გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.09.2018
საქმის ნომერი
330310018002606985
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5493-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე-ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი-გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელე-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენელი- ი-------–---–---

მოპასუხე- შპს ,,-------------------------

დავის საგანი- თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს- შპს ,------------------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 6--.27(ე-------------–--------- ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,შემსრულებელი") და მეორეს მხრივ - შპს ,------------------------ს"(შემდგომში,,დამკვეთი") შორის 201- წლის 11აპრილს გაფორმებული იქნა №1----- დაცვის მომსახურების ხელშეკრულება, ,,დამკვეთის" ობიექტის სერვის ცენტრის და საოფისე ფართის დაცვა, მდებარე: ქ.თბილისი, ჯ----------–---------------- სიგნალიზაციის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების შესრულებისა და სიგნალიზაციის ღილაკის მეშვეობით დაცვაში აყვანის თაობაზე, რომლის თანახმადაც სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი(შემდგომში ,,დაცვა") ხელშეკრულების 1.1. და 1.2 პუნქტების თანახმად იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო ,,დამკვეთის" ობიექტის, საგანგაშო სიგნალიზაციის(ღილაკის) მეშვეობით დაცვა. ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 1-5.00 ლარი დღგ-ს ჩათვლით. შემდგომში ,,დაცვამ" ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო ,,დამკვეთის" მიერ დარღვეული იქნა ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 2.1. 2.2. და 6.7. პუნქტები, რამაც გამოიწვია დებიტორული დავალიანების წარმოქმნა, შედეგად დავალიანებამ შეადგინა 5--.00 ლარი, რის შესახებაც ,,დამკვეთი" არაერთხელ იქნა გაფრთხილებული, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა და მიუხედავად მრავალი დაპირებებისა, მოპასუხის მიერ მაინც არ შესრულდა კუთვნილი ვალდებულება და დღეის მდგომარეობით დავალიანებამ შეადგინა 6--.27 ლარი. სადაც დაცვის მომსახურების დავალიანებაა 5--.00ლარი +1--.27 ლარი პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამდენად, შპს ,------------------------ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების თანხა-5--.00 ლარი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1--.27 ლარი. 2018 წლის 2- თებერვალს გამოცემული იქნა დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ ბრძანება ცენტრალური დაკვირვების პულტით დაცვის მომსახურების შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საბოლოოდ შპს ,------------------------ს" დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის გადასახდელი აქვს დაცვის მომსახურების საფასური 6--.27(ე-------------–--------- ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - შპს ,------------------------ს’’, წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამასთან, იგი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზები არ უცნობებია სასამართლოსათვის. შესაბამისად, მისი პოზიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელთან მიმართებაში უცნობია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.201- წლის 11 აპრილს, ერთის მხრივ შპს ,------------------------ს’’(შემდგომში ,,დამკვეთად’’ წოდებული) მისი დირექტორის დ-------–-–---- სახით და მეორეს მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს(შემდგომში ,,დაცვად’’ წოდებული) შორის გაფორმდა ხელშეკრულება(პერიმეტრი) №1-----, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” სერვის ცენტრის და საოფისე ფართის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ჯ----------–----------------.

 

დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" იღებს ვალდებულებას ,,დაცვას" გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1-5.00(ასორმოცდახუთი ლარი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5საბანკო დღის განმავლობაში.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1---(ა-----------) ლარამდე ღირებულების(ინვოისი N4--) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია ,,დაკვეთი" ობიექტზე; ამავე მუხლის 3.2.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს ,,დაცვის" საკუთრების და დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულია ,,დამკვეთისათვის") განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში 5სამუშაო დღის განმავლობაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი განსაზღვრული ინვოისი N4--მითითებული ღირებულების შესაბამისად; ამავე მუხლის 3.2.12პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით; ამავე ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.4. პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" ვალდებულია, ზიანის დადასტურების შემთხვევაში 3.2.6 ქვეპუნქტში მითითებული თანხის გადახდა უზრუნველყოს 5 სამუშაო დღის განმავლობაში; ამავე მუხლის 6.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისას, მხარეები ხუთი დღით ადრე წერილობით აცნობებენ ერთმანეთს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ; ამავე მუხლის 6.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათავლისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით; ამავე მუხლის 6.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 6.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის 5%-ის მიღწევის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 201- წლის 11 აპრილის ხელშეკრულება(პერიმეტრი) №1-----(ს.ფ. 12-1-)

 

3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 201- წლის 2- აპრილის N------ ბრძანებით ,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ 2-.04.201--დან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს ,,125" განყოფილებამ უზრუნველყოს ქ.თბილისი, ჯ----–-----------------–- მდებარე შპს,------------------------ს" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 201- წლის 2- აპრილის N------ ბრძანება(ს.ფ. 15)

 

3.1.3. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს ,------------------------მ" წერილობით მიმართა და აცნობა, რომ შპს ,------------------------" იცვლება შ-------------------------------- და ამასთან დაკავშირებით ითხოვა ცენტრალური დაცვის პულტზე დაცვაზე ურთიერთშორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,------------------------ს" წერილი (ს.ფ. 17)

 

3.1.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 02 თებერვლის N1----------- ბრძანებით, 2-.02.2018-დან შეწყვეტილი იქნეს შპს ,------------------------ს" ობიექტის(ქ.თბილისი, ჯ----–----------------- ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 02 თებერვლის N1----------- ბრძანება ,,ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შეწყვეტის შესახებ''(ს.ფ. 16)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 12 აპრილის ცნობით დებიტორული დავალიანების შესახებ დადგენილია, რომ შპს ,------------------------"(ს/ნ 2--------)შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს სასარგებლოდ 12.04.18 წლის მდგომარეობით 11.04.1- წლის N1----- ხელშეკრულების საფუძველზე ერიცხება დებიტორული დავალიანება 5--(ხუთასოთხმოცი) ლარი და პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ ყოველ დღეზე 0.2%-1--.27(ას------ ლარი და ოცდათ---------- თეთრი) ლარი.

1.2017 წლის ნოემბრის თვეში-1-5 ლარი

2.2017 წლის დეკემბრის თვეში-1-5 ლარი

3.2018 წლის იანვრის თვეში-1-5 ლარი

4.2017 წლის თებერვლის თვეში-1-5 ლარი

დებიტორული დავალიანება: 5-- ჯარიმა 1--.27 სულ დავალიანება: 6--.27

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 12 აპრილის ცნობა(ს.ფ. 18)

-თანხის ბრუნვის ისტორია(ს.ფ. 19)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს ,------------------------ს'’, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6--.27(ე-------------–--------- ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის- დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების 2.1 მუხლის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს ,------------------------ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას. ამასთან, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებული არიან მის ყველა არსებით პირობაზე(სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლი).

 

6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია, ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო- მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების გადახდის ვალდებულება. კერძოდ- საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ ერთის მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და მეორეს მხრივ - შპს ,,ა-------------------------- შორის 201- წლის 11 აპრილს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება(პერიმეტრი) №1-----, რომლის თანახმადაც ,,დაცვა" უზრუნველყოფს ,,დამკვეთის” სერვის ცენტრის და საოფისე ფართის დაცვას(შემდგომში ,,ობიექტად" წოდებული), რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ.თბილისი, ჯ----------–----------------. დასახელებული ხელშეკრულების პირველი მუხლის 1.2 პუნქტის თანახმად, ,,დამკვეთი" იღებს ვალდებულებას ,,დაცვას" გადაუხადოს დაცვის მომსახურების ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით. დასახელებული ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1პუნქტის თანახმად, დაცვის მომსახურების ღირებულება ერთ თვეში შეადგენს 1-5.00(ასორმოცდახუთი ლარი) ლარს, დღგ-ს ჩათვლით, ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეთა შორის განხორციელდება საგადასახადო დოკუმენტაციის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1.1. ქვეპუნქტის თანახმად, ,,დაცვა'' ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადით, ხელშეკრულების მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მის საკუთრებაში არსებული 1---(ა-----------) ლარამდე ღირებულების(ინვოისი N4--) აპარატურის(მოწყობილობები) მონტაჟი-ინსტალაცია ,,დაკვეთი" ობიექტზე; ამავე მუხლის 3.2.6. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების(რომლებიც წარმოადგენს ,,დაცვის" საკუთრების და დაცვის განხორციელების მიზნით გადაცემულია ,,დამკვეთისათვი") განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის განმავლობაში აანაზღაუროს მიყენებული ზარალი განსაზღვრული ინვოისი N4-- მითითებული ღირებულების შესაბამისად; ამავე მუხლის 3.2.12 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, დამკვეთის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში დაცვას გადაუხადოს პირგასამტეხლო 200(ორასი) ლარის ოდენობით; ამავე მუხლის 6.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ,,დაცვა" უფლებამოსილია მოსთხოვოს ,,დამკვეთს" პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0.2%-ის ოდენობით; ამავე მუხლის 6.8 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 6.7 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის 5%-ის მიღწევის შემთხვევაში ,,დაცვა" უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დაუყოვნებლივ. მოპასუხე მხარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იღებდა დაცვის მომსახურებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს, მის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება კი დღემდე გადახდილი არ არის.

 

ამდენად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე- შპს,------------------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 6--.27(ე-------------–--------- ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. ამდენად, მოპასუხეს- შპს ,------------------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე - შპს ,------------------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს- 6--.27(ე-------------–--------- ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეს- შპს ,------------------------ს’’, მოსარჩელე- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 1-(თ----------) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი