გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ო
წარმომადგენელი - ა--------------ი
მოპასუხე - გ--------–--------ე
წარმომადგენელი - ა---–----–---–------------------–-–---–-
დავის საგანი - უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ--------–--------ისთვის ზედმეტად გადახდილი თანხის 334.01 ლარის უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანებით გ--------–--------ე 2014 წლის 25 აგვისტოდან დათხოვნილი იქნა სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს (დეპარტამენტი) ს----------------------------------------–--------------------–-----------------------------–------------------–--------------------------–ის თანამდებობიდან. 2014 წლის აგვისტოს თვის მთლიანი ხელფასი 1479.20 ლარის ოდენობით გ--------–--------ეს ჩაერიცხა 2014 წლის 21 აგვისტოს, საიდანაც მოპასუხეს დასაბრუნებელი აქვს ზედმეტად გადაცემული 7 დღის ხელფასი - 334.01 ლარი. გ--------–--------ეს სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს მხრიდან გაეგზავნა წერილი თანხის უკან გადმორიცხვის მოთხოვნით, რაც მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გ--------–--------ე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს 2014 წლის 16 სექტემბერს, მოსარჩელე კი ითხოვს აგვისტოს თვის ხელფასის ნაწილის 334.01 ლარის უკან დაბრუნებას, მაშინ როდესაც 2014 წლის აგვისტოში მოსარჩელე (დამსააქმებელი) და მოპასუხე (დასაქმებული) ჯერ კიდევ იყვნენ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში და მოპასუხე გ--------–--------ეს ეკუთვნოდა არა მხოლოდ აგვისტოს თვის ხელფასი, არამედ 2014 წლის 16 სექტემბრამდე არსებული პერიოდისაც.
გარდა ამისა მოპასუხის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის ხანდაზმული. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდებოდა ხელშეკრულებით, შესაბამისად იმ შემთხვევაშიც კი თუკი მოსარჩელის მოთხოვნა დაეფუძნებოდა კანონიერ მოთხოვნას, მას უნდა ესარგებლა არა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების ხანდაზმულობის ვადით, არამედ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამწლიანი ხანდაზმულობის ვადით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ--------–--------ეს ეკავა სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს (დეპარტამენტი) ს----------------------------------------–--------------------–-----------------------------–------------------–--------------------------–ის თანამდებობა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 16 სექტემბრის N------- ბრძანებით გ--------–--------ე 2014 წლის 25 აგვისტოდან დათხოვნილი იქნა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 16.09.2014 წლის N------- ბრძანება.
3.1.2. სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს მიერ გ--------–--------ის სახელზე აგვისტოს თვისთვის გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგოს და დანამატის სახით) 1479.2 ლარის გაცემა განხორციელდა 2014 წლის 21 აგვისტოს, აქედან 25 აგვისტოდან თვის ბოლომდე 7 სამუშაო დღეზე ხელფასის სახით დარიცხული თანხიდან უკან დასაბრუნებელია 334.01 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს ე--------------------–----------------------------- უფროსის წერილი თანდართული გაანგარიშებით;
3.1.3. თანხის - 334.01 ლარის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელემ წერილობით მიმართა გ--------–--------ეს, რომლის მხრიდან თანხის დაბრუნებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 12.02.2018 წლის და 13.10.2016 წლის წერილები, წერილის ჩაბარების დასტური.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს მოთხოვნა შრომის ანაზღაურების მიზნით ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ არ არის ხანდაზმული.
მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, 2014 წლის 25 აგვისტოს მოპასუხე გ--------–--------ის მიმართ სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს განცხადების საფუძველზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, იმავე დღეს გენერალურმა ინსპექციამ გ--------–--------ეს ჩამოართვა სამსახურის პირადობის მოწმობა და აუკრძალა სამსახურში გამოცხადება, რის გამოც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მიეცა საშუალება სრულფასოვნად შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, ხოლო მოგვიანებით 2014 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით გ--------–--------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე და განმარტავს, რომ მოპასუხის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდგომ სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს აღარ ჰქონდა მოპასუხის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების საფუძველი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული პერიოდი არ ხდის მოთხოვნას ხანდაზმულს. სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს მოთხოვნაზე (მოთხოვნა გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრებიდან) გამოყენებული უნდა იქნეს ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ეს ვადა დადგენილია ყველა იმ ურთიერთობისთვის, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას. ხანდაზმულობის ვადის პერიოდში, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების თარიღი წარმოადგენს - 2014 წლის 25 აგვისტო. ხოლო სარჩელი სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს მიერ აღძრული ათწლიანი ხანდაზმულობის ვადაში - 2018 წლის 04 ივნისს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტებით, 2014 წლის 25 აგვისტოს გენერალურმა ინსპექციამ გ--------–--------ეს ჩამოართვა სამსახურის პირადობის მოწმობა და აუკრძალა სამსახურში გამოცხადება, რის გამოც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ მიეცა საშუალება სრულფასოვნად შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი მოვალეობა, ხოლო მოგვიანებით 2014 წლის 16 სექტემბრის ბრძანებით გ--------–--------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეს არ გააჩნდა ამ თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნებოდა ასეთ ფაქტს, მოპასუხეს შეეძლო განეხორციელებინა თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კანონით დადგენილი წესით რეალიზება. კონკრეტულ შემთხვევაში, კი მხოლოდ ახსნა-განმარტებით მოპასუხემ ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლების სრულყოფილად გამოყენება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 385-ე, 976-ე, 991-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით მხარეებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის პერიოდისთვის მოქმედი რედაქციის მე-9.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ--------–--------ეს სასარგებლოდ, 2014 წლის აგვისტოს თვისთვის გათვალისწინებული გასამრჯელოს გაცემა განხორციელდა 2014 წლის 21 აგვისტოს (გათავისუფლდა 25 აგვისტოდან), 25 აგვისტოდან თვის ბოლომდე 7 დღეზე ხელფასის (იგივე თანამდებობრივ სარგოს) სახით დაერიცხა 334.01 ლარი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებული ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სამსახურიდან მოპასუხის გათავისუფლება მოხდა შსს მინისტრის 2014 წლის 16 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე 2014 წლის 25 აგვისტოდან და ბრძანების კანონიერება მოპასუხის მხრიდან სადავოდ არ გამხდარა. ამდენად, მოპასუხის გათავისუფლების საფუძველი წარმოიშვა მისთვის შრომის ანაზღაურების გაცემის შემდგომ. შესაბამისად, გათავისუფლებიდან 2014 წლის 25 აგვისტოდან აგვისტოს თვის ბოლომდე არსებული სამუშაო დღეების ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელეს აღარ გააჩნდა.
ამდენად, სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, შესაბამისად მას სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 334.01 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის `ა~ ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის `ა~ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 2000 ლარს. ამავე კოდექსის, 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რომლის გადახდაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ--------–--------ეს სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 334.01 ლარი.
3. გ--------–--------ეს სსიპ ს----------–----–-------------------------------------------------------ოს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 50 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე