის მიერ შეძენილი რეგულატორი და მისთვის წარდგენილი რეგულატორის მონაცემები თანხვედრაშია.

 

2.16. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ზ------ კ------ემ.

 

2.17. სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- გ-------–-–---–მა დაადასტურა, რომ შპს ,,ს-----ს“ და კ---- ს-----ს ჰქონდათ უკანონო დაერთება მილსადენზე განხორციელებული, რომელიც აღმოჩენილი იქნა 2017 წლის 15 ივნისს. გ------- გ-------–-–---–ის განმარტებით, კ---- ს-----მა აღიარა უკანონო დაერთების ფაქტი, ხელი მოაწერა სამართალდარღვევის ოქმს და აანაზღაურა ზიანი.

 

2.18. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ბ---------მა განაცხადა, რომ ის არის შპს ,,ბ----------------ს“ დამფუძნებელი და დირექტორი. აღნიშნული მან გააკეთა კ---- ს-----ის თხოვნის საფუძველზე, კ---- ს-----მა მას თხოვა მეგობრულად, რომ დაერეგისტრირებინა შპს. მ-----– ბ---------მა განმარტა, რომ შპს საქმიანობას უძღვებოდა ყოველთვის კ---- ს-----ი, ხოლო თუ რაიმე სახის დოკუმენტზე მისი ხელმოწერა იქნებოდა საჭირო, იგი მიდიოდა კ---- ს-----თან და აწერდა ხელს დოკუმენტს. მან არ იცის კ---- ს-----ის შპს ანგარიშიდან გადარიცხვებს სად და როდის აკეთებდა. მ-----– ბ---------მა დაადასტურა, რომ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იყო შპს ,,ბ----------------ს“ დირექტორი, ხოლო შემდეგ მან ჩუქების სახით გადასცა ი---- ს-----ს.

 

2.19. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მოწმემ მოწმე კ--- ჭ-------–მა განაცხადა, რომ მან შეისწავლა 2016 წლის 3---------ის საგადასახადო შემოწმების აქტი და მიაჩნია, რომ აუდიტის სამსახურის მიერ არასათანადოდ იქნა შესწავლილი შპს ,,ბ----------------ს“ მიერ გახარჯული გაზის ოდენობა, რადგან საწარმო ფიზიკურად ვერ მიიღებდა და რეალიზაციას ვერ გაუკეთებდა გაზის იმ ოდენობას რაც დაფიქსირებულია აუდიტის დასკვნაში.

 

2.20. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა კ---- ს-----მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ შპს ,,ს-----ის“ დირექტორი არის თავად, ხოლო შპს ,,ბ----------------ს“ დირექტორი ფორმალურად არის მისი მეგობარი მ-----– ბ---------ი, მაგრამ შპს-ს საქმიანობას და ხელმძღვანელობას თავად უწევს. მან ასევე განაცხადა, რომ დაერთებები, რომელიც დამონტაჟებული იყო შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს“ გაზის მილზე განხორციელებული იყო შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ თანამშრომლების მიერ, ვინაიდან აღნიშნული კომპანიის სპეციალისტებისა სხვას არ შეეძლო დაერთებების გაკეთება, რადგან მხოლოდ კომპანიის სპეციალისტებს გააჩნიათ სპეციალური ცოდნა და სამუშაო გამოცდილება გაზსადენთან დაკვშირებით. კ---- ს-----მა ასევე ხაზი გაუსვა, რომ გაზსადენის მილები, რომლებზეც დაერთება იყო გაკეთებული არ შეადგენდა მაგისტრალური მილსადენის ქსელს და ის მილები ეკუთვნოდა შპს ,,ს-----ს“ და შპს ,,ბ---------------ს“. ბრალდებულმა კ---- ს-----მა აღნიშნა, რომ მან შპს ,,გ---------სიდან“ შეიძინა რეგულატორი, როგორც სათადარიგო დანადგარად განკუთვნილი. ბრალდებულის განმარტებით, ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე, მიმდინარე პროცესი არის კონკურენტი კომპანიის წარმომადგენლის გ------- ლ--–---–---–ის მიერ ორგანიზებული და მისი ბრალდება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

 

2.21. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას მხარეთა თანხმობის საფუძველზე სადაოდ არ გამხდარა და სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად სასამართლომ პრეიუდიუციული ძალა მიანიჭა მოწმეების: მ-----– ო----ის, ჯ--–-- ბ----------ის, ჯ-------- ღ-------–---–ის, ვ------- ო------–---–ის, ა--------ას, შ---–-- ჩ-------ს, ს---–---- ბ-------ის, ი----- მ---------–ის, ა---- ჭ------ის, გ------- შ--–--–---–ის, ბ---- ვ--–-–---–ის, ზ---- ს-----–---–ის, ე-–----- ვ--–-–---–ის, გ------ ნ-–----–---–ის, თ---------- ყ---–-------–---–ის, მ------ ჯ-------–---–ის, ა------- გ-------ის, მ----- ლ--–---–-–---–ის, კ---- ე-–--------–---–ის, მ------ დ---–--ის, ქ------- მ-----–---–ის, ვ---- მ----–--ის, ზ------ი კ----–-–---–ის, ზ-----ი ხ----–--–--ას, დ----- უ------–---–ის ჩვენებებს; ასევე ავთენტურობასთან დაკავშირებით მხარეებმა უდაოდ გახადეს გამომძიებლების: დ----- ლ-------ის, გ------- ნ------ის, ვ------- ლ-–--------ს, გ------- დ------–-–---–ის, ი----- ა-–----ის, გ------- ც------ის ჩვენებები.

 

2.22. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 11 ივლისს დათვალიერებული იქნა გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ის ჩრდილოეთით გ----ი-მ-----------ის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგურის მიმდებარე ტერიტორია. გაზგამანაწილებელი სადგური წარმოადგენს ლითონის მავთულით შემოღობილ ადგილს, სადაც განთავსებულია ლითონის მილები და ლითონის კარადები სხვადასხვა წარწერებით. აღნიშნული სადგურამდე მიწა არის გადათხრილი და მოსწორებული, აღნიშნულია ტრაქტორის მუხლუხოს ნაკვალევი. უშუალოდ სადგურის ჩრდილო-აღმოსავლეთით გაჭრილია ორმო, ზომებით დაახლოებით 4მX2მX1,5მ. აღნიშნულ ორმოში მოსჩანს ლითონის მილი, რომელიც დაფარულია შავი ფერის მყარი ნივთიერებით, სავარაუდოდ გუდრონით. მილი შედის გაზგამანაწილებელ სადგურში დაახლოებით 80 სმ-ზე. ორმოში გდია რამდენიმე ქვიშით სავსე თეთრი ფერის ტომარა, ასეთივე ტომრები ჩანს მიწის ჭრილში მილის ზემოთ, ტომრების ქვემოთ 50 მმ-იანი გაზსადენ მილზე 90 გრადუსიანი კუთხით მიერთებულია ლითონის დაახლოებით 30 მმ-იანი მილი, რომელზეც გადაცმულია პლასტმასის თეთრი ფერის, დაახლოებით 40 მმ-იანი მილი, რომელიც მიემართება მიწის სიღრმეში. გადაბმის ადგილზე დახვეული აქვს გამჭირვალე, პოლიეთილენის მსგავსი საიზოლაციო ნივთიერება. რ-------- ც---–---ის განმარტებით, სწორედ აღნიშნული მილია უნებართვოდ დაერთებული მათი კომპანიის გაზსადენ მილზე. დათვალიერებისას ამოღებული არაფერი არ ყოფილა, დათვალიერების მიმდინარეობა ფოტოგრაფირებული იქნა ექსპერტების მიერ.

2.22.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ წარმომადგენელმა, ს----------ს ფილიალის დირექტორმა, პროცესზე დაკითხულმა მოწმემ რ-------- ც---–----მ.

 

2.23. დათვალიერების ოქმის თანახმად, 2016 წლის 12 ივლისს დათვალიერებული იქნა გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ის ჩრდილოეთ გ----ის-მ-----------ის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგური და მიმდებარე ტერიტორია. გაზგამანაწილებელი სადგური არის შემოღობილი ლითონის მავთულის ბადით, მასში განთავსებულია ლითონის კარები და ლითონის სხვადასხვა ფრად შეღებილი მილები. სადგურის გარშემო, დასავლეთის მიმართულების გარდა, გაჭრილია დაახლოებით 1 მეტრის სიგანის ტრანშე, რომელიც უშუალოდ ღობის ძირას მიყვება და გრძელდება სოფელ ბ-------ის მიმართულებით დაახლოებით 400 მეტრზე. სადგურის შესასვლელთან მიმავალ ლითონის 50 მმ-იანი მილზე დაერთებულია ლითონისვე 30 მმ-იანი მილი, რომლებზეც გადაცმულია რეზინის მილი, რომელიც თავის მხრივ უერთდება ლითონის 50 მმ-იან ონკანს. ონკანის შემდეგ დამონტაჟებულია ლურჯი ფერის უკუსარქველი, მის შემდეგ კი გაზის დამარეგულირებელი რეგულატორი და მანომეტრი, რომლის შემდეგაც მილი უერთდება პოლიეთილენის, შავი ფერის 64 მმ-იან მილს. აღნიშნულ მილი დაახლოებით 10 მეტრში სამკაპით უერთდება მსგავს მილს, რომელიც არის შპს ,,ბ----------------ს“ მრიცხველიდან გამომავალი. სამკაპასთან ორივე მილს აქვს ონკანები, მრიცხველიდან გამომავალი ონკანი არის დაკეტილი ნახევრად, ხოლო უნებართვოდ დაერთებული ონკანი არის ღია. დათვალიერებისას ამოღებული არაფერი არ ყოფილა, დათვალიერების მიმდინარეობა ფოტოგრაფირებული იქნა ექსპერტების მიერ.

2.23.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ თანამშრომელმა, მთავარმა ინჟინერმა, პროცესზე დაკითხულმა მოწმემ გ---–- თ------–---–მა.

 

2.24. 2016 წლის 20 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ის ჩრდილოეთით გ----ი-მ-----------ის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100 მ-ში მდებარე შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს“ გაზგამანაწილებელი სადგურის მიმდებარედ. გაზგამანაწილებელი სადგური შემოღობილია ლითონის მავთულის ბადით. აქ არის ორი გაზგამანაწილებელი სადგური ერთი ეკუთვნის შპს ,,ს-----ს“, მეორე ეკუთვნის შპს ,,ბ---------------ს“. მანძილი გაზგამანაწილებლებს შორის შეადგენს 11 მეტრს. შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელი სადგურიდან 71 მეტრში მდებარეობს შპს ,,ს-----ისა“ და შპს ,,ბ----------------ს“ საონკანო კვანძი და კოლექტორი, რომელიც დღეის მდგომარეობით დაკეტილია. ს-----ის გ.გ. სადგურიდან დაახლოებით 2,40 მ-ში ღობის ძირთან გათხრილია 1 მეტრის სიგრძის მიწის ტრანშე. ტრანშეს სიღმრეა 1.5 მ. დათვალიერებაში მონაწილე შპს ,,გ------------------------------------ის“ მთავარმა ინჟინერმა გ---–- თ------–----–მა განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილას იქნა აღმოჩენილი უკანონოდ დაერთებული მილი, ონკანი, გაზის უკუსარქველი, ფილტრი, გაზის წნევის დამარეგულირებელი რეგულატორი და მანომეტრი, აღნიშნულ მოწყობილობა სამკაპით უერთდებოდა ბ----------------ს გ.გ. სადგურიდან გამომავალ მილს, სწორედ ამ მოწყობილობით ხდებოდა ბუნებრივი აირის უკანონოდ დაუფლება. დათვალიერების ჩატარების დროისათვის შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა ბუნებრივი აირის უკანონოდ დაუფლებისათვის დამონტაჟებული უკანონოდ მიერთებული მოწყობილობები.

2.24.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ თანამშრომელმა, მთავარმა ინჟინერმა, პროცესზე დაკითხულმა მოწმემ გ---–- თ------–---–მა.

 

2.25. შპს ,,ს-----ის ‘’ წესდების მიხედვით, დამფუძნებლები არიან: კ---- ს-----ი და ი---- ს-----ი; 2012 წლის 06 სექტემბერს სანოტარო აქტის თანახმად, კ---- ს-----მა თავის ძმას ი---- ს-----ს აჩუქა თავისი წილი; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,ს-----ი’’ ა/ნ 2-------- რეგისტრირებულია 2006 წლის 3------ს. იურდიული მისამართია ქ. გ----------------------. 100% წილის მესაკუთრეა ი---- ს-----ი, დირექტორი კ---- ს-----ი პ/ნ 0----------.

 

2.26. 2017 წლის 6 დეკემბრის განცხადების თანახმად, ვინაიდან კ---- ს-----ი იქნა დაკავებული, თავისი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა შპს ,,ს-----ის’’ დ------------- თანამდებობიდან; მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების 0-----2017 რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,ს-----ის’’ დირექტორია ა-–---- ბ---–---–ი, მესაკუთრე - ი---- ს-----ი.

 

2.27. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,ბ----------------’’ ს/ნ 4--------- რეგისტრირებულია 2014 წლის 0-------------ს. იურდიული მისამართია ქ. გ----ი ჯ-----–---–-ს ქ------ 100% წილის მესაკუთრეა ი---- ს-----ი, დირექტორი მ-----– ბ---------ი პ/ნ 5----------.

 

2.28. მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N 1---- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს-----სა“ (წარმომადგენელი კ---- ს-----ი) (,,დამკვეთი’’) და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ (წარმომადგენელი მ------ კ-------ე) (,,შემსრულებელი’’) დადებული იქნა ხელშეკრულება. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,შემსრულებლის“ მიერ ,,დამკვეთის“ ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის (მდებარე გ----ი, სოფ. ს------ი) და ,,შემსრულებლის“ მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან ,,დამკვეთის“ გაზის გამანაწილებელი სადგურამდე არსებული განშტოების (შემდგომში - ,,მაგისტრალური გაზსადენის განშტოება“) მომსახურეობა, რაც მოიცავს შემდეგს: გაზსადენის პერიოდულ შემოვლა-დათვალიერებას გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით; დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში, ავარიებისა და ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციას, მიმდინარე რემონტს, სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე დოკუმენტაციის გაფორმებას დადგენილი წესით. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ,,შემსრულებელი“ უზრუნველყოფს ,,დამკვეთის“ ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის სათანადო ექსპლუატაციას. ,,შემსრულებელი“ არ არის პასუხისმგებელი გაზის გამანაწილებელი სადგურის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიის დაცვა უნდა უზრუნველყოს ,,დამკვეთმა“.

 

2.29. მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N 1---- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ბ---------------სა“ (წარმომადგენელი მ-----– ბ---------ი) და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ (წარმომადგენელი გ-------–---–ი) დადებული იქნა ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში შპს ,,ს-----ი“ მოხსენიებულია როგორც დამკვეთი, ხოლო შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ როგორც შემკვეთი. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,შემსრულებლის“ მიერ ,,დამკვეთის“ ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის (მდებარე გ----ი, სოფ. ს------ი) და ,,შემსრულებლის“ მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან ,,დამკვეთის“ გაზის გამანაწილებელი სადგურამდე არსებული განშტოების (შემდგომში - ,,მაგისტრალური გაზსადენის განშტოება“) მომსახურეობა, რაც მოიცავს შემდეგს: გაზსადენის პერიოდულ შემოვლა-დათვალიერებას გაჟონვებისა და უწესრიგობების აღმოჩენის მიზნით; დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში, ავარიებისა და ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციას, მიმდინარე რემონტს, სარემონტო და პროფილაქტიკურ სამუშაოებზე დოკუმენტაციის გაფორმებას დადგენილი წესით. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ,,შემსრულებელი“ უზრუნველყოფს ,,დამკვეთის“ ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის სათანადო ექსპლუატაციას. ,,შემსრულებელი“ არ არის პასუხისმგებელი გაზის გამანაწილებელი სადგურის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიის დაცვა უნდა უზრუნველყოს ,,დამკვეთმა“.

 

2.30. N2-------- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ (,,შემსრულებელი“) წარმომადგენელმა მ------ კ-------ემ და შპს ,,ს-----ის“ (,,დამკვეთი) წარმომადგენელმა კ---- ს-----მა დადეს ხელშეკრულება შემდეგზე: ხელშეკრულების თანახმად შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, დამკვეთის დავალებით და შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, განახორციელოს დამკვეთის ობიექტის შეჭრა ,,ს-------------------ის“ მაგისტრალური გაზსადენის 5--- კმ-ზე მიერთებულ მ-----------ის გგს-ის განშტოებაზე და უზრუნველყოფს დამკვეთის ობიექტის აღჭურვა თანამედროვე აღრიცხვის ხელსაწყოებით (სამუშაოები), ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საფასური, ასევე აუნაზღაუროს შემსრულებელს სამუშაოების ჩატარების დროს გაფრქვეული ბუნებრივი გაზის საფასური სრული ოდენობით. შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოთა აღწერილობა, მოცულობა და ღირებულება განსაზღვრულია შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი, წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული ხართჯთაღრიცხვის საფუძველზე, რომელშიც აგრეთვე შედის ბუნებრივი გაზის საფასური. სამუშაოების შესრულების დროს გაფრქვეული ბუნებრივი გაზის მოცულობის განსაზღვრა ხორციელდება ბუნებრივი გაზის დანაკარგების წინასწარ გაანგარიშების მიხედვით, რომელიც ასევე დაერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას. შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ გაფრქვეული ბუნებრივი გაზის ზუსტი მოცულობის განსაზღვრა მოხდება შემსრულებლის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ წარმოდგენილი გაანგარიშების საფუძველზე, რომელიც დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას და შეადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

2.31. N1-------- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ (,,შემსრულებელი“) წარმომადგენელმა გ-------–---–მა და შპს ,,ბ----------------ს“ (,,დამკვეთი) წარმომადგენელმა მ-----– ბ---------მა დადეს ხელშეკრულება შემდეგზე: ხელშეკრულების თანახმად შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, დამკვეთის დავალებით და შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, განახორციელოს დამკვეთის გგს-ის შეჭრა ,,ს-------------------ის“ მაგისტრალური გაზსადენის 5--- კმ-ზე, მ-----------ის გგს-ის განშტოებაზე შპს ,,ს-----ის“ მიერ მოწყობილ კოლექტორზე და უზრუნველყოს დამკვეთის ობიექტის აღჭურვა თანამედროვე აღრიცხვის ხელსაწყოებით (სამუშაოები), ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების საფასური. შემსრულებლის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა აღწერილობა, მოცულობა და ღირებულება განსაზღვრულია შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი, წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე.

 

2.32. დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ლ---- გ------ს მიერ გამოკითხვის დასრულებისას წარმოდგენილი დოკუმენტის ასლები, სასაქონლო ზედნადები ე-–------------, ა------------------- და A-------------------- მაღალი წნევის რეგულატორის ტექნიკური პასპორტის ასლები. სასაქონლო ზედნადები ე-–------------ და ანგარიშ ფაქტურა გამოწერილია 2015 წლის 06 მაისს შპს გ---------სის მიერ შპს ,,ს-----ზე’’ ს/ნ 2----------. ანგარიშ ფაქტურა დადასტურებულია 1-----2015 წელი 13:33 სთ-ზე. ზედნადებისა და ფაქტურის მიხედვით ბუნებრივი აირის მაღალი წნევის რეგულატორი A---------0 კ-–------- დაკომპლექტებული საქონლის კოდი 1------ ერთი ცალი 3 500 ლარი შეიძინა შპს ,,ს-----მა’’ და ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე (გ----ის რაიონის სოფელი ბ-------ი) განახორციელა შ----- ს-----მა პ/ნ 5---------- ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რომლის სერია და სახელმწიფო ნომერია A-----. ანგარიშ ფაქტურა და ზედნადების ასლი ამობეჭდილია ერთი ფურცლის ორივე გვერდზე. A-------------------- მაღალი წნევის რეგულატორის C-------- ტექნიკური პასპორტის ასლი წარმოდგენილია ერთ ფურცელზე (ორ გვერდად) პირველ გვერდზე ასახულია რეგულირების სერიული ნომერი 2------- შემოწმების თარიღი 05 მაისი 2015წ. და საგარანტიო ვადა 2 წელი, ასევე აღნიშნულია კომპანიის დამფუძნებლისა და მთავარი სპეციალისტის ზ------ კ------ის სახელი და გვარი ზ.კ------ე, ხოლო ფურცლის მეორე გვერდზე მოცემულია ამ კლასის რეგულატორის ტექნიკური მახასიათებლები.

 

2.33. ამოღების ოქმის თანახმად, შპს ,,გ---------სის დ-------------“ ლ---- გ------სგან ამოღებული იქნა A----------------- ნომრის მქონე მაღალი წნევის რეგულატორის ტექნიკური პასპორტის დედანი. პასპორტის დედანზე მითითებულია ნომერი N2-----. კ-–-------. შემოწმებულია შპს ,,გ---------სის“ მიერ 2015 წლის 05 მაისს.

 

2.34. ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ში, შპს ს----------–-----------------------------------------ის მილსადენზე ბუნებრივი აირის უკანონოდ დატაცების ფაქტზე გადაღებული ფოტომასალა.

 

2.35. ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა გ----ი მ-----------ის საავტომობილო გზის მიმდებარედ 2016 წლის 12 ივლისს მაგისტრალურ გაზსადენზე აღმოჩენილი გაზის მილის უკანონოდ დაერთების ფაქტზე გადაღებული ფოტომასალა. მასზე აღმოჩნდა ჩაწერილი 2016 წლის 12 ივლისს გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ში, შპს ს----------–-----------------------------------------ის მილსადენზე ბუნებრივი აირის უკანონო დატაცების ფაქტზე დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები.

 

2.36. 2016 წლის 20 ოქტომბრის შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე მიმავალი მაგისტრალური გაზსადენის დათვალიერების ოქმის თანხმად, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე მიმავალი მაგისტრალური გაზსადენი მდებარეობს გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ის ჩრდილოეთით გ----ი-მ-----------ის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურთან. გაზსადენი მოთავსებულია მიწაში. გაზსადენზე უნებართვოდ დაერთებული ადგილის აღმოჩენის მიზნით ტრაქტორის საშუალებით ამოთხრილი იქნა გრუნტი. რის შემდეგაც აღმოჩენილი იქნა გაზის ფარულად დაუფლების მილისა და შესაბამისი მოწყობილობის მაგისტრალური გაზსადენიდან მოჭრის შემდგომ მაგისტრალურ გაზსადენზე დარჩენილი მცირე ზომის ნაწილი. ექსპერტების მიერ მოხდა მისი დიამეტრის გაზომვა, გაზომვის შედეგად აღმოჩნდა, რომ უნებართვოდ მიერთებული მილის დიამეტრი შეადგენს 43,23 მმ-ს.

2.36.1. დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ თანამშრომელებმა გ---–- თ------–---–მა და რ-------- ც---–----მ, ექსპერტმა ზ------ გ---–-----მა.

 

2.37. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ა) შპს ,,ს-----ის“ გგს-მდე მიმავალ მაღალი წნევის მაგისტრალურ მილსადენზე უნებართვოდ მიერთებულ მილს 24 საათის განმავლობაში შეეძლო გაეტარებინა 134000 მ3 ბუნებრივი აირი; ბ) ირანული წარმოების A----------------- მარკის მარეგულირებელი არმატურის დანიშნულებაა შემავალი მაღალი წნევის დადაბლება-სტაბილიზირება სამომხმარებლო წნევამდე. ზემოაღნიშნულ მარეგულირებელ არმატურას 24 საათის განმავლობაში შეეძლო გაეტარებინა არანაკლებ 24 7500= 180 000მ3 ბუნებრივი აირი. გ) შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს“ 1 ცალ კომპრესორს შეუძლია 24 საათის განმავლობაში 138 X 24 = 3312 მ3 აირის ჩატუმბვა; დ) შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს: გაზმარეგულირებელ სადგურამდე მიმავალი გაზსადენები წარმოადგენენ მაგისტრალურ გაზსადენის სისტემის შემადგენელ ნაწილს; ე) შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე მიმავალი მაღალი წნევის გაზსადენი, საიდანაც ხდებოდა გაზის ფარული დაუფლება, წარმოადგენს მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ნაწილს, კერძოდ მაგისტრალური მილსადენის ხაზურ ნაწილს, რომელშიც არის მაღალი, 1,2 მპა-ზე მეტი წნევის გაუფილტრავი, არასამომხარებლო დანიშნულების ბუნებრივი აირი; ვ) უნებართვოდ დამონტაჟებულ მილსა და მოწყობილობებს შეუძლიათ გაეტარებინათ საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი უკანონოდ დაუფლებული ბუნებრივი აირის მოცულობა, ხოლო ბ----------------ს გგს-იდან გამომავალ მილს, ასევე შეეძლო გაეტარებინა ამავე შემოწმების აქტით დადგენილი მთლიანად მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა, ვინაიდან გატარებული ბუნებრივი აირის დღიური ნორმები 3935,8 და 4919 მ3 შესაბამისად, ბევრად ნაკლებია აღნიშნული მილების მაქსიმალურ დღიურად გამტარებლობაზე - 13400მ3. ზ) საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი შპს ,,ბ----------------ს“ მიერ 2015 წლის 22 სექტემბრიდან ერთ საათში მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის მკვეთრი შემცირება გამოწვეულია ბუნებრივი აირის ფარულად დაუფლების ტექნიკური ხერხით, კერძოდ - მცირედ გაღებული ონკანით აღირცხული ბუნებრივი აირის გასატარებლად და ბოლომდე გაღებული ონკანით ფარულად, მრიცხველის გვერდის ავლით დაუფლებული ბუნებრივი აირის გასატარებლად.

2.37.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------ გ---–-----ი.

 

2.38. შპს ,,ბ----------------ს“ (ს/ნ 4--------) მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ გამოცემული 2016 წლის 2----------ის N3---- ბრძანების და 2016 წლის 2----------ის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, საწარმოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს ბუნებრივი აირის შეძენა და მისი რეალიზაცია არასტაციონალური გაზ-გასამართი სადგურების საშუალებით შ------------–-ს ტერიტორიაზე (ქ.------ და მისი მიმდებარე სოფლები). საწარმო 2015 წლის 3--------------ან მომხმარებლად დარეგისტრირდა შპს ,,ს-----------------------------------–-ნთან“, რომლისგანაც დაიწყო ბუნებრივი აირის შეძენა და შესამოწმებელ პერიოდში მისგან შეძენილი აქვს სულ 381 534 კბმ ბუნებრივი აირი. მათ შორის, 2015 წელში შეძენილია 113 775 მ-კუბი, რომლისგან მიღებულ შემოსავლადაც გადამხდელი აფიქსირებს 47 850 ლარს, ხოლო თვითღირებულებით კომპანიის საბოლოო ნაშთი შეადგენს 69 178 ლარს. შემოწმების პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან შემოსული მასალების (დადგენილების, მოწმის გამოკითხვის ოქმების და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ (ს/ნ 2--------) აღრიცხვის მონაცემების) მიხედვით გაირკვა, რომ საწარმოს მიერ ხდებოდა უკანონოდ ბუნებრივი აირის დატაცება. შემოწმების პროცესში ანალიზი ჩაუტარდა კომპანიის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის ერთიან ელ-ბაზებში დაფიქსირებულ მონაცემებს და იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან შემოსულ მასალებს, რომლის მიხედვითაც გამოვლინდა: შპს ,,ბ----------------ს“ საქმიანობას (ბუნებრივის აირის მიწოდებას) ახორციელებდა ავტომანქანებით, რომლებიც ყოველთვის იტენებოდა ბოლომდე, ვინაიდან საქმიანობისათვის ბოლომდე დატენილი ბალონები იყო საჭირო. ამასთან, მოწმის გამოკითხვის ოქმების მიხედვით გაირკვა, რომ რიგ შემთხვევებში მოძრავი გაზ-გასამართი სადგურები არ გადაყავდათ კომპრესორთან, არამედ დამხმარე მანქანით ,,ზილით“ და მასზე დამონტაჟებული ბალონებით ხდებოდა გაზის ადგილზე მიტანა და დამატება. საწარმოს 2015 წელს შეძენილი ბუნებრივი აირიდან მისივე დეკლარირებული მონაცემებით დარჩენილი აქვს წლის ბოლოს ნაშთად დაახლოებით 75 230 მ.კუბი ბუნებრივი აირი, რომლის ფაქტიურად შენახვის/დასაწყობების საშუალება კომპანიიას არ ჰქონდა. საწარმოს 2015 წელს 11,13 და 18 დეკემბერს გამოწერილი აქვს რეალიზაციის ზედნადებები, თუმცა მას აღნიშნულ თარიღში არ უფიქსირდება შესაბამისი გაზის მოცულობების შეძენა, კერძოდ 11.12.2015-ში შეძენილი ბუნებრივი აირი შეადგენს 1 189 მ-კუბს, ხოლო მხოლოდ დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზებულია 1000 მ-კუბი, 13.12.2016-ში შეძენილი ბუნებრივი აირი შეადგენს 1 637 მ-კუბს, ხოლო მხოლოდ დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზებულია 1000 მ-კუბი, 18.12.2016-ში შეძენილი ბუნებრივი აირი შეადგენს 1 033 მ-კუბს, ხოლო მხოლოდ დოკუმენტურად (სასაქონლო ზედნადებით) რეალიზებულია 2000 მ-კუბი. საწარმოს აღნიშნულ დღეებში უფიქსირდება შემოსავალი სალარო აპარატზეც, რაც თავის მხრივ გულისხმობს ბუნებრივი აირის საცალო რეალიზაციასაც (11.12.2015-ში 443 ლარი, 12.12.2015-ში 450 ლარი და 18.12.2015-ში 540 ლარი). საწარმოს მიერ გამოწერილი ელ.ზედნადებების მიხედვით 2016 წლის 13 ივნისს, 20 ივნისს და ა.შ. სამი სხვადასხვა მანქანით გადაზიდული აქვს 6 000 მ-კუბი ბუნებრივი აირი (თითოეული 2000 მ-კუბი), ხოლო შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ მონაცემებით საწარმოს ამ თარიღებში შეძენილი აქვს შესაბამისად 1 192 და 1932 მ-კუბი ბ.აირი). ამასთან აღსანიშნავია, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ მონაცემებით შესამოწმებელი საწარმოს მაქსიმალური დღიური შეძენა არის 2 000 მ-კუბი ბუნებრივი აირი, მაშინ როდესაც გადამხდელის მიერ გამოწერილ ელ.ზედნადებებში დაფიქსირებული დღიური მოცულობები შეადგენს 6 000 მ-კუბს და ამასთან საწარმოს უფიქსირდება სამ სხვადასხვა სალარო აპარატზე ერთდროულად თანხის მიღება საშუალოდ დღის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე. საწარმოს მიერ სალარო აპარატის მიხედვით რეალიზაციის დრო და მის მიერ გაზის შეძენა. მიღების (მრიცხველის მიხედვით) დრო ემთხვევა ერთმანეთს. კომპანიის მიერ სალარო აპარატით ბუნებრივი აირის რეალიზაციის მომენტში ხდება მრიცხველზე გაზის მიღება, იმ დროს, როდესაც ბუნებრივი აირის მიღების და რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ადგილებზეა განთავსებული. (მაგალითად: 2016 წლის 29 ივნისს საწარმოს რეგისტრირებულ 3 საკონტროლო სალარო აპარატზე ერთდროულად უფიქსირდება თანხის მიღება საშუალოდ 6 საათის განმავლობაში, თუმცა მას ამავდროულად მრიცხველის მონაცემების მიხედვით ბ.აირი შეძენილი აქვს 22 საათის განმავლობაში). 2015 წლის 3--------------ან 2------------ამდე შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ მონაცემებით საწარმო საშუალოდ საათში იღებდა 245 კბმ ბუნებრივ აირს (მაქსიმალური მოხმარება 327 მ-კუბი 15.09.2015-ში), ხოლო 22 სექტემბრიდან 80 მ-კუბ ბუნებრივ აირს (მაქსიმალური მოხმარება 104 მ-კუბი ბუნებრივი აირი). მიუხედავად აღნიშნულისა, საწარმოს გამოწერილი შიდა გადაზიდვების ზედნადებების მიხედვით და წარმოდგენილი ინფორმაცია/ახსნა განმარტებების მიხედვით კომპანიის ბუნებრივი აირის სარეალიზაციო საშუალებები გაზრდილია. შემოწმების შედეგად საწარმოს ერთობლივი შემოსავლის, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და აქციზის გადასახადის გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ: ვინაიდან, წარმოდგენილი მასალების მიხედვით დადგენილი იქნა, რომ საწარმოს მიერ ხდებოდა ბუნებრივი აირის უკანონოდ დატაცება, შპს ,,ბ----------------ს“ მიერ 1 საათში ხდებოდა ბუნებრივი აირის მაქსიმალური მოცულობა 327 მ-კუბი ჩაითვალა საწარმოს კუთვნილი მრიცხველის მიერ ნამუშევარ თითოეულ საათში მიღებულ ბუნებრივ აირად, რომლის მიხედვითაც საწარმოს მიერ მიღებულმა ბუნებრივმა აირმა შეადგინა სულ 1 534 726 მ-კუბი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს ,,ბ----------------ს“ მიერ უკანონოდ დაუფლებული ბუნებრივი აირის შეადგენს 1 153 192 მ-კუბს. საწარმოს 2015 წლის მოგების დეკლარაციაში დაფიქსირებული აქვს საბოლოო ნაშთი, რაც შემოწმების შედეგად ასევე ჩაითვალა რეალიზებულად, ვინაიდან საწარმოს არ გააჩნდა ნაშთის (ბუნებრივი აირის ფიზიკურად შენახვის შესაძლებლობა. შემოწმების შედეგად აღნიშნული საკითხების გათვალისწინებით საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა სულ 1 348 319 ლარით. კამერალური საგადასახადო შემოწმების პროცესში გადამხდელისგან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია საწარმოში არსებული ფულადი სახსრების შესახებ (სალაროს ნაშთი თვეების მიხედვით), რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ საწარმოს ნაშთი შესამოწმებელ პერიოდში ყოველი თვის ბოლოს შეადგენს 0 (ნული) ლარს. შემოწმების პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან შემოსული მასალების (დადგენილების, მოწმის გამოკითხვის ოქმების) მიხედვით გაირკვა, რომ საწარმოს მიერ ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავალი მიიღებოდა ხელზე (ნაღდი ანგარიშსწორებით). მრიცხველი ეყენა უშუალოდ მოძრავი გაზგასამართ სადგურზე, რომლის მიხედვითაც მოწმდებოდა დღის განმავლობაში რეალიზებული ბ.აირის მოცულობა, ხოლო ნავაჭრი თანხა დღის ბოლოს გროვდებოდა უფლებამოსილი პირის მიერ.

2.38.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს საგადასახადო შემოწმების აქტის შემქმნელებმა ბ--------–-–---–მა და ვ-–------------------–---–მა.

 

2.39. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული N0---- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს ,,ბ----------------ს“ მკვებავი გაზსადენი არ წარმოადგენს ,,ს----------------–--ის“ მაგისტრალურ გაზსადენის შემადგენელ ნაწილს და განკუთვნილია გაზის განაწილებისა და მომხარებლამდე მიწოდებისათვის; შპს ,,ს-----ის“ მკვებავი გაზსადენი არ წარმოადგენს ,,ს-------------------ის“ მაგისტრალური გაზსადენის შემადგენელ ნაწილს და განკუთვნილია გაზის განაწილებისა და მომხარებლამდე მიწოდებისათვის. მილგაყვანილობის წნევის სიდიდე (მაღალი წნევისაა, საშუალო და დაბალი; თანაბარია წნევა მაგისტრალსა და შენაკადში თუ არა) არავითარ მნიშვნელობას არ ახდენს მილგაყვანილობის დანიშნულებაზე და ამგვარად ისინი ორივე წარმოადგენენ მომხმარებლისათვის მიწოდების სისტემას, რაც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის N106 დადგენილებით, არ შეადგენს მაგისტრალური მილგაყვანილობის შემადგენელ ნაწილს.

2.39.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ---- დ--------ემ.

 

2.40. დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული 2018 წლის 2-----–---ს ტექნიკური ექსპერტიზის N0------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტექნიკური და სხვა სახის მტკიცებულებათა სრულყოფილი ანალიზის შედეგად სისხლის სამართლის საქმეში არასწორად არის დადგენილი ტექნიკური ხასიათის ფაქტები, რომელთა ანალიზი არ ქმნის კ---- ს-----ის მიმართ გამოტანილ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის საფუძველს. კერძოდ: ,,ს-------------------ის“ მაგისტრალური გაზსადენის 5--- კმ-ზე, მომხმარებლიდან გამავალ (9--- კმ-ზე) და შემავალ (0--- კმ-ზე) სააღრიცხვო წერტილებს შორის გაზის დანაკარგების არსებობა - არ არსებობა შპს ,,ბ----------------ს“ საქმიანობის დაწყებამდე, საქმიანობის წარმოების და საქმიანობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში შეუძლებელია ბუნებრივი გაზის დანაკარგების დადგენა. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით შეუძლებელია დადგენა იმისა, თუ რა რაოდენობის ბუნებრივმა აირმა გაიარა შპს ,,ს-----ის“ გგს-ამდე მიმავალ მილსადენზე უნებართვოდ მიერთებულ მილში 24 საათის განმავლობაში. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით შეუძლებელია დადგენა თუ რა რაოდენობის ბუნებრივმა აირმა გაიარა 24 საათის განმავლობაში ირანული წარმოების A---------------- მარეგულირებელ არმატურაში. წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, შესაძლებელია მხოლოდ აღრიცხული ბუნებრივი აირის ოდენობის დადგენა. ხოლო აღურიცხავ, სავარაუდოდ განვლილ ბუნებრივი აირის ოდენობის დადგენა შეუძლებელია კვლევაში მოყვანილი მიზეზების გამო. უნებართვოდ დამონტაჟებულ მილში და მოწყობილობებში გატარებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ კომპრესორის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. ამ მონაცემების არ არსებობის პირობებში ვარაუდის დონეზეც კი შეუძლებელია კომპრესორში გატარებული ბუნებრივი აირის ოდენობის დადგენა. უკანონო დაერთების არსებულ ირანული წარმოების რეგულატორზე - X-------- არსებული ნომერი (N2-----) არ წარმოადგენს რეგულატორის იდენტიფიკაციისათვის ექსკლუზიურ ნომერს, ის არის მწარმოებლის პარტიის ან სერიის ნომერი. წარმოებისას რეგულატორები არ ინომრება ექსკლუზიური ნომრით და შესაბამისად, აღნიშნული ნომრით რეგულატორები არსებობს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იყო განსაზღვრული მისი მწარმოებლის მიერ კონკრეტულ პარტიაში/სერიაში.

2.40.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს-----------------ემ.

 

2.41. კ---- ს-----ის ადვოკატმა ვრცლად მიმოიხილა მტკიცებულებები და აღნიშნა, რომ კ---- ს-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად აუცილებელია ოთხი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება და მათი ერთობლივ კონტექსტში არსებობა. კერძოდ: უკანონო დაერთების ადგილი უნდა წარმოადგენდეს მაგისტრალური გაზსადენის შემადგენელ ნაწილს; უნდა დადასტურდეს უკანონო დაერთების კ---- ს-----ის მიერ დამონტაჟების ფაქტი; უნდა დადასტურდეს უკანონო დაერთების მოწყობილების საშუალებით აღურიცხავი ბუნებრივი გაზის მიღებისა და მისი რეალიზაციის ფაქტი და ასეთის ტექნიკური შესაძლებლობა; უნდა დადასტურდეს უკანონოდ მიღებული ბუნებრივი გაზის ოდენობა და მისი ღირებულება. ადვოკატის პოზიციით, არც ერთი აღნიშნული ფაქტი ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება და მტკიცებულებათა არ არსებობის გამო მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში კ---- ს-----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.42. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

2.43.სასამართლომ შეაფასა რა კ---- ს-----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ კ---- ს-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ---- ს-----ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი დიდი ოდენობით და მაგისტრალური მილსადენში არსებული გაზის მიმართ, კერძოდ:

2.43.1. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს’’ მესაკუთრეა ი---- ს-----ი. შპს ,,ს-----ის’’ დირექტორი 2006 წლის 3------იდან 2017 წლის 6------------დე იყო კ---- ს-----ი; შპს ,,ბ----------------ს“ დირექტორია მ-----– ბ---------ი, რომლის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-----– ბ---------ი ფორმალურად იყო შპს ,,ბ----------------ს“ დამფუძნებელი და დირექტორი. რეალურად, შპს ,,ბ----------------ს’’ ფაქტობრივი მმართველი იყო კ---- ს-----ი. ზოგადად, საქმეში სადაოდ არ გამხდარა ის ფაქტი, რომ დანაშაულებრივი ქმედების პერიოდში, 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე დროის შუალედში, როგორც შპს ,,ს-----ის’’, ასევე, შპს ,,ბ---------------ს’’ ფაქტობრივად სარგებლობდა და განკარგავდა ბრალდებული კ---- ს-----ი.

2.43.2. ნ---------------------------------–-ის წარმომადგენლის მოწმე ა-----– დ---------ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ 2011 წელის ნ---------------------------------–-ასა და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ შორის გაფორმებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ იჯარის წესით გადაეცა მაგისტრალური გაზსადენი და მასთან დაკავშირებული ობიექტები.

2.43.3. დაზარალებულ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ წარმომადგენელის კ------------- ბ--–-----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ს-----ს“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე მიმავალ მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენზე მიწისქვეშ უნებართვოდ დაერთებული ქონდა ლითონის მილი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც მრიცხველის გვერდის ავლით იყო შეერთებული შპს ,,ბ----------------ს“ გაზმარეგულირებელი სადგურიდან გამომავალ მილზე. მაგისტრალური გაზსადენზე ამგვარი კუსტარული წესით დაერთებით კ---- ს-----ის მიერ 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე პერიოდში უკანონოდ მოხმარებული იქნა 1 153 192 კბმ ბუნებრივ აირი და დაზარალებულ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას მიადგა 457 631,39 ლარის ზიანი.

2.43.4. ,,ს----------–-----------------------------------------ის“ გ-------–---- დ------------- ი-----–- ბ------–---ის, მოწმეების გ------- რ------–---–ის, გ------- გ-------–-–---–ის, რ-------- ც---–---ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გ----ის რაიონში მ-------------ს არეალში მომატებული ბუნებრივი აირის დანაკარგის გამო ,,ს----------–-----------------------------------------ის“ სამსახურებმა დაიწყეს ძიება თუ რა იწვევდა ბუნებრივი აირის დანაკარგს და აღმოაჩინეს უკანონო დაერთება შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს“ სადგურების გაზსადენებზე.

2.43.5. მოწმეების გ------- რ------–---–ის, ტ------– ც---–---ის, გ---–- თ------–---–ის, მ------ ბ----ის, ს---–--- მ--–----ის, ს-------- ნ---------ის, რ----– ფ---------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ მაგისტრალური გაზსადენის განშტოებაზე აღმოჩენილი იქნა მრიცხველის გვერდის ავლით დაერთება, რომელიც განლაგებული იყო შპს ,,ს-----ის“ გაზმარეგულირებელიდან ერთ მეტრში. დაერთება დაფარული იყო ტომრებით, რომელიც მიწის ქვეშ იმყოფებოდა, ასევე დამონტაჟებული იყო დაერთებასთან ფილტრი, წნევის რეგულატორი, გამავალი ხაზი დაერთებული იყო შპს ,,ბ----------------დან“ გამომავალ ხაზზე. ასევე, დამონტაჟებული იყო ორი ონკანი, რომელიც ე.წ. სამკაპით იყო დაერთებული, ერთი ონკანით დაერთება ხდებოდა შპს ,,ბ----------------ს“ მილზე, რომლიდან გამომავალი ბუნებრივი აირი აღირიცხებოდა მრიცხველში, ხოლო მეორე მილიდან გამომავალი ბუნებრივი აირი მრიცხველის აღწერის გარეშე მიემართებოდა; მოწმე მ------ ბ----ის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უკანონო დაერთებაში გაედინებოდა ბუნებრივი აირი.

2.43.6. მოწმეების ე-–----- ვ--–-–---–ის, გ------ ნ-–----–---–ის, მ------ ჯ-------–---–ის და სხვათა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ შპს ,,ბ---------------მა’’ ფუნქციონირება დაიწყო 2015 წლის 2------------ს, აქ ხდებოდა მოძრავი გაზგასამართი მანქანების დატენვა კომპრესორის მეშვეობით, შემდეგში ქ. გ----ში აღნიშნული მანქანებიდან ხდებოდა გაზის რეალიზაცია; ასევე ხდებოდა იმ მიკროავტობუსების გაზით მომარაგება, რომლებიც ახდენდნენ შპს ,,ს-----ის’’ პურის საცხობიდან პურის რეალიზაციას.

2.43.7. მოწმეების რ----– ფ---------–---–ის, გ------- რ------–---–ის, ს---–--- მ--–----ის, გ---–- თ------–---–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ უკანონო დაერთების საძიებო სამუშაოების პროცესის დროს უშუალოდ კ---- ს-----ის მითითებით იქნა აღმოჩენილი უკანონო დაერთების მეორე ადგილი.

2.43.8. მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთების ფაქტს სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით და დართული ფოტოსურათებით. კერძოდ: 2016 წლის 11 ივლისს დათვალიერებული იქნა გაზგამანაწილებელი სადგურის მიმდებარე გაჭრილი ორმო, რომელშიც მოჩანს ლითონის მილი, რომელიც დაფარულია შავი ფერის მყარი ნივთიერებით, სავარაუდოდ გუდრონით. მილი შედის გაზგამანაწილებელ სადგურში დაახლოებით 80 სმ-ზე. ორმოში გდია რამდენიმე ქვიშით სავსე თეთრი ფერის ტომარა, ასეთივე ტომრები ჩანს მიწის ჭრილში მილის ზემოთ, ტომრების ქვემოთ 50 მმ-იანი გაზსადენ მილზე 90 გრადუსიანი კუთხით მიერთებულია ლითონის მილი, რომელიც მიემართება მიწის სიღრმეში; ასევე, 2016 წლის 12 ივლისს დათვალიერებული იქნა გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ის ჩრდილოეთ გ----ის-მ-----------ის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე გაზგამანაწილებელი სადგური და მიმდებარე ტერიტორია. სადგურის გარშემო, დასავლეთის მიმართულების გარდა, გაჭრილია დაახლოებით 1 მეტრის სიგანის ტრანშე, რომელიც უშუალოდ ღობის ძირას მიყვება და გრძელდება სოფელ ბ-------ის მიმართულებით დაახლოებით 400 მეტრზე. სადგურის შესასვლელთან მიმავალ ლითონის მილზე დაერთებულია ლითონისვე მილი, რომელიც თავის მხრივ უერთდება ლითონის ონკანს. ონკანის შემდეგ დამონტაჟებულია ლურჯი ფერის უკუსარქველი, მის შემდეგ კი გაზის დამარეგულირებელი რეგულატორი და მანომეტრი, რომლის შემდეგაც მილი უერთდება პოლიეთილენის, მილს. აღნიშნულ მილი დაახლოებით 10 მეტრში სამკაპით უერთდება მსგავს მილს, რომელიც არის შპს ,,ბ----------------ს“ მრიცხველიდან გამომავალი. სამკაპასთან ორივე მილს აქვს ონკანები, მრიცხველიდან გამომავალი ონკანი არის დაკეტილი ნახევრად, ხოლო უნებართვოდ დაერთებული ონკანი არის ღია; 2016 წლის 20 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს“ გაზგამანაწილებელი სადგურის მიმდებარედ. ,,ს-----ის’’ გ.გ. სადგურიდან დაახლოებით 2,40 მ-ში ღობის ძირთან გათხრილია 1 მეტრის სიგრძის მიწის ტრანშე. ტრანშეს სიღმრეა 1.5 მ.; სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ 20 ივლისს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების დროისათვის შემთხვევის ადგილზე არ აღმოჩნდა ბუნებრივი აირის უკანონოდ დაუფლებისათვის დამონტაჟებული უკანონოდ მიერთებული მოწყობილობები და გაურკვეველია რა ვითარებაში დაიკარგა იგი.

2.43.9. მოწმეების ზ------ კ------ის და ლ---- გ------ს ჩვენებებით დასტურდება ის ფაქტი, რომ 2015 წლის 6 მაისს მისი ,,გ---------სიდან“ შპს ,,ს-----მა“ შეიძინა ბუნებრივი გაზის რეგულატორი, რომელიც გამოიყენა უკანონო დაერთების ადგილას. მოწმე ლ---- გ------ს განმარტებით, კ---- ს-----ის მიერ შეძენილი რეგულატორი და მისთვის წარდგენილი რეგულატორის მონაცემები თანხვედრაშია; ასევე, დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერებული იქნა ლ---- გ------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ასლები, სასაქონლო ზედნადები ე-–------------ და ანგარიშ ფაქტურა გამოწერილია 2015 წლის 06 მაისს შპს ,,გ---------სის’’ მიერ შპს ,,ს-----ზე’’ ს/ნ 2----------, ბუნებრივი აირის მაღალი წნევის რეგულატორზე A---------0 კ-–------- დაკომპლექტებული საქონლის კოდი 1------, ერთი ცალი 3 500 ლარი , რომელიც შეიძინა შპს ,,ს-----მა’’. A-------------------- მაღალი წნევის რეგულატორის C-------- ტექნიკური პასპორტის ასლი წარმოდგენილია ერთ ფურცელზე. ამოღების ოქმით დასტურდება, რომ შპს ,,გ---------სის დ-------------“ ლ---- გ------სგან ამოღებული იქნა A----------------- ნომრის მქონე მაღალი წნევის რეგულატორის ტექნიკური პასპორტის დედანი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს კ---- ს-----ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას არ შეუძენია და უკანონო დაერთების ადგილას არ გამოუყენებია ბუნებრივი აირის მაღალი წნევის რეგულატორი.

2.43.10. იმ ფაქტს, რომ მაგისტრალურ მილსადენზე დაერთება იყო უკანონო ადასტურებს მოწმე ზ----- რ---------–---–ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ დაერთების თაობაზე მომხარებელს ეძლევა თანხმობა შპს ,,ს----------–-----------------------------------------იდან“, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ ქონია ადგილი.

2.43.11. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N 1---- და # N 1---- ხელშეკრულებებით, შპს ,,ბ---------------სა“ და შპს ,,ს-----ს’’ (დამკვეთი) და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ (შემსრულებელი) დადებული იქნა ხელშეკრულება, რომლებითაც განისაზღვრა, რომ ,,შემსრულებელი“ არ არის პასუხისმგებელი გაზის გამანაწილებელი სადგურის დაცვასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიის დაცვა უნდა უზრუნველყოს ,,დამკვეთმა“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ გაზის გამანაწილებელი სადგურის ტერიტორიის დაცვაზე პასუხისმგებელი იყო შპს ,,ს-----ი’’ (მისი წარმომადგენელი კ---- ს-----ი) და შპს ,,ბ----------------’’, აქაც მისი ფაქტობრივი წარმომადგენლი არის კ---- ს-----ი. შესაბამისად, სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს კ---- ს-----ის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ბიზნეს კონკურენტმა ლ--–---–---–მა მის ბიზნეს საქმიანობიდან ჩამოცილების მიზნით მალულად განახორციელა უკანონო დაერთება და აღნიშნულის შესახებ კ---- ს-----ი არ იყო საქმის კურსში.

2.43.12. ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს და არ იზიარებს დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული 2018 წლის 2-----–---ს ტექნიკური ექსპერტიზის N0------- დასკვნას იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტექნიკური და სხვა სახის მტკიცებულებათა სრულყოფილი ანალიზის შედეგად სისხლის სამართლის საქმეში არასწორად არის დადგენილი ტექნიკური ხასიათის ფაქტები, რომელთა ანალიზი არ ქმნის კ---- ს-----ის მიმართ გამოტანილ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის საფუძველს. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული დასკვნა არის ზოგადი და არ არის ნორმატიულად და თეორიულად გამყარებული; ასევე, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული N0---- დასკვნას, რომლის თანახმად, ,,ბ----------------ს’’ და შპს ,,ს-----ის’’ მკვებავი გაზსადენები არ წარმოადგნენ ,,ს----------------–--ის“ მაგისტრალურ გაზსადენის შემადგენელ ნაწილს და განკუთვნილია გაზის განაწილებისა და მომხმარებლამდე მიწოდებისათვის; სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების საპირისპირო აჩვენა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა ბრალდების მხარის ინიციატივით ჩატარებულმა ტექნიკურმა ექსპერტიზებმა და დაკითხულმა ექსპერტებმა, ასევე ამ სისტემაში მომუშავე თანამდებობის პირებმა, რომლებმაც ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობით, არგუმენტირებულად და დამაჯერებლად წარმოაჩინეს ის ფაქტები, რომ სისხლის სამართლის საქმეში სწორად არის დადგენილი ტექნიკური ხასიათის ფაქტები, რომლებითაც დასტურდება ბრალდების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, დაცვის ინიციატივით ჩატარებული აღნიშნული ტექნიკური დასკვნები სასამართლოს არ მიაჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებების საპირწონე მტკიცებულებად და მათ სასამართლო ვერ გაიზიარებს კ---- ს-----ის უდანაშაულოდ მიჩნევის საფუძვლად.

 

2.44.სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანი მისი ფარული ხასიათია, რომელიც ქმედების სხვა პირთაგან შეუმჩნევლად ჩადენას გულისხმობს. ქურდობა დამთავრებულად ითვლება მას შემდეგ, რაც პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლება სხვის ნივთს და მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა ეძლევა. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიაჩნია, რომ კ---- ს-----ი ბუნებრივი აირის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთების გზით ფარულად დაეუფლა შპს შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ კუთვნილ ბუნებრივ აირს. იმ ფაქტს, რომ უშუალოდ კ---- ს-----ის ინციატივით მოხდა უკანონო დაერთება ადასტურებს ის გარემოება, რომ კ---- ს-----ს ჰქონდა სახელშეკრულებო ვალდებულება ეკონტროლებინა მის მფლობელობაში არსებული გაზგასამართი სადგურების ტერიტორია და სხვა არავის შეეძლო გაზგასამართი სადგურების მიმდებარედ მიწისქვეშა კონსტრუქციის მოწყობა; ასევე, ამ ფაქტს ადასტურებს ის გარემოებები, რომ გათხრითი სამუშაოების დროს თავად კ---- ს-----ის მითითებით იქნა ნაპოვნი მეორე უკანონო დაერთების ადგილი; უკანონო დაერთების ადგილზე გამოყენებულ იქნა კ---- ს-----ის მიერ შპს ,,გ---------სიდან’’ შეძენილი ბუნებრივი გაზის რეგულატორი; უკანონო დაერთებიდან ხდებოდა მოძრავი გაზგასამართი მანქანების დატუმბვა და რეალიზაცია, საიდანაც აღებულ თანხებს განკარგავდა კ---- ს-----ი; სასამართლო უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის აპელირება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება უკანონო დაერთების კ---- ს-----ის მიერ დამონტაჟების ფაქტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსთვის არა აქვს მნიშვნელობა კონკრეტულად ვინ განახორციელა აღნიშნული კონსტრუქციის დამონტაჟების პროცესი, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ვის გაუჩნდა განზრახვა, ვისი მითითებით გაკეთდა და ვინ სარგებლობდა უკანონო დაერთებით; საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ ამ უკანონო დაერთებით სარგებლობდა კ---- ს-----ი, რაც მოწმობს, რომ მას გაუჩნდა განზრახვა და მისი მითითებით დამონტაჟდა უკანონო დაერთება; აღნიშნული გზით კ---- ს-----ი მრიცხველის გვერდის ავლით შპს ,,ს----------–-----------------------------------------ისგან“ ფარულად ეუფლებოდა მაგისტრალური მილსადენიდან ბუნებრივ აირს. აღნიშნული გარემოებები უტყუარად ადასტურებს, რომ უკანონო დაერთება მოხდა კ---- ს-----ის მიერ ანგარების მიზნით; ასევე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ---- ს-----ი, უკანონო დაერთების მეშვეობით, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ისგან“ ფარულად დაეუფლა 1 153 192 კბმ ბუნებრივ აირს, რითაც მატერიალური ზიანი მიაყენა დაზარალებულ ორგანიზაციას შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას’’; 2016 წლის 2----------ის საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილია, რომ შპს ,,ბ----------------ს“ მიერ უკანონოდ დაუფლებული ბუნებრივი აირი შეადგენს 1 153 192 მ-კუბს.

 

2.45.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ასკვნის, რომ ბრალდების მტკიცებულებები მოპოვებულია კანონის შესაბამისად, სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და მათ უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებებს. აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს კ---- ს-----ის ბრალდებას მასში, რომ 2015 წელს შპს ,,ბ----------------ს“ ფაქტობრივმა მმართველმა კ---- ს-----მა განიზრახა მრიცხველის გვერდის ავლით, მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ ოპერირების ქვეშ არსებულ, მაგისტრალურ გაზსადენიდან ბუნებრივ აირს. დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულების მიზნით კ---- ს-----მა გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ში მდებარე ასევე მის კუთვნილ შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე, მიმავალ მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენზე, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მიწისქვეშ უნებართვოდ დააერთა ლითონის მილი. ამავე მილზე მაგისტრალურ გაზსადენში არსებული ბუნებრივი აირის მაღალი არასამომხმარებლო წნევის, სამომხმარებლო წნევამდე დასადაბლებლად დაამონტაჟა ონკანი, ფილტრი, მანომეტრი და გაზის წნევის დამადაბლებელი რეგულატორი. ზემოაღნიშნული მოწყობილობა მრიცხველის გვერდის ავლით ე.წ. სამკაპით შეუერთა შპს ,,ბ----------------ს“ გაზმარეგულირებელი სადგურიდან გამომავალ მილს, რისი საშუალებითაც 2015 წლის 22 სექტემბრიდან 2016 წლის 12 ივლისამდე პერიოდში მრიცხველის გვერდის ავლით ფარულად დაეუფლა 1 153 192 კბმ ბუნებრივ აირს.

 

2.46. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კ---- ს-----მა ჩაიდინა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის’’ კუთვნილი ბუნებრივი აირის ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობა, ჩადენილი მაგისტრალური მილსადენში არსებული გაზის მიმართ.

 

2.47. სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-----– დ---------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ნ---------------------------------–-აში და არის ტექნიკურ საკითხებში დ------------- მოადგილე. ნ---------------------------------–-ა 100 %-ით სახელმწიფოს წილითაა დაფუძნებული. კ----------–-ა სახელმწიფო ფონდით ახორციელებს თავის ფუნქციონირებას, კ----------–-ა არის მილსადენების და გაზსადენების უდიდესი ნაწილის მესაკუთრე. ა-----– დ---------ემ განმარტა, რომ 2011 წლამდე ნ---------------------------------–-ის შვილობილი კომპანია იყო ,,ს----------–-----------------------------------------ა’’, ხოლო 2011 წელის ნ---------------------------------–-ასა და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ შორის გაფორმებული იქნა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ იჯარის წესით გადაეცა მაგისტრალური გაზსადენი და მასთან დაკავშირებული ობიექტები.

 

2.48. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–- მ-------–---–მა განაცხადა, რომ სს ,,ს-----------------------------------–-ნში“ არის ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც შპს ,,ს----------–-----------------------------------------ასგან“ ყიდულობს ბუნებრივ გაზს და აწვდის მომხმარებელს. ასევე, სს ,,ს-----------------------------------–-ნს“ ხელშეკრულება დადებული აქვს შპს ,,ბ---------------თან“, რომელსაც უშუალოდ გაზსადენიდან მიეწოდებოდა ბუნებრივი აირი. ვ-–- მ-------–---–ის განმარტებით, გაზსადენიდან ბუნებრივი აირის დანაკარგის შემთხვევაში მისი კომპანია ზიანს არ ნახულობს, დანაკრგის ზიანი ერიცხება შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“.

 

2.49. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი----------------–მა განაცხადა, რომ შპს ,, ს----------–--------------------“ ერთადერთი კომპანიაა რომელიც მაღალი წნევის მილსადენის მომსახურებას ახორციელებს. მისი განმარტებით, მაგისტრალური გაზსადენში შედის მრავალი განშტოება და მთლიანი ქსელი, ასევე შედის ხაზოვანი ნაწილი, მასთან დაკავშირებული ჩამკეტი მარეგულირებელი ობიექტები, გაზსადენიდან გამომავალი განშტოებები, გაზგამანაწილებელი სადგურები, საკომპრესორო, ასევე შენობა-ნაგებობები, რომელიც მიბმულია გაზსადენზე, ოპერირებისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და სხვა ადმინისტერაციული შენობები. ი----------------–ის განმარტებით, მის მიერ ჩამოთვლილი ობიექტების უდიდესი ნაწილი არის სახელმწიფოს საკუთრებაში, აღნიშნული ქონება მიბარებულია სახელმწიფოს მიერ ნ---------------------------------–-აზე, ხოლო ქონებაზე ოპერირებას ახორციელებს შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა’’.

 

2.50. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, დ) შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ----------------ს: გაზმარეგულირებელ სადგურამდე მიმავალი გაზსადენები წარმოადგენენ მაგისტრალურ გაზსადენის სისტემის შემადგენელ ნაწილს; ე) შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე მიმავალი მაღალი წნევის გაზსადენი, საიდანაც ხდებოდა გაზის ფარული დაუფლება, წარმოადგენს მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ნაწილს, კერძოდ მაგისტრალური მილსადენის ხაზურ ნაწილს, რომელშიც არის მაღალი, 1,2 მპა-ზე მეტი წნევის გაუფილტრავი, არასამომხარებლო დანიშნულების ბუნებრივი აირი;

2.50.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------ გ---–-----ი.

 

2.51. მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N 1---- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს-----სა“ (წარმომადგენელი კ---- ს-----ი) და შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ (წარმომადგენელი მ------ კ-------ე) დადებული ხელშეკრულებით, ირკვევა, რომ ეს ხელშეკრულება დადებული იქნა მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ,,შემსრულებლის“ მიერ ,,დამკვეთის“ ბალანსზე რიცხული გაზის გამანაწილებელი სადგურის (მდებარე გ----ი, სოფ. ს------ი) და ,,შემსრულებლის“ მფლობელობაში მყოფი მაგისტრალური გაზსადენიდან ,,დამკვეთის“ გაზის გამანაწილებელი სადგურამდე არსებული განშტოების (შემდგომში - ,,მაგისტრალური გაზსადენის განშტოება“) მომსახურეობა; ანალოგიური შინაარსის N 1---- ხელშეკრულება არის დადებული შპს ,,ბ---------------სა“ და შპს ,,ს----------–------------------------------ის’’ კომპანიას შორის.

 

2.52. N2-------- ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ (,,შემსრულებელი“) წარმომადგენელ მ------ კ-------ესა და შპს ,,ს-----ის“ (,,დამკვეთი) წარმომადგენელს კ---- ს-----ს შორის დადებული ხელშეკრულება ეხება იმას, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ იღებს ვალდებულებას, შპს ,,ს-----ის’’ დავალებით და შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, განახორციელოს დამკვეთის ობიექტის შეჭრა ,,ს-------------------ის“ მაგისტრალური გაზსადენის 5--- კმ-ზე მიერთებულ მ-----------ის გგს-ის განშტოებაზე და უზრუნველყოფს დამკვეთის ობიექტის აღჭურვა თანამედროვე აღრიცხვის ხელსაწყოებით. ანალოგიური შინაარსის ხელშეკრულება არის დადებული შპს ,,ბ---------------თან“.

 

2.53. შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ ოპერირების ქვეშ მყოფი შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე მიმავალი მაგისტრალური გაზსადენის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ობიექტი მდებარეობს გ----ის რაიონის სოფელ ბ-------ის ჩრდილოეთით გ----ი-მ-----------ის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარე შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურთან. გაზსადენი მოთავსებულია მიწაში. გაზსადენზე უნებართვოდ დაერთებული ადგილის აღმოჩენის მიზნით ტრაქტორის საშუალებით ამოთხრილი იქნა გრუნტი, რის შემდეგაც აღმოჩენილი იქნა გაზის ფარულად დაუფლების მილისა და შესაბამისი მოწყობილობის მაგისტრალური გაზსადენიდან მოჭრის შემდგომ მაგისტრალურ გაზსადენზე დარჩენილი მცირე ზომის ნაწილი. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნულით ფაქტობრივად დათვალიერებულ იქნა შპს ,,ს-----ის“ გაზგამანაწილებელ სადგურამდე მიმავალი მაგისტრალური გაზსადენი.

 

2.54. ბრალდებულ კ---- ს-----ის და მისი ადვოკატის პოზიციით უკანონო დაერთების ადგილი არ წარმოადგენს მაგისტრალური მილსადენის შემადგენელ ნაწილს და კ---- ს-----ის ქმედება არ შეიცავს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას, კ---- ს-----ის ქმედება წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. ადვოკატის პოზიციით, კ---- ს-----ი უდანაშაულოა ბრალად წარდგენილ მაგისტრალური მილსადენში არსებული გაზის მიმართ ჩადენილ ქურდობაში და მოითხოვა კ---- ს-----ის გამართლება.

 

2.55. სასამართლომ შეაფასა რა კ---- ს-----ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ კ---- ს-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ---- ს-----ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაგისტრალური მილსადენში არსებული გაზის მიმართ, კერძოდ:

2.55.1. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ გაზის ფარული დაუფლების ადგილი წარმოადგენს მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ნაწილს; ასევე, მაგისტრალური გაზსადენის განშტოებისა და გაზის გამანაწილებელი სადგურის მომსახურების შესახებ N 1---- ხელშეკრულების შინაარსში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ ფლობს მაგისტრალურ გაზსადენს და უწევს მომსახურებას მაგისტრალური გაზსადენიდან შპს ,,ს-----ის’’ და შპს ,,ბ----------------ს’’ გამანაწილებელი სადგურამდე არსებულ განშტოებას, რაც შემდგომში მოხსენიებული იქნებოდა, როგ----ც - ,,მაგისტრალური გაზსადენის განშტოება“; ასევე, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ და შპს ,,ს-----ის“ და შპს ,,ბ---------------ს“ შორის დადებული ხელშეკრულებების შინაარსშიც ცალსახად არის აღნიშნული, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ა“ იღებს ვალდებულებას მაგისტრალურ გაზსადენზე ჩაატაროს სამუშაოები შპს ,,ს-----ის’’ და შპს ,,ბ----------------ს’’ ინტერესების გათვალისწინებით; ასევე, საქმეზე დაკითხულმა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ ყველა თანამშრომელმა აჩვენა, რომ გაზის ფარული დაუფლების ადგილი წარმოადგენს მაგისტრალური გაზსადენის სისტემის ნაწილს;

2.55.2. ამ დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების შეფასებების გარდა მაგისტრალური მილსადენის განსასაზღვრად სასამართლო ემყარება მაგისტრალური მილსადენების (ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების) დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის N365 დადგენილებას, რომლის მე-2 მუხლის - ტერმინთა განმარტების მიხედვით, მაგისტრალური მილსადენი არის - მილსადენი, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია ნავთობის, ნავთობპროდუქტების, ნავთობის თანმდევი და ბუნებრივი გაზის და მათი ტრანსფორმაციის პროდუქტების ტრანსპორტირებისათვის და არ გამოიყენება მათი განაწილებისა და მომხმარებლისათვის მისაწოდებლად; ამავე მუხლის თანახმად, მაგისტრალურ მილსადენთან დაკავშირებული ობიექტი არის - მაგისტრალურ მილსადენთან უშუალოდ დაკავშირებული მიწისქვეშა ან მიწისზედა შენობა-ნაგებობა, დანადგარი, რომელიც დაკავშირებულია მაგისტრალური მილსადენის ექსპლუატაციასთან, რაც მოიცავს: ონკანებს, სატუმბ, საკომპრესორო, გაზსაზომ და მანაწილებელ სადგურებს, კათოდური და ელექტროქიმიური დაცვის სისტემებს და ა.შ.

2.55.3. სასამართლო აძლევს რა შეფასებას აღნიშნულ მტკიცებულებებს, იმის გათვალისწინებით, რომ მაგისტრალურ მილსადენს წარმოადგენს მასთან დაკავშირებული ობიექტები და ამგვარს მიეკუთვნება კ---- ს-----ის ფაქტობრივ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული გაზგამანაწილებელი სადგურები, სასამართლო ასკვნის, რომ კ---- ს-----მა უკანონო დაერთება მოახდინა მაგისტრალურ გაზსადენზე. აღნიშნულის გათვალიწინებით სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნებს და ექსპერტების პოზიციას, რომ უკანონო დაერთების ადგილი არ წარმოადგენს მაგისტრალური გაზსადენის შემადგენელ ნაწილს. აღნიშნულ მტკიცებულებებს, როგორც 2.43.12 პუნქტში აღინიშნა, სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდა და არ იზარებს კ---- ს-----ის უდანაშაულოდ ცნობის საფუძვლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ კ---- ს-----ი ბუნებრივი აირის ფარულად დაუფლებას ახდენდა შპს ,,ს----------–-----------------------------------------ის“ ოპერირების ქვეშ არსებულ მაგისტრალური მილსადენიდან.

 

2.56. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ კ---- ს-----მა ჩაიდინა ქურდობა, ჩადენილი მაგისტრალური მილსადენში არსებული გაზის მიმართ.

 

ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

2.57. შპს ,,ბ----------------ს“ მიმართ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ გამოცემული 2016 წლის 2----------ის N3---- ბრძანების და 2016 წლის 2----------ის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,ბ----------------ს“ მიერ უკანონოდ დაუფლებული ბუნებრივი აირი შეადგენს 1 153 192 მ-კუბს.

2.57.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს საგადასახადო შემოწმების აქტის შემქმნელებმა ბ--------–-–---–მა და ვ-–------------------–---–მა.

 

2.58. სასაქონლო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, შპს ,,ს----------–-----------------------------------------ასთვის’’ ბუნებრივი აირის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებით მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 457631.39 ლარს.

2.58.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----–-- ხ-----–---მა

 

2.59. დაზარალებულის წარმომადგენლის კ------------- ბ--–-----ის ჩვენებით და ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კ---- ს-----ის მიერ ჩადენილი ქმედებით დაზარალებულს შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ მიადგა 457 631,39 ლარის ზიანი.

 

2.60. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

2.61. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქმეში უტყუარად არ არის დადგენილი ბუნებრივი გაზის ოდენობა და მისი ღირებულება და არ არსებობს კ---- ს-----ის აღნიშნული კვალიფიკაციით ბრალდების საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ მიადგა 457 631,39 ლარის ზიანი, დაცვის მხარის ამგვარი პოზიცია ყოველგვარ არგუმენტაციას არის მოკლებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობის განსაზღვრა სისხლის სამართლის სფეროს კომპეტენციას არ განეკუთვნება, ხოლო ექსპერტიზის დასკვნა იმდენად აღემატება კანონით დადგენილ მაკვალიფიცირებელ ოდენობას, სასამართლოს არ გააჩნია ქმედების კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი და უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ კ---- ს-----ის ქმედების შედეგად შპს ,,ს----------–-----------------------------------------ას“ მიადგა დიდი ოდენობის ზიანი.

 

2.62. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ---- ს-----მა ჩაიდინა ქურდობა დიდი ოდენობით.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა კ---- ს-----ის მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით და მაგისტრალური მილსადენში არსებული გაზის მიმართ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” და ,,დ“ ქვეპუნქტებით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს კ---- ს-----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. კ---- ს-----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგ----ც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: კ---- ს-----ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულების ჩადენაში, არის დაოჯახებული და ყავს რვა შვილი.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, კ---- ს-----ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ” და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა კ---- ს-----მა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ს----------–--------------------------------------------------–--–ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

6.2. ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის N---------, 2----.2016 წელი დასკვნის დანართი, სისხლის სამართლის N------------ საქმის მასალები 01 დალუქულ პაკეტად, რომელიც ინახება ს----------–--------------------------------------------------–--–ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. კ---- ს-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2. კ---- ს-----ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. კ---- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

4. კ---- ს-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 06 დეკემბრის 16:55 საათიდან.

 

5. ნივთმტკიცება:

5.1. პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება ს----------–--------------------------------------------------–--–ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მესაკუთრეს.

 

5.2. ლ---- სამხარ----–ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის N---------, 2----.2016 წლის დასკვნის დანართი, სისხლის სამართლის N------------ საქმის მასალები 01 დალუქულ პაკეტად, რომელიც ინახება ს----------–--------------------------------------------------–--–ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/