განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #-----------------------
19 ივნისი, 2018 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ----------–---
დაცვის მხარე:
ბრალდებული - სი-----------–-----------------------------–-------–-–----------------------------------------------------------–-------------------------–-------------------------------–----–----------------–-------------–-)
ადვოკატი- გ------------–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ს--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 19 მარტს დაახლებით 19:30 საათზე , სამტრედიის რაიობნის სოფელ კ---------ლში მცხოვრებმა, მთვრალმა ს--------------ემ სახლში ყოფნისას, განაწყენების ნიადაგზე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უცენზურო სიტყვებით აგინა მეუღლეს, ირ-------–--–-–--ლს. აღნიშნულის შემდეგ, სამზარეულოს ოთახში მყოფ მეუღლეს, ხელი კისრის არეში მოუჭირა, თან მარჯვენა ხელი სახის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში რამდენჯერმე დაარტყა, რამაც ირ-------–--–-–--ლის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ს--------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ს--------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ ს--------------ის ახლო ნათესავმა, კერძოდ, მეუღლემ -დაზარალებულმა ირ-------–--–-–--ლმა, ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ ს--------------ის წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და-----------ამ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სამტრედიის რაიონის სოფელ გო--------ის სოფლებით, 2018 წლის 19 მარტს იგი მის მეწყვილესთან სე------–-----–--სთან ერთად ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს საათებში, დაახლებით 23:30 საათზე, მას პირად მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ირ-------–--–-–--ლი და აცნობა, რომ მისმა მეუღლემ ს--------------ემ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი, მის მეწყვილესთან სე------–-----–--სთან ერთად, დაახლოებით 10 წუთში, გამოცხადადდა შემთხვევის ადგილზე, კერძოდ სამტრედიის რაიონის სოფელ კ---------ლში, სადაც დახვდათ მთვრალი ს--------------ე, რომელიც კვლავ აგრძელებდა ირ-------–--–-–--ლისათვის სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას, ამასთან იყო აგრესიული და იწეოდა მისი მეუღლისაკენ, რისი უფლებაც მას არ მისცენ, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი საჭირო გახდა მისი დაკავება. აღნიშნულის თაობაზე აცნობეს ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებელი გი---------–--–-–--ლი, რომელმაც შეადგინა შესაბამისი დაკავების ოქმი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სე------–-----–--მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ამასთან, მან მთლიანად დაადასტურა მოწმე და-----------ას ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თა------------ემ განმარტა, რომ იგი არის ბრალდებულის და დაზარალებულის მეზობელი და დაზარალებულ ირ-------–--–-–--ლთან ერთად მუშაობს დაფნის გადამამუშავებელ პუნქტში. 2018 წლის გაზაფხულზე, დილით სამსახურში მოსულმა ირ-------–--–-–--ლმა უთხრა, რომ ნასვამმა მეუღლემ მიაყენა, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნა----–-----–-----იამ განმარტა, რომ იგი დაზარალებულ ირ-------–--–-–--ლთან ერთად მუშაობს დაფნის გადამამუშავებელ პუნქტში. 2018 წლის მარტის თვეში, ზუსტი თარიღი არ ახსოვს, დილით სამსახურში მოსულმა ირ-------–--–-–--ლმა უთხრა, რომ ნასვამმა მეუღლემ მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მას ვიზუალურად დაზიანების არანაირი კვალი არ აღენიშნებოდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი---------–--–-–--ლმა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელის თანამდებობაზე. 2018 წლის 19 მარტს იგი ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება, ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. იგი გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე სამტრედიის რაიონის სოფელ კ---------ლში, სადაც, მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ფოტოგრაფირება. მოხდა, როგორც ირ-------–--–-–--ლის ასევე ს--------------ის გამოკითხვა. ს--------------ის დაკავება მოხდა სამტრედიის რაიონის სოფელ კ---------ლში, მის საცხოვრებელ სახლში, ხოლო დაკავების ოქმი, მის მიერ შედგენილ იქნა სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, ვინიდან დაკავების ადგილზე არ არსებობდა შესაბამისი პირობები. ირ-------–--–-–--ლის გამოკითხვის ოქმის თანახმად მას სახლში მოსულმა ნასვამმა მეუღლემ, ს---------------ემ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რა დროსაც ს---------------ემ ხელი მოუჭირა კისრის არეში და დაარტყა ტანის მიდამოებში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ირ-------–--–-–--ლი გადაყვანილ იქნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ------------------რეიამ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის თანამდებობზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისა და აგრთვე ალკოჰოლური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
საქმეზე პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, 2018 წლის 21 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #----------- დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ირ-------–--–-–--ლს სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაღენთის სახით, კერძოდ, 20.03.2018 წ. 02:34-02:44 სთ ჩივილებს ტკივილებზე არ წარმოადგენს. მარცხენა ყურის ბიბილოს წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოოისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 0,4X0,3 სმ. სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით დადგენილია, რომ ს--------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვი ვადით.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა ს--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ ს--------------ის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ - დაზარალებულმა ირ-------–--–-–--ლმა ისარგებლა მისთვის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, მეუღლის - ს--------------ის წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ს--------------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ირ-------–--–-–--ლის ჩვენება, ამ უკანასკნელმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ ს--------------ის წინააღმდეგ. რაც შეეხება პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად ს--------------ე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ ს--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, ს--------------ის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული ს--------------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ს--------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ს--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
გამართლებულ ს--------------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე