გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5774-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა
მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი- ი--------–---–---
მოპასუხე- შპს ,,-----------------
დავის საგანი- თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს- შპს ,-----------------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 998.65(ცხრაასოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მეორეს მხრივ - შპს ,----------------- შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა №1----- ხელშეკრულება ,,დამკვეთის“ ობიექტზე(მარკეტი) დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1.1.პუნქტების თანახმად, ,,შემსრულებელი" ვალდებული იყო ,,დამკვეთის" ობიექტზე შეესრულებინა დაცვითი სიგნალიზაციის სამონტაჟო-გასამართი სამუშაოების ჩატარება საკუთარი ინვენტარითა და სამუშაო ძალებით. ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის საფუძველზე, 2016 წლის 4 იანვარს შედგენილი იქნა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაციის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად დამკვეთის ობიექტზე განხორციელდა დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის მონტაჟ-ინსტალაცია ღირებულებით 168.98 ლარი. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად სამუშაო შესრულდა ჯეროვნად და მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდათ. ,,დამკვეთი" ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო გადაეხადა გაწეული სამუშაოს თანხა 168.98 ლარი, თუმცა მის მიერ არ იქნა აღნიშნული ვალდებულება შესრულებული. მხარეებს შორის 2015 წლის 22დეკემბერს ასევე დაიდო N1----- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში ,,დაცვა") ვალდებული იყო უზრუნველყო დამკვეთის ობიექტის დაცვა, მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. ხელშეკრულების 1.2., 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 145 ლარი. ,,დაცვამ" ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, თუმცა ,,დამკვეთის" მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება სულ 280.70 ლარის ოდენობით. დამკვეთის 2016 წლის 25 ივლისის N1------ განცხადების საფუძველზე შეწყდა ხელშეკრულება და შესაბამისად მომსახურების გაწევა. ამასთან, ხელშეკრულების 3.2.13 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, ვალდებულია დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200 ლარის ოდენობით, რის გამოც დამკვეთს ასევე აქვს გადასახდელი 200 ლარი. შპს ,,ტ------------ის" მიერ დაცვის მომსახურების საფასური ჯამში 280.70 ლარი არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, დაცვის მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 6.7 პუნქტის საფუძველზე მოპასუხეს 2018 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული აქვს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2% ოდენობით, სულ 348.97 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს- შპს,-----------------, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 998.65(ცხრაასოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,-----------------, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 14 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,ტ------------ი“(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) დირექტორის გ--------------–---–-ს სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(ტექნიკური საშუალების დროებით საარგებლობაში გადაცემის პირობებით) №1-----, რომლის თანახმადაც ,,შემსრულებელი" უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთის“ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ი------------------------------------------------------------
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს 168,98 ლარს(ასსამოცდარვა ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი), დღგ-ს ჩათვლით. დასახელებული ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.3. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულება (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით) №1----- (ს.ფ. 14-15);
3.1.2. 2015 წლის 22 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,ტ------------ი“(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) დირექტორის გ--------------–---–-ს სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(ტექნიკური საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით) №1-----, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის“ მაღაზიის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ი------------------------------------------------------------
დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" იღებს ვალდებულებას ,,დაცვას" გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 145.00(ასორმოცახუთი) ლარს დღგ-ს ჩათვლით; ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად კი, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში.
დასახელებული ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარამდე ღირებულების აპარატურის(მოწყობილობები)მონტაჟ-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე.
დასახელებული ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა მოახდინოს ,,ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ ,,ობიექტზე" მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობოს ,,დამკვეთს" და უზრუნველყოს შს შესაბამისად ორგანოებიის გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა.
დასახელებული ხელშეკრულების 6.5. პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება; დასახელებული მუხლის 6.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით; დასახელებული ხელშეკრულების 6.7პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის მიღწევის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ.
დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2.13 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულება (ტექნიკური საშუალებების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით) №1----- (ს.ფ. 18-19)
3.1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2016 წლის 05 იანვრის №1---- ბრძანებით, 05.01.2016-დან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს ,,125"-ის განყოფილებამ უზრუნველყოს ქ.თბილისი, ვ---------–-------------------------------–- მდებარე შპს ,,ტ------------ის" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 05 იანვრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ იურიდიული პირი-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბრძანება N1---- ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ'' (ს.ფ.23)
3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს 2016 წლის 27 ივლისის №1------ ბრძანებით, 30.07.2016-დან შეწყვეტილი იქნა ქ.თბილისი, ვ----------- მ--------------, 1-ლი კვარტალში მდებარე შპს ,,ტ------------ის“ ობიექტის(ქ.თბილისი, ვ---------–-- მე-4 მ/რ, კორპუსი N4--) ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება. დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს პირველმა სამმართველომ უზრუნველყოს ცენტრალური დაკვირვების პულტის ბაზიდან N0------- რადიოგადაცემაზე ჩართული ობიექტის გათიშვა და აღნიშნული რადიოგადაცემის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2016 წლის 27 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ იურიდიული პირი-დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბრძანება N1------ ,,ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ'' (ს.ფ.24)
3.1.5. შპს ,-----------------, 2018 წლის 16 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ ერიცხება სიგნალიზაციის მონტაჟის დებიტორული დავალიანება- 168,98(ასსამოცდარვა ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი) ლარის ოდენობით. შპს,,ტ------------ს", შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 28.12.2015 წ. N1----- ხელშეკრულების(მუხლები 2.1. და 6.7) საფუძველზე 2018 წლის 02 აპრილის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება 829.67(რვაასოცდაცხრა ლარი და 67 თეთრი) ლარი, მათ შორის 2016 წლის ივნისის-145.00 ლარი; 2016 წლის ივლისის 135.70 ლარი, პირგასამტეხლო 0.2%-348.97, ჯარიმა- 200.00 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 16 აგვისტოს ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 26)
-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 27)
- 2018 წლის 02 აპრილის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ(ს.ფ. 28)
- თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 29-31)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,ტ------------ს“, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 998.65(ცხრაასოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.
მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,----------------- შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მეორეს მხრივ - შპს ,----------------- შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება(ტექნიკური საშუალების დროებით საარგებლობაში გადაცემის პირობებით) №1-----, რომლის თანახმადაც ,,შემსრულებელი" უზრუნველყოფს დაცვითი-საგანგაშო სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებას ,,დამკვეთის“ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ი------------------------------------------------------------ დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მთლიანი ღირებულება ასახულია სამონტაჟო მასალების ხარჯთაღრიცხვაში და შეადგენს 168,98 ლარს(ასსამოცდარვა ლარი და ოთხმოცდათვრამეტი თეთრი), დღგ-ს ჩათვლით. დასახელებული ხელშეკრულების მეორე მუხლის 2.3. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დადაგენილია ასევე, რომ 2015 წლის 22 დეკემბერს, ერთის მხრივ შპს ,,ტ------------ი“(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) დირექტორის გ--------------–---–-ს სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(ტექნიკური საშუალების დროებით სარგებლობაში გადაცემის პირობებით) №1-----, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის“ მაღაზიის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, მ--------------, კორპუსი N4--; დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" იღებს ვალდებულებას ,,დაცვას" გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. მეორე მუხლის 2.1. პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 145.00(ასორმოცახუთი) ლარს დღგ-ს ჩათვლით; ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად კი, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდეს საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში; დასახელებული ხელშეკრულების მესამე მუხლის 3.1.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1600(ათასექვსასი) ლარამდე ღირებულების აპარატურის(მოწყობილობები)მონტაჟ-ინსტალაცია ,,დამკვეთის" ობიექტზე; დასახელებული ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტის შესაბამისად, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე განგაშის მიღებიდან არაუგვიანეს 5(ხუთი) წუთისა მოახდინოს ,,ობიექტზე" გამოცხადება და ადგილზე მისვლის შემდეგ ,,ობიექტზე" მომხდარი სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობოს ,,დამკვეთს" და უზრუნველყოს შს შესაბამისად ორგანოებიის გამოძახება, ხოლო მათ მოსვლამდე დაიცვას შემთხვევის ადგილის ხელშეუხებლობა; დასახელებული ხელშეკრულების 6.5.პუნქტის თანახმად, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება; დასახელებული მუხლის 6.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით; დასახელებული ხელშეკრულების 6.7პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის შეუსრულებელი ვალდებულების 5%-ის მიღწევის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2.13 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი'' ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, მოპასუხე მხარე კი თავს არიდებს და დღემდე არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების თანხას, რაც საერთო ჯამში შეადგენს- 998.65(ცხრაასოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარს.
ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,-----------------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 998.65(ცხრაასოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს ,,ტ------------ს'', მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი ლარი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - შპს ,-----------------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 998.65(ცხრაასოთხმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს- შპს ,-----------------, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი ლარი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი