გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017002176135
საქმე № 2/882-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19.09.2018 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი: ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: შპს „ს----------–-------–------–--“
წარმომადგენელი: ზ------------ი, ს-----------------–---–ი
მოპასუხე: დ-----------–-–---–ი
წარმომადგენელი: ნ----–-------–---–ი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე დ-----------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის 1350 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „ს----------–-------–------–-ის“ ისპექტორის ბ---------------ის მიერ 2017 წლის 24 აპრილს დ-----------–-–---–ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N0008-- ქ. წნორის ტერიტორიაზე წყლის დატაცების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დ-----------–-–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით. აღნიშნული ოქმის საფუძველზე 22.06.2017 წელს მოვალე დ-----------–-–---–ის მიმართ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. 2017 წლის 24 აპრილის სარწყავი წყლის დატაცებით შპს „ს----------–-------–------–--ზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, შპს „ს----------–-------–------–--ზე“ წყლის დატაცების შედეგად მიყენებულმა ზიანმა 1 ჰა შეადგინა 150 ლარი, სულ 1350 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე დ-----------–-–---–მა და მისმა წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოპასუხე დ-----------–-–---–ს ადრეულ წლებში გაფორმებული ჰქონდა მოპასუხესთან ხელშეკრულება წყლის მიწოდების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან, რამოდენიმეჯერ მოვარდა დიდი ოდენობით წყალი, დაუნგრია დამბები და დაუხოცა თევზი, მიმართა მოსარჩელე ორგანიზაციას, რომ დაეკეტათ დამბები და აღარ გადმოსულიყო მათი ქვემდებარე არხიდან მის მიწაზე არსებულ ტბაში წყალი. მოსარჩელემ მას უარი განუცხადეს, რის გამოც დ-----------–-–---–ს მოუხდა ტრაქტორის დაქირავება და მისი ტბის მხარეს ორ ადგილას მიწის დაყრა და ჩამკეტის ამაღლება, რათა აღარ გადმოსულიყო წყალი. მოპასუხემ განმარტა, რომ დ-----------–-–---–ის ტბა ისეთ ნიადაგზე მდებარეობს, რომ მუდმივად ივსება მიწიდან ბუნებრივად ამოსული წყლით. რაც საკმარისია ტბის ფუნქციონირებისათვის და მას არ სჭირდება არხიდან წყლის გადმოყვანა, რადგან არსებული წყალგამტარი ორ ადგილას თვითონ გადაკეტა და გასწია მნიშვნელოვანი ხარჯი. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს არ ყოფილა და არც დღეს არ მოდის აღნიშნულ მილში იმ ოდენობის წყალი, რომ მოხდეს ტბის შევსება. მასში მხოლოდ პერიოდულად მოწანწკარებს ნაჟური წყალი, რის გამოც რაიმე სახის ზიანზე ან განზრახვაზე მისი მხრიდან წყლის დატაცების შესახებ საუბარიც კი ზედმეტია. ამოვსებულია ის მილიც (რომელიც მის მიერ ტბის შეძენისას არსებობდა) და რაშიც წყალი არასოდეს არ მოდის ასევე არ უერთდება მათ ქვემდებარე არხს. ამავე დროს, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ თუ დ-----------–-–---–ი იმ ერთ დღეს იტაცებდა წყალს, საიდან გამოიანგარიშეს ზიანი და როგორ დაიანგარიშეს მთელი თვის გადასახდელი თანხის ოდენობა. აქედან გამომიდინარე, მოპასუხე მხარე მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ს----------–-------–------–-ის“ ისპექტორის ბ---------------ის მიერ 2017 წლის 24 აპრილს დ-----------–-–---–ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N0008-- ქ. წნორის ტერიტორიაზე წყლის დატაცების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დ-----------–-–---–ი დაჯარიმდა 250 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N0008-- (იხ. ს/ფ 18);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 24 აპრილის სარწყავი წყლის დატაცებით შპს „ს----------–-------–------–--ზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტით, შპს „ს----------–-------–------–--ზე“ წყლის დატაცების შედეგად მიყენებულმა ზიანმა 1 ჰა შეადგინა 150 ლარი, სულ 1350 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 24 აპრილის სარწყავი წყლის დატაცებით შპს „ს----------–-------–------–--ზე“ მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტი.(ს/ფ 19)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი,6. სამართლებრივი შეფასება
საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, დ-----------–-–---–ის მიერ შპს ,,ს----------–-------–------–-ისათვის" ზიანის მიყენების ფაქტი, რაც გამოიხატა სიღნაღის რაიონის ქ. წნორის ტერიტორიაზე წყლის დატაცებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.
ამავე კოდექსის 30920-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 15 დეკემბერს განხორციელებულმა ცვლილებებმა განსხვავებულად მოაწესრიგა სასამართლო განაჩენის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლმა ერთმანეთისაგან გამიჯნა განაჩენის მნიშვნელობა დელიქტური ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ცალკეული ელემენტების მტკიცების ნაწილში. ზემოთ მოყვანილი 30917-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, იგი იმთავითვე მოიცავს დელიქტური ვალდებულებისათვის გათვალიწინებულ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებას და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება. საქმეში წარმოდგენილი შპს „ს----------–-------–------–-ის“ ისპექტორის ბ---------------ის მიერ 2017 წლის 24 აპრილს დ-----------–-–---–ის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N0008-- ქ. წნორის ტერიტორიაზე წყლის დატაცების ფაქტზე, დგინდება, რომ დ-----------–-–---–ი მიცემული იქნა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 964-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ოქმი გასაჩივრებული არ იქნა სამართალდამრღვრვის მიერ და ამდენად, წარმოდგენილი მასალები, სრულფასოვნად ადასტურებს დ-----------–-–---–ის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების არსებობას, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია შპს ,,ს----------–-------–------–-ისათვის" დამდგარ ზიანთან - სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებულ ზიანთან 1350 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამ მუხლიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. მოცემულ საქმესთან მიმართებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს ზიანი, რომლის ოდენობა განისაზღვრა 1350 ლარის ოდენობით. ასევე, დადგენილია მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, არსებობს დელიქტური ვალდებულების ყველა წინაპირობა და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხეს იმ გარემოებათა მტკიცება, რომელიც შესაგებლის საფუძველია. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა სხვა მტკიცებულება. მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ მისი ტბორი არ მარაგდება შპს ,,ს----------–-------–------–-ის“ სარწყავი წყლით და წლის დატაცებას ადგილი აქ ქონია, ასევე ის, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა არ შეადგენს1350 ლარს. ამასთან შპს „ს----------–-------–------–-ის“ ისპექტორის ბ---------------ის მიერ 2017 წლის 24 აპრილს დ-----------–-–---–ის მიმართ წყლის დატაცების ფაქტზე, შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი N0008--, რის საფუძველზეც იგი დაჯარიმდა 250 ლარით მოპასუხე დ-----------–-–---–ს არ გაუსაჩივრებია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
კანონის ამ მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ არ ცნო სარჩელი მოპასუხე დ-----------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ს" სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე დ-----------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარწყავი წყლის დატაცებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1350 (ათას სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3.მოპასუხე დ-----------–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ს----------–-------–------–-ის" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე