გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2399299-2/315-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
მოსარჩელე - ს----------------------------–----
წარმომადგენელი - ა---------------------------------------–-
მოპასუხე - გ------------------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გ------------------ 2----–-–------------–-ს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს---------------------------–----- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების – 4254.96 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 2861.00 ლარი, პროცენტი – 578.97 ლარი, პირგასამტეხლო – 714.99 ლარი და აღ------–---------------–---------ში ს---------------------------–----- მიერ გაწეული ხარჯი - 100 ლარი.
1.2. გ------------------ 2----–-–-----------ს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს---------------------------–----- სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ - 1570.95 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 1058.77 ლარი, პროცენტი – 31.33 ლარი, პირგასამტეხლო – 265.35 ლარი და აღ------–---------------–---------ში ს---------------------------–----- მიერ გაწეული ხარჯი - 200 ლარი და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური - 15.50 ლარი.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ს---------------------------–-----ა და გ------------------ შორის 2----–-–------------–ს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №---------------, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 2861.00 ლარი, 1----------–-–-----------------–-–-----. სესხთ სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 39.00%–ით წლის განმავლობაში. კრედიტის ვადა - 190 დღე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველი ვადაგადაცილებული დღის შეადგენს - 10.00 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
ს---------------------------–-----ა და გ------------------ შორის 2----–-–----------ს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №---------------, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 1880.00 ლარი, 1----------–-–-----------------–-–-----. სესხთ სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36.00%–ით წლის განმავლობაში. კრედიტის ვადა - 175 დღე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველი ვადაგადაცილებული დღის შეადგენს - 10.00 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
გ------------------ ს---------------------------–----- მიმართ 2----–-–------------–-ს №--------------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში: - 1.85 ლარი. ხოლო 2----–-–-----------ს №--------------- სესხის ხელშეკრულებით გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში: - 1090.10 ლარი. სესხის ძირითადი თანხა არის 821.23 ლარი ხოლო სარგებელი 268.87 ლარი.
გ------------------ ს---------------------------–----- მიმართ 2----–-–------------–-ს №--------------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი აქვს - 4254.96 ლარი. საიდანაც ძირი თანხაა - 2861.00 ლარი, სარგებელი - 578.97 ლარი, პირგასამტეხლო - 714.99 და აღ------–---------------–---------ში ს---------------------------–----- მიერ გაწეული ხარჯი - 100 ლარი.
გ------------------ ს---------------------------–----- მიმართ 2----–-–-----------ს №--------------- სესხის ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი აქვს - 1570.95 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 1058.77 ლარი, პროცენტი – 31.33 ლარი, პირგასამტეხლო – 265.35 ლარი და აღ------–---------------–---------ში ს---------------------------–----- მიერ გაწეული ხარჯი - 200 ლარი და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური - 15.50 ლარი.
მოპასუხეს 2----–-–------------–-ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 4254.96 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2861.00 ლარი, პროცენტი -578.97 ლარი, პირგასამტეხლო – 714.99 ლარი.
მოპასუხეს 2----–-–-----------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება 1570.95 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1058.77 ლარი, პროცენტი - 31.33 ლარი, პირგასამტეხლო – 265.35 ლარი.
მითითებულ დავალიანებაზე სააპლიკაციო განცხადება შეტანილი იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღ------–---------------–---------ში გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში, თუმცა მოპასუხის მხრიდან წარდგენილი იქნა პროტესტი.
შესაბამისად აპლიკანტს (----------------------------–---- უარი ეთქვა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემაზე. ს---------------------------–----- მიერ გადახდილი იქნა სააპლიკაციო საფასური - 300 ლარი და საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური - 15.50 ლარი, რაც ბ---- არ უბრუნდება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ გ------------------ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, იგი თანახმაა რომ გადაიხადოს სესხის მხოლოდ ძირი თანხა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს---------------------------–-----ა და გ------------------ შორის 2----–-–------------–ს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №---------------, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 2861.00 ლარი, 1----------–-–-----------------–-–-----. სესხთ სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 39.00%–ით წლის განმავლობაში. კრედიტის ვადა - 190 დღე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველი ვადაგადაცილებული დღის შეადგენს - 10.00 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
3.1.2. ს---------------------------–-----ა და გ------------------ შორის 2----–-–----------ს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება №---------------, რომლის მიხედვითაც მასზე გაიცა სესხი 1880.00 ლარი, 1----------–-–-----------------–-–-----. სესხთ სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36.00%–ით წლის განმავლობაში. კრედიტის ვადა - 175 დღე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო პირველი ვადაგადაცილებული დღის შეადგენს - 10.00 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღისთვის შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.
3.1.3. მოპასუხემ დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1---------–. სესხის ხელშეკრულება N-----------------
- 1---------–. სესხის ხელშეკრულება N-----------------
- 1---------–. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 1---------–. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 0---------წ. გაფრთხილება N-----------
- 24--------წ. გაფრთხილება N-----------
- გადახდის ისტორია;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხის დავალიანება ს---------------------------–---“ მიმართ 2----–-–------------–-ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება შეადგენს - 4254.96 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2861.00 ლარი, პროცენტი -578.97 ლარი, პირგასამტეხლო – 714.99 ლარი.
3.2.2. მოპასუხის დავალიანება ს---------------------------–---“ მიმართ 2----–-–-----------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანება შეადგენს - 1570.95 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1058.77 ლარი, პროცენტი - 31.33 ლარი, პირგასამტეხლო – 265.35 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 1---------–. სესხის ხელშეკრულება N-----------------
- 1---------–. სესხის ხელშეკრულება N-----------------
- 1---------–. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 1---------–. სესხის დაფარვის გრაფიკი;
- 0---------წ. გაფრთხილება N-----------
- 24--------წ. გაფრთხილება N-----------
- გადახდის ისტორია;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------------------------–----- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.
დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.
აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წარმოდგენილ შემთხვევაში ს-----------------------------–----- და გ------------------ შორის საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - გ------------------ მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (-----------------------------–------ და გ------------------) შორის გაფორმებული 2----–-–------------–-ს და 2----–-–-----------ს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა გ------------------ მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბ----- წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბ----- გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 2----–-–------------–-ს ხელშეკრულებით - 2861.00 ლარი, ხოლო 2----–-–-----------ს ხელშეკრულებით - 1058.77 ლარი, რაც მოვალემ - გ------------------ აღიარა და სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 2----–-–------------–-ს ხელშეკრულებით - 578.97 ლარი, ხოლო 2----–-–-----------ს ხელშეკრულებით - 31.33 ლარი. მოპასუხემ მოთხოვნა პროცენტის დაკისრების ნაწილში არ ცნო.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამტეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420 მუხლი). სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება და რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღევის ხარისხის, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ ადა ა.შ. (სუსგ Nას-708-678-2016, 27 იანვარი 2017 წელი; სუსგ №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; სუსგ №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას გასათვალისწინებელია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, ასევე გასათვალისწინებელია მოპასუხეთა მატერიალური მდგომარეობა, რამაც ფაქტობრივად გამოიწვია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და ოდენობით სესხის დაფარვის გრაფიკით განსაზღვრული პირობების დარღვევა, რის გამოც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და 2----–-–------------–-ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო განისაზღვროს - 100 ლარი, ხოლო 2----–-–-----------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო განისაზღვროს - 100 ლარი.
6.5. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
განსახილველ შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების 4.9. მუხლში მითითებულია: პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე.
გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას ს----------------------------–-----ს მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 174.77 ლარი და უზრუნველყოფის ბაჟი 50 ლარი.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს მოსარჩელე ს----------------------------–----- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 142.36 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------------------------–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეს გ------------------ 2----–-–------------–-ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე ს----------------------------–----’ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 3539.97 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 2861 ლარი, პროცენტი - 578.97 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;
1.2. მოპასუხეს გ------------------ 2----–-–-----------ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე ს----------------------------–----’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს საკრედიტო დავალიანების 1205.6 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 1058.77 ლარი, პროცენტი - 31.33 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი, საჯარო რეესტრში ამონაწერის განახლების საფასური 15.50 ლარი;
2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. მოპასუხეს გ------------------ ს----------------------------–----’ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის სახელმწიფო ბაჟის 142.36 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის საფასურის 50 ლარის გადახდა.
4. ძალაში დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-ს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე