გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.08.2018
საქმის ნომერი
330210118002338481
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
03.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/6----18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

3 ა------ო, 2018 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი ანა მეშველიანი

 

მოსარჩელე - დ----- მ-----–-–--ლი

წარმომადგენელი - ავ--------– ს--------–-ძე

 

მოპასუხე - გ------ი ს--–-----ძე

წარმომადგენელი - ნ-----–---- ც--–------–-–--ლი

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს ი---ა ფ---–---–--ას მიერ 201- წლის 14 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 201- წლის ა------ოში მოსარჩელემ იყიდა ბინა, მდებარე თბილისი, გ-–-----ს მასივი, მ--- მიკრო/რაიონი, კ------------, ბ------- წინა მესაკუთრეს ნ--ა ც--–------–-–--ლს გაფორმებული ჰქონდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება გ------ი ს--–-----ძესთან, თუმცა სარგებელს იხდიდა მოსარჩელე.

 

გ------ი ს--–-----ძემ მიმართა ნოტარიუსს, რის საფუძველზეც გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სესხის თანხის, სარგებლისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯების სრულად ამოღების მიზნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს 201- წლის 2- სექტემბრიდან სარგებელი არ გადაუხდია. არ არსებობს სააღსრულებო ფურცლის ბათილობის სამართლებრივი საფუძველი.

 

ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელს უფლება ჰქონდა დაუყოვნებლივ მოეთხოვა სესხის დაბრუნება, თუ მსესხებელი გამსესხებელს ზედიზედ ორი თვის განმავლობაში ვერ გადაუხდიდა სესხის სარგებელს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 201- წლის 2- ა------ოს ნ--ა ც--–------–-–--ლსა და გ------ი ს--–-----ძეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (დამოწმებული ნოტარიუსის ი---ა ფ---–---–--ას მიერ, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 1-0------), რომლის თანახმად, სესხის თანხა განისაზღვრა 9---,00 ლარით, ყოველთვიურად 1----ის გადახდით.

 

მსესხებელი ვალდებული იყო სესხი დაებრუნებინა 60 თვის ვადაში, 202- წლის 2- ა------ოს ჩათვლით.

 

მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე, თბილისი, გ-–-----, მიკრო/რაიო----, კ------------, ს--------–---, ბ------, საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-5).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 46).

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23).

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მესამე პუნქტის თანახმად, გამსესხებელს უფლება ჰქონდა დაუყოვნებლივ მოეთხოვა სესხის დაბრუნება, თუ მსესხებელი გამსესხებელს ზედიზედ ორი თვის განმავლობაში ვერ გადაუხდიდა სესხის სარგებელს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23).

 

3.1.3. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-7 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-23).

 

3.1.4. 201- წლის 2- ა------ოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 201- წლის 14 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა №1-1------ სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 9---,00 ლარით, ორი თვის სარგებლით (2----.201- – 2-------1-) ძირითადი თანხის 1----ით - 3----- ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით 126,72 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

201- წლის 2- ა------ოს სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 26-29).

 

3.1.5. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლისა და კრედიტორის გ------ი ს--–-----ძის განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შესახებ 201- წლის 15 დეკემბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს წინადადებით (გადაწყვეტილების შესრულების შესახებ A1-1-------------) ეცნობა მოვალე დ----- მ-----–-–--ლს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 2--25).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დგინდება დ----- მ-----–-–--ლის მიერ კრედიტორის გ------ი ს--–-----ძისათვის 201- წლის 2- ა------ოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის (ორი თვის სარგებელი 2----.201- – 2-------1-) გადახდის ფაქტი.

 

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის დავალიანების არსებობასა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძვლიანობას, რამდენადაც, უთითებს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის გადახდის ვალდებულება კრედიტორის წინაშე შესრულებული აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირობაზე, რომ გამსესხებელს უფლება ჰქონდა დაუყოვნებლივ მოეთხოვა სესხის დაბრუნება, თუ მსესხებელი გამსესხებელს ზედიზედ ორი თვის განმავლობაში ვერ გადაუხდიდა სესხის სარგებელს. სადავო სააღსრულებო ფურცლის თანახმად, 201- წლის 14 დეკემბერს გ------ი ს--–-----ძემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. ამავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, სესხის ძირ თანხასთან ერთად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად განისაზღვრა ორი თვის სარგებელი (2----.201- – 2-------1-). კრედიტორმა სადავოდ გახადა, რომ მოსარჩელეს 201- წლის 2- სექტემბრიდან სარგებელი არ გადაუხდია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების - ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მსესხებელს, მოვალეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება ფულადი ვალდებულების შესრულებას, რომლის განხორციელების შემდეგაც წყდება ვალდებულებითი ურთიერთობა (სკ მ. 427), სადავოობის შემთხვევაში ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს თანხის გადახდის ფაქტზე, მაგალითად, როგორიცაა თანხის გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტი ან სხვა. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, რომლის მიხედვითაც, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილ ურთიერთობათა დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას.

 

დ----- მ-----–-–--ლს ამგვარი წერილობითი დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა სადავო პერიოდის სესხის სარგებლის გადახდას, არ წარმოუდგენია. მოსარჩელე მხარე დაეყრდნო მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოება არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებით;

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოშობილია დ----- მ-----–-–--ლსა და გ------ი ს--–-----ძეს შორის 201- წლის 2- ა------ოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ამასთან, იპოთეკის საგანი აღრიცხულია დ----- მ-----–-–--ლის საკუთრებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პი---აც.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებები სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის (ორი თვის სარგებლის 2----.201- – 2-------1-) გადახდის შესახებ დ----- მ-----–-–--ლს არ შეუსრულებია.

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

დადგენილია, რომ 201- წლის 2- ა------ოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარღვეული იქნა სესხის დაფარვის შეთანხმებული პირობები. 201- წლის 14 დეკემბერს ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხით - 9---,00 ლარით, ორი თვის სარგებლით (2----.201- – 2-------1-) ძირითადი თანხის 1----ით - 3----- ლარითა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯით 126,72 ლარით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსის მიერ გაცემულია კანონიერად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობებისა და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.2. რაც შეეხება მოპასუხის შუამდგომლობას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ საჭიროებს დამატებით ფაქტების დადგენას, სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად არის დამოკიდებული სამართლებრივი ასპექტების შეფასებაზე. სახელშეკრულებო დავის გადაწყვეტისას სასამართლო იკვლევს თავად ხელშეკრულების შინაარსს და, შესაბამისად, განსაზღვრავს, თუ რამდენად ითვალისწინებს იგი დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ზოგადი წესი გულისხმობს ისეთი გადაწყვეტილების არსებობას, რომელიც მიღებულია სამართლებრივი სისტემით გათვალისწინებული გასაჩივრების ყველა მექანიზმის ამოწურვით ან ამ მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაშვებით/უარის თქმით, რის შემდეგაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

 

აღნიშნული ზოგადი წესიდან გამონაკლისია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. თუმცა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება სამართლებრივი თვალსაზრისით არ ართმევს მხარეს უფლებას, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს გადაწყვეტილება. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შემთხვევაში გადაწყვეტილება შედის ძალაში, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს უფლება აქვთ, ის ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ და მიაღწიონ გადაწყვეტილების შეცვლას. ამასთან, დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას თავად დავის საგანიც უნდა იძლეოდეს. მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოდავე მხარეს შესაძლოა დაეკისროს ქონების გადაცემა ან, თუნდაც თანხის გადახდა და ა.შ.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირობა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, თუმცა თავად დავის საგანი, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, არ იძლევა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას, რამდენადაც გადაწყვეტილება ვერ შევა ძალაში აღსრულების თვალსაზრისით თავად ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება არ არის აღსრულებადი გადაწყვეტილება, რაზედაც შეიძლება გაიცეს სააღსრულებო ფურცელი იძულებითი აღსრულების მიზნით. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ წარმოადგენდა მიკუთვნებით მოთხოვნას და სასამართლოს მიერ არ მიღებულა აღსასრულებელი გადაწყვეტილება, ანუ რაზედაც შეიძლება გაიცეს სააღსრულებო ფურცელი დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად - ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად - სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

 

ზემოთ აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სსსკ 268-ე მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული პროცესუალური წინაპირობა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე არ გვაქვს.

 

ამასთან, სსსკ 270-ე მუხლის თანახმად - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 2-3-2-4-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დ----- მ-----–-–--ლის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2-ე პუნქტი) კერძო საჩივრით არ საჩივრდება.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე