განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/3----18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის,პროკურორ - ვ------- ც--–------–-–---–ის,ადვოკატ - თ----- გ------–--ის,ბრალდებულ - ა---– კ-----------ის
თარჯიმან - ნ---- ბ-----–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---– კ-----------ის, დაბადებულის 1--- წლის 2--------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, ფ-------–-, ი----- გ-------- ქ.№---ში, ამჟამად პატიმრობის ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად ა---– კ-----------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (25.06.18 წლის ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით (26.06.18 წლის ეპიზოდი), მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2.07.18 წლის ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ა---– კ-----------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 2.4263 გრამი ჰეროინის შემცვლელი ნივთიერება, საიდანაც 2018 წლის 25 ივნისს, ქ.თბილი, სოფ.ფ-------–-, ი----- გ-------- ქუჩა N---ში ა---– კ-----------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული ერთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0, 9793 გრამი ჰეროინის შემცვლელი, ნივთიერება 1 000 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ხ---- ფ-----ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–----------–-–------------------ტის თანამშრომლების მიერ, ხოლო 2018 წლის 26 ივნისს, ქ. თბილის, სოფ. ფ-------–-, ი----- გ-------- ქუჩა N---ში ა---– კ-----------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული ერთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 1.447 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება 1 000 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ხ---- ფ-----ეზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–----------–-–------------------ტის თანამშრომლების მიერ. 2018 წლის 2 ივლისს, ქ. თბილის, სოფ. ფ-------–-, ი----- გ-------- ქუჩა N---ში ა---– კ-----------მა განიზრახა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოტყუებით დაუფლებოდა, ხ---- ფ-----ის ფულად თანხას. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ა---– კ-----------მა ხ---- ფ-----ეს გაურიგდა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას მიყიდდა 1 000 ლარად. რის შემდგომაც ა---– კ-----------მა მას მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა მილღობილთავიან პაკეტის ნაჭერში მოთავსებული 5,6637 გრამი ნივთიერება ფხვნილის სახით, რომელიც სინამდვილეში არ შეიცავდა ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. რის სანაცვლოდაც ხ---- ფ-----ეს გამორთვა 1 000 ლარი.
ბრალდებულმა ა---– კ-----------მა სასამართლო სხდომაზე ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თავი დამნაშავედ არ სცნო მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარლდებაში.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმე ხ---- ფ-----ის გამოკითხვის ოქმით, თანხის წარდგენის, გადაცემის და დათვალიერების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ამოღების ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა ა---– კ-----------ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების საფუძველზე, სასამართლო კვალიფიკაციის საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია სწორია, ხოლო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი სასამართლოს შეფასებით არასწორად არის დაკვალიფიცირებული და იგი უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის კოდექსის 82-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების სწორ შეფასებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის მოტყუებით. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია. თაღლითობისაგან დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ა---– კ-----------მა ხ---- ფ-----ეს მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა მილღობილთავიან პაკეტის ნაჭერში მოთავსებული 5,6637 გრამი ნივთიერება ფხვნილის სახით, რომელიც სინამდვილეში არ შეიცავდა ნარკოტიკულ, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს. რის სანაცვლოდაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გამოართვა თანხა 1000 ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განმარტებულია, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატა დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. უზენაესი სასამართლოს მიერ განხილულ აღნიშნულ საქმეში, როდესაც დაზარალებულმა მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, მთლიანად გამოირიცხა ბრალდებულის ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ან მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან დანაშაულის ობიექტის - საკუთრების უფლების ხელყოფა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ დანაშაულის საგნის - დაზარალებულის კუთვნილი თანხის დაუფლების გზით, რისი შესაძლებლობაც გამორიცხული იყო იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულს თავისი კუთვნილი თანხა არ გადაუცია ბრალდებულისთვის, როდესაც ეს უკანასკნელი დააკავეს. თანხა რომელიც ოპერატიულ ღონისძიების ჩატარების დროს გადაეცა ბრალდებულს, წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საკუთრებას, რომლის გადაცემის პროცესს მთლიანად აკონტროლებდნენ აღნიშნული ინსპექციის თანამშრომლები. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი იყო არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ თაღლითობის მცდელობა, რაც გამოიწვევდა დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 19 აპრილის №-------10 განჩინება; ასევე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის №-------07 განჩინება).
მოცემულ შემთხვევაშიც, თანხის გადაცემის საკითხთან დაკავშირებით სახეზეა არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც ხ---- ფ-----ემ ა---– კ-----------ს გადასცა შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-------------------------–---------------–-------------------–ის განყოფილების მიერ გამოყოფილი თანხა, რომლის გადაცემის პროცესს მთლიანად აკონტროლებდნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. ასევე ვინაიდან ხ---- ფ-----ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ა---– კ-----------ისთვის გადაცემული თანხა იყო შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–-----------ი სამმართველოს მიერ გამოყოფილი და არა თავად ფ-----ის საკუთრება, ფ-----ე ვერ იქნება კ-----------ის მიერ განხორციელებული თაღლითობის მსხვერპლი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სს საქმის მასალებში არ მოიპოვედა დადგენილება ან სახელმწიფო ან სხვა პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო აფასებს და იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და მიაჩნია, რომ ა---– კ-----------ის მიერ ჩადენილია არა დამთავრებული თაღლითობა. არამედ თაღლითობის მცდელობა.
რაც შეეხება დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს - მნიშვნელოვან ზიანს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის რირებულება 150 ლარის ზევით. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---– კ-----------ის მიერ მიღებული თანხის 1000 ლარის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება კანონმდებლის მიერ დადგენილ მნიშვნელოვანი ზიანის ზღვარს.
სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ა---– კ-----------ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ ა---– კ-----------მა ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ა---– კ-----------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა---– კ-----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით 2.07.18 წლის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.
2. ა---– კ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (25.06.18 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (26.06.18 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (25.06.18 ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (26.06.18 ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ა---– კ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით;
3. ა---– კ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
4. ა---– კ-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 22 ივლისიდან ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
5. ა---– კ-----------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ა) საადვოკატო საქმიანობის უფლება; ბ) პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; გ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; დ) პასიური საარჩევნო უფლება; ე) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
6. 7 ცალი ლაზერული დისკი ფარული საგამოძიებო მოქმედების ვიდეო-აუდიომასალის ჩანაწერით, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; 7 ცალი ლაზერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; ნარკოტიკული საშუალებები, არანარკოტიკული ნივთიერებები და შესაფუთი მასალა, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–----------- სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ხ---- ფ-----ისგან ამოღებული ფულადი თანხა, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------------------------------------------------–-------------------–----------- სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს; ა---– კ-----------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მის სახელზე გაცემული დაქართველოს მოქალაქის პასპორტი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი