განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160100118002554672
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/179-18 11 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N024130718002)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა, ნათია მიქელაძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი ძიძიგური, ნინო პაპაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: როლანდი ჭინჭარაშვილი
ბრალდებული: ა----- გ----------
მამის სახელი: აიდინ
დაბადებული: 21 სექტემბერი 1970 წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: დმანისი, სოფელი ზემო კარაბულახი
თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, ა----- გ---------მა დმანისის რაიონის სოფელ ზემო კარაბულახში, ჯერ თავიანთი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ხოლო შემდეგ კი ქუჩაში, თავიანთი არასრულწლოვანი შვილიშვილების - ე-–---- გ---------ასა და ო----- გ----------ს თანდასწრებით, მეუღლეს- რ--- გ---------ას, თითქოსდა ნათესავისათვის ნათქვამ სიტყვებზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო, ჯერ ჭიქა ესროლა თავის არეში, შემდეგ კი მუშტებისა და ფეხის გამოყენებით სხეული სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე მიაყენა დაზიანებები, თმებით ათრია მიწაზე და ქვა ჩაარტყა შუბლისა და ფეხის არეში, რის გამოც რ--- გ---------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ქორწინების აქტის (N0103378) ჩანაწერის თანახმად, დასაქორწინებელ პირთა მონაცემებში, საცოლედ მითითებულია - რ--- მუსტაფაევა, საქმროდ მითითებულია - ა----- გ----------, ხოლო ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნათ გვარები: ცოლს-გ---------ა, ქმარს - გ----------.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 2018 წლის 21 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N005060118 დასკვნის თანახმად რ--- გ---------ას 14.07.18წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი მარცხენა წვივის მიდამოში, მრავლობითი ნაჭდევები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებული შემთხვევის თარიღს და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებული რ--- გ---------ას გამოკითხვის ოქმით, მოწმეების სვეტლანა შალიევას, ნარმინ გუმბატოვას, ნაზანგულ გუმბათოვას, თურქანა გ---------ას, ე-–---- გ---------ას, ო----- გ----------ს, მაკა კობრავას გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 13 ივლისის ამოღების ოქმით, 2018 წლის 14 ივლისის დათვალიერების ოქმით, დაბადების აქტის ჩანაწერებით, ქორწინების აქტის ჩანაწერებით, დადგენილია, რომ ა----- გ---------მა მეუღლის რ--- გ---------ას მიმართ განახორციელა ძალადობა.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა----- გ---------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
2.2. ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არასრულწლოვანი არის პირი რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
2013 წლის 18 სექტემბრის დაბადების აქტის ჩანაწერით დგინდება რომ ე-–---- გ---------ას დაბადების თარიღია - 2013 წლის 17 სექტემბერი.
2015 წლის 14 აპრილის დაბადების აქტის ჩანაწერით დგინდება ო----- გ----------ს დაბადების თარიღია - 2015 წლის 8 აპრილი.
აღნიშნულით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ა----- გ---------მა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა განახორციელა ოჯახის წევრი არასრულწლოვანების თანდასწრებით.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა----- გ----------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა----- გ----------ს აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული რ--- გ---------ას გამოკითხვის ოქმი, მოწმეების სვეტლანა შალიევას, ნარმინ გუმბატოვას, ნაზანგულ გუმბათოვას, თურქანა გ---------ას, ე-–---- გ---------ას, ო----- გ----------ს, მაკა კობრავას გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 13 ივლისის ამოღების ოქმი, 2018 წლის 14 ივლისის დათვალიერების ოქმი, დაბადების აქტის ჩანაწერები, ქორწინების აქტის ჩანაწერები, სამედიცინო ექსპერტიზის N005060118 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა----- გ----------ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა----- გ----------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა----- გ---------მა რ--- გ---------ას მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, შერიგებულია დაზარალებულებთან.
5.3. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით ა----- გ---------ს უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადექვატური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (თვის) ვადით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული არაა ნასამართლევი დაა აღიარებს დანაშაულს სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძველი. შესაბამისად, ა----- გ---------ს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6 (ექვსი) ვადით უნდა ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაუდგინდეს 2(ორი) წელი.
6. ნივთმტკიცების გადაწყვეტის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე ამოღებული რ--- გ---------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს რ--- გ---------ას, ხოლო ქვა და ჭიქის ნამსხვრევები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა----- გ---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგნდეს 2(ორი) წელი.
ა----- გ---------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული პერიოდი 2018 წლის 13 ივლისიდან 2018 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით.
პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა----- გ----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ქვა და ჭიქის ნამსხვრევები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რ--- გ---------ას ტანსაცმელი დაუბრუნდეს რ--- გ---------ას.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე