გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2018
საქმის ნომერი
010210018002257397
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010210018002257397

# 2-129/2018

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი- ნათია გოგმაჩაძე

 

მოსარჩელე - სუ-–--- გო---------

წარმომადგენლები - თა---- მა---------, გო-- კა----, კო-- ბო-------, და---- ჭყ-----

 

მოპასუხეები - მე---- მე--------–-, შპს „TV----”,მოპასუხე მე---- მე--------–-ს წარმომადგენლები - და---- ბა--–----, შა-–-- ნა--------,მოპასუხე შპს „TV----”-ს წარმომადგენელი - ჯა-----– ვე------

 

დავის საგანი - საზოგადოების (საწარმოს) ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის დანიშვნა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „TV----”-ს დირექტორად და---- გო--------ის დანიშვნა;

 

მოსარჩელე თავის მოთხოვნას დაასაბუთებს შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

 

- 2002 წლის 5 ივნისს მოსარჩელე სუ-–--- გო---------მ და მოპასუხე მე---- მე--------–მა დააარსეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „TV----”, რომელშიაც დამფუძნებელ პარტნიორთა წილი განისაზღვრა 50-50%-ის ოდენობით. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, საზოგადოების დირექტორად (საზოგადოების დაფუძნების მომენტიდან), დაინიშნა 50 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი - მე---- მე--------–-. სუ-–--- გო--------- კი ამავე კომპანიაში დაინიშნა საზოგადოების გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. მე---- მე--------–-ს, როგორც საზოგადოების დირექტორისა და სუ-–--- გო--------ის, როგორც საზოგადოების გენერალური მენეჯერის ხელფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 6500 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით.

- 2012 წლიდან შპს „TV----”-ს პარტნიორთა შორის წარმოიშვა უთანხმოება, რაც დაკავშირებული იყო 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისა და საზოგადოების დირექტორის მე---- მე--------–-ს მხრიდან, საზოგადოების ინტერესების საზიანოდ და პირადი სარგებლის მიღების მოტივით, საზოგადოების მართვისას დაშვებულ უხეშ დარღვევებთან. მათ შორის: არამართლზომიერ/მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან, საზოგადოებისათვის მატერიალური ზიანის მომტან ფინანსურ დაღვევებთან, პარტნიორთა მიერ გადასაწყვეტ საკითხებზე დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებასთან, 50%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორისათვის (ს. გო--------ისათვის) საზოგადოების დოკუმენტებზე წვდომის აკრძალვასთან და ასევე, საზოგადოების მართვიდან პარტნიორ სუ-–--- გო--------ის ჩამოშოროების მიზნით, დირექტორის მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან, რაც დადასტურდა სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებითა და აუდიტორული შემოწმებით. 2012 წლის 28 დეკემბერს შპს „TV----”-ს დირექტორის მე---- მე--------–-ს #96 ბრძანებით, მოსარჩელე სუ-–--- გო---------, მასზე დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულებისა და სამსახურში სისტემატურად გამოუცხადებლობის მოტივით, გათავისუფლდა შპს „TV----”-ს გენერალური მენეჯერის თანამდებობიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.10.2014 წლის გადაწყვეტილებით, სუ-–--- გო--------- აღდგენილი იქნა თანამდებობაზე. შპს „TV----”-ს სუ-–--- გო--------ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 123 500.00 ლარის ოდენობით. მასვე, დაევალა სუ-–--- გო--------ის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურება. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

- იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დირექტორის თანამდებობიდან გამოწვევის საკითხი მხარდაჭერილი არ იქნა 50 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორის მე---- მე--------–-ს მიერ, მოსარჩელე იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსთვის, თავისი (საზოგადოების 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის) დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემებრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სუ-–--- გო--------ის სარჩელი, დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა (გაწვეული იქნა) მე---- მე--------–-, ხოლო სუ-–--- გო---------ს დირექტორად დანიშვნაზე უარი ეთქვა, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყონებლივ აღსრულებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეების მიერ გასაჩივრებულია სააპელაციო წესით.

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემებრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მიექცა რა იგი დაუყონებლლივ აღსრულებას, სუ-–--- გო---------მ მიმართა საჯარო რეესტრს, რომლის მიერაც მე---- მე--------–- ამოიშალა საზოგადოების ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის ჩანაწერიდან, ხოლო ვინაიდან საწარმო დარჩა დირექტორის გარეშე, დადგინდა ხარვეზი საზოგადოების რეგისტრაციასთან დაკავშირებით. შექმნილი მდგომარეობის გამო, მოსარჩელემ მიმართა 50 %-იანი წილის მფლობელ პარტნიორს მე---- მე--------–ს და ითხოვა კრების მოწვევა. კრება მოწვეული იქნა 2017 წლის 28 დეკემბერს დღის წესრიგით: შპს „TV----”-ს დროებითი დირექტორის დანიშვნა სასამართლო დავის დასრულებამდე. მე---- მე--------–მა შესთავაზა ერთპიროვნული დირექტორის დანიშვნა, კერძოდ, კანდიდატურად დაასახელა რო------- მე--------–-. თავად სუ-–--- გო---------მ შესთავაზა ორი დირექტორის თანამდებობის შემოღება, დაასახელა თავისი კანდიდატურაც და---- გო--------ის სახით. მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

- მოსარჩელე მიუთითებს, რომ დავის დასრულებამდე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში, შპს „TV----”-ს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლო--ზე უფლებამოსილ დირექტორად დანიშნულია მისი კანდიდატურა და---- გო--------ის სახით, რომელიც დღეისათვის ახორციელებს დირექტორის მოვალეობას.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მე---- მე--------–მა სარჩელის მოთხოვნა არ სცნო და მიუთითა, რომ მის, როგორც შპს „TV----”-ს დირექტორის მიმართ წარდგენილი ყველა პრეტენზია უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. საზოგადოების დირექტორის მიერ განხორციელებული ყველა ქმედება შეესაბამება საზოგადოების წესდებით და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დირექტორის უფლება-მოვალეობებს, ყველა ეს ქმედება ნაკარნახევი და განპირობებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებით. საზოგადოების დირექტორის გამოწვევა და ახალი დირექტორის დანიშვნა სცილდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს და ის განეკუთვნება პარტნიორთა კრების დისკრეციას.

2.2. მოპასუხე შპს „TV----”-ს სარჩელის მიმართ შესაგებელი არ შემოუტანია. მისი წარმომადგენელი (სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში, დავის დასრულებამდე, შპს „TV----”-ს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დანიშნული და---- გო--------ის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე) ჯა-----– ვე------ დაეთანხმა სარჩელის დაკმაყოფილებას (იხ. სხდომის ოქმი).

 

3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე სუ-–--- გო--------ისა და მოპასუხე მე---- მე--------–-ს გადაწყვეტილებით დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - „TV----”, რომელიც რეგისტრირებული იქნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2002 წლის 5 ივნისს, სარეგისტრაციო ნომრით - 01/04-1---. საზოგადოების საიდენტიფიკაციო ნომერია - 2454396--; საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორების - სუ-–--- გო--------ის და მე---- მე--------–-ს კუთვნილი წილები განისაზღვრა 50-50 %-ის ოდენობით. პარტნიორთა გადაწყვეტილებით, საზოგადოების დაფუძნების მომენტიდან, საზოგადოების დირექტორად, დაინიშნა 50 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი მე---- მე--------–-. სუ-–--- გო--------- კი ამავე კომპანიაში დაინიშნა საზოგადოების გენერალური მენეჯერის თანამდებო--ზე. მე---- მე--------–-ს, როგორც საზოგადოების დირექტორისა და სუ-–--- გო--------ის, როგორც საზოგადოების გენერალური მენეჯერის ხელფასი განისაზღვრა ყოველთვიურად 6500 ლარის ოდენობით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გათვალისწინებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;

- შპს „TV----”-ს წესდება;

 

3.1.2. საზოგადოების წესდებით, შპს „TV----”-ს ძირითადი საქმიანობის საგანი განისაზღვრა შემდეგი სახით:

· კომერციული საქმიანობა, საკაბელო ტელევიზიის ჩამოყალიბება, კერძო ტელეარხის შექმნა და მომსახურება;

· საზოგადოება უფლებამოსილია გაახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და პირდაპირ და არაპირდაპირ ემსახურება საზოგადოების მიზნებს;

· თუ საზოგადოების საქმიანობა ამა თუ იმ სფეროში საჭიროებს ლიცენზიას (ნებართვას), საზოგადოება წარმართავს ამ საქმიანობას სათანადო ლიცენზიის მიღების შემდეგ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან;

- შპს „TV----”-ს წესდება;

 

3.1.3. შპს „TV----”-ს წესდების თანახმად, საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ. პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე. კერძოდ:

· სამეურნეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა;

· წილთა შეძენა და გასხვისება, ასევე საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია;

· საწარმოების სახების და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა;

· ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია;

· საწარმოს წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

· უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ინვესტიციების განხორციელება;

· სესხებისა და კრედიტების აღება; სესხებისა და კრედიტების უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას.

· ხელმძღვანელ მუშაკთათვის მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპის განსაზღვრა; პროკურის გაცემა და გაუქმება; წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყენება;

· დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა, მასთან შრომის ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცება;

· აგრეთვე გადაწყვეტილების მიღება ყველა იმ საკითზე, რომლის უფლებაც კანონით აქვს მინიჭებული;

საზოგადოების წესდებით განისაზღვრა, რომ პარტნიორთა კრება მოიწვევა ერთ-ერთი პარტნიორის ან დირექტორის მოთხოვნით; პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით; საზოგადოების კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბშპს „TV----”-ს წესდება;

 

3.1.4. საზოგადოების წესდების მიხედვით, საზოგადოების დირექტორი წარმოადგენს საზოგადოების საფინანსო-სამეურნეო და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელს. საზოგადოების დირექტორი უფლებამოსილია:

· გაახორციელოს ყველა ზემოთ აღნიშნული უფლებები და იკისროს ვალდებულებები პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის პერიოდებს შორის.

· საზოგადოების დირექტორს ისეთი უფლება-მოვალეობები გააჩნია, რაც „მეწარმეთა შესახებ“ კანონში აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დირექტორს.

· დირექტორი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს წერილობითი გადაწყვეტილების მეშვეობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „TV----”-ს წესდება;

 

3.1.5. საზოგადოების წესდების თანახმად, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ:

· მიიღონ მონაწილეობა საზოგადოების მართვაში;

· მიიღონ საზოგადოების საქმიანობიდან მიღებული წლიური წმინდა მოგების წილი;

· გაეცნონ საზოგადოების დოკუმენტაციას, საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებს, მიიღო ინფორმაცია საზოგადოების საქმიანობის შესახებ;

· საზოგადოების პარტნიორები ვალდებული არიან დაიცვან საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები; დაიცვან საზოგადოების წესდების მოთხოვნები;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შპს „TV----”-ს წესდება;

 

3.1.6. 2012 წლიდან შპს „TV----”-ს დამფუძნებელი პარტნიორები სუ-–--- გო--------- და მე---- მე--------–- იმყოფებიან კონფლიქტურ დამოკიდებულებაში. მოსარჩელე სუ-–--- გო--------ის პრეტენზია, საზოგადოების დირექტორის მე---- მე--------–-ს მიმართ, უკავშირდება საზოგადოების მართვის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობას, რაც მოსარჩელის შეფასებით, წარმოადგენს 50%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისა და საზოგადოების დირექტორის მე---- მე--------–-ს მხრიდან, საზოგადოების ინტერესების საზიანოდ და პირადი სარგებლის მიღების მოტივით, საზოგადოების მართვისას დაშვებულ უხეშ დარღვევებთან. მათ შორის: არამართლზომიერ/მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან, საზოგადოებისათვის მატერიალური ზიანის მომტან ფინანსურ დაღვევებთან, პარტნიორთა მიერ გადასაწყვეტ საკითხებზე დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღებასთან, 50%-იანი წილის მფლობელი დამფუძნებელი პარტნიორისათვის (ს. გო--------ისათვის) საზოგადოების დოკუმენტებზე წვდომის აკრძალვასთან და ასევე, საზოგადოების მართვიდან პარტნიორ სუ-–--- გო--------ის ჩამოშოროების მიზნით, დირექტორის მხრიდან მიზანმიმართულად განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან, რასაც თავის მხრივ არ ეთანხმება მე---- მე--------–-.

სასამართლო ეყრდნოობაშემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სუ-–--- გო--------ის სარჩელი, დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა (გაწვეული იქნა) მე---- მე--------–-, ხოლო სუ-–--- გო---------ს დირექტორად დანიშვნაზე უარი ეთქვა, გადაწყვეტილება მიქცეულ იქნა დაუყონებლივ აღსრულებას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეების მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #2/4044-2017);

 

3.1.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,შპს „TV----”-ს და მე---- მე--------–-ს კერძო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სუ-–--- გო--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება (საქმე #2/4044-2017);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინება;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;

 

3.1.9. მხარეთა შორის სადავო არაა, რომ დღეის მდგომარეობით, სუ-–--- გო--------ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი ჯერ განხილული არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.10. ასევე, მხარეთა შორის სადავო არაა, რომ დღეის მდგომარეობით, განსახილველ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში, დავის დასრულებამდე, შპს „TV----”-ს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დანიშნული და---- გო--------- ასრულებს დირექტორის მოვალეობას.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 იანვრის განჩინება;

- ქუთაისის სააპელაციო სასაამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განჩინება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.11. 2018 წლის 12 ივლისს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერებაზე, ვიდრე უზენაესი სასამართლო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას მის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების მიმართ. მოსარჩელის შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შუამდგომლობა;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინება;

 

3.1.12. 2018 წლის 12 ივლისს გამართულ სხდომაზე მოპასუხე მე---- მე--------–-ს წარმომადგენლებმა იშუამდგომლ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შუამდგომლობა;

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ფაქტიურად, მხარეთა შორის სადავოა შემდეგი:

 

- უფლებამოსილია თუ არა სასამართლო, მაშინ როცა საზოგადოების დამფუძნებელი პარტნიორების - სუ-–--- გო--------ის და მე---- მე--------–-ს კუთვნილი წილები განისაზღვრა 50-50 %-ის ოდენობით და შპს „TV----”-ს წესდების თანახმად, საზოგადოების პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე, მათ შორის დირექტორის დანიშვნა და გამოწვევის, მასთან შრომის ხელშეკრულების დადება და შეწყვეტის, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცების თაობაზე და პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით, ანუ ურთიერთშეთანხმების გარეშე ვერ ხდება გადაწყვეტილების მიღება, - რომ ჩაერიოს სასამართლო და მიიღოს გადაწყვეტილება, გაიწვიოს და დანიშნოს დირექტორი. ამ საკითხის გარკვევის გარეშე კი სასამართლო ვერც იმსჯელებს სარჩელის საფუძვლიანობაზე.

 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სადავო საკითხი სამართლებრივი შეფასების კატეგორიაა და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.

 

3.2.2. ასევე მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ საქმეზე #2/4044-2017, რომელზეც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სუ-–--- გო--------ის სარჩელი, რაც გაუქმებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით და დავა გრძელდება უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი, რაც თავისთავად გავლენას მოახდენს წინამდებარე საქმეზე მიმდინარე დავის მიმართ მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მართალია, 2018 წლის 12 ივლისს გამართულ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერებაზე, ვიდრე უზენაესი სასამართლო არ მიიღებდა გადაწყვეტილებას მის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 მაისის გადაწყვეტილების მიმართ და მოსარჩელის შუამდგომლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, - მაგრამ სასამართლომ იხელმძღვანელა იმ პრინციპით, რომ დავის სპეციფიურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, განიხლოს სარჩელი არსებითად და მიიღოს მასზე გადაწყვეტილება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სუ-–--- გო---------ს საზოგადოების (საწარმოს) ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი დირექტორის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს კანონი "მეწარმეთა შესახებ";

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სარჩელით მომართა, შპს ,,TV----’’-ს 50%-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა სუ-–--- გო---------მ და მიუთითა, რომ შპს-ს დირექტორის მე---- მე--------–-ს (რომელიც იმავდროულად წარმოადგენს შპს-ს დამფუძნებელ პარტნიორს 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით), მიზანმიმართული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით უხეშად ირღვევა მისი, როგორც პარტნიორის კანონით გარანტირებული უფლებები და ფინანსური ზიანი ადგება კომპანიას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მისი, როგორც საზოგადოების პარტნიორის, უფლებამოსილების რეალიზაცია, რის გამოც იქმნება აუცილებლობა სადავო საკითხის სასამართლოს მეშვეობით გადაწყვეტისა. მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით მოსარჩელემ მოითხოვა შპს ,,TV----’’-ს დირექტორის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გაწვეულია რა დირექტორის თანამდებობიდან მოპასუხე მე---- მე--------–- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე #2/4044-2017).

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სახეზეა სამეწარმეო ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა, სასამართლო დავის რეგულირებისას გამოიყენებს - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, ამ სფეროს მარეგულირებელ ნორმებს.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის მიხედვით, პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზედაც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები. პარტნიორთა შეთანხმების (წესდების) ნაწილი, რომელიც შეიცავს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს და რომელიც რეგისტრირდება რეესტრში, არის სარეგისტრაციო განაცხადი. პარტნიორთა შეთანხმება, რომლის რეგისტრაციაც არ არის სავალდებულო, იდება წერილობითი ფორმით და იგი შეიძლება შესრულდეს ნებისმიერ ენაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9.1 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე და მესამე პუნქტების თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე კანონის 46.1-ე მუხლის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.

 

ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, ასეთის არსებობისას, პარტნიორთა კრების წინასწარი თანხმობის გარეშე უფლება არა აქვთ, პირადი სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა თავიანთი მოვალეობების შესრულების ან თანამდებობრივი მდგომარეობის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ სუ-–--- გო--------- და მე---- მე--------–- არიან შპს ,,TV----’’-ს დამფუძნებელი პარტნიორები 50 %-იანი წილობრივი მონაწილეობით. ასევე, უდავოდ დადგენილია, რომ შპს ,,TV----’’-ს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლო--ზე უფლებამოსილი პირი იყო საზოგადოების დირექტორი მე---- მე--------–-.

 

6.2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“, და სხვასთან ერთად მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ. აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის იმავე მე-9.6 მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, დირექტორი საკუთარი მოვალეობების დარღვევისაგან წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ;

 

6.3. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია განისაზღვრება ამ მუხლით დადგენილი წესების მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება (ესწრებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. თუ კრება არ არის გადაწყვეტილებაუნარიანი, მაშინ კრების მომწვევს შეუძლია იმავე წესითა და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. მეორე კრება გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინაც კი, თუ მასზე არ გამოცხადდება (გამოცხადდებიან) ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი (პარტნიორები). ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში კრება იღებს გადაწყვეტილებას დირექტორების დანიშვნისა და გამოწვევის, მათთან ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცების შესახებ;

 

6.4. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ხოლოს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით;

 

6.5. საქმეში არსებული შპს ,,TV----’’-ს წესდებით დადგენილია, რომ საზოგადოების მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს პარტნიორთა კრება, რომელიც იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ (4.1. პუნქტი). წესდებაში მითითებულია, რომ პარტნიორთა კრება ღებულობს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნისა და გამოწვევის, მასთან შრომითი ხელშეკრულების დადებისა და შეწყვეტის, აგრეთვე მისი ანგარიშის დამტკიცების შესახებ (4.2. პუნქტი). წესდების თანახმად, პარტნიორთა კრება მოიწვევა ერთ-ერთი პარტნიორის ან დირექტორის მოთხოვნით (4.3. პუნქტი);

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად მხოლოდ პარტნიორთა კრებას შეუძლია დირექტორის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს სხვა პირის ან სასამართლოს მიერ დირექტორის დანიშვნის შესაძლებლობას. კანონი ცალსახად და იმპერატიულად ადგენს, რომ აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ კომპანიის პარტნიორთა კრების დისკრეციას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სასამართლო, სპეციალური ნორმატიული აქტების რეგულაციის პირობებში ვერ ჩაერევა აღნიშნულ სამეწარმეო ურთიერთობების მოწესრიგებაში;

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პარტნიორების 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობა კომპანიაში აძნელებს კონკრეტული მხარისათვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ აღნიშნული ვერ გახდება სამეწარმეო ურთიერთობებში სასამართლოს ჩარევს საფუძველი. პარტნიორები ვალდებულნი არიან დაარეგულირონ მათ შორის ურთიერთობები და იმოქმედონ მხოლოდ საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, რათა თავიდან აარიდონ მას ყოველგვარი ზიანი, მით უფრო, რომ კომპანიის უკან დგას სწორედ პარტნიორთა ქონებრივი ინტერესები; სასამართლოს ასეთი ტიპის გადაწყვეტილება თავდაყირა დააყენებს სამეწარმეო სამართლით განმტკიცებულ პრინციპებს და ეს იქნება სახელმწიფოს უხეში ჩარევა კერძო ავტონომიაში. სამეწარმეო ურთიერთობებში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ორი პირის - სუ-–--- გო--------ისა და მე---- მე--------–-ს საერთო ქონება - კომპანია. ისინი შეთანხმებული არიან კომპანიის დაფუძნებისას, რომ დირექტორს მხოლოდ ერთობლივად დანიშნავენ. ამასვე ამბობს კანონიც. შეთანხმებულ წესდებაში გაწერილია მათი ნება, რომლითაც მათ განსაზღვრეს საკუთარი უფლება-მოვალეობები. მაშინ როდესაც კომპანიას აფუძნებს 2 პარტნიორი თანაბარი წილობრივი მონაცემებით, ისინი თავიდანვე მიდიან რისკზე რომ დავის (აზრთა სხვადასხვაობის) არსებობის შემთხვევაში ან მიიღებენ კომპანიისათვის მომგებიან გადაწყვეტილებებს ან მიიღებენ რადიკალურ გადაწყვეტილებებს, ხოლო პრინციპული უთანხმოების შემთხვევაში კი შესაძლებელია ასეთ ქმედებებს მოყვეს კომპანიის გაკოტრება და საბოლოოდ ლიკვიდაცია. როგორც წესი, ასეთ შემთხვევაში პარტნიორები თავიდანვე შეგნებულად თანხმდებიან, რომ დავის არსებობის შემთხვევაში იმოქმედონ კომპანიის საუკეთესო ინტერესებში;

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დავა, რომელიც შეეხება პარტნიორის კომპანიის დირექტორის დანიშვნას. ვინაიდან ორივე პარტნიორს აქვს ხმების თანაბარი ოდენობა, გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, რითაც შეიქმნა ე.წ. ჩიხური სიტუაცია. ასეთ პირობებში სარჩელის აღძვრის შემთხვევაში ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს სასამართლოსათვის მიმართვა: სასამართლო მიღებული გადაწყვეტილებით ან დააკმაყოფილებს მოთხოვნას ან უარს ეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს ჩარევა კი პარტნიორთა კრების კომპეტენციაში და ხმების გაყოფისას სხვა პარტნიორის ნაცვლად სასამართლოს მიერ ნების გამოვლენა არასწორია. სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონით.

 

6.7. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს პარტნიორთა კრებაზე დღის წესრიგით: შპს „TV----”-ს დროებითი დირექტორის დანიშვნა სასამართლო დავის დასრულებამდე. მე---- მე--------–მა შესთავაზა ერთპიროვნული დირექტორის დანიშვნა, კერძოდ, კანდიდატურად დაასახელა რო------- მე--------–-. თავად სუ-–--- გო---------მ შესთავაზა ორი დირექტორის თანამდებობის შემოღება, დაასახელა თავისი კანდიდატურაც და---- გო--------ის სახით, - მხარეები ვერ შეთანხმდნენ, პარტნიორთა ხმების გაყოფის შედეგად გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

 

სასამართლო თვლის, რომ უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე სუ-–--- გო--------ის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, რომელიც შეეხება შპს ,,TV----“-ს დირექტორის თანამდებობაზე და---- გო--------ის დანიშვნის შესახებ, - უსაფუძვლოა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის გადაწყვეტა, კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, სცილდება სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა და---- გო--------ის შპს ,,TV----’’-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშნვნის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ კმაყოფილდება და სარჩელის მოთხოვნის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 100 ლარს, სსკ-ის 39.1 მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად. ასევე დადგენილია, რომ მოსაჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი, რაც მას უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან, სარჩელი არ კმაყოფილდება, მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 იანვრის განჩინება სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც დავის დასრულებამდე, შპს „TV----”-ს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ დირექტორად დაინიშნა და---- გო---------.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სუ-–--- გო--------ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სუ-–--- გო--------ის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე