გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.09.2018
საქმის ნომერი
330210017001829610
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/6383-17

(330210017001829610)

დამატებითი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მოსარჩელე - შპს “რე-------ი“

წარმომადგენელი - ცი–-----–--------ი

მოპასუხეები: მა------–----–--ე, ზუ-------–--ე, და-------–----ე

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 მარტისა და 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,რე-------ის" სარჩელის და-------–----ის, მა------–----–--ისა და ზუ-------–--ის მიმართ, და და-------–----ეს შპს ,,რე-------ის" სასარგებლოდ დაეკისრა 117118 ლარის, მა------–----–--ეს - 183522 ლარის და 28 თეთრის, ზუ-------–--ეს - 221918 ლარისა და 24 თეთრის გადახდა.

2018 წლის 27 აგვისტოს, სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელე, შპს “რე-------ის“ წარმომადგენელმა, ცი–-----–--------მა და იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ, ვინაიდან სასამართლოს არ გადაუწყვეტია საკითხი მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის 12 702 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლო თვლის, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-31 პუნქტის შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში დამტებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 წინადადებით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა" (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016; სუსგ 07/05/2018წ. Nას-316-316-2018წ.).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულის გათვალისწინებით, სასამართლო, მოსარჩელე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხეთათვის დასაკისრებელ გონივრულ ოდენობად მიიჩნევს თითოეულ მოპასუხეზე 1000 ლარს.

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მოპასუხე, და-------–----ეს (პ.ნ.2----------) მოსარჩელე, შპს ,,რე-------ის“ (ს..2--------) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხე, მა------–----–--ეს (პ.ნ.1----------) მოსარჩელე, შპს ,,რე-------ის“ (ს.ნ.2--------) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

3. მოპასუხე, ზუ-------–--ეს (პ.ნ.2----------) მოსარჩელე, შპს ,,რე-------ის“ (ს.ნ.2--------) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი