განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – გიორგი ნადირაძის,ადვოკატის - ნ----------------
ბრალდებულის – ლ---- ბ------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ლ---- დ------ს ძე ბ------–---–ის, დაბადებულის - 1--- წლის 2--------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–----–----–-----------------–---------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ – ლ---- ბ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცივი იარაღის ტარება განზრახ ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 2-----------ის განაჩენით ლ---- ბ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1--------ს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 3----------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1--------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------ის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
2018 წლის 11 იანვარს, ქ------–--–-----------------–---------------ის მიმდებარედ, განზრახი ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშულისათვის ნასამართლევი ლ---- ბ------–---–ი ატარებდა დანას, რაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ჩადენილი ქმედებისათვის, ლ---- ბ------–---–ი 2018 წლის 17 აპრილის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.
ბრალდებულმა ლ---- ბ------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებები, ლ---- ბ------–---–ის პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმი, ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმი, დათვალიერების ოქმი, ცივი იარაღის ექსპერტიზის №---–- დასკვნა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენები, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ლ---- ბ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
ლ---- ბ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ლ---- ბ------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ ბრალად შეაცხულის ქმედება ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის გასვლამდე (2----–-–-----------ის განაჩენი).
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ლ---- ბ------–---–ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ---- ბ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2--------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 04 (ოთხი) წელი და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლ---- ბ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი და 06 (ექვსი) თვე მოიხადოს რეალურად, შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 04 (ოთხი) წელი, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
3. პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს თბილისის პრობაციის ბიუროს ლ---- ბ------–---–ის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით - თ---–-------–----–----–-----------------–-------------------------- და მასვე, სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
4. ლ---- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
5. ლ---- ბ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 სექტემბრიდან.
6. ნივთმტკიცება:
- ლ---- ბ------–---–ის პირადი გასინჯვისას ამოღებული დანა, რომელიც ინახება შს სამინისტროს ს----------–-------–-–-----------------------------–---------------------------–------------------------------–--- ადმინისტრაციულ შენობაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი