განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#030100118002642705
№ 1/264-2018
განაჩენი
საქართველოს სახელით
22 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - შოთა სირაძე
სხდომის მდივანი - თამარ მგალობლიშვილი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი: ნ---- გ--------,დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ---- კ--------–--,ბრალდებული: მ---- მ-----,მამის სახელი: ვ-–---------,დაბადებული: 0-----1--- წელი,დაბადების ადგილი: საქართველო, ლ---------;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე,განათლება: უ-----–---,ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული,პირადი ნომერი: 2----------,ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, კ-------–- კ---–--------ს ქ.№4---.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ბრალდებულ მ---- მ-----ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდებულ მ---- მ-----ს სისხლის სამართლის №045100918003 საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვასა და მოყვანაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
მ---- მ-----ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის აპრილის თვეში, მ---- მ-----მ ქ. ფოთში, კ-------–- კ---–--------ს ქ.№4----ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 4415 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი 5 (ხუთი) ძირი მცენარე კანაფი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ---- მ-----ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
2018 წლის 21 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულ მ---- მ-----სათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ამავე დღეს, ბრალდების მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულ მ---- მ-----სათვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რასაც 2018 წლის 22 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ბრალდებულმა მ---- მ-----მ და ბრალდებულის ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებულია საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული გარემოებები.
ბრალდებულ მ---- მ-----ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომ პროკურორთან ფ--–--- ჯ--–--------სთან შეთანხმებით, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს მონაწილეობითა და ბრალდებულ მ---- მ-----ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2018 წლის 21 სექტემბერს შედგა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ მ---- მ-----ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული მ---- მ----- აღიარებს დანაშაულს.
ბრალდების მხარემ მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული მ---- მ----- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2018 წლის 21 სექტემბერს ბრალდებულ მ---- მ-----სთან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
მ---- მ----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
მ---- მ-----ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4¹ პუნქტის საფუძველზე, 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მ---- მ-----ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას შემდეგი უფლებები:
საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული 5 ძირი ნარკოტიკული საშუალება „მცენარე კანაფი“, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში განადგურდეს, კანონით დადგენილი წესით.
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ მ---- მ-----ს წარდგენილ ბრალდებას. შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვასა და მოყვანაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ მ---- მ-----ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, იგი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
მ---- მ-----ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია ბრალდებულ მ---- მ-----ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ--–- ქ----------სა და ნ--- გ---–---ს გამოკითხვის ოქმებით; საკარმიდამო მიწის ნაკვეთის დათვალიერების ოქმით; N421/სქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით; ამოღებული ნივთმტკიცებით.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მასში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ მ---- მ-----ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------სა და ბრალდებულ მ---- მ-----ს შორის ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–--------ს თანხმობით 2018 წლის 21 სექტემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. მ---- მ----- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით.
4. მ---- მ-----ს მიმართ დანიშნული გამოსაცდელი ვადის - 02 (ორი) წლის ათვლა, დაიწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან, 2018 წლის 22 სექტემბრიდან.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ მ---- მ-----ს დაევალოს პირობითი მსჯავრის ვადაში პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
6. მსჯავრდებულ მ---- მ-----ს ქცევაზე კონტროლი, საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულმა ორგანომ, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.
7. მ---- მ-----ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4¹ პუნქტის საფუძველზე 06 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
8. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, მ---- მ-----ს 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას შემდეგი უფლებები:
საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
9. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
10. მსჯავრდებულ მ---- მ-----ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
11. სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - 4415 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი 5 (ხუთი) ძირი „მცენარე კანაფი“, რომელიც ინახება შსს ფოთის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.
12. ფოთის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა მ---- მ-----ს მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, დარჩეს განუხილველი.
13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
14. განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე შოთა სირაძე