გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210118002404487 (2-218/18 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.08.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე: სს ,,ლა--------------–ი“,მოსარჩელის წარმომადგენელი: თე--------------–---ა.
მოპასუხე: და----------–-ძე, შუ–--------–--–---–ი, ზა---------–--ე.
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე მხარეებს სოლიდარულად კუთვნილი თანხის უკან დაბრუნება, როგორც ძირითადი ვალის ასევე ჯარიმისა და პროცენტის ნაწილში, სრულად კერძოდ: LC/A/67104 სესხზე რიცხული დავალიანება ჯამში შეადგენს 5604.24 აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხა 4069.39 აშშ დოლარი, პროცენტი 600.81 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა (პირგასამტეხლო ) 934,04 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეებს დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯის გადახდა 50 ლარის ოდენობით, ასევე სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 405 ლარი.
1.3. თუ უზრუნველყოფის თანხით ვერ მოხდა დაფარვა სრულად, მაშინ სარეალიზაციოდ მოქცეულ იქნას (სესხის დაფარვის მიზნით) სოლიდარულად მოპასუხეების საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული სხვა უძრავ მოძრავ ქონებებზე
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
,,ლა--------------–ი“ არის ორგანიზაცია, რომელიც გასცემს ბიზნეს და მცირე სესხებს, ასევე ხელს უწყობს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მის დაფინანსებას. ორგანიზაცია გასცემს სესხებს მხოლოდ იმ პირობით, რომ მსესხებელი არის გადახდისუნარიანი, კეთილსინდისიერი, აქვს მოქმედი ბიზნესი და სურს მისი განვითარება. მსესხებელის მიერ ათვისებული თანხების მიზნობრიობას ასევე ამოწმებს აუდიტის შესაბამისი ჯგუფი, ორგანიზაცია მრავალი წელია ხელს უწყობს მოქმედ და მცირე ბიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარებას.
2012 წლის 25 აპრილს ს.ს „ლა--------------–სა“ და მოქალაქე და----------–-ძეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 10000 ლარის ოდენობით. 2013 წლის 30 ოქტომბერში გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა მასთან 4445,78 აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო ხელშეკრულება, ვადით 24 თვისა და წლიური 29% სარგებელის ოდენობით. სს „ლა--------------–მა“ და----------–-ძის სესხის უზრუნველყოფის მიზნით გააფორმა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება მოპასუხე ზა---------–--ესა და შუ–-------–--–---–თან, რომელმაც მსესხებელთან ერთად იკისრა სოლიდარულად დავალიანებისა და სესხის მთელი მოცულობით კრედიტორის წინაშე ვალდებულებათა შესრულება.
მოპასუხე პირებმა სესხის ვალდებულების შესრულება დაიწყეს იმთავითვე ხელშეკრულების პირობათა დარღვევით, რაც გამოიხატებოდა გრაფიკით გათვალისწინებული დავალიანების ვადაგაცილებით გადახდით უკვე მესამე თვიდან. აღნიშნული ქმედება მათ მიერ არაერთგზის იქნა განხორციელებული რაც გულისხმობს იმას, რომ სისტემატურად ვადაგადაცილებებითა და დარღვევებით იხდიდნენ სესხს, ხოლო 2017 წლის 30 ნოემბრის შემდეგ საერთოდ შეწყვიტეს სესხის თანხის გადახდა. მიუხედავად ამისა ორგანიზაციამ მოვალეებს შესთავაზა მორიგება და გაუფორმა ახალი მორიგების შესახებ ხელშეკრულება და განისაზრვრა მინიმალური თანხების ყოველთვიური შემოტანა, თუმცა არც შემცირებული გადასახადითა და გაგრძელებული გრაფიკის ვადის მიუხედავად არ შეასრულეს მორიგებით განსაზღვრული ახალი ხელშეკრულების პირობები, მოპასუხეებმა საერთოდ შეწყვიტეს ურთიერთობა ორგანიზაციასთან, მიუხედავად არაერთი განხორციელებული ზარისა, უამრავი გაფრთხილების და წერილების ჩაბარებისა ისინი არ ასრულებენ წარმოშობილ ვალდებულებებს და უგულებელყოფენ მოთხოვნებს, რაც ზიანს აყენებს, როგორც ორგანიზაციას ასევე ამ დაწესებულებაში მომუშავე ყველა თანამშრომელს ვინაიდან თითოეული სესხის ოფიცრის ხელფასზე აისახება ყოველივე აღნიშნული უპასუხისმგებლო ქმედება.
ორგანიზაციამ მაქსიმალურად ამოწურა თავისი შესაძლებლობა და რესურსი მოპასუხეების მიმართ, შესაბამისად მოვითხოვთ დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად 5604,24 აშშ დოლარის ოდენობით დავალიანების გადახდევინება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეები და----------–-ძე, შუ–-------–--–---–ი და ზა---------–--ე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამრთლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის მოთხოვნას ცნობენ ნაწილობრივ. ეთანხმებიან ძირი თანხის გადახდას, ხოლო პროცენტისა და პირგსამტეხლოს ნაწილში მოთხოვნას დაუსაბუთებლად მიიჩნევენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 25 აპრილს ს.ს „ლა--------------–სა“ და მოპასუხე და----------–-ძეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება 10000 ლარის ოდენობით. 2013 წლის 30 ოქტომბერს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში და----------–-ძესთან გაფორმდა 4445,78 აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო ხელშეკრულება, ვადით 24 თვისა და წლიური 29% სარგებელის ოდენობით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 16%-ით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე ჯამური დავალიანების 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2012 წლის 25 აპრილის გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20)
-2013 წლის 30 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება. (ს.ფ. 21-24)
3.1.2. სს „ლა--------------–მა“ და----------–-ძის სესხის უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 16 ივლისს ზურაბ მელაძესა და შუ–-------–--–---–თან გააფორმა შეთანხმების ხელშეკრულება დავალიანების ეტაპობრივად გადახდის შესახებ, რითაც აღნიშნულმა პირებმა მსესხებელთან ერთად იკისრეს სოლიდარულად დავალიანებისა და სესხის მთელი მოცულობით კრედიტორის წინაშე ვალდებულებათა შესრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 16 ივლისის თავდებობის ხელშეკრულებები. (ს.ფ. 26-33)
3.1.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელმა დაარღვია მხარეთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და არ დაფარა სესხის თანხა შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, მოპასუხეებს ბანკის მიერ წერილობით ეცნობათ არსებული დავალიანებისა და სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. გაეგზავნათ შეტყობინება სასესხო ვალდებულების მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
-წერილობითი შეტყობინებები. (ს.ფ. 44-54)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოთხოვნილი პირგასამტეხლოსა და საპროცენტო სარგებელის ოდენობა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ ლა--------------–ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეთა მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ საფუძვლიანი და კანონიერია. ამასთანავე უნდა შემცირდეს პირგასამტეხლო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-ე, 463-464-ე, 873-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის ხაზით მომსახურების, სესხის და თავდებობის ხელშეკრულებებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
როგორც დადგენილია, 2013 წლის 30 ოქტომბერს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელესა და და----------–-ძეს შორის გაფორმდა 4445,78 აშშ დოლარის ოდენობით საკრედიტო ხელშეკრულება 24 თვის ვადით სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა წლიური 16%-ით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე ჯამური დავალიანების 0.5%-ის ოდენობით.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა და თანხის დაბრუნება;
6.3.სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1 ნაწილით “თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.”, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით “თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.
სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
განსახილველ შემთხვევაში, და----------–-ძესთან ერთად შუ–-------–--–---–ისა და ზა---------–--ის სოლიდარული ვალდებულება სს ''ლა--------------–ის’’-ს წინაშე წარმოშობილია 2016 წლის 16 ივლისის თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოვალის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შეთანხმებულ ვადაში სესხის და სარგებლის თანხა სრულად გადახდილი არ იქნა. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის მხოლოდ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას, მიაჩნია რომ დარიხცული პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო (ჯარიმა) - 934.04 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი, რომელიც სასამართლოს აზრით, უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით. სხვა ნაწილში სარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილი თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს იმ თანხის პროპორციული ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი, რა ოდენობითაც სარჩელი ცნო მოპასუხემ.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 405 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა 50 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი ცნო დავალიანების ძირი თანხის - 4069.39 აშშ დოლარის ნაწილში. შესაბამისად მოსარჩელეს უნდა დაბრუნდეს (4069.39 აშშ დოლარის 3%) 294.21 ლარი.
მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 110,79 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, უცვლელად უნდა დარჩეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,ლა--------------–ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. და----------–-ძეს, შუ–--------–--–---–სა და ზა---------–--ეს სს ,,ლა--------------–ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 4870.2 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 4069.39 აშშ დოლარს, პროცენტი შეადგენს - 600.81 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო (ჯარიმა) შეადგენს - 200 აშშ დოლარს;
3. და----------–-ძეს, შუ–--------–--–---–სა და ზა---------–--ეს სს ,,ლა--------------–ის'' სასარგებლოდ დაეკისროთ სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების: სახელმწიფო ბაჟის თანხა 110,79 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება
4. თუ უზრუნველყოფის საგნით ვერ მოხდა დაფარვა სრულად, მაშინ სარეალიზაციოდ მოქცეულ იქნას (სესხის დაფარვის მიზნით) სოლიდარულად მოპასუხეების საკუთრებაში არსებული და რეგისტრირებული სხვა უძრავ მოძრავ ქონებები
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,ლა--------------–ს'' გადახდილი ბაჟის ნაწილი, რა ნაწილშიც მოსარჩელემ ცნო სარჩელი (4069.39 აშშ დოლარის 3%) 294.21 ლარი, რომელიც ამოირიცხოს ანგარიშიდან 300733150. (სს,,საქართველოს ბანკი“, საგადასახადო დავალება N297. 16/04/2018.)
6. უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე