გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N030210017001940442
N2/407-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 აგვისტო 2018 წელი ქ. ფოთი
შესავალი ნაწილი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი თამარ თოდუა
მოსარჩელე მ---------------ა
ადვოკატი მ-------------–ია
მოპასუხე სს "ლ--------------"
წარმომადგენელი ა------------ი
დავის საგანი გარიგების ბათილად ცნობა
1.სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი მოტყუებით დადებული გარიგება 50 ლარის ნაწილში.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მ---------------ას აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ღებულობს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ გასაცემელს 100 ლარის ოდენობით, რომელიც ერიცხებოდა ყოველთვიურად "ლ-------------–-" პირად ანგარიშზე. ლ--------------დან სოციალური ავანსის სახით აქვს სესხად აღებული თანხა, რომლის დასაფარადაც 50 ლარი ყოველთვიურად ეჭრებოდა ანგარიშიდან, ხოლო 50 ლარი გაქონდა ანგარიშიდან სს ,,ლ--------------ს’’ ბანკომატის აპარატით, აღნიშნული თანხის სწორედ ბანკომატის გატანის დროს დეკემბრის თვეში მოტყუებით ბანკომატით აიღო სესხად 50 ლარი, რადგანაც ბარათის ბანკომატში მოთავსების შემდეგ აპირებდა მისი კუთვნილი თანხის გატანას, ხოლო კუთვნილი თანხის მიღებამდე, მაშინ როცა ბანკომატიდან თანხა გამოქონდა თურმე სესხის ხელშეკრულებაში შევიდა ბანკთან, ვინაიდან ბანკომატის ეკრანზე გამოისახა სესხის შემოთავაზების ინფორმაცია 2 ბრძანების ღილაკით: დასტურით და უარყოფით, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ საკუთარ პენსიას იღებდა დასტურის ღილაკი მიუთითა, საბოლოო ჯამში როგორც აღმოჩნდა და განუმარტეს საბანკო დაწესებულებაში სესხის განაცხადი გაუკეთებია, შეცდომით აიღო 50 ლარი, გარიგების დადების მიზნით მოტყუებული იქნა, რომ არა მისი მოტყუება ის არ აიღებდა სესხად 50 ლარს, შესაბამისად მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა, აღნიშნული სესხის მისთვის შემოთავაზება მოხდა არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემდგომში კი შეექმნა პრობლემები სს ,,ლ-----------------’’.
მ---------------ა ითხოვს მოტყუებით დადებული გარიგების 50 ლარის ნაწილში ბათილად ცნობას.
აღწერილობითი ნაწილი:
2. მოსარჩელის პოზიცია:
მ---------------ას აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი, ღებულობს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ გასაცემელს 100 ლარის ოდენობით, რომელიც ერიცხებოდა ყოველთვიურად ლ-------------–- პირად ანგარიშზე, ლ--------------დან სოციალური ავანსის სახით აქვს სესხად აღებული თანხა, რომლის დასაფარადაც 50 ლარი ყოველთვიურად ეჭრებოდა ანგარიშიდან, ხოლო 50 ლარი გაქონდა ანგარიშიდან სს ,,ლ--------------ს’’ ბანკომატის აპარატით, აღნიშნული თანხის სწორედ ბანკომატის გატანის დროს დეკემბრის თვეში მოტყუებით ბანკომატით აიღო სესხად 50 ლარი, რადგანაც ბარათის ბანკომატში მოთავსების შემდეგ აპირებდა მისი კუთვნილი თანხის გატანას, ხოლო კუთვნილი თანხის მიღებამდე, მაშინ როცა ბანკომატიდან თანხა გამოქონდა თურმე სესხის ხელშეკრულებაში შევიდა ბანკთან, ვინაიდან ბანკომატის ეკრანზე გამოისახა სესხის შემოთავაზების ინფორმაცია 2 ბრძანების ღილაკით: დასტურით და უარყოფით, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ საკუთარ პენსიას იღებდა დასტურის ღილაკი მიუთითა, საბოლოო ჯამში როგორც აღმოჩნდა და განუმარტეს საბანკო დაწესებულებაში სესხის განაცხადი გაუკეთებია, შეცდომით აიღო 50 ლარი, გარიგების დადების მიზნით მოტყუებული იქნა, რომ არა მისი მოტყუება ის არ აიღებდა სესხად 50 ლარს, შესაბამისად მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა, აღნიშნული სესხის მისთვის შემოთავაზება მოხდა არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შემდგომში კი შეექმნა პრობლემები სს ,,ლ-----------------’’.
3. მოპასუხის პოზიცია:
სს ,,ლ--------------’’ თავის მომხმარებელს სესხის აღების სხვადასხვა საშუალებებით აღებას სთავაზობს. მათ შორის ბანკომატის გამოყენებითაც. კონკრეტულ შემთხვევაში, ბანკსა და მოსარჩელეს შორის დაიდო ზეპირი ხელშეკრულება, რაც ბანკის მხრიდან სესხის შეთავაზებაში გამოიხატა, ხოლო მ---------------ამ ეს შეთავაზება მიიღო და სესხი აიღო. მ---------------ა თავისი მოქმედებით დაეთანხმა ბანკის მიერ შემოთავაზებულ სტანდარტულ პირობებს. საბანკო ამონაწერით, მ---------------ა 2017 წლის 16 მარტს, 14 აპრილს და 18 მაისს რეგულარულად ახორციელებდა თანხის გატანას, სესხის დაფარვის გადავადებას და საკმარისი პრაქტიკა ჰქონდა იმისა, რომ გარკვეულიყო თუ რა ოპერაციებს ახორციელებდა, რადგან ამ წესში, ამ პერიოდის განმავლობაში ბანკის მხრიდან არაფერი არ შეცვლილა და ზუსტად იგივე ინფორმაცია გამოდიოდა ეკრანზე. სს ,,ლ--------------ს’’ მხრიდან მოტყუებას ადგილი არ ჰქონია, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ბანკმა კეთილსინდისიერად შეასრულა ვალდებულება და გასცა სესხი.
4.ფაქტობრივი გარემოებები.
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ფოთის საქალაქო განყოფილების უფროსის 2017 წლის 23 მაისის, N04-09-09/846 ცნობა, რომ მ---------------ა ღებულობს სოციალური პაკეტით განსაზღვრულ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო 100 ლარს.
5.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1. სს ,,ლ--------------ს’’ ფოთის ფილიალიდან ამონაწერი მ---------------ას ანგარიშიდან, საწყისი თარიღი: 01.01.2014 წელი (ნაშთი: 0.00), საბოლოო თარიღი: 04.04.2017 წელი (გამომავალი ნაშთი: -1.049.62).
5.2.2. სს ,,ლ--------------ს’’ ფოთის ფილიალიდან ამონაწერი მ---------------ას ანგარიშიდან, საწყისი თარიღი: 01.11.2016 წელი (ნაშთი: -1.399.62) წინა გატარება: 11.10.2016 წელი, საბოლოო თარიღი: 26.04.2017 წელი (გამომავალი ნაშთი: -999.62).
5.2.3. სს ,,ლ--------------ს’’ ფოთის ფილიალიდან ამონაწერი მ---------------ას ანგარიშიდან, საწყისი თარიღი: 01.12.2016 წელი (ნაშთი: -1.299.62), საბოლოო თარიღი: 19.05.2017 წელი (გამომავალი ნაშთი: -949.62).
5.2.4. მ---------------ას პრეტენზიების მიღების განაცხადი სს ,,ლ-------------–-’’. შინაარსი: ,,მოგახსენებთ, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს საპენსიო სესხი გავაკეთე თქვენს ბანკში 274 ლარის ოდენობით, როგორც სესხის განაცხადის შევსების დროს განმიმარტეს 6 თვის შემდეგ შემეძლებოდა სესხის განახლება ან/და ძველი ჩემი კუთვნილი პენსიის 100 ლარიდან მოხდებოდა 50 ლარით სესხის დაფარვა, ხოლო დანარჩენი 50 ლარის გატანის შესაძლებლობა მომეცემოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართეთ თუმცა, როგორც კუთვნილი 50 ლარის გატანაზე, ასევე სესხის განახლებაზე მოლარე ოპერატორების მიერ მივიღე ზეპირი უარი.
გთხოვთ მიიღოთ ჩემი განცხადება და გაითვალისწინოთ ზემოთ აღნიშნული და მომცეთ კუთვნილი თანხა.
5.2.5. სს ,,ლ--------------ს’’ ცენტრალური ფილიალის ამონაწერი მ---------------ას ანგარიშიდან, საწყისი თარიღი: 01.01.2014 წელი, საბოლოო თარიღი: 31.12.2017 წელი (გამომავალი ნაშთი: -849.62).
5.2.6. სს ,,ლ--------------ს’’ 2017 წლის 13 იანვრის სოციალური დახმარების ავანსის ხელშეკრულების შესახებ N13454163.
სამოტივაციო ნაწილი:
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მ---------------ას სარჩელი სს ,,ლ--------------ს’’ მიმართ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
8. სამართლებრივი შეფასება
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ყოველი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომელიც უშუალოდ გამომდინარეობს სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებით და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით (საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი).
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ასეთი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს მათი დაცვის აუცილებელ სამართლებრივ გარანტიებს, რომელთა შორის ყველაზე ქმედითი მათი სასამართლოს საშუალებით დაცვაა.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. სასამართლო დაცვის უფლება თავად არის ადამიანის ერთ-ერთი დამოუკიდებელი უფლება, ამასთან, ადამიანის ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების აუცილებელი გარანტია, დაცვის საშუალება.
სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს, ამიტომაც სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე, კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და იცავს დაცულ სფეროში გაუმართლებელი ჩარევისაგან.
ადმიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
იცავს რა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელსაც გააჩნია ფუნდამენტური მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, ევროკონვენციის მე-6 მუხლს უკავია ცენტრალური ადგილი კონვენციის სისტემაში. აღნიშნული მუხლის დაცვის ობიექტს წარმოადგენს კანონის უზენაესობის პრინციპი, რომელსაც ემყარება მთლიანად საზოგადოება.
სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81.1-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. წინადადება, რომელიც მიმართულია პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, თუ ამ წინადადებაში სხვა რამ არ არის პირდაპირ მითითებული.
2017 წლის 09 ოქტომბერს მ---------------ას ფსიქო-სოციალური საჭიროებიდან გამომდინარე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2018 წლის 08 თებერვლის N5000747318 დასკვნის თანახმად, ანამნეზური მონაცემები და ამჟამინდელი საექსპერტო კვლევის შედეგები უნდა შეფასდეს, როგორც კლინიკურად რთული საექსპერტო შემთხვევა, რომლის გადაწყვეტა და დადგენილებაში დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული კვლევის ფორმატში შეუძლებელია, რის გამოც საჭიროა გამოსაკვლევი პირის, მ---------------ას სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 ივნისის N50003814518 სტაციონალური ფსიქო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ---------------ას ამჟამად არა აქვს ისეთი მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრული და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. ამჟამად, მ---------------ას არ ესაჭიროება მხარდაჭერა სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა არც ერთ (მათ შორის: წვრილმანი გარიგების დადების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში პენსიის დანიშვნის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების) სფეროში.
სს ,,ლ--------------ს’’ ცენტრალური ფილიალის ამონაწერი მ---------------ას ანგარიშიდან (საწყისი თარიღი: 01.01.2014 წელი, საბოლოო თარიღი: 20.07.2017 წელი, გამომავალი ნაშთი:-749.62 ლარი) სჩანს, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს 40 ლარით განხორციელდა სოციალური ავანსის დაფარვის გადავადების პირგასამტეხლოს გადახდა. ნიშანდობლივია, რომ 40 ლარი იყო სესხი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემდგომი ოპერაციები, მაგალითად ავანსის გადავადება ვერ განხორციელდებოდა.
2016 წლის 13 დეკემბერს 10 ლარით განხორციელდა სოციალური ავანსის დაფარვის ოპერაცია, ხოლო მეორე დღეს (2016 წლის 14 დეკემბერს განხორციელდა 40 ლარის განაღდება ავანსის სახით.
საყურადღებოა, რომ ბანკომატის ოპერაციებით პირველ რიგში კეთდება შეთავაზება და დასტურის შემთხვევაში, ახორციელებს სხვა ოპერაციებს.
ცხადია, რომ მ---------------ა სარგებლობდა სს ,,ლ--------------ს’’ სხვადასხვა პროდუქტით, ის აცნობიერებდა მის მიერ განხორციელებულ მოქმედებებს სურდა და სარგებლობდა ამ ბანკის პროდუქტით.
ასეთ ვითარებაში, ბანკის ან ბანკომატის მოტყუებაში ბრალის მოთხოვნა უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და უკანონოა. არავითარი საფუძველი ბანკის ბანკომატის მიერ განხორციელებული შემოთავაზების (განხორციელებული მოქმედების) ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ---------------ას სარჩელი სს „ლ--------------ს“ მიმართ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1.მ---------------ას სარჩელი სს „ლ--------------ს“ მიმართ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2.მხარეები სახ. ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული არიან.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: თეიმურაზ სიხარულიძე