გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.09.2018
საქმის ნომერი
330210017002044196
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
24.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/21033-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ელისო ტუკვაძე

სხდომის მდივანი თეონა როსტომაშვილი

მოსარჩელე - ს----------–---------------------------------–ია

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

მოპასუხე - სს „---------------------------–----

წარმომადგენელი - ა-–-------------------ე

დავის საგანი - ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება,პირგასამტეხლოს დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე ს----------–---------------------------------–იის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან (#2---------) გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის, კერძოდ, ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის („Hyundai Elantra“, სახელმწიფო ნომერი - A--------) დაზიანებით გამოწვეული ზიანის - 21 862.92 ლარის ანაზღაურება;

1.2. მოპასუხე სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე ს----------–---------------------------------–იის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (#2---------) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2017 წლის 23 ივნისიდან (სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის მომენტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 10 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, 08:30 საათზე, ს----------–---------------------------------–იის მძღოლმა კ--------------მა, რომელიც მართვდა ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას - „Hyundai Elantra“, სახელმწიფო ნომერი - A--------, ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლიც ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და თავად სადაზღვევო კომპანიას. კ--------------ი დაჯარიმდა 250 ლარით. ამ ფაქტზე შედგენილ იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მძღოლს ასვე ჩაუტარდა ალკო-ტესტი და დადგინდა, რომ შემთხვევის დროს იგი არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ხსენებული ავტომანქანა დაზღვეული იყო სს „---------------------------–-----ში. სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“-ს 2017 წლის 12 ივნისის ცნობიდან ირკვევა, რომ ავტომანქანის („ჰიუნდაი ელანტრა“, სახელმწიფო ნომერი - A--------) დაზიანება აღემატება 70%-ს და მისი აღდგენა მიზანშეწონილი არ არის. დაზღვევის ხელშეკრულების დანართი #1-ის (სადაზღვევო რისკები) მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება ავტოსაგზაო შემთხვევა და სრული განადგურება, ხოლო ხელშეკრულების 1.18. მუხლის მიხედვით, ავტოტრანსპორტის სრული დაზიანება (განადგურება) არის ავტომანქანის დაზიანება 70%-ით ან მეტით. ავტოსატრანსპორტო საშუალება ითვლება განადგურებულად, თუ ავტოტრანსპორტის აღდგენითი ღირებულება დანართი #2-ში მითითებული მისი საბალანსო ღირებულების 70%-ს ან მეტს შეადგენს, ან თუ განადგურებულია ავტომანქანის 70% ან მეტი. ამასთან, დანართი #2-ის მიხედვით, ავტომანქანა „ჰიუნდაი ელანტრა“-ს საბალანსო ღირებულება არის - 22 200 ლარი.

 

მოსარჩელე ს----------–---------------------------------–იამ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდგომ მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს----------–---------------------------------–ია ითხოვს მოპასუხე სს „--------------------------–-----ს 28.12.2016 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის, კერძოდ, ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის („Hyundai Elantra“, სახელმწიფო ნომერი - A--------) დაზიანებით გამოწვეული ზიანის - 21 862.92 ლარის ანაზღაურება და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის გადახდა.

 

მტკიცებულება: 09.08.2017 წლის სარჩელი, 10.09.2018 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სს „---------------------------–-----მ წარმოდგინილი წერილობითი შესაგებელით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განცხადებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზად, კ--------------მა მიუთითა, რომ გზაზე მოძრაობდა ნახირი, რომელიც გადმოუხტა ავტომანქანის სავალ გზაზე, შესაბამისად, საქონელთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით, მძღოლმა მოახდინა მანევრი და შეეჯახა ხეს. პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილზე შედგენილ დოკუმენტში, მათ შორის კ--------------ის ხელმოწერით დადასტურებულ გასაუბრების შესახებ ოქმში, საერთოდ არ არის ნახსენები გზაზე ნახირის/საქონლის ყოფნის ფაქტი. ვინაიდან, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება გამორიცხავს დამზღვევის თანამშომლისათვის სარეგრესო მოთხოვნის წაყენების უფლებას, თავისი ქმედებით კ--------------მა, სს „---------------------------–-----ს წაართვა რეგრესის/სუროგაციის წესით ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა. შესაბამისად, სადაზღვევო ხელშეკრულების დანართი #3-ის 6.2 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი გათავისუფლდა მოცემულ შემთხვევაზე სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის ვალდებულებისაგან. სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი მოქმედებდა უხეში გაუფრთხილებლობით, გადააჭარბა სიჩქარეს, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველის ვალდებულების შესრულების გამომრიცხავი საფუძველია.

 

(მტკიცებულება: 30.08.2017 წლის შესაგებელი; 10.09.2018 წლის სასამართლო მთავარი სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 28 დეკემბერს ს----------–---------------------------------–იასა და სს „---------------------------–-----ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა, ხელშეკრულებით მხარეებს შეთანხმებული ქონდათ ვალდებულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს გადახდაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 28.12.2016 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება #2---------;

- სადაზღვევო პოლისი (სერთიფიკატი) # A----------;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 10 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, 08:30 საათზე, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად დაზიანდა ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა "Hyundai Elantra“, სახელმწიფო ნომერი - A--------. ხსენებულ ავტომანქანას მართავდა ს----------–---------------------------------–იის მძღოლი კ--------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი #ბა0--------;

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, ოქმთან დნართი;

- სს „ჰიუნდაი ავტო საქართველო“-ს 2017 წლის 12 ივნისის ცნობა;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს იმ გარემოების არსებობას, რომ დამზღვევისგან უფლებამოსილმა პირმა უარი განაცხადა ზიანზე პასუხისმგებელი პირისათვის წასაყენებელ პრეტენზიაზე ან უფლებაზე, რომელიც უზრუნველყოფდა ზიანზე პასუხისმგებელი პირის მიმართ მოთხოვნების რეალიზაციას.

 

როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემით, გასაუბრების ოქმით ირკვევა2017 წლის 10 ივნისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, 08:30 საათზე, ს----------–---------------------------------–იის მძღოლმა კ--------------მა, რომელიც მართავდა ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას - „Hyundai Elantra“, სახელმწიფო ნომერი - A--------, ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლიც ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს და თავად სადაზღვეო კომპანიას. კახაბერ ბუთხუზი დაჯარიმდა 250 ლარით. ამ ფაქტზე შედგენილ იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მძღოლს ასვე ჩაუტარდა ალკო-ტესტი და დადგინდა, რომ შემთხვევის დროს იგი არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

 

რაც შეეხება მზღვეველთან კ--------------ის 2017 წლის 23 ივნისის განაცხადს სადაზღვეო შემთხვევის შესახებ, წერილში აღნიშნულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია გზაზე მოძრავი საქონლის მოქმედებით, რის გამოც მოახდინა მანევრი და შესაბამისად ბრალი არ მიუძღვოდა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში, აღნიშნულს სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, ადგილზე მისულ საპატრულო პოლიციას მსგავსი ფაქტი არ დაუფიქსირებია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა სწორედ კ--------------ს და გამოვლენილი არ ყოფილა გზებზე პირუტყვის გადაადგილების წესების დარღვევა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად მეხრის ან მეპატრონის დაჯარიმების საფუძველი იქნებოდა. სამართალდარღვევის ფაქტზე შედეგნილი საჯარიმო ქვითარი ახდენს სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და 2017 წლის 23 ივნისის განცხადება კ--------------ის სადაც ის გამორიცხავს საკუთარ ბრალეულობას არ ადასტრებს ამ ფაქტის რეალურობას. გარდა ამისა, კ--------------ი უკვე მოგვიანებით დაწერილ განცხადებაში უარყოფს ფაქტის სინამდვილეს და რასაც ხსნის იმით, რომ შეეშინდა სამსახურიდან განთავისუფლების. რის გამოც მიუთითა რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საქონლის ბრალით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი # ბა0--------;

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, ოქმთან დნართი;

საჯარიმო ქვითარი (ჩეკი)

- 10.06.2017 წლის ოქმი გასაუბრების შესახებ;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

- კ--------------ის წერილობითი განცხადება;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, ს----------–---------------------------------–იის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----------–---------------------------------–იასა და სს „---------------------------–-----ს შორის არსებობდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ექსპლუატაციის შედეგად მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა.

 

როგორც ადმინისტრაციული ოქმით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემით, გასაუბრების ოქმით და საჯარიმო ქვითრით ირკვევა, ს----------–---------------------------------–იის მძღოლმა კ--------------მა, რომელიც მართვდა ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანას - „Hyundai Elantra“, სახელმწიფო ნომერი - A--------, ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა ხეს. ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლიც აცნობა მან სამართალდამცავ ორგანოებს და სადაზღვევო კომპანიას. კ--------------ი დაჯარიმდა 250 ლარით. მძღოლს ასვე ჩაუტარდა ალკო-ტესტი და დადგინდა, რომ შემთხვევის დროს იგი არ იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

 

საჯარიმო ქვითარის მიხედვით კ--------------ი დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ქვეპუნქტით: „ამ მუხლის მე-6, 62 და მე-7–მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით“.

 

მოპასუხემ მიუთითა, რომ ავტომობილის მძღოლმა კ--------------მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, კერძოდ გადააჭარბა სიჩქარეს, რის გამოც ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ხეს. შესაბამისად, კ--------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად მზღვეველის ვალდებულების შესრულების გამომრიცხავი საფუძველია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მძღოლი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდგომ დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდაღღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ასევე დადგენილია, რომ იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მძღოლმა სიჩქარის გადაჭარბების გამო ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა ხეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო ხელმძღვანელობს რა მოხმობილი საპროცესო სტანდარტით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად მიიიჩნევს, რომ დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა არ ყოფილა გამოწვეული მოსარჩელის, როგორც დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით. სასამართლოს განმარტებით, უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახეზეა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის ნორმატიული ელემენტები: მხარეთა შორის დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა; სადაზღვევო შემთხვევის დადგომა და ამ შემთხვევის შედეგად დაზღვევის საგნის დაზიანების ფაქტი, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მზღევეველს, სს "---------------------------–-----ს დამზღვევის - ს----------–---------------------------------–იის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის, კერძოდ, ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის („Hyundai Elantra“, სახელმწიფო ნომერი - A--------) დაზიანებით გამოწვეული ზიანის - 21 862.92 ლარის ანაზღაურება და ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 694 ლარს. ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ”უ” ქვეპუნქტის საფუძველზე და სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 694 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე ს----------–---------------------------------–იის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე ს----------–---------------------------------–იის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან (#2---------) გამომდინარე სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის, კერძოდ, ს----------–---------------------------------–იის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის („Hyundai Elantra“, სახელმწიფო ნომერი - A--------) დაზიანებით გამოწვეული ზიანის - 21 862.92 ლარის ანაზღაურება.

3. მოპასუხე სს „---------------------------–-----ს მოსარჩელე ს----------–---------------------------------–იის სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით (#2---------) გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2017 წლის 23 ივნისიდან (სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის მომენტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 21862,92 ლარის 0.1%-ის გადახდა.

4. დაეკისროს მოპასუხე სს „---------------------------–-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 694 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ელისო ტუკვაძე