გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.09.2018
საქმის ნომერი
330310118002614276
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/5606-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ილე ბ ა

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი - გვანცა ჩალიგავა

მოსარჩელე - შპს ,,ჯ----------

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–-

მესამე პირი - სსიპ ,----------------------–--------------

წარმომადგენელი-გ-----------------–-–---–-

დავის საგანი- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აგისტოს №----------------–ება ,,შპს ,,------------’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-14).

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 16 თებერვალს სსიპ ,,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ’’ გამოაცხადა N--------------–--------ნული ტენდერი ვეტერინარიული მედიცინისათვის ვაქცინები(CPV33651690) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2018 წლის 20 მარტის N4 სხდომის ოქმით, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს,,ჯ---------- და მიწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად. 2018 წლის 7მარტს ასევე სსიპ ,,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ’’ გამოაცხადა N--------------–--------ნული ტენდერი ვეტერინარიული მედიცინისათვის ვაქცინები(CPV33651690) შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2018 წლის 28 მარტის N---------ის ოქმით ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ,,ჯ---------- და იგი მიწვეული იქნა ხელშეკრულების გასაფორმებლად. მხარეთა შორის 2018 წლის 27 მარტს გაფორმდა N--------------–-წიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ცხვრის და თხის ყვავილის საწინააღმდეგო 150 000დოზა ვაქცინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60კალენდარული დღის ვადაში, 2018 წლის 26 მაისის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 22 500 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად- 2018 წლის 30ივლისი. ასევე მეორე ტენდერის საფუძველზე მხარეთა შორის 2018 წლის 04 აპრილს გაფორმდა N--------------–მწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო 606 200 დოზა ვაქცინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში, 2018 წლის 3 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა- 72 744 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად-2018 წის 31 ივლისი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნული ტენდერის გამცხადებისთანავე განახორციელეს ფასების გამოკითხვა და შემოთავაზებული ფასებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს ტენდერში მონაწილეობა, მწარმოებელ კომპანიას არაერთხელ მიმართეს და კითხეს შეძლებდა თუ არა აღნიშნული საქონლის მიწოდებას,-კომპანიის წარმომადგენელი დათანხმდათ, რომ შეძლებდა მითითებული ტექნიკური მახასიათებლებით საქონლის მიწოდებას, თუმცა საქონლის მწარმოებელმა კომპანიამ შემოთავაზებული საქონელი დროულად არ მიაწოდა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ სთხოვეს საქონლის დროული მიწოდება, შემსყიდველმა ორგანიზაციამ კი ხელშეკრულებები შეწყვიტა იმის გამო, რომ ხელშეკრულების თანახმად საქონლის მიწოდების ვადა გავიდა.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქნა სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს’’ წერილობითი შეტყობინებები შპს ,,------------’ მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების შესახებ, რის შემდგომაც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02აგვისტოს №----------------–ებით შპს ,,ჯ---------- დარეგისტრირდა შავ სიაში.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აგვისტოს №----------------–ება ,,შპს ,,------------’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”.

 

2. მხარეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წერილობითი ფორმით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სახეზე არ არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არცერთი საფუძველი, რადგან სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აგვისტოს N---- განკარგულება შპს ,,------------’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’ გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი ყველა მოთხოვნის სრული დაცვით.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირს- სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს’’, წერილობითი ფორმით შესაგებელი შპს ,,------------’ მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მესამე პირის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მხარეს მის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ N----------- ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2018 წლის 27 მარტს, ერთის მხრივ სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს’’(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გ---------------–---–ის სახით და მეორეს მხრივ, შპს,,ჯე-------’’(შემდგომში ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის მ---------–-–--–--ის სახით, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის ცხვრის და თხის ყვავილის საწინააღმდეგო 150,000 დოზა ვაქცინის(CPV33651690) მიწოდება. მოსაწოდებელი ვაქცინის რაოდენობა, მახასიათებლები და ერთეულის ღირებულება მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 22500(ოცდაორი ათას ხუთასი) ლარს, ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქოლის მიწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს დღგ-ს გარეშე.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.12 პუნქტის თანახმად, 150,000ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60კალენდარული დღის ვადაში, ამავე მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ადგილია-სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი, მ---–--–----–---------6.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-5-ე მუხლის 5.1 მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდებიდან ერთი კვირის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირები მოახდენენ მიწოდებული საქონლის შესაბამისობის შემოწმებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებსა და ხელშეკრულების პირობებთან(რაოდენობა, მთლიანობა, მასახასიათებლები, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და ა.შ), რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი ღირებულების მიხედვით. ამავე მუხლის 5.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონლის ყოველ პარტიაზე დაზიანებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა აღნიშნული პარტიის მთლიანი რაოდენობის არაუმეტეს 1%-ისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება ნაკლოვანების გამოვლენიდან 30დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაზე შემსყიდველი არ დააკისრებს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს სატენდერო დოკუმენტაციით და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებელების მქონე დადგენილი ხარისხისა და სტანდარტების საქონელი, ამავე მუხლის 7.4.2 ქვეპუნქტის თანახმად, გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, ამავე მუხლის 7.4.3.ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ვაქცინის ინსტრუქციით გათვალისწინებული შენახვის პირობების დაცვაზე. ვაქცინის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი(ცივი ჯაჭვის პრინციპი), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი თერმოლოგერების(ერთჯერადი ან მრავალჯერადი) საშუალებით(თითოეულ პარტიაზე არანაკლებ 3 ცალი), რომლებსაც თან უნდა ახლდეს გამოყენების ინსტრუქცია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის მიწოდებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, მოწოდებული უნდა იქნეს თერმოლოგერის მიერ რეგისტრირებულ მონაცემთა წამკითხველი შესაბამისი პროგრამა/აპარატურა საჭირო აღჭურვილობით. ამავე მუხლის 7.4.4. ქვეპუნქტის თანახმად, საქონელი უნდა იყოს შეფუთული და მარკირებული საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს პრეპარატების სავაჭრო სახელწოდება, წონა, დაფასოების თითოეულ ერთეულზე მითითებული უნდა იყოს პარტიის ნომერი, გამოშვების ვადა. პრეპარატები დაფასოებული უნდა იყოს სტანდარტულ, მარკირებულ ტარაში, თითოეულ ფლაკონში მზა ვაქცინის დაფასოება არ უნდა აღემატებოდეს 50 დოზას, თითოეულ ყუთს ან კოლოფს უნდა ახლდეს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად მიწოდების შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო არაჯეროვნად მიწოდებული ვალდებულების 0,02% ოდენობით, ამავე მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,02% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამავე მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10% ოდენობით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, ამავე მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან, ამავე მუხლის 12.3პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებთი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ამავე მუხლის 12.4პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, ამავე მუხლის 12.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1 პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით, ამავე მუხლის 13.2 მუხლის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018წლის 30 ივლისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 27 მარტის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-------- ხელშეკრულება(ს.ფ. 22-27)

 

3.1.2. დადგენილია, რომ N--------------–--------ნული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2018 წლის 04 აპრილს, ერთის მხრივ სსიპ ,,სურსათის ეროვნულ საგენტოს’’(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი უფროსის ზ---------------–---–ის სახით და მეორეს მხრივ, შპს,,ჯე-------’’(შემდგომში ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის მ---------–-–--–--ის სახით, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--------, რომლის მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა 606,200 დოზა(CPV33651690), ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, თითოეულ ფლაკონში ვაქცინის დაფასოება არ უნდა აღემატებოდეს 50დოზას, ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ვაქცინების მიწოდების პირობების აღწერა მითითებულია ტექნიკურ დავალებაში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ხოლო ამავე მუხლის 2.3 პუნქტის თანახმად კი, შესასყიდი ვაქცინების რაოდენობა, მახასიათებელი და ერთეულის ღირებულება მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ში.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 72,744(სამოცდათორმეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი) ლარს, ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და ყველა შესაბამის გადასახადს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, 606,200დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60კალენდარული დღის ვადაში, ამავე მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ადგილია-სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი, მ---–--–----–---------6.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-5-ე მუხლის 5.1 მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდებიდან ერთი კვირის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირები მოახდენენ მიწოდებული საქონლის შესაბამისობის შემოწმებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებსა და ხელშეკრულების პირობებთან(რაოდენობა, მთლიანობა, მასახასიათებლები, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და ა.შ), რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი ღირებეულების ასახვით. ამავე მუხლის 5.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონლის ყოველ პარტიაზე დაზიანებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა აღნიშნული პარტიის მთლიანი რაოდენობის არაუმეტეს 1%-ისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება ნაკლოვანების გამოვლენიდან 30დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაზე შემსყიდველი არ დააკისრებს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს სატენდერო დოკუმენტაციითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების მქონე დადგენილი ხარისხისა და სტანდარტების საქონელი, ამავე მუხლის 7.4.2 ქვეპუნქტის თანახმად, გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, ამავე მუხლის 7.4.3. ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ვაქცინის ინსტრუქციით გათვალისწინებული შენახვის პირობების დაცვაზე. ვაქცინის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი(ცივი ჯაჭვის პრინციპი), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი თერმოლოგერების(ერთჯერადი ან მრავალჯერადი) საშუალებით(თითოეულ პარტიაზე არანაკლებ 3 ცალი), ამავე მუხლის 7.4.4. ქვეპუნქტის თანახმად, შეფუთვამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინების დაცვა გაფუჭებისაგან, საქონლის მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში. შეფუთვამ უნდა გაუძლოს ინტენსიურ ამწევ-გადასატვირთ ზემოქმედებას, გადატვირთვის დროს ნალექის ზემოქმედებას, ასევე ღია ცის ქვეშ შენახვას. საქონელი უნდა იყოს შეფუთული და მარკირებული საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს პრეპარატების სავაჭრო სახელწოდება, წონა, დაფასოების თითოეულ ერთეულზე მითითებული უნდა იყოს პარტიის ნომერი, გამოშვების ვადა. პრეპარატები დაფასოებული უნდა იყოს სტანდარტულ, მარკირებულ ტარაში, თითოეულ ფლაკონში მზა ვაქცინის დაფასოება არ უნდა აღემატებოდეს 50 დოზას, თითოეულ ყუთს ან კოლოფს უნდა ახლდეს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად მიწოდების შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო არაჯეროვნად მიწოდებული ვალდებულების 0,02% ოდენობით, ამავე მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,02% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამავე მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10% ოდენობით.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, ამავე მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან, ამავე მუხლის 12.3პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებთი ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ამავე მუხლის 12.4პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, ამავე მუხლის 12.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

 

დასახელებული ხელშეკრუების მე-13 მუხლის 13.1 პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით, ამავე მუხლის 13.2 მუხლის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან.

 

დასახელებული ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018წლის 31 ივლისის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 04 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-------- ხელშეკრულება (ს.ფ. 15-21)

 

3.1.3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის N09/4990 წერილით შპს,,ჯე-------’’ ეცნობა, რომ ცხვრის და თხის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის მიზნით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული N--------------–--------ნული ტენდერის ფარგლებში, მათ შორის 2018 წლის 27მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშე------–------------8. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული პირობის მიხედვით, 150000 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60კალენდარული დღის ვადაში(27.06.2017). დღევანდელი მდგომარეობით ვადაგადაცილება 150 000 დოზა ვაქცინაზე შეადგენს 22კალენდარულ დღეს.

 

ამავე წერილით, შპს ,,ჯე-------’’ ეთხოვა, რომ დაუყოვლებლივ ეცნობებინა რა ვადებში გეგმავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის N09/4990 წერილი(ს.ფ. 82)

 

3.1.4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის N09/4989 წერილით შპს,,ჯე-------’’ ეცნობა, რომ წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის მიზნით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული N--------------–--------ნული ტენდერის ფარგლებში, მათ შორის 2018 წლის 04აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრუ-–-------------. აღნიშნული ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული პირობის მიხედვით, 606200 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 60კალენდარული დღის ვადაში(04.06.2017). დღევანდელი მდგომარეობით ვადაგადაცილება 606200 დოზა ვაქცინაზე შეადგენს 14კალენდარულ დღეს.

 

ამავე წერილით, შპს ,,ჯე-------’’ ეთხოვა, რომ დაუყოვლებლივ ეცნობებინა რა ვადებში გეგმავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 ივნისის N09/4989 წერილი(ს.ფ. 94)

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილია სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს,,ჯე-------’’ შორის გაფორმებული N-------- და N-------- ხელშეკრულებების შესრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული 2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ შპს ,-------------’ დაარღვია N-------- და N------------––-------–--ებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადები, ვადაგადაცილება მოცემული მომენტისათვის შეადგენს: 150 000 დოზა ცხვრის და თხის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის მიზნით გაფორმებულ N-------- ხელშეკრულებაზე- 24 კალენდარულ დღეს. 606 200 დოზა წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვის მიზნით გაფორმებულ N------------––-------–--აზე-16 კალენდარულ დღეს. შპს ,,------------’ ხელმძღვანელობასთან მრავალგზის სატელეფონო საუბრების მიუხედავად, ვერ მოხერხდა სიტუაციის გარკვევა და ვაქცინის მოწოდების სავარაუდო ვადების დადგენა. ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი იქნება აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა და შესყიდვის ახალი პროცედურის დროულად დაწყება, აღნიშნული გამართლებულია იმით, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაწყების ვადა ახლოვდება, ვაქცინების საჭირო რაოდენობის მოწოდება კი მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო. შპს ,,------------’ მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა ასევე ოფიციალური გაფრთხილების წერილიც. შპს ,,ჯე-------’’ ჯერაც არ აქვს დაწყებული მოსაწოდებელი ვაქცინების საქართველოში რეგისტრაციის პროცესი, რაც წარმოადგენს ტენდერით გათვალისწინებულ აუცილებელ პირობას. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ვაქცინის რეგისტრაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული მინიმალური ვადების შეადგენს 60 კალენდარულ დღეს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შპს,,ჯე-------’’ არ შეუძლია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ვინაიდან რეგისტრაციისათვის საჭირო პერიოდი სცილდება ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სხდომამ დაადგინა, რომ შეწყვეტილი იქნას სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ჯე-------’’ შორის გაფორმებული N-------- და N------------––-------–--ები და დაწყებული იქნეს შესაბამი ვაქცინების შესყიდვებისათვის საჭირო ახალი პროცედურები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შპს ,,ჯე-------’’ შორის გაფორმებული N-------- და N-------- ხელშეკრულებების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული 2018 წლის 20 ივნისის სხდომის ოქმი(ს.ფ. 83-85)

 

3.1.6. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N09/5138 წერილით შპს,,ჯე-------’’ ეცნობა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული N--------------–--------ნული ტენდერის ფარგლებში, მათ შორის 2018 წლის 27 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-------- ხელშეკრულება 150 000 დოზა ცხვრის და თხის ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაზე. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის ანგარიშიდან დგინდება, რომ მათ მიერ დარღვეულია ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული, საქონლის მიწოდების ვადები. მოცემული მომენტისათვის ვადაგადაცილება 150 000 დოზა ვაქცინაზე შეადგენს 25კალენდარულ დღეს. იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ ჯერაც არ დაწყებულა მოსაწოდებელი ვაქცინის საქართველოში რეგისტრაციის პროცესი, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულმა სპეციალურმა სხდომამ, მიზანშეწონილად მიიჩნია და მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს მათთან გაფორმებული N-------- ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულების 12.1 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ვაქცინის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები სცილდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

 

ამავე წერილით შპს ,,ჯე-------’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულების 10.2 პუნქტის საფუძველზე, ეკისრებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც შეადგენს 2,250 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N09/5138 წერილი(ს.ფ. 86)

 

3.1.7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N09/5139 წერილით შპს,,ჯე-------’’ ეცნობა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული N--------------–--------ნული ტენდერის ფარგლებში, მათ შორის 2018 წლის 04 აპრილს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-------------––----ულება 606200 დოზა წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვაზე. ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის ანგარიშიდან დგინდება, რომ მათ მიერ დარღვეულია ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული, საქონლის მიწოდების ვადები. მოცემული მომენტისათვის ვადაგადაცილება 606 200 დოზა ვაქცინაზე შეადგენს 17კალენდარულ დღეს. იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ ჯერაც არ დაწყებულა მოსაწოდებელი ვაქცინის საქართველოში რეგისტრაციის პროცესი, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულმა სპეციალურმა სხდომამ, მიზანშეწონილად მიიჩნია და მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს მათთან გაფორმებული N------------––-------–--ა, ამავე ხელშეკრულების 12.1 პუნქტის საფუძველზე, ვინაიდან ვაქცინის რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები სცილდება მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

 

ამავე წერილით შპს ,,ჯე-------’’ ეცნობა, რომ ხელშეკრულების 10.2 პუნქტის საფუძველზე, ეკისრებათ პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, რაც შეადგენს 7 274,40 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N09/5139 წერილი(ს.ფ. 98)

 

3.1.8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 21 ივნისს N09/5134 და N09/5136 წერილობით შეტყობინებებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს ,,------------’ მიერ N----------- ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2018 წლის 27 მარტის N--------------–-წიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით და N--------------–--------ნული ტენდერის შედეგად დადებული 2018 წლის 04 აპრილის N---------------–-–იფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და მოითხოვა შპს ,,------------’ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისს N09/5134 წერილობით შეტყობინება(ს.ფ. 99)

- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 21 ივნისის N09/5136 წერილობით შეტყობინება(ს.ფ. 100)

 

3.1.9. სსიპ სახელწიფო შესყიდვების სააგენტომ, შპს ,,ჯე-------’’ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მის პროფილში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის- -------------------- მეშვეობით, 2018 წლის 28ივნისის N2333 შეტყობინებით აცნობა სააგენტოში შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინების წარმოდგენის თაობაზე და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა.

 

სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის N2333 წერილობითი შეტყობინების პასუხად, შპს ,-------------’ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2018 წლის 02 ივლისს წარადგინა განმარტება(სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესვლის დრო- 2018 წლის 12 ივლისი, N5843).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,------------’ 2018 წლის 02 ივლისის განმარტება(ს.ფ. 101)

 

3.1.10. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02აგვისტოს №----------------–ების საფუძველზე დადგინდა, რომ შპს,,ჯ----------(ს/კ: 4--------- 2018 წლის 3 აგვისტოს დარეგისტრირდეს შავ სიაში და მის შესახებ რეესტრში გაკეთდეს ორი სარეგისტრაციო ჩანაწერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აგვსიტოს №1832 განკარგულება ,,შპს ,,ჯ---------“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ’’(ს.ფ. 31-33)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან მის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული აქტის მიღებისას ადგილი არ ჰქონია კანონის ისეთ დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. შესაბამისად, შპს ,,------------’ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 02 აგვისტოს N--------------ლება ,,შპს ,,------------’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

6.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ N----------- ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2018 წლის 27 მარტს, ერთის მხრივ სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს’’(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გ---------------–---–ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ჯე-------’’(შემდგომში ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის მ---------–-–--–--ის სახით, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--------, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის ცხვრის და თხის ყვავილის საწინააღმდეგო 150,000 დოზა ვაქცინის(CPV33651690) მიწოდება, მოსაწოდებელი ვაქცინის რაოდენობა, მახასიათებლები და ერთეულის ღირებულება მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 22500(ოცდაორი ათას ხუთასი) ლარს, ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს დღგ-ს გარეშე; დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.12 პუნქტის თანახმად, 150,000 ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60კალენდარული დღის ვადაში, ამავე მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ადგილია-სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი, მ---–--–----–---------6; დასახელებული ხელშეკრულების მე-5-ე მუხლის 5.1 მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდებიდან ერთი კვირის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირები მოახდენენ მიწოდებული საქონლის შესაბამისობის შემოწმებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებსა და ხელშეკრულების პირობებთან(რაოდენობა, მთლიანობა, მასახასიათებლები, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და ა.შ), რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი ღირებულების მიხედვით, ამავე მუხლის 5.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონლის ყოველ პარტიაზე დაზიანებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა აღნიშნული პარტიის მთლიანი რაოდენობის არაუმეტეს 1%-ისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება ნაკლოვანების გამოვლენიდან 30დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაზე შემსყიდველი არ დააკისრებს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს; დასახელებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს სატენდერო დოკუმენტაციით და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებელების მქონე დადგენილი ხარისხისა და სტანდარტების საქონელი. ამავე მუხლის 7.4.2 ქვეპუნქტის თანახმად, გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ამავე მუხლის 7.4.3.ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ვაქცინის ინსტრუქციით გათვალისწინებული შენახვის პირობების დაცვაზე. ვაქცინის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი(ცივი ჯაჭვის პრინციპი), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი თერმოლოგერების(ერთჯერადი ან მრავალჯერადი) საშუალებით(თითოეულ პარტიაზე არანაკლებ 3 ცალი), რომლებსაც თან უნდა ახლდეს გამოყენების ინსტრუქცია ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. საჭიროების შემთხვევაში, ვაქცინის მიწოდებამდე არანაკლებ 5 დღით ადრე, მოწოდებული უნდა იქნეს თერმოლოგერის მიერ რეგისტრირებულ მონაცემთა წამკითხველი შესაბამისი პროგრამა/აპარატურა საჭირო აღჭურვილობით, ამავე მუხლის 7.4.4. ქვეპუნქტის თანახმად, საქონელი უნდა იყოს შეფუთული და მარკირებული საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს პრეპარატების სავაჭრო სახელწოდება, წონა, დაფასოების თითოეულ ერთეულზე მითითებული უნდა იყოს პარტიის ნომერი, გამოშვების ვადა. პრეპარატები დაფასოებული უნდა იყოს სტანდარტულ, მარკირებულ ტარაში, თითოეულ ფლაკონში მზა ვაქცინის დაფასოება არ უნდა აღემატებოდეს 50 დოზას, თითოეულ ყუთს ან კოლოფს უნდა ახლდეს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია; დასახელებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად მიწოდების შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო არაჯეროვნად მიწოდებული ვალდებულების 0,02% ოდენობით, ამავე მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების 4.1პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,02% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამავე მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10% ოდენობით; დასახელებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, ამავე მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან, ამავე მუხლის 12.3 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ამავე მუხლის 12.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, ამავე მუხლის 12.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე; დასახელებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1 პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით, ამავე მუხლის 13.2 მუხლის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან; დასახელებული ხელშეკრულების მე-1 4 მუხლის 14.3პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

 

დადგენილია, ასევე რომ N--------------–--------ნული სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე, 2018 წლის 04 აპრილს, ერთის მხრივ სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს’’(შემდგომში ,,შემსყიდველი“) წარმოდგენილი მისი უფროსის ზ---------------–---–ის სახით და მეორეს მხრივ, შპს,,ჯე-------’’(შემდგომში ,,მიმწოდებელი“) წარმოდგენილი დირექტორის მ---------–-–--–--ის სახით, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №--------, რომლის მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმადაც, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინა 606,200 დოზა(CPV33651690), ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, თითოეულ ფლაკონში ვაქცინის დაფასოება არ უნდა აღემატებოდეს 50დოზას. ამავე მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად, ვაქცინების მიწოდების პირობების აღწერა მითითებულია ტექნიკურ დავალებაში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, ხოლო ამავე მუხლის 2.3 პუნქტის თანახმად კი, შესასყიდი ვაქცინების რაოდენობა, მახასიათებელი და ერთეულის ღირებულება მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ში; დასახელებული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 72,744(სამოცდათორმეტი ათას შვიდასორმოცდაოთხი) ლარს, ამავე მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს და ყველა შესაბამის გადასახადს; დასახელებული ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1 პუნქტის თანახმად, 606,200 დოზა ვაქცინის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60კალენდარული დღის ვადაში, ამავე მუხლის 4.2 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ადგილია-სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისი, მ---–--–----–---------6; დასახელებული ხელშეკრულების მე-5-ე მუხლის 5.1 მუხლის თანახმად, საქონლის მიწოდებიდან ერთი კვირის განმავლობაში, შემსყიდველის მხრიდან განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირები მოახდენენ მიწოდებული საქონლის შესაბამისობის შემოწმებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებსა და ხელშეკრულების პირობებთან(რაოდენობა, მთლიანობა, მასახასიათებლები, ტემპერატურული რეჟიმის დაცვა და ა.შ), რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი ღირებეულების ასახვით, ამავე მუხლის 5.2პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული საქონლის ყოველ პარტიაზე დაზიანებული ან/და გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა აღნიშნული პარტიის მთლიანი რაოდენობის არაუმეტეს 1%-ისა, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლება ნაკლოვანების გამოვლენიდან 30დღის განმავლობაში. აღნიშნულ ვადაზე შემსყიდველი არ დააკისრებს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს; დასახელებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.4.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს სატენდერო დოკუმენტაციითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების მქონე დადგენილი ხარისხისა და სტანდარტების საქონელი. ამავე მუხლის 7.4.2 ქვეპუნქტის თანახმად, გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი, ამავე მუხლის 7.4.3. ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი პასუხისმგებელია ვაქცინის ინსტრუქციით გათვალისწინებული შენახვის პირობების დაცვაზე. ვაქცინის ტრანსპორტირებისას დაცული უნდა იყოს შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი(ცივი ჯაჭვის პრინციპი), რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი თერმოლოგერების(ერთჯერადი ან მრავალჯერადი) საშუალებით(თითოეულ პარტიაზე არანაკლებ 3 ცალი), ამავე მუხლის 7.4.4. ქვეპუნქტის თანახმად, შეფუთვამ უნდა უზრუნველყოს ვაქცინების დაცვა გაფუჭებისაგან, საქონლის მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში. შეფუთვამ უნდა გაუძლოს ინტენსიურ ამწევ-გადასატვირთ ზემოქმედებას, გადატვირთვის დროს ნალექის ზემოქმედებას, ასევე ღია ცის ქვეშ შენახვას. საქონელი უნდა იყოს შეფუთული და მარკირებული საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, შეფუთვაზე მითითებული უნდა იყოს პრეპარატების სავაჭრო სახელწოდება, წონა, დაფასოების თითოეულ ერთეულზე მითითებული უნდა იყოს პარტიის ნომერი, გამოშვების ვადა. პრეპარატები დაფასოებული უნდა იყოს სტანდარტულ, მარკირებულ ტარაში, თითოეულ ფლაკონში მზა ვაქცინის დაფასოება არ უნდა აღემატებოდეს 50 დოზას, თითოეულ ყუთს ან კოლოფს უნდა ახლდეს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია; დასახელებული ხელშეკრულების მე-10 მუხლის 10.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად მიწოდების შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო არაჯეროვნად მიწოდებული ვალდებულების 0,02% ოდენობით. ამავე მუხლის 10.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების 4.1პუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0,02% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამავე მუხლის 10.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10% ოდენობით; დასახელებული ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, ამავე მუხლის 12.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან, ამავე მუხლის 12.3 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მიმწოდებელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ამავე მუხლის 12.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, ამავე მუხლის 12.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე; დასახელებული ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1 პუნქტის თანახმად, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძააის ზეგავლენით, ამავე მუხლის 13.2 მუხლის თანახმად, თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან; დასახელებული ხელშეკრულების მე-1 4 მუხლის 14.3 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

 

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი(შემდგომ – შავი სია) – შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით(შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის(შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში(შემდგომში – შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში(შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო შავ სიას აწარმოებს ელექტრონულად, საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლის თანახმად განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ,-დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარუდგენლობის (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში), ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულების დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის გამო; ბ) პრეტენდენტი დისკვალიფიცირებულია ტენდერიდან ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია ერთ-ერთი შემდეგი გარემოების არსებობა: ა)ხელშეკრულების დადების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება. ბ)მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას(დოკუმენტაციას): ა)შესყიდვის განხორციელების საშუალების დასახელებას; ბ)ტენდერის შემთხვევაში – სატენდერო განცხადების ნომერს, კონკურსის შემთხვევაში – საკონკურსო განცხადების ნომერს, გამარტივებული შესყიდვის ან კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერს; გ)შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის კლასიფიკატორს – CPV კოდს; დ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის რეკვიზიტებს; ე) პრეტენდენტის შესაბამისი საფუძვლით დისკვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ან მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ვ)კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენამდე პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ზ)კონსოლიდირებულ ტენდერში მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის ან/და ხელშეკრულებ(ებ)ის დადებაზე უარის სხვაგვარად გამოხატვის, ასევე კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე; თ)ხელშეკრულების დადებამდე პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე; ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი იქნა სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს’’ 2018 წლის 21 ივნისს N09/5134 და N09/5136 წერილობითი შეტყობინებები, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს,,------------’ მიერ N----------- ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2018 წლის 27 მარტის N--------------–-წიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით და N--------------–--------ნული ტენდერის შედეგად დადებული 2018 წლის 04 აპრილის N--------------–მწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და მოითხოვა შპს ,,------------’ შავ სიაში დარეგისტრირება.

 

6.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 5.12მუხლის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს წერილობითი შეტყობინების წარმოდგენიდან არაუმეტეს ორი თვის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია დამატებითი დრო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა, სააგენტოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს ერთი თვით. მე-5 პუნქტის თანახმად, წერილობითი შეტყობინების ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ, სააგენტო პრეტენდენტს/მიმწოდებელს აცნობებს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და მიმართავს მას განმარტების წარმოდგენის მოთხოვნით. განმარტებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) ეთანხმება თუ არა პრეტენდენტი/მიმწოდებელი წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს და რა ნაწილში; ბ)თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი არ ეთანხმება წერილობით შეტყობინებაში მითითებულ გარემოებებს – კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტები და გარემოებები, რომლებზეც იგი აფუძნებს საკუთარ მსჯელობას. მე-6 პუნქტის თანახმად, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მიერ განმარტების წარუდგენლობა არ აბრკოლებს ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას. მე-9 პუნქტის თანახმად, სააგენტო წერილობით შეტყობინებას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა)არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ)შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიაჩნია, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს ,,------------’ მიერ N----------- ელექტრონული ტენდერის შედეგად დადებული 2018 წლის 27 მარტის N--------------–-წიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით და N--------------–--------ნული ტენდერის შედეგად დადებული 2018 წლის 04 აპრილის N---------------–-–იფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს. დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რის გამოც სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია შპს,,------------’ მიმართ გამოეყენებინა შავ სიაში დარეგისტრირება. ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 02აგვისტოს N---- განკარგულება ,,შპს ,,------------’ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ” მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება შპს ,,------------’ მიერ განმარტებაში და სასარჩელო განცხადებაში მითითებულ გარემოებებს,-აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ დასახელებული გარემოებები არ წარმოადგენს მხარის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს, იმდენად რამდენადაც მესამე პირის ბრალეული ქმედების გამო მიმწოდებელი თავად აგებს პასუხს შემსყიდველი ორგანიზაციის წინაშე.

 

სასამართლო აქვე დამატებით განმარტავს შემდეგს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული წარმოების შეჩერების წესი. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/მიმწოდებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლო, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუზღუდავს სააგენტოს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შემდეგ, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების(განჩინების) სააგენტოსთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებისთანავე.

 

მოცემულ შემთხვევაში როგორც მხარეთა განმარტებით ირკვევა, მოსარჩელეს ერთის მხრივ, სსიპ ,,სურსათის ეროვნულ სააგენტოს’’ და და მეორეს მხრივ, შპს ,,ჯე-------’’ შორის 2018 წლის 27 მარტის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------- ხელშეკრულების და 2018 წლის 04 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-------------––----ულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხი, სადავო განკარგულების გამოცემის დროისათვის სადავოდ არ ჰქონდა გამხდარი სასამართლოს წესით, კერძოდ- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასამართლოში არ გაუსაჩივრებია მის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც წარმოიშვა ამ წესის მე-3 მუხლში მითითებული გარემოებები და სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსათვის არ შეუზღუდავს წერილობით შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის ნორმის საფუძველზე არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი სააგენტოს შეეჩერებინა ადმინისტრაციული წარმოება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,------------’ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,,------------’ მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამასთან, შპს ,,------------’ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მოსარჩელეზე სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,------------’ სარჩელი მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, მესამე პირის- სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტოს’’ მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი