გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2018
საქმის ნომერი
120210018002524412
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2524412-2/544-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე

 

მოსარჩელე - ი/მ ვ----– მ-----–--ე

წარმომადგენელი - ვ----– მ-----–-–---–ი

მოპასუხე - ბ---------ის მ----–----–--------------ა

წარმომადგენელი - თ----- ძ---–---–ი

 

დავის საგანი - პირგასამტელოს შემცირება, თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბ---------ის მ----–----–------სა და ი/მ ვ----– მ-----–--ეს შორის დადებული 2017 წლის 1 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 12882.08 ლარი შემცირდეს 10 ჯერ და პირგასამტეხლო განისაზღვროს 1288.21 ლარით.

 

1.2. ბ---------ის მ----–----–--------------ას ი/მ ვ----– მ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 11593.87 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ---------ის მ----–----–------ის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ბ---------ში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის, თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე, გამარჯვებულად გამოცხადდა ი/მ ვ----– მ-----–--ე. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება გაეწია შემსყიდველისთვის განსაზღვრული სამუშაოები, რისთვისაც შემსყიდველს უნდა გადაეხადა 248269 ლარი. 2017 წლის 1 ივნისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1-- ხელშეკრულება.

 

2017 წლის 14 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება N232, რითაც ცვლილებები შევიდა 2017 წლის 1 ივნისის ხელშეკრულებაში და შეიცვალა/გაიზარდა სამუშაოების მოცულობა, გაიზარდა სამუშაოს ღირებულება და ნაცვლად 248269 ლარისა განისაზღვრა 268377 ლარით, თუმცა უცვლელად დარჩა სამუშაოების შესრულების ვადა.

 

ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ი/მ ვ----– მ-----–--ის მიერ კეთილსინდისიერად და ჯეროვნად სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც დასტურდება სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებით და შემსყიდველის შესაბამისი ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტებით, თუმცა 2017 წლის 14 ივლისს ხელშეკრულებაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გავლენა იქონია ი/მ ვ----– მ-----–--ის მხრიდან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სამუშაოების დასრულებაზე. ცვლილებებით შეიცვალა, გაიზარდა სამუშაოების მოცულობა, თუმცა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადები დარჩა იგივე, რამაც გამოიწვია საბოლოოდ სამუშაოების დასრულების ვადის 16 დღით გადაცილება, ამასთან, სრულად დაკმაყოფილებული იქნა შესრულებული სამუშაოები, რაც დასტურდება როგორც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე შპს ,,ქ--------–-----’’ 18.01.2018წ. გაცემული ექსპერტიზის დასკვნით.

 

2018 წლის 24 იანვრის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის მიერ ანაზღაურებული იქნა სამუშაოების ღირებულების თანხა ნაწილობრივ, რომელსაც გამოკლდა პირგასამტეხლოს თანხა -12882.08 ლარი, რომელიც დაანგარიშებული იქნა 16 დღიანი ვადაგადაცილება გამრავლებული 805.13 ლარზე.

 

დაკისრებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და აუცილებელია მისი შემცირება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ---------ის მ----–----–--------------ის წარმომადგენელმა შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ი/მ ვ----– მ-----–--ე ხელშეკრულების გაფორმებამდე გაეცნო ხელშეკრულების პროექტს, მის ყველა დანართს, მათ შორის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას. იმის გათვალისწინებით, რომ მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2017 წლის 30 აგვისტომდე და აღნიშნული ვალდებულება მან არ შეასრულა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 12882.08 ლარი. მ----–----–------ის მხრიდან გათვალისწინებული და დაცულია ხელშეკრულების ყველა პირობა და ქმედება განხორციელებულია კანონის სრული დაცვით. 2017 წლის 1 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით მოსარჩელე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას, შესაბამისად მოსარჩელის განმარტება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 1 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მ----–----–------სა და ი/მ ვ----– მ-----–--ეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 248269 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან - 90 კალენდარული დღე.

 

3.1.3. 2017 წლის 14 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული იქნა შეთანხმება 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული N1-- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. შეტანილი იქნა ცვლილება ქ. ბ---------ში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში და შესასრულებელი სამუშაოს ჯამურ ღირებულებას დაემატა 20108 ლარი.

 

3.1.4. 2017 წლის 30 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 248269 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 30400.10 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

3.1.5. 2017 წლის 7 აგვისტოს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით და 2017 წლის 14 ივლისის N232 შეთანხმებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 268377 ლარი, მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. შესრულებული სამუშაოების ღირებულება წარდგენილი ფორმა 2-ის მიხედვით შესაბამისობაშია ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოებთან და ღირებულება შეადგენს 119460 ლარს, რომელიც ექვემდებარება გადახდას.

 

3.1.6. 2018 წლის 24 იანვარს მხარეებს შორის შედგენილი იქნა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2017 წლის 1 ივნისს გაფორმებული N1-- ხელშეკრულებით და 2017 წლის 14 ივლისის N232 შეთანხმებით გათვალისწინებული - ქ. ბ---------ში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 268377 ლარი, შესრულებულია გეგმა-გრაფიკის დარღვევით. შპს ,,ქ--------–-----’’ 18.01.2018წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოების აქტებში შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოების სახეები და მოცულობები ძირითადად შეესაბამება ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოების სახეებს და მოცულობებს, ასევე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მონაცემებს. ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 262719.30 ლარს, ხოლო გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება 5302.06 ლარს. შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია. ინდ. მეწარმე ვ----– მ-----–--ეს ხელშეკრულების მე-17 მუხლის 17.4 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულების ვადის გადაცილების გამო ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 12882.08 ლარს.

 

3.1.7. შპს ,,ქ--------–-----’’ ინსპექტირების ანგარიში/ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ქ. ბ---------ში, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებზე, შესრულებული სამუშაოების აქტებში (ფორმა N2-ში) შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოების სახეები და მოცულობები ძირითადად შეესაბამება ფაქტურად შესრულებულ სამუშაოების სახეებს და მოცულობებს, ასევე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის მონაცემებს. შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

 

3.1.8. 01.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - ი/მ ვ----– მ-----–--ემ გადააცილა 16 დღით.

 

3.1.9. ი/მ ვ----– მ-----–--ის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დაეკისრა 12882.08 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა ბ---------ის მ----–----–--------------ამ მოსარჩელეს გაუქვითა შესრულებული სამუშაოების თანხაში და შესრულებული სამუშაოების თანხა ჩაურიცხა 12882.08 ლარით ნაკლები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 1 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;

- 14.07.2017წწ. N232 შეთანხმება;

- 30.06.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 07.08.2017წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- 24.01.2018წ. მიღება-ჩაბარების აქტი;

- შპს ,,ქ--------–-----’’ 18.01.2018წ. ინსპექტირების ანგარიში/ექსპერტიზის დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით შეადგენს 12882.08 ლარს, რაც არ გამომდინარეობს გამოწვეული სავარაუდო ზიანიდან, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 1 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულების გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, რაც გამოწვეული იყო სამუშაოს მოცულობის გაზრდით, ამასთან აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მისდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 1 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ დიდია, რაც მისი შემცირების საფუძველია. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და ვადაგადაცილებულ დღეთა შესაბამისად უნდა დადგინდეს პირგასამტეხლოს სახით დასაკავებელი საჯარიმო თანხა და ბ---------ის მ----–----–------ის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ზედმეტად ჩამოჭრილი თანხის გადახდა ი/მ ვ----– მ-----–--ის სასარგებლოდ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე 420-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

2017 წლის 1 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მ----–----–------სა და ი/მ ვ----– მ-----–--ეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში კულტურისა და ხელოვნების ცენტრის და თოჯინების თეატრის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 248269 ლარით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 30 აგვსიტოს ჩათვლით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 01.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით და 14.07.2017წ. N232 შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას მიმწოდებელმა - ი/მ ვ----– მ-----–--ემ გადააცილა 16 დღით, რის გამოც შემსყიდველმა მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო 12882.08 ლარი.

 

6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, ნომინალიზმის პრინციპი და სხ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოზე შედავების პერიოდში, რომელიც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში (სუსგ Nას-155-155-2018წ., 15 თებერვალი 2018 წელი).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში, მხარეთა შორის 01.06.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით, სამუშაოს შესრულების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს 805.13 ლარს (268377X0,3%). მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეთა გათვალისწინებით (16X805.13) შეადგენს 12882.08 ლარს. საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ გათვალისწინებული მოგებაა 5%, რაც შეადგენს 13418 ლარს (268377X5%).

 

მოპასუხის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო მაღალია და იმ პირობებში როდესაც მიმწოდებელი, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით ელოდება 13418 ლარი მოგების მიღებას, მისთვის პირგასამტეხლოს სახით 12882.08 ლარის დაკისრება (მისაღები მოგების თანხასთან მიახლოებული) მეტისმეტად მკაცრი სანქცია იქნება და მხოლოდ მიმწოდებლის დასჯისკენ მიმართული ქმედება იქნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოტივაციას და მიაჩნია, რომ 2017 წლის 1 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, რადგან პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები უკვე შესრულებულია და ობიექტი ჩაბარებულია. ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვია ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანამ, კერძოდ გაიზარდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, თუმცა შესრულების ვადა დარჩა უცვლელი. მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელემ გადააცილა ხელშეკრულების შესრულების ვადას, მაგრამ აღნიშნულით არსებითი ხასიათის ზიანი არ მიდგომია სახელმწიფო ან/და კერძო პირთა ინტერესებს. მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, 2017 წლის 1 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 6-ჯერ და უნდა განისაზღვროს 2147 ლარით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ დაკავებული 10735.08 (12882,08-2147) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’

 

სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 348 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მ----–----–--------------ას დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 322.05 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ი/მ ვ----– მ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. 2017 წლის 1 ივნისს ი/მ ვ----– მ-----–--ეს და ბ---------ის მ----–----–------ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლო შემცირდეს 6-ჯერ და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 2147 ლარი.

1.2. ბ---------ის მ----–----–--------------ას ი/მ ვ----– მ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 10735.08 ლარის გადახდა.

 

2. ბ---------ის მ----–----–--------------ას ი/მ ვ----– მ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 322.05 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი