განაჩენი

სისხლის სამართლის 04.09.2018
საქმის ნომერი
010100118002249993
დავის ტიპი
260 6 ა
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100118002249993

1-19/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

04 სექტემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - პ----- ც-–--–--ე

 

ბრალდებული - თ------ კ----–-ძე

ადვოკატი - მ--- ა---–--ე

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N1-----------

 

ბრალდებული: თ------ კ----–-ძე

მამის სახელი: ა------

დაბადებული: 04.06.1-----------–--------------------–------------–------------–--------------------------------------------------------------------------------–---------------------–----------–-----------------–---------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა: თ------ კ----–-ძემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა.

 

თ------ კ----–-ძემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა პირადად უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,216 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2017 წლის 16 დეკემბერს ქობულეთის რაიონის დაბა ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვა.

 

ბრალდებულმა თ------ კ----–-ძემ აღიარა ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, იმავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებები მოწმეების (თ------ კ----–-ძის ჩხრეკაში მონაწილე პირები) მ------ ხინიკაძის, მ------ კირჩხელის, მირიან მოწყობილის, ექსპერტების რუსუდან ხალვაშის და თეონა ბერუაშვილის ჩვენებები სადავო არაა და ორივე მხარე შეთანხმდა მათზე, როგორც უდაო მტკიცებულებებზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მთელირიგი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა თ------ კ----–-ძის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია მოწმის სახით დაკითხულ შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის მ------ გ--------ის ჩვენების ანალიზით, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 16 დეკემბერს თ------ კ----–-ძის პირად ჩხრეკაში. ჩხრეკის შედეგად თ------ კ----–-ძის ქურთუკის ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა 27 ცალი ტაბლეტი წარწერით „suboxone“. ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა ადგილზე რაზედაც მ------ გ--------ემ შეადგინა პირადი ჩხრეკის ოქმი. ოქმის სისწორე ხელის მოწერით დაადასტურა ყველა იმ პირმა ვინც მონაწილეობა მიიღო ჩხრეკაში.

 

მოწმის სახით დაკითხულ ექსპერტის მ------ ს----------ს ჩვენების ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ მან მონაწილეობა მიიღო 2017 წლის 16 დეკემბერს თ------ კ----–-ძის პირად ჩხრეკაში. ჩხრეკის შედეგად თ------ კ----–-ძის ქურთუკის ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა 27 ცალი ტაბლეტი წარწერით „suboxone“. ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა ადგილზე რაზედაც შედგა პირადი ჩხრეკის ოქმი. ოქმის სისწორე დაადასტურა ხელის მოწერით.

 

მოწმის სახით დაკითხულ შსს ქობულეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის ზ------ ი------ის ჩვენების ანალიზით სასამართლომ დაადგინა, რომ მან მონაწილეობა მიიღო თ------ კ----–-ძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში. გამოძიების მიმდინარეობისას მის მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებების დასაფიქსირებლად შეადგინა შესაბამის ოქმები, რომლებიც სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების შინაარს და შედეგებს. ოქმებზე არსებული ხელმოწერები ეკუთვნის სწორედ იმ პირებს ვინც მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში.

 

2017 წლის 16 დეკემბერს თ------ კ----–-ძის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ თ------ კ----–-ძის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ქ. ქობულეთში დაბა ქობულეთში ბათუმი ქობულეთის საავტომობილო გზაზე რა დროსაც ქურთუკის ჯიბეში ნანახი და ამოღებული იქნა 27 ცალი ტაბლეტი წარწერით „suboxone“. ამოღებული ნივთმტკიცება დაილუქა ადგილზე.

 

2017 წლის 17 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის №ქ/567 დასკვნის თანახმად, თ------ კ----–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 27 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს -0,216 გრამის ოდენობით.

 

ქიმიური ექსპერტიზის №ქ/567 დასკვნის მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შორენა მუხაშავრიამ.

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია 2-ში №10 რეგისტრაციით.

 

თ------ კ----–-ძეს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ნარკოტიკულ საშუალება ”ბუპრენორფინის” შეძენის და შენახვის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ კ----–-ძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინს.”

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ კ----–-ძემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობა:

 

”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;

 

ნარკოტიკული საშუალება " ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია 2, №10 რეგისტრაციით,უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა დანართი 2-ში გრაფა N 29-ის მიხედვით ბუპრენორფინის განსაკუთრებით დიდ ოდენობა ითვლება 0,12 გრამიდან.

 

როგორც აღინიშნა, 2017 წლის 17 დეკემბრის ქიმიური ექსპერტიზის №ქ/567 დასკვნის თანახმად თ------ კ----–-ძის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 27 ცალი ტაბლეტი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს 0,216 გრამის ოდენობით, რაც გაცილებით მეტია 0,12 გრამზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა თ------ კ----–-ძემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,12 გრამზე მეტ 0,216 გრამ ნარკოტიკულ საშუალება ბუპრენორფინს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------ კ----–-ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ”ა” ქ/პუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ------ კ----–-ძეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

თ------ კ----–-ძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, დანაშაულის აღიარებით სასამართლო თვლის, რომ თ------ კ----–-ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ფარგლებში, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს თ------ კ----–-ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის შუამდგომლობას თ------ კ----–-ძისათვის ავადმყოფობის გამო სასჯელის გადავადების თაობაზედ, რადგან ადვოკატის შუამდგომლობაში აღნიშნული დავადება არ შედის იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალში, რომელიც წარმოადგენს სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველს და შესულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N 01-6/ნ ბრძანებაში.

 

”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები ჩამოერთმევა 05 წლით და ცალკეული უფლება 10 წლის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

თ------ კ----–-ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ თ------ კ----–-ძეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2017 წლის 16 დეკემბრიდან

 

თ------ კ----–-ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს 2007 წლის 03 ივლისის კანონის საფუძველზე თ------ კ----–-ძეს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობის და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს, ავტომანქანა მერსედესი სახNGG 595 PP - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი