განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2018
საქმის ნომერი
190100118002632840
თარიღი
30.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 1/655-18

(№092250418005)

რუსთავის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კლეგიის

მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:

 

სტაჟიორ-პროკურორი: გაგა გელაშვილი,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ლ-----------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------–ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------------------–---–----------–---------–--–---------------

 

ბრალდებული დ-------------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, პირადი ნომერი 3----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, ტექნიკური განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ-------------------------------------

 

ადვოკატები: ბესიკ მინდიაშვილი და გოჩა შავაძე,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილი, ფალსიფიკაცია, ესე იგი მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლა მწარმოებლის ან გამსაღებლის მიერ, ჩადენილი ანგარებით.

 

სხდომის სახე: ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

ქ.რუსთვში, ჭ-----------–----------–--აში, გ------–-----------6 შ-----–---ის” საწარმოში, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სხვადასხვა სახის თევზის შესყიდვა და მათი გადამუშავება, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, შ-----–---ის“ დამფუძნებელმა ლ-----------–---–მა და შ-----–---ის“ თანამშრომელმა დ-------------–---–მა აწარმოეს თვისობრივად სახეცვლილ თევზი, კერძოდ „მოივა“, რომელიც სინესტის მასიური 45 %-60% წილის, ნაცვლად შეიცავდა სინესტეს 65%-66,5%-ს, დაბალ ენერგეტიკულ მაჩვენებელს, 513,7 კკალ-ის ნაცვლად შეიცავდა 157,5 კკალ-ს, გამოირჩეოდა ნოტიო ზედაპირით, არაბუნებრივად მკვეთრი შეფერილობით და სუსტად გამოხატული გემური თვისებებით, იყო დუნე მუცლის არეში. ასევე მათ აწარმოეს სახეცვილი თევზი, კერძოდ ”სკუმბრია”, რომელიც შეიცავდა ცილის დაბალ შემცველობას 23,4%- ის ნაცვლად 18,6%, 18,7%-ს ,რომელიც არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შემდგომ 2018 წლის 26 აპრილს 2-2 კილოგრამი ფალსიფიცირებული ”მოივა” და ”სკუმბრია”, ფულის სანაცვლოდ გაასაღეს ს---–---------------–---–ზე; 2018 წლის 17 მაისს ნაწილი ფალსიფიცირებული ”მოივა” და ”სკუმბრია”, ამოღებული იქნა შპს ”ლაიქის” საწარმოდან, რომელიც გამზადებული იყო რეალიზაციის მიზნით სარგებლის მისაღებად.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დასკვნა, ლ-----------–---–ის და დ-------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ბ--------------–-–---–ის პატაკს, მოწმე ბ--------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, დადგენილებას ოპერატიული ჩართვის ჩატარების თაობაზე, დადგენილება საკონტროლო შესყიდვის ჩატარების თაობაზე, შპს”ლაიქის” ჩეკს, საკონტროლო შესყიდვის შედეგების შესახებ ოქმს, მოწმე ს---–---------------–---–ის გამოკითხვს, ამოღების ოქმს, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 002803818 საექსპერტო დასკვნას, ამოღების ოქმებს, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 003413618 საექსპერტო დასკვნას, ექსპერტ მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, თ----------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე ლ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე დ-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, სსიპ ”ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო”-ს 003791018 საექსპერტო დასკვნას, ექსპერტ თამარ აფციაურის გამოკითხვის ოქმს, ექსპერტ მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე ვ--------------–---ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე ლ--–-------------ის გამოკითხვის ოქმს, მოწმე ც-----------ის გამოკითხვის ოქმს და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2018 წლის 21 სექტემბერს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფალსიფიკაცია სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, რაც მიზნად ისახავს როგორც მეწარმე სუბიექტების საქმიანობისთვის დამატებითი გარანტიების შექმნას, ასევე სახელმწიფოს საფინანსო ინტერესების დაცვას და რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელთა დაცვას პროდუქციის დამამზადებლის (გამყიდველის) არაკეთილსინდისიერებისაგან. ქმედების ობიექტური შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როდესაც პროდუქციის მწარმოებელი შეგნებულად არღვევს სტანდარტიზაციით დადგენილ მოთხოვნებს და მოტყუებით, დაუშვებელი ინგრედიენტების შერევით ახდენს პროდუქციის თვისობრიობის შეცვლას, რაც თავის მხრივ იწვევს პროდუქტის ხარისხის გაუარესებას. ამ დანაშაულის სავალდებულო ნიშანია ქმედების განხორციელება ანგარებით, რაც მწარმოებლის მიერ გამორჩენის მიღებას ისახავს მიზნად.

 

მოცემულ შემთხვევაში, ჩადენილი დანაშაული გამოიხატა ბრალდებულების მიერ "მოივას" ჯიშის თევზის თვისობრიობის შეცვლაში, კერძოდ სინესტის მასიური წილის ხელოვნურად გაზრდამ, დაბალი ენერგეტიკული მაჩვენებლით და სუსტად გამოხატული გემური თვისებებით გამოიწვია მისი ხარისხის განზრახ დაქვეითება და შეცვლა. ხოლო "სკუმბრიას" ჯიშის თევზის შემთხვევაში, პროდუქტი შეიცავდა ცილის დაბალ შემცველობას. აღნიშნული ქმედება ბრალდებულების მიერ ჩადენილ იქნა ანგარების მოტივით, იმდენად რამდენადაც თვისობრივად სახეცვლილი თევზით, მათ მიერ მოხდა პროდუქტის თვითღირებულების შემცირება, რის ხარჯზეც გაეზარდათ მოგება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ლ-----------–---–მა და დ-------------–---–მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

ბრალდებული დ-------------–---–ი აღიარებს ჩადენილ ქმედებას; სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, არის ოჯახის მარჩენალი, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეულ შედეგს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

ბრალდებული ლ-----------–---–ი აღიარებს ჩადენილ ქმედებას; სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, არ არის ნასამართლევი, არის ოჯახის მარჩენალი, აცნობიერებს მის მიერ ჩადენილი ქმედებით გამოწვეულ შედეგს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

მითითებული ნორმის განმარტების შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის დანიშვნა უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას და თავის მხრივ სასჯელს აქვს როგორც ზოგადი ისე კერძო პრევენციის მიზანი. სასჯელის ზოგადი მიზანი მიმართულია საზოგადოებისკენ, მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პირი აგებს პასუხს და შესაძლოა სახელმწიფოს რეაქცია იყოს მკაცრიც, ხოლო კერძო პრევენციის მიზანს წარმოადგენს თავად მსჯავრდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მისავე რესოციალიზაცია.

 

გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო აფასებს ბრალდებულის ქცევას და ამ ქცევის შედეგად დამდგარ შედეგს (მიყენებულ ზიანს), შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სასჯელის მიზანია ასევე სამართლიანობის აღდგენა, რაც გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რამაც არ უნდა დატოვოს უსამართლობის განცდა დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-----------–---–ს და დ-------------–---–ს უნდა განესაზღვროთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, თუმცა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებს გაცნობიერებული აქვთ ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, გულწრფელად ინანიებენს ჩადენილ დანაშაულს, დანიშნული სასჯელი მათ უნდა ჩაეთვალოთ პირობითად და გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ უნდა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, გამოწვეული შედეგი.

5. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

ლ-----------–---–ის და დ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო უნდა გაუქმდეს.

 

საქმეზე ამოღებული ცივად შებოლილი 40 კგ სკუმბრია და 11 კგ მოივა, ასევე ვედრო და საღებავები, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

 

2. დ-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი. მასვე, 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

 

3. ლ-----------–---–ის და დ-------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

4. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის და 2018 წლის 18 სექტემბრის განჩინებებით ლ-----------–---–ის კუთვნილ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა, მდებარე მცხეთა, სოფელი წილკანი, ,,27 ჰექტრიანი“ - სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი 72.02.37.225);

 

5. ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულებს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

7. საქართველოს სსსკ-ს 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ცივად შებოლილი 40 კგ სკუმბრია და 11 კგ მოივა, რომელიც მოთავსებულია ორგანიზაციის ე.წ კამერა მაცივრებში, ამოღებული ვედრო და საღებავები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მადონა მაისურაძე