გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3360-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - ლ----------–--ე
მოპასუხე - გ-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. დაეკისროს გ-------------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ 1762,66 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - გ-------------–---–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 26 აგვისტოს N1------ ბრძანებით, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I-------------–----------------------------- უმცროსი ინსპექტორი (ს/პ) გ---------------------------–---–ი დანიშნული გამოსაცდელი ვადით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I-------------–----------------------------- უმცროსი ინსპექტორის (ს/პ) თანამდებობაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 14 დეკემბრის N2------ ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის (დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს II და III სამმართველოების გარდა) და არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ქ. თბილისის სამმართველოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დანართი N1-ის შესაბამისად. წამყვანი სპეციალისტის (ინსპექტორი) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 830 ლარით, სპეციალისტის (უმცროსი ინსპექტორი) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 680 ლარით.
გ-------------–---–ს 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველთვიურად ერიცხებოდა თანამდებობრივი სარგო 830 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 26 აგვისტოს N1------ ბრძანება (იხ.ს.ფ. 12);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 14 დეკემბრის N2------ ბრძანება და დანართი N1 (იხ.ს.ფ. 18-21);
- გ-------------–---–ის ხელფასის დარიცხვის ბარათი (2014-2016 წლები) (იხ.ს.ფ. 15-17).
3.1.2. 2018 წლის 16 იანვარს, გ-------------–---–მა M---------------- სამსახურებრივი ბარათით მიმართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გ. ნიკოლეიშვილს და განმარტა, რომ 2014 წლის N1------ ბრძანებით დაინიშნა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს ტექნიკურ სამსახურში უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა და სახელფასო ანგარიშზე ერიცხებოდა 664 ლარი. 2017 წლის იანვარში დაერიცხა ხელფასი 544 ლარი, რის გამოც მიმართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს, სადაც განუმარტეს, რომ მისი როგორც უმცროსი ინსპექტორის ხელფასი შეადგენდა თვეში 544 ლარს და ამ ხნის განმავლობაში (2 წელი და 6 თვე) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო თვეში 120 ლარით ზედმეტ თანხას ურიცხავდა. ამა წლის თებერვლის თვეში ხელზე ასაღებ ხელფასს - 544 ლარს, კიდევ მოაკლდა 120 ლარი და საბოლოოდ ხელზე ასაღებმა ხელფასმა შეადგინა 424 ლარი. მან მიმართა საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს, სადაც აუხსნეს, რომ 2 წლის და 6 თვის მანძილზე ერიცხებოდა ხელფასი ზედმეტი ოდენობით და დაგროვილმა დავალიანებამ შეადგინა 3000 ლარი, ხოლო აღნიშნული სხვაობის გაქვითვა უნდა მომხდარიყო თანამდებობრივი სარგოდან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ-------------–---–მა დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ გაეთავისუფლებინა ყოველთვიური დასაქვითი თანხის გადახდისაგან.
გ-------------–---–ის 2018 წლის 16 იანვრის M---------------- სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად შსს გენერალური ინსპექციის დასკვნით დადგინდა, რომ მ-----–------ი 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტ----------------------- უმცროსი ინსპექტორის გ-------–---–ის სახელფასო ბარათზე, ნაცვლად 680 ლარისა ყოველთვიურად შეცდომით რიცხავდა 830 ლარს. ხსენებული შეცდომა მის მიერ გამოვლენილ იქნა 2017 წლის იანვარში, რა დროსაც ზედმეტად დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 4350 ლარი, მათ შორის 870 ლარი იყო საშემოსავლო გადასახადი, რომელიც საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის დაზუსტების შემთხვევაში ექვემდებარებოდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბარათზე დაბრუნებას. 2017 წლის თებერვლიდან, დავალიანების დაფარვის მიზნით გ-------–---–ს სახელფასო ბარათზე ყოველთვიურად, ნაცვლად კუთვნილი ხელფასის თანხისა (544 ლარის, ხოლო მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 560 ლარი), ერიცხება 120 ლარით ნაკლები თანხა და ხელზე იღებდა 424 ლარს, ხოლო მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ხელზე იღებს 440 ლარს. გ-------–---–ის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 1920 ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გ-------------–---–ის 2018 წლის 16 იანვრის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (იხ.ს.ფ. 22);
- შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა (იხ.ს.ფ. 23-25).
3.1.3. გ-------------–---–მა 2018 წლის 2 აპრილს M---------------- პატაკით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მოითხოვა 2018 წლის 3 აპრილიდან მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და შსს ორგანოებიდან დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის M---------------- ბრძანებით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტ----------------------- უმცროსი ინსპექტორი გ---------------------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, 2018 წლის 3 აპრილიდან.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- გ-------------–---–ის 2018 წლის 2 აპრილის M---------------- პატაკი (იხ.ს.ფ. 13);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის M---------------- ბრძანება (იხ.ს.ფ. 14).
3.1.4. საბუღალტრო სამსახურის ცნობის შესაბამისად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტ----------------------- ყოფილი თანამშრომლის, გ---------------------------–---–ის ზედმეტად გაცემული ხელფასი (დარიცხული) 2017 წლისათვის შეადგენდა 4350 ლარს. გ-------------–---–ს დავალიანების დაფარვის მიზნით 2017 წელს და 2018 წლის იანვარ-აპრილის თვეში ხელფასიდან ჩამოეჭრა 2146,67 ლარი. 2018 წლის 2 მაისის მდგომარეობით გ-------------–---–ის სახელფასო დავალიანება შეადგენს 2203,33 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები 1762,66 ლარს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საბუღალტრო სამსახურის ცნობა (იხ.ს.ფ. 29).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 45-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში, სახელმწიფო მონაწილეობს, როგორც შესაბამისი უფლებაუნარიანობით აღჭურვილი იურიდიული პირი და შესაბამისად, მას აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა იმ უფლებით, რაც განსაზღვრულია იურიდიული პირებისათვის, სათანადო გამონაკლისების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს ამ დროს ახორციელებენ მისი ორგანოები (უწყებები, დაწესებულებები და ა. შ.) ისე, რომ ისინი არ არიან იურიდიული პირები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე გ-------------–---–ი მუშაობდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტ----------------------- უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.
მითითებული კანონის მე-11 მუხლი მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ ??????????? ???????????? , სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“.
ამავე კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, პოლიცია ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში, სადაც დასაქმებული არიან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წოდებების მქონე პირები, აგრეთვე სხვა საჯარო მოხელეები (შემდგომ – სამინისტროს მოსამსახურეები). პოლიციის სამსახურები სამინისტროს სისტემაში ფუნქციონირებენ სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სახით. პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, გამომდინარეობს, თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიდან, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნა გ-------------–---–ისათვის თანხის დაკისრებასთან დაკავშირებით.
6.2. ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად: 1. პოლიციელის ხელფასი (ფულადი სარგო) შედგება თანამდებობრივი სარგოსა და წოდებისათვის დადგენილი სარგოსგან; 2. პოლიციელს, ხელფასის გარდა, შეიძლება მიეცეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი და კომპენსაცია; 3. პოლიციელის ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და წოდებისათვის დადგენილი სარგოს) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატისა და კომპენსაციის ოდენობებს, აგრეთვე მათი გაცემის პირობებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი.
დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2014 წლის 26 აგვისტოს N1------ ბრძანებით, შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I-------------–----------------------------- უმცროსი ინსპექტორი (ს/პ) გ---------------------------–---–ი დანიშნული გამოსაცდელი ვადით, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დაინიშნა შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I-------------–----------------------------- უმცროსი ინსპექტორის (ს/პ) თანამდებობაზე.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2013 წლის 14 დეკემბრის N2------ ბრძანებით, დამტკიცდა საქართველოს შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის (დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს II და III სამმართველოების გარდა) და არასაბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ქ. თბილისის სამმართველოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დანართი N1-ის შესაბამისად. წამყვანი სპეციალისტის (ინსპექტორი) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 830 ლარით, სპეციალისტის (უმცროსი ინსპექტორი) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 680 ლარით.
დადგენილია, რომ 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტ----------------------- უმცროსი ინსპექტორის გ-------–---–ის სახელფასო ბარათზე, ნაცვლად 680 ლარისა ყოველთვიურად შეცდომით ირიცხებოდა 830 ლარი.
საბუღალტრო სამსახურის ცნობის შესაბამისად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტ----------------------- ყოფილი თანამშრომლის, გ---------------------------–---–ის მიმართ ზედმეტად გაცემული ხელფასი (დარიცხული) 2017 წლისათვის შეადგენდა 4350 ლარს. გ-------------–---–ს დავალიანების დაფარვის მიზნით 2017 წელს და 2018 წლის იანვარ-აპრილის თვეში ხელფასიდან ჩამოეჭრა 2146,67 ლარი. 2018 წლის 2 მაისის მდგომარეობით გ-------------–---–ის სახელფასო დავალიანება შეადგენს 2203,33 ლარს, ხოლო ხელზე ასაღები 1762,66 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
დადგენილია, რომ მოპასუხე გ-------------–---–ის მიერ, უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ოდენობამ შეადგინა 1762,66 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე გ-------------–---–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 1762,66 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გ-------------–---–ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება 1762,66 (ათას შვიდასსამოცდაორი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით;
3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე